Jan 16, 2010

მხიარული ფსიქოანალიტიკური ტესტის გასაღები

შეპირებისამებრ ვდებ გუშინ გამოქვეყნებული მხიარული ”ფსიქოანალიტიკური” ტესტის გასაღებს :) მოდით თითოეულ კითხვას ჩამოვწერ და მივუწერ რას ნიშნავს. შენიშვნები ჩემს მიმართ არ მიიღება, რადგან ეს ტესტი ჩემი მოგონილი არაა. ტესტი ჩვენმა ფსიქოლოგიის მასწავლებელმა ჩაგვიტარა ორიოდე დღის წინ, და მეც ეგრევე გავბლოგე :ჵ
შეკითხვებისათვის კი აგერ ვარ და მიმსახურეთ :)

1. არსებობს უამრავი სახის ცხოველი, დიდი და პატარა, მფრინავი, მცურავი და მოსიარულე. გთხოვთ იფიქროთ ერთ ცხოველზე და უცებ რაც მოგივიდათ თავში დაწეროთ.
იმ ცხოველის თვისებები, რომევლიც თქვენ დაწერეთ, თქვენს იდეალურ მეს წარმოადგენს. ანუ გინდათ ეს თვისებები გახასიათებდეთ.

2. გთხოვთ კიდევ ერთ ცხოველზე იფიქროთ და კიდევ დაწეროთ ფურცელზე.
მეორე კითხვაზე დაწერილი ცხოველის თვისებებით, თქვენ გარშემომყოფები გახასიათებენ. ველლ, თქვენ ასე ფიქრობთ ყოველი შემთხვევისათვის.

3. კიიიიდევ ერთ ცხოველზე იფიქრეთ და დაწერეთ.
ამ ცხოველის თვისებები, კი ის თვისებებია რომლებიც თქვენ რეალურად გახასიათებთ.

4. ახლა წარმოიდგინეთ მიდიხართ ზღვის სანაპიროზე. მზე სასიამოვნოდ ანათებს, ზღვიდან ნიავი უბერავს, ირგვლივ სილამაზე და სიმშვიდეა. უხებ ხედავთ ძალიან დიდ, დაბურულ და ბნელ ტყეს. დაწერეთ თქვენი ემოცია და ის თუ როგორ იქცევით?
ტყე პრობლემას განასახიერებს. ტყესთან დაკავშირებული ემოცია, თქვენი ემოციაა როცა რაიმე პრობლემას აწყდებით. ტყესთან დაკავშირებული ქცევა კი ის ქცევაა რომელსაც თქვენ მიმართავთ პრობლემის გადასაჭრელად.

5. დაწერეთ რა ემოციებს იწვევს თქვენში ზღვა.
ზღვა სიყვარულის ასოციაციაა. ამიტომ ის ზედსართავი და არსებითი სახელები რომლებიც თქვენ ჩამოწერეთ, თქვენს სიყვარულის გრძნობასთან დამოკიდებულებას აჩვენებს.

6. დაწერეთ რა ემოციებს იწვევს თქვენში ყავა.
ყავა კი ეროტიკულობასთანაა დაკავშირებული. სიტყვები კი რომელიც ჩამოწერეთ, აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ეროტიკულობასთან მიმართ.

ამ ტესტის გაკრიტიკება და მიწასთან გასწორება ადვილია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ესა სერიოზული ტესტი არ ყოფილა :) გაიღიმეთ და მხიარულად გააგრზელეთ ცხოვრება :)

პ.ს. თუ პოსტი საინტერესო იყო, მითხარით რომ შეძლებისდაგვარად ხშირად დავწერო ასეთი რამეები :)

25 comments:

babisa said...

vah
:))
saxaliso iyo
tu davwer gavertobi-t xolme

ise forumze amis zalian didi temaa da isic dagexmareba tu ginda :P

diasworld said...

ყველაფერი რიგზეა საერთო ჯამში... :D პრობლემებს გარს ვუვლი, სიყვარული სიმშვიდეს იწვევს... და აი ეს ეროტიული გრძნობები ჩემთან ყოველდღიურ რუტინამდე დადის? :D ლოლ :D ან დავა მომავალში :( მდა. პლოხო :D

Tomushka said...

babisa -მადლობა იდეისათვის მაგრამ იქიდან გადმოწერას რა აზრი აქვს? :) აქ ვინც შემოდის ისინი ფორუმზეც ხომ არიან :) და ჩემთან რაღატო დაინტერესდებიან იგივე გააკეთონ? :)

Tomushka said...

diasworld - ეროტიკას მოვუვლით კაცო, მთავარია სიყვარული კარგ ასოციაციებს იწვევს :)

მარია said...

4.5.და 6-ე დაემთხვა. კარგი გასართობია ტომუსკ..;)

Tomushka said...

მარია :D - moica vnao aba Seni cxovelebi :D

clown said...

:D :D

babisa said...

Tomushka - imitom , rom adre iyo is tema da mgoni miviwyebulia axla.
tan yvela arcaa forumeli, vincaa is sheizleba iq arc shevides,
ravici
:))

ise ki daemtxva testis ragaceebi :]

Tomushka said...

babisa - hmmmmmmmm, gadavatvaliero abaaaa :) :*

ragaceebi ki namdvialad emtxveva aseT testebshi, tumca ver daekrdnobi :)

ჩორვენი¹³ said...

lol cool
vixalise zalian :D

Anne Sidamonidze said...

ამ ტესტის მიხედვით მინდა ვიყო ძუ ლომი, მგონია რომ სხვებს სპილო ვგონივარ და სინამდვილეში მგელი ვარ...

პრობლემები მხოლოდ ცნობისმოყვარეობას აღმიძრავს, სიყვარული თავისუფლებაა და სექსი კიდევ სიცოცხლის წყარო : )))))

პ.ს. მადლობა პოსტის ავტორს :)

Tomushka said...

Anne Sidamonidze - :D
მგონი კარგად ვერ ავხსენი. ძუ ლომი კი არ გინდა იყო, არამედ ის თვისებები გინდა გქონდეს რაც ძუ ლომს აქვს (სიმართლე გითხრა ერთი თვისების გარდა არცერთი ვიცი და ეს თვისებაა - დამოუკიდებლობა)

სპილოს თვისებები ხომ იცი რაა, სიდინჯე, ჭკუა, მაგრამ გულში ჩადება იცის სპილომ.

რაც შეეხება მგელს - ქე იცი თვისებები :)

არაფრის :)
მთავარია იხალისე ცოტა :)

Da-v-iD said...

აღვრშფრთოვანდდი საკუთარი თავით :))))
საინტერესო იყო. მართლა

მართლა მართლა

Landish said...

ჩემთან მყოლოდ ტყე დაემთხვა.. მგონი : ))

Lalena said...

:)))) გამოვიდა მინდა ვიყო დელფინი და რეალურად პანდა ვარ :))) ჩემს ირგვლივ ძაღლებია, ტყე (პრობლემა) ლამაზია, მაგრამ შესვლას არც კი ვიფიქრებ :( სიყვარული ხან სიმშვიდის და ხან მჩქეფარე ემოციებს იწვევს ჩემში და ყავა (ერტიულობა) მატონიზირებელია :))))))))
გაიხარე, მაგარი იყო :)))

პერწკლი said...

გაიხარე,ასე გულიანად არ მიცინია კაი ხანი საკუთარ თავზე : )))))))

მბლოგავი said...

მე კმაყოფილი ვარ ჩემი პასუხებით :P

მინდა ვიყო სპილო, ანუ დიდი და გრანდიოზული.
მეგობრები მახასიათებენ როგორც ძაღლს, ანუ ერთგულს.
სინამდვილეში ვარ ცხენი, ანუ ჭკვიანი.

ტყე ანუ პრობლემა დავიკედე და დავბრუნდი ზღვის ნაპირზე, იქ სადაც სიყვარულია.

ზღვას ანუ სიყვარულს ვახასიათებ მხოლოდ ერთადერთი კომპონენტით და ესაა რომანტიკულობა.

და ბოლოს, ყავა ანუ ეროტიკულობა არის ტკბილისა და მწარის სინთეზი ანუ ტკივილით გამოწვეული სიამოვნება ან რაღაც ამდაგვარი ( :

Lillsnörpa said...

I like your blog!

Tomushka said...

Lillsnörpa - thanks :)

Sophie Golden said...

ლოლ
დაწერე ხოლმე, გავერთე სხვების პასუხებზე. ეს ტესტი ვიცოდი და ამიტომ არ მიპასუხია კითხვებზე

exposemaximum said...

now what is this ? I am just curious :)

მბლოგავი said...

მეც შემიყვარდა ეს ბლოგი და ჩავილინკე ჩემთან :">

Keti said...

აი, თურმე რა :)))

taa said...

ara danarchenebs avitan magram pirvel shekitxvaze PINGVINI rom davcere egeti var neta?
gamopingvinebuli?

Tomushka said...

taa - პი ნგვინი ძაააალიან საყვარელია. ამტანი. ძლიერი მაგრამ რომ შეხედავ ვერ იტყვი ამას.