Jan 23, 2010

ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე 2010

ვიცი რომ ბევრი ცნობისმოყვარე ადამიანი თვალყურს ვერ ადევნებს ელენეს გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე. ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა.

16:00 ჯერ ჯერობით ელენე პირველ ადგილზეა, სულ 4 მოციგურავე დარჩა.

16:08 ფინელმა Laura LEPISTÖ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მისი საბოლოო შეფასებით 166.37 ის პირველ ადგილზე გავიდა. ახლა ელენე მორეზეა და სამი გოგონაა დარჩენილი.

16:09 იტალიელი კაროლინა კოსტნერი, ჯერ ჯერობით უშეცდომოდ და ძალიან სუფთად ასრულებს პროგრამას. ეს გოგო ისედაც პირველ ადგილზე იყო და მეეჭვება დათმოს პოზიციები. დაველოდოთ საბოლოო შედეგს...თუმცა არა, დაიწყო შეცდომების დაშვებაა.
კაროლინა კოსტნერი ახლა პირველ ადგილზე გავიდა, Laura LEPISTÖ მეორეზე და გედევანიშვილი მესამეზე.

16:18 რუსი Alena LEONOVA მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყო, და ელენეს ორი ქულით ჩამორჩებოდა. ვნახოთ ახლა რას იზავს...ერთხელ უკვე დავარდა, და კასკადიც ჩააგდო. საბოლოოდ Alena LEONOVA მეექვსე ადგილზე გავიდა.

16:25 Kiira KORPI დაიწყო გამოსვლა. თავიდან კარგად დაიწყო მაგრამ პროგრამის მეორე ნაწილში აურია. სამწუხაროდ კიირას მაღალი ქულები აქვს მოკლე პროგრამიდან და მეეჭვება ამ გამოსვლისას იმდენად მცირე ქულები მიიღოს რომ ელენე გავიდეს მესამე ადგილზე....

დააააა აი დადგა ნანატრი მომენტი. კიირამ ძალიან დაბალი ქულები მიიღო და საბოლოო ჯამში ასეთი შედეგი გვაქვს:
1. კაროლინა კოსტნერი
2. Laura LEPISTÖ
3. ელენე გედევანიშვილიიიი :)


3 comments:

Sophie Golden said...

კაროლინა კოსტნერი უკვე დიდი ხანია, რაც ლიდერობს.
მიკვირს, რომ რუსებმა ასე დაკარგეს პირველობა ამ ბოლო პერიოდში.

ვივა ელენე! საყვარელო ფისოსავით გოგოა და მიხარია, რომ გაიმარჯვა - bronze is not that bad at least

Tomushka said...

Sophie Golden - რუსები ძლიერები არც ყოფილან მხოლოდ გოგოებში. ერთი სლუტსკაია ყავდათ რაც თავი მახსოვს და მის შემდეგ არაფერი. აი დანარჩენ სახეობებში კი ყოველთვის ყავთ ძლიერი ლიდერები.

გეთანხმები :) ბრონზის მედალი ჩვენთვის მშვენიერი მიღწევაა ნამდვილად. გინდაც იმიტომ რომ პირველი მედალია ფიგურულ სრიალში :)

Anonymous said...

tom elene kanadashi gamova olimpiadaze?:) woww