Jan 2, 2010

Cooking Therapy - ახალი პროექტი

როგორც მუსიკა გამოხატავს კომპოზიტორის შინაგან ბუნებას, როგორც ნახატი აჩვენებს მხატვარის განწყობას და ხასიათს, ასევეა ჩვენს მიერ შემქნილი კერძები, ისინი აჩვენებენ ვინ ვართ ჩვენ და როგორ ვგრძნობდით თავს მომზადების პროცესში. კერძის მომზადება არის ხელოვნება რომელიც მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული - პროდუქტების ხარისხიდან დაწყებული, ჩვენს ბუნება განწყობილებით დამთავრებული.

დღევანდელი დღეიდან გადავწყვიტე ახალი პროექტის წამოწყება Cooking Therapy - თვეში მინიმუმ ორჯერ დავდებ სხვადასხვა რეცეპტს რომელიც არ იქნება რაიმე წიგნიდან ამოკითხული და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ”კულინარიული ინტუიციის” შედეგი იქნება :) ხოდა დღეს ორიექტს გახნილად ვაცხადებ :)

”ღორის ხორცი ბროწეულით”

სანამ კერძის მომზადებას დავიწყებთ უმნიშვნელოვანესია რომ ჯერ ხასიათზე მოვიდეთ - მოვუსმინოთ მხიარულ მუსიკას, ვიცეკვოთ, გავხსნათ და დავაგემოვნოთ საყვარელი ღვინო ან ყველაფერი ერთად გავაკეთოთ :)

ახლა კი როცა ხასიათზე ვართ შევუდგეთ კერძის მზადებას :)
  • აუცილებლად ვითვალისწინებთ რომ ხორცისა და ხახვის შეფარდება უნდა იყოს 1:1, ამით გემო უფრო გამოიკვეთება და სურნელიც სასიამოვნო აქვს კერძსა.
  • მოზრდილ თასში ჩავყაროთ დაჭრილი და გარეცხილი ღორის ხორცი, ამდენივე რგოლებად დაჭრილი ხახვი, სვანური მარილი, ორიოდე სუფრის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი გემოს გამოსატანად, ოდნავ შავი პილპილი და რაც მთავარიააააა - მწიკვი პიტნა ან ომბალო! ეს ყველაფერი ევურიოთ და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით!!!
ახალა მეტყვით ეს ორი საათი რა გავაკეთოთო? რა და ვუყუროთ რამე კარგ ფილმს, ან ვიჩატავოთ ნეტში, ან ბლოგზე ვწეროთ, ან ვისეავლოთ. მოკლეთ დამეთანხმებით უამრავი რამის გაკეთება შეიძლება ორი საათის განმავლობაში.

ახალა კი მომზადების დროა:
  • გავაცხელოთ ღუმელი, დავდოთ დავყაროთ ჩვენი ხორცი ტაფაზე (უხახვოდ!!! ხახვი დავამატოთ თითქმის მზად რომ იქნება მხოლოდ მაშინ!!!) დავასხათ ღვინო ისე რომ არ დაფაროს ხორცი და შევწვათ, თუ ღვინო ამოშრება ცოტა-ცოტა ვამატოთ!
  • მეორე და უკეეთესი ვარიანტია ხორცი მოვატავსოთ პატარა ჟარუნაზე (ხახვიანად), გადავაფაროთ ალუმინის ქაღდი და შევდგათ ღუმელში. შევწვათ მომზადებამდე, აქაც ღვინო ვამატოთ. (ასე შემწვარი ხორცი უფრო ნაზი გამოდის)
  • ხორცი რომ მომზადდება გადმოვიღოთ ლამაზ თეფშზე, მოვაყაროთ ბროწეულები, და სუუუუულ სულ ოდნავ ოხრახუში.
ანონსი: მომავალ კვრას ვაკეთებთ საშობაო ღვეზელებს :) 7 დეკემბრისათვის წინასწარ მოვიმარაგოთ ყველი, ცომი და კვერცხი :) დანარჩენი კი ერთად გავაკეთოთ :)

Eng:
However I love cooking, I have decided to start a new project on my blog - "Cooking Therapy ". I am going to write my own recipes and teach people how to cook tasty dishes. The recipes will be written once or twice in a month. Today's dish is pork with Pomegranate. First we have to make a marinade. We cut pork + onion proportions 1:1, add 2 ts. lemon juice, salt, pepper, pinch of mint and mix it well. We put the marinade in a fridge and let it rest minimum 2 hours. Preparing: Pork is cooked in an oven, covered with aluminum paper. When it is ready, we move it on a beautiful plate, put on it 1 pomegranate and some parsley.
Enjoy :)

9 comments:

Natalia said...

რა კარგი იდეაა ტომუშკა! მე ბევრს არ ვკულინარობ, მაგრამ რეცეპტების კითხვაც კი მსიამოვნებს, განსაკუთრებით თუ ფოტო-გაფორმებაც აქვს. და თუ ხასიათზე ვარ, მზადების პროცესიც ძალიან მიყვარს.

წარმატება შენ და მხარდაჭერა ჩემგან :)

Tomushka said...

Natalia - მადლობააააა :) :*

clown said...

რა კარგი იდეაა ^^...

nati kuda said...

miyvars gvinoshi shemwvari xorci <3

Tomushka said...

nati kuda - მეც ძალიან მიყვარს :)
სხვათაშორის ბევრი ფიქრობს რომ ასეთი ხორცი ათრობს, არადა ესა არის სისულელე, რადგან დუღილისას ალკოჰოლი ორთქლდება :)

Anya said...

Happy New Year
or in Dutch we say
Gelukkig Nieuwjaar :-)

Kareltje =^.^=
Anya :-)

Lalena said...

აუ რა სიგემრიელეააააააა


ეს უნდა ვცადო!

Keti said...

რა კარგი პროექტია, ტომუშკა! :)
ყოველთვის ისე წერ მომზადების წესს, სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე. ხასიათზე მოსაყვანი რეცეპტიც მაგარი იყო :) მართლა ვფიქრობ, რომ განწყობა მთავარია. როცა გულით ამზადებ რამეს, სულ სხვანაირი გამოდის!
წარმატებები! :)

Tomushka said...

როგორ მიხარია რომ მოგეწონათ იდეა :)
იმედია გამოგადგებათ კიდეც :)