Jan 15, 2010

როგორ ვებრძოლოთ პლაგიატიზმს?

პლაგიატიზმის მორიგი შეტევა დაემართათ სტუდენტებს თუ რაა არ ვიცი. თან ადგილობრივ გაზეთში ეგრევე გამოაჭენებენ ხოლმე მსგავს ფაქტებს, საბედნიეროდ სტუდენტების სახელების და სპეციალობების გარეშე, მაგრამ მთავარი ეს არააა...

აქა, ხშირად ხდება რომ გამოცდა წარმოადგენს ”საშინაო დავალებას”, ანუ გეძლევა თემა და უნდა დაწერო და დაამუშაო ისა. ახლა ინფორმაციის მოპოვება ბევრი ადგილიდან შეიძლება და ინტერნეტი პირველია ალბათ ამ ადგილებს შორის. კითხულობ სრულიად შტერულ საიტებს, მოიხმარ რამოდენიმე სტატიას და წიგნს და წერ შენთვის თემას. იმისათვის რომ საიტები რეფერენსებში დააფიქსირო გარკვეული წესებია საჭირო, ან რატომ უნდა დააფიქსირო, იმიტომ რომ უბრალოდ წაიკითხე? თან ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი რომ რაღაცას ვკითხულობთ, და დროის გასვლის შემდეგ გვგონია რომ ეს წინადადება, იდეა ჩვენი აწყობილია სინამდვილეში კი ადრე ამოკითხული და კარგად დამახსოვრებულია.

მოკლეთ დავუბრუნდები იმ სტუდენტებს რომლებიც პლაგიატიზმში ამხილეს და დასაჯეს- ანუ ჩამოაცილეს სწავლებას რამოდენიმე თვით. დარწმუნებული ვარ რომ ამ სტუდენტებს არ დაუკოპირებიათ ის რაც წაიკითხეს. დარწმუნებული ვარ რომ მათ უბრალოდ დაწერეს ტავისი მოსაზრება რომელიც აღმოჩნდა იგივე რაც სრულიად დებილურ, არაფრის მაქნის საიტზე ამოიკითხეს. ეს წინადადება შეიძლება პოსტში ყოფილიყო, ან კიდე კომენტარებში. დავიჯერო საჭიროა ასეთი რამეების მითითება? და ზოგადად როგორ შეიძლება ებრძოლო პლაგიატიზმს? ან რეალურად რაა პლაგიატიზმი?

11 comments:

clown said...

სხვათაშორის იგივე პრობლემა მქონდა გეოგრაფიის საკონფერენციო თემაზე წინა წელს...

მასწავლებელმა რარაც შენიშვნა მომცა....

მაინც ჩემი გავიტანე და თემა გავუშვით :D

ხოდა მეორე ხარისხის დიპლომი ავიღე ^^

Anya said...

I cannot read your post today :(
But we will wish you
a happy weekend !!!!

(@^.^@)

Keti said...

რატომ ხარ დარწმუნებული, რომ მათ უბრალოდ თავისი მოსაზრება დაწერეს და არ დააკოპირეს საიდანღაც?
მეორე მხარეს მდგომის პოზიციაც გასათვალისწინებელია – ისე აართვეს მოსაზრება, თითქოს არაფერი :)

თემები არ ვიცი და პოეზიაში ხშირად აკოპირებენ ასე. თუმცა ეს სხვა თემაა :)

მე მგონია, ყველამ ერთმანეთის ნაშრომს უნდა სცეს პატივი. გამოყენებული მასალა უნდა მიუთითონ. თუ არ ვარგა და საერთოდ ნუ გამოიყენებენ...


:)

♥ The Dream Teller ♥ said...

ძირს პლაგიატიზმი : )))

აუ იმდღეს ვნახე angel.ge ზე ჩემი ბლოგზე დადებული პოსტი იყო იმენა გადაკოპირებული სურათებიანად და ყველაფრიანად, 10 გზა ცხოვრების გახალისებისთის და ჩემი რჩევა თუა ზრები, ზუსატდ ეგრე დადო ვირაცამ და არც მიაწერა წყარო, ვითომ თავისი პოსტი იყო : )) და კომენტარები ვნახე საღოლ კაი პოსტი იყო, ყოჩაღ კაი რჩევებია და რაღაცეებიი :)) და რო გენახა რა მომივვიდა, გავმწარდი : )) მერე ადმინს მივწერე ესე და ესე თქო და წაშალა

Tomushka said...

Keti იმიტომ მგონია რომ იციან რა ცეცხლში გაატარებენ სტუდენტებს, და ისიც იციან როგორ დაისჯებიან. ამის შემდეგ რომ მაინც შეგნებულად იპლაგიატო უბრალოდ ”უტვინო” უნდა იყოს ადამიანი. მაშინ რაღას დაიწყეს სწავლა? იმიტომ რომ 2 თვეში დაესაჯათ და სწავლის პროცესს ჩამოეშორებინათ?
თან გეუბნევი, პლაგიატიზმის კონტროლი აქაურ უნივერსიტეტებში არის ძააალიან მაღალ დონეზე. ჯობია საკუთარი დებილობა დაწერო, ვიდრე სხვისი გენიალური წინადადება დაწერო წყაროს მიუთითებლად.

clown - მოიცა, შენ საერთოდ არ გქონდა ლიტერატურის სია და რეფერენსები დასმული?

♥ The Dream Teller ♥ s - ესეეიიგიიიიი პოპულარული ხარ :ჵ რარაც ბლოგია კომუნა და იქ მეც ვნახულობ ხოლმე ჩემ პოსტებს, მაგრამ ყოველთვის არის მითითებული წყარო.

ნინი said...

mediis kvlevis metodebi gaviare cels. leqtorma, cyaros mititebi axsnaze ro mivida, gvitxra: leqtorisganac rom gqondet mosmenili leqciaze msgavsi shinaarsi,ris dacerasac apirebt, aucileblad miutitet kvlevashi,romlema leqtorma tqva, romel leqciaze da rodiso :D sxvatashoris chems leqtorsac shvedetshi aqvs universiteti damtavrebuli da mogviyva pirveli kursidanve rogor garicxes tavisi jgufeli plagiatorobis gamo.

Keti said...

მანდ უკეთ ყოფილა საქმე, ასე რომ ისჯება. მაშინ გასაგებია შენი პოზიციაც..

Lalena said...

აბა საქართველოში დაწერილ რეფერატებზე საერთოდ რა უნდა თქვა? სრული განუკითხაობაა, ხალხი ლექტორების საკურსოებიდან აკოპირებენ და არც კი უთითებენ :)

JoKey said...

ბლოგებზეც ყვავის პლაგიატობა. ერთი ჩემი მეგობრის ნაწერს წავაწყდი სხვა ბლოგზე და გავაშანშალე სალანძღავი წერილი, მაგრამ ეს არ მოქმედებს ხოლმე.
შიგნით უნდა გყავდეს "ცენზორი" რომელიც გეტყვის რო ცუდს იქცევი, როცა რამეს იპარავ. რთულია ადგე და ინტელექტუალური საკუთრების მომპარავთა უზარმაზარი ჯგუფი თავიდან აღზარდო.

Tomushka said...

JoKey - გეთანხმები რომ ცენზორი შიგნით უნდა გყავდეს.

Lalena - კი, პრობლემაა მაგი, მაგრამ იცი რა აინტერესებს, ჩვენტან ასწავლიან რეფერენსების დასმას და ლიტერატურის შედგენას? ჩვენ არ გვასწავლეს მაგალითად. და ჩემი სადიპლომო რომ აქაურმა ვინემ ნახოს უბრალოდ ”თავს ჩამოიხრჩობს”. ლიტერატურის სია კი მაქვს მაგრამ რეფერენსები არ მაქვს დასმული. სიაც ნეტა განახა როგორი შედგენილია :D

clown said...

@Tomushka
კი გამოყენებული ლიტერატურა მითითებული მქონდა...

თსუ წიგნიტ ვისარგებლე, ინტერნეტიც დავიხმარე და პლიუს მიმდინარე პრესა და ტელევიზია ^^