Apr 1, 2010

წონაში დაკლების 6 აუცილებელი პირობა!

როგორც წინა პოსტში დაგპირდით BMI და სასურველი იდეალური წონა გთავაზობთ სრულიად მარტივ პროგრამას, რომლითაც შესაძლებელია ზედმეტი წონის დაგდება :)

მინდა თავიდანვევ გაგაფრთხილოთ რომ რაც უფრო სწრაფად აგდებთ წონას, მით უფრო მალევე და ორჯერ მეტ კილოგრამებს ”აისხავთ” დიეტის დამთავრების შემდეგ. ამიტომ წონის დაგდების პროცესში უნდა მივდიოთ ერთ მარტივ ფორმულას
მცირე წონა => დახარჯული ენერგია > საკვების სახით მიღებულ ენერგიაზე

ამ ფორმულიდან გამომდინარე ხვდებით რომ წონის დაგდებაში კომპლექსური მიდგომაა საჭირო - კვების კონტროლი და ფიზიკური აქტივობა. ახლა კი პუნქტობრივად ჩამოვწერ იმ პროცედურებს რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ თუ გვსურს რომ ზედმეტი კილოგრამები მოვიცილით!!!
  1. ყოველ დღე ერთი და იგივე დროს ვჭამოთ საჭმელი, აუცილებლად დღეში სამჯერ და ბოლო ჭამა არაუგვიანეს 6 საათისა
  2. აუცილებლად მივირთვათ საუზმე!
  3. შევამციროთ ისეთი პროდუქტების მიღება რომლიც ბევრ კალორიას მოიცავს, როგორებიცაა ცხიმები და ადვილად ხსნადი ნახშირწყლები
  4. დავწეროთ რას ვჭამთ, რის მირთმევას ვაპირებთ მომავალ კვირას, და შეძლებისდაგვარად შევიძინოთ ისეთი პროდუქტები რომლებიც ბევრ ცელულოზას შეიცავს
  5. ავიწონოთ ყოველდღიურად
  6. ყოველ დღე მინიმუმ ერთი საათი ფიზიკური აქტივობა
როგორც ვხედავთ, ძალიან მარტივი პროცედურებია შესასრულებელი, მაგრამ შედეგი ნელია, სამაგიეროდ ჯანსაღი გზაა წონაში დაკლების და რაც მთავარია ხანგრძივი შედეგი აქვს, რადგან ჩვენ ვცვლით ცხოვრების წესს და არა მხოლოდ საკვებს.
მომავალ თემაში დავწერ ცელულოზაზე და საკვებზე რომელიც ცელულოზას შეიცავს.

8 comments:

როდრიგო said...

me gasuqeba minda:DD:)))

Tomushka said...

გასუქებაზეც დავწერ.
გახდომაზე მიტომ დავწერე რომ უფრო ბევრი მსურველია გახდომის ვიდრე გასუქების.

არადა მე თუ მკითხავ, გასუქება უფრო რთულია ვიდრე გახდომა (იმ ადამიანებში ვინც ცდილობს გასუქებას)

kanario said...

აბსოლუტურად გეთანხმები! :) რთულია გასუქება, ბევრს ჭამ, მაგრამ არ სუქდები, რა ტეხავს, არა მათთვის ძალიან მაგარია ვინც მსუქანია :D

Tomushka said...

kanario - იმიტომ რომ როგორც წესი ნივთირეებათა ცვლა ძალიან სწრაფია. T3 და T4 ჰორმონალური დონე აწულია ხშირად.

როდრიგო - ჰორმონებზე შემოწმებული გქვს სისხლი? კერძოდ კი T3 და T4.

Keti said...

ზუსტია ეს რჩევები! მე-4 და მე-5 პუნქტის გარდა დანარჩენები შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრების წესია :)
(რა უნდა ვჭამო მომავალ კვირას, არ ვწერ, მაგრამ დაახლოებით ვიცი, რადგან ძირითადად ეს ბოსტნეულია ხოლმე – მიყვარს)
წონასაც არ ვუჩივი.

LuX said...

რა ვიცი, მე ბოლო 4 წელია ვბუმბერაზდები, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად დაბალკალორიულ საჭმელს ვჭამ. მგონი, აქ უფრო მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობაა, აი ჰიპერაქტიური :))

Katiee said...

ეჰ, ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ როგორ მოვახერხოთ, ეგ არ ვიცით :D

Tomushka said...

LuX - იქნებ პრობლემა ისაა რომ იმაზე ანკლებ ენერგიას ხარჯავ ვიდრე რებულობ?

Katiee - კაი კითხვაა. არ ვიცი :)