Jan 11, 2010

Altruism or - რატომ ვეხმარებით სხვას?

სანამ ამ პოსტს ბოლომდე ჩაიკითხავთ გთხოვთ დაფიქრდეთ - რატომ ვეხმარებით სხვა ადამიანებს? ნაცნობებსა თუ უცნობებს? სხვა ადამიანები რატომ ეხმარებიან მათთვის სრულიად უცნობ პიროვნებებს?

დახმარების ქცევა - ერთ ერთი საინტერესო მოვლენაა რომელიც დღემდე ფსიქოლოგების, სოციოლოგების, ფილოსოფესების ყურადღების ცენტრშია. ამ ფენომენზე ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული და მინდა თქვენც გაგიზიაროთ და ძალიან მოკლედ დავწერო ამ კვლევების შედეგები.

რატომ ვეხმარებით? ფსიქოლოგიაში ძირითადად სამი თეორიის გარშემო კეთდება აქცენტი. სოციალური გაცვლის თეორია - მე რომ ვეხმარები სხვას, იმედი მაქვს რომ თუ გამიჭირდება მეც დამეხმარებიან. სოციალური ნორმების თეორია - ბავშვობიდანვე გვასწავლიან რომ სხვისი დახმარება არის სოციალურად გამართლებული ქცევა, შესაბამისად თუ ჩავდივართ კარგ საქმეებს, სოციალური სტატუსი გვემატება. ევოლუციური თეორია - ადამიანებს დაბადებიდანვე ჩადებული გვაქვს სხვა ადამიანების დახმარება. ასეა ცხოველთა სამყაროში. მაგალიტად მაიმუნები ეხმარებიან გასაჭირში ჩავარდნილ სხვა მაიმუნებს და ა.შ. (თუ რომელიმე თეორია დაგაინტერესებთ შემიძლია დაწვრილებით გაგაცნოთ)

როდის ვეხმარებით? მას შემდეგ რაც ვხედავთ რომ ვიღაც სხვა უკვე ეხმარება მას ვისაც სჭირდება დახმარება. თუ გავქსვ თავისუფალი დრო და რაც მთავარია როცა ვართ კარგ ხასიათზე.

ვის ვეხმარებით? უამარავმა გაამოკვლევამ აჩვენა რომ ქალები უფრო მეტ დახმარებას ირებენ ვიდრე მამაკაცები. და ისინი ვინც ეხმარებიან უფრო ხშირად მამაკაცები არიან. ასევე საინტერესოა რომ ერთიდაიგივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები უფრო ეხმარებიან ერთმანეთს ვიდრე სხვადასხვა.

არსებობს თუ არა ჭეშმარიტი ალტრუიზმი? ახლა ალბათ კეთილ სამარიტანელზე ფიქრობთ და მართლებიც ხართ, რადგან ეს მაგალითი ჭეშმარით ალტრუიზმის გამოვლენადაა მიჩნეული. ზოგადად კი ალტრუიზმი რომელიც ემპათიაზეა დაფუძნებული ითველბა კიდეც ნამდვილ, უანგარო დახმარების გამოვლენად.

ხოდა ვუბრუნდები ჩემს მიერ ზემოთ დასმულ შეკითხვას - რატომ ვეხმარებით ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანებს? სხვა ადამიანები რატომ ეხმარებიან მათთვის სრულიად უცნობ პიროვნებებს?

Eng:
Have u ever thought, why we people help others? What forces us to spend our time, money and resources? Are we sooo really good that the only thing we want is to make others feel good? Or there is something hidden, and helping behavior covers something very unpleasant moments? Can u please answer - why do u help and what do u think why others help each other?

14 comments:

clown said...

ვაი რაღაც დამაფიქრა ამ პოსტმა!

leliani said...

სხვების არ ვიცი და მე თვითონ რაც უფრო ცუდად ვარ, მით უფრო მიჩნდება სურვილი, რომ ვინმეს დავეხმარო.

Tomushka said...

leliani - შენი აზრით რატომ ხდება მასე? თავს როგორ გრძნობ გაწეული დახმარების შემდეგ?

clown - რაზე?

Landish said...

საკუთარი თავი პირველ ორ კომპონენტში ამოვიცანი...

მესამისგან შორს ვარ : )

მართალია ხასიათის შესახებ.. რადგან ბევრჯერ მითქვამს უარი და სამწუხაროდ უხეში ფორმითაც, როცა ჩემთან დახმარებისტვის მოდიან, მხოლოდ იმის გამო რო არ ვიყავი შესაბამის ხასიათზე...

clown said...

Tomushka
რაზე და რატო ვეხმარებით უცხოებს :შ
აშკარად ინსტიქტი არაა :D

ალბათ მოველით რამეს მისგან ?!

ცუცა said...

სამწუხაროდ არ მახსოვს სად წავიკითხე.. მაგრამ აზრი კი კარგად მახსოვს :)

როცა ვინმე დახმარებას გთხოვს, გაძლევს შანსს გააკეთო სიკეთე :) რასაც სხივის დახმარება ქვია, და სიკეთის კეთებაზე კარგი რა უნდა იყოს რო :) ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთო ეს შანსი :)

SoF said...

სასიამოვნო წასაკითხი იყო... დახმარება მგონი ჩემი მოწოდება გახდა.. :D

მარია said...

საინტერესოა..ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე. სამივე თეორიას ვეთანხმები პრინციპში.. მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად მაინც „სოციალური გაცვლის თეორიას„..

vasasi said...

იმიტომ, რომ მე პირადად, მაზოხისტი ვარ!.. :@

Keti said...

მე არ ვეხმარები იმის გამო, რომ ჩემამდე ვიღაცამ დაიწყო ამის კეთება და დავინახე.
თუ შემიძლია, ვეხმარები და იმით, რითაც შემიძლია..
განწყობაზე ახლა ვფიქრობ :)

მგონია, ყველა ჩვენთაგანშია დახმარების მოთხოვნილება, ანუ ვემხრობი ევოლუციურ თეორიას. უბრალოდ, ადამიანების შემთხვევაში მის „გასაღიზიანებლად“ საჭიროა ხოლმე სოციალური ნორმების თეორიის ამუშავება, ასევე გაცვლის თეორიისა :)

და ჭეშმარიტი ალტრუიზმიც არსებობს :)

nino said...

შენი ძაღლი აღაr Seმომიშვებს ბლოგზე იმდენს ვაყეფებ (rofl)

Tomushka said...

ნინო - შენ რომ არა რა ეშველებოდა ამ საწყალ ძაღლსა. ორივეს კატასაც და ძაღლსაც მხოლოდ ვაჭმევ, არც ვეთამაშები და არც ვაყეფებ.

sandro.charkviani said...

ძალიან საინტერესო პოსტი იყო. მე ამ თემაზე ადრეც მიფიქრია, და აქ ყველაფერი კარგადაა ჩამოყალიბებული. სოციალური გაცვლის თეორიისა და ალტრუიზმის შესახებ თუ უფრო მეტ ინფორმაციას შემოგვთავაზებ ძალიან გამიხარდება.

salosali said...

aranairi movaleobis grdznoba, arachnid samagieros motxovna. siketis gaketeba, vigacis daxmareba eseti grdznobebit ar aaris Gamow,(yovel shemtxvevashi chemtvis).
madlieri saxis danaxva, nazi gimili imisgan visac daexmare , an tundac is tkbili grdznoba rac shen tviton gebadeba roca sxvas exmarebi, ai esaa chemtvis mtavari.