Jan 1, 2010

ჩემი საახალწლო სუფრის ორი აღმოჩენა

ყველაფერ სიკეთესთან ერთად ეს ახალი წელი იმითაც იყო აღსანიშნავი რომ ორი სრულიად უცნობი რამ დავაგემოვნე. პირველი ეს იყი Passion fruit - რომლის იოგურტიც ჩემი ფავორიტია, მაგრამ რეალურად არასდროს გამესინჯა, მეორე კი ლობსტერი -Lobster რომელზეც ბევრი მსმენოდა მაგრამ ასევე არ დამეგემოვნებინა.

Passion fruit - მომკლაით და დარწმუნებული ვარ რომ ეს მცენარე ჩვენთან იზრდება. ზუსტად მახსოვს რომ ჩვენთან მინახავს მისი გადაშლილი ვარსვლავისებური ყვავილები. ასევე ზუსტად ამხსოვს რომ არც მაღაზიებში და არც ბაზარში ეს ხილი არ შემხვედრია. რატომ? არ ვიცი, ალბათ არ ვიცით რომ Passion fruit სასიამოვნო და ძალიან სურნელოვანი ხილია. უნდა ავღნიშნო რომ ამ ხილს ერთი დიდი ნაკლი აქვს - თესლი! ნაყოფში უამრავი საკმაოდ მაგარი თელსლია, რომელიც არასასიამოვნოა ღეჭვისას. ისე კი შეიკს ან მსგავს რამეს თუ გააკეთებს ადამიანი ალბათ კარგი იქნება.

ჩემი მეორე აღმოჩენა უგემრიელესი ზღვის პროდუქტი - ლობსტერი. ასეთი გემრიელი პროდუქტი კიბოსებთა ოჯახიდან ნამდვილად არ დამიგემოვნებია! მომზადებისას ისეთი სურნელი იყო სამზარეულოში თითქოს ზღვის პირას ვიდექი, გემო - ჩემი სიტყვიერი მარაგი ვერ გასწვდება რომ ავღწერო, განსაკუთღებით როცა ლიმონს მოასხავ და გემრიელ სოუსში ამოუწობ ლობსტერის ძალიან ნაზ მოვარდისფრო ხორცს. მაგრამ აქაც მეორე მაგრამ! ამ მშვენიერი პროდუქტის დაგემოვნებისას ისეთი დანაშაულის გრძნობა დამეუფლა რომ გადავწყვიტე მეორედ აღარ მეყიდა ის :( მთელი ხორცი დამალულია საკმაოდ მაგარი წითელი ჯავშნის ქვეშ, და მირთმევის პროცესი ჯავშანის მტვრევა და ხორცზე ”ნადირობაა”. ამან ისე ცუდად იმოქმედა ჩემზე რომ გადავწყვიტე -აღარ ვიყიდი ამ საწყალ ცხოველს!

ესეც ჩემი საწყალი ლობსტერი

8 comments:

Kate said...

შენ გეტყობა მაგარი გურმანი ხარ. :)

მაგის მემილიონედიც არ ვარ.

Kate said...

არც კეთება მიყვარს და არც ჭამა.

Tomushka said...

Kate - მშურს შენი!
კეთებაც მიყვარს (ძირითადად ექპერიმენტირება), ჭამაც მიყვარს და სმაც. well ლიმონათის :P :P

exposemaximum said...

I am a huge fan of crabs.

თინი said...

ვაიმე მე კიბორჩხალებისაც მეშინია და მაგ ლობსტერისაც. ხომ ვიცი რომ მკვდარია და მოხარშული, მაგრამ ვერ შევჭამ, შიშიტ მოვკვდები :დ

Tomushka said...

exposemaximum - yes, i love them too.

თინი - ar ikbinebin martla :D mxolod da mxolod sacecebit ipckinebian :D

Sophie Golden said...

Oh, man!
აქედან არცერთი გამისინჯავს...
ხილს კიდევ არაუშავს და ლობსტერ-მობსტერი - not my type

Tomushka said...

Sophie Golden - მართლა გემრიელია :)
საშიში შესახედი კია, საჭმელადაც საწვალებელია მაგარმ გემრიელია ძააალიან :)