Jan 13, 2010

მანიპულაციის მსხვერპლი საზოგადოება

ადამიანები ძალიან უცნაური და რაღაცნაირად გულუბრყვილო არსებები ვართ, როცა ვიღაც რამე კარგს გვიკეთებს, ჩვენც გვინდა კარგითვე გადავუხადოთ. არ ვიცი გინახავთ თუ არა კრიშნაიდები ყვავილებით ხელში როგორ არიგებენ ყვავილებს გამვლელებზე და სანაცვლოდ ..... თქვენ გგონიათ ისე უმიზეზოდ არიგებენ?

ახლა მინდა დაგიწეროთ მანიპულაციის რამოდენიმე ტექნიკის შესახებ რომლებიც ძალიან ფართოდ გამოიყენება. ჩემი მიზანი ისაა რომ თუ ჩვენ გეცოდინება ამ ტექნიკების შესახებ, მაშინ ნაკლებია შანსი რომ მათი მსხვერპლი გავხდებით!!

1. Door in the face technique - დამყოლიებელი გთხოვთ რაღაცა ძალიან დიდის და თქვენთვის წარმოუდგენელს შესასრულებლად, რათქმაუნდა მაინ იცის უარის შესახებ ამიტომ იქვე მიაყოლებს სხვა უფრო პატარა თხოვნას რომელიც პირველთან შედარებით არაფერია. აი ამ მარტივ ფინტზე ძააალიან ბევრი ადამიანი ეგება მინდა გითხრათ. მაგალიტად ვიღაც გვთხოვს რომ 50 ლარი შევწიროთ საქარტველოს ფეხბურთის ნაკრებს :D რათქმაუნდა ჩვენ უარს ვიტყვით, მაგრამ თუ 50 ლარიდან უცებ 2 ლარზე დავა მთხოვნელი, მაშინ დიდი ალბათობაა რომ შეწირულობას გავიღებთ.

2.Foot in the door technique - იგივეა რაც Door in the face technique ოღონდ პირიქით. ტავიდან ვრებულობთ მცირე მოთხოვნას, შემდეგ კი დიდის. სულ ამრტივი და ყველასათვის ადვილი მაგალითი: პირველად გვთოხვენ ხმა მივცეთ რომელიმე კონკურსანტს, შემდეგ კი გვთოხვენ ხმა მივცეთ იგივე კონკურსანტს თან კომენტარიც დავუწეროთ რატომ ვაძლევთ ხმას.

3. Lowballing ძალიან ხშირად გამოიყენება სავაჭრო სფეროში. მაგალითად ვნახეთ მანქანა რომელიც ძალიან მოგვეწონა და რომელსაც ადევს ფასი 10 000 ლარი. გამყიდველი, გვიჭერს რა ჩვენს ემოციაზე, გვეუბნევა რომ მანქანის ფასი უნდა დააზუსტოს მენეჯერთან, რამოდენიმე წუთის შემდეგ უკან ბრუნდება და ამბობს რომ ამ მშვენიერი მაქანისათვის სულ 399 ლარით მეტი უდნა გადავიხადოთ. რატომაც არა 10 399 ლარი ჩვენი სასურველი მანქანისათვის ნამდვილად არაა ძვირი. თუმცა გაითვალიწინეთ რომ მანქანის ფასი სინამდვილეში სწრედ 10 399 ლარი იყო :)

ძალიან დიდი იმედი მქვს რომ ამ პოსტით რაიმე ახალი შეიძინეთ. კომენტარებში კი მოდით განვიხილოთ მაგალითები როცა თავად გავხდით მსგავის მანიპულაციის მსხვერლი - შევიტენეთ რაღაც რაც არ გვინდოდა, ან გვინდოდა მაგრამ მასში იმაზე მეტი ფასის გადახდა მოგვიწია ვიდრე ვფიქრობდით.

14 comments:

clown said...

კარგი პოსტია! ^^


პირველი ორი შემთხვევა იმდენჯერ გადამხდენია, მაგრამ განა ვერ ვხვდები....
გააჩნია ხასიათს, უმეტეს შემთხევაში არ ვდებილდები ხოოლმე :X

Tomushka said...

clown - xიცოდი ამ მექანიზმების შესახებ? თუ თავად მიხვდი რომ ”გაბავდნენ”?

clown said...

@ Tomushka
დაახლოებიტ ვიცოდი..
სკოლაში დიკუსია გავმართეთ.. "რატომ ადებილებენ ადამიანები ერთმანეთს"...


დამრიგებელმა კი დაახლოებით ესეთი მაგალითები მოგვიყვანა ^^

Landish said...

ჰმ.. ჯერ ეგეთი შემთხვევა არ მქონია, ან ვერ ვიხსნებ იმ ფაქტს, როცა ვინმესთვის ჩემი თავი გამემანეპულირებინა : ))

მარა კარგი იფნოა თამ...
მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნები ხოლმე : ))

riddle said...

ფასის აწევის პრინციპს ვერ მივხვდი :| მენეჯერთან დარეკვით, პირიქით იმით არ უნდა მომთაფლოს, რომ 9 399-ად მომცეს მანქანა, რომელიც 10 000 ღირდა და არა 10 399-ად? :|

Tomushka said...

riddle - fasis awevis principi ki araa fasisi agdamocmebis principia.
anu ufross davurekav da gadavamowmeb.
imitom rom manqanis madvili girebuleba isaa rasac ufrosi ambobs, shedarebit dabali ricxvi ki klientis mizidvistvisaa.

Lalena said...

არ მახსოოვს, რამე მსგავსი გადამხდენოდეს, ან უბრალოდ იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ახლა არ მახსენდება. მე დაზუსტებაზე პირიქით ვიცოდი, უი დავაზუსტე ფასი და 10 000 კი არა 9 780 ყოფილაო :)))

Tomushka said...

Lalena + რასაც შენ ამბობ ეგ არის ” Door in the face technique”

ნინი said...

gavlenebis da socialur fsiqologiashi viscavle es darcmunebis xerxebi :) krishnaidebzec iyo magaliti cignshi :) arasodes gamicnobierebia, rom vinmes msgavsi xerxebi gamoeyenebina chems mimart. sheidzleba mec gamiketebia, magram qvecnobierad. vgijdebi gavlenebis fsiqologiaze :)

Sophie Golden said...

ლოლ
შარშან რაღაც წიგნს ვუთარგმნიდი ჯიპას სტუდენტებს ზუსტად ამ მეთოდებზე ;)
ძნელია მანიპულირების თავიდან აცილება... იმაზე ძნელი, ვიდრე გვგონია :ტარარარა:

SoF said...

sasacilo da sayvareli postia :D

თაა said...

ხოო, ეგეთებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველანი ვაწყდებით
სინტერესო პოსტი იყო

Lord Vader said...

მაგ სახით ლოუბოლი მხოლოდ თეორიებში და ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებშია, იმიტომ რომ კანონს არღვევს.

რეალურად გთავაზობენ საბაზო ფასს და შემდეგ მას ზრდიან იმის ხარჯზე რომ დამატებით ოფციებს გტენიან, რომელიც ხშირად სულ არ გჭირდება ან რამე დამატებით სერვისს (ნუ,საქონელს გააჩნია).

ასევე ამის ფარული ფორმაა, როცა გადასახადი ფასს გარეთ გადის - მაგალითამ სეილს თექსი არაა მაღაზიაში მითითებული.

და ა.შ.
და მრავალი

და პატივი ეცით მარკეტოლოგის შრომას :)

amigo said...

მე კიდევ ვიცი ერთი მარკეტოლოგიური ხრიკი.

მიდიხარ მაღაზიაში და ეკითხები თუ რა ღირს 5 ლარიანი ნივთი. გპასუხობენ 50 ლარს და თან ამატებენ თუ არ გინდა სხვასთან იყიდეო.

მერე შენ მიდიხარ სხვასთან და აღმოჩნდება ხოლმე, რომ მას ეს ნივთი არ აქვს, მერე კიდევ სხვასთან მიდიხარ და არც იმას აქვს ეს ნივთი და თუ ძალიან ძალიან გჭირდება მიდიხარ და ყიდულობ 50 ლარად :(