Nov 30, 2009

Babies ანუ პატარა და უკვე ”შემბმელი”

ალბათ დაკვირვებიხართ თქვენს რეაქციას როცა პატარა ბავშვებს ხედავთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ბავშვი 1 თვისაა თუ ხუთი წლის. რეაქცია მეტ ნაკლებად ერთიდაიგივეა - ჩვენ ვიღიმებით, ბევრი ჩვენთაგანი თავს ვერ იკავებს და მშობელს ელაპარაკება, ერთი-ორს პატარასაც გადაუსმევს თავზე ხელს. თუ ბავშვი ჩვენს საახლობლოშია, მაშინ კიდევ უფრო ძლიერად ვახდენთ ემოციების გამოვლენას. ბავშვს ვეთამაშებით, ხმას ვიკნინებთ და ისე ველაპარაკებით. პატარის უცაბედ ტირილზე კი სწრაფი რეაქცია გვაქვს და დახმარების სურვილი გვიჩნდება.

პირადად მე არ მინახავს ადამიანი ვისაც ბავშვები არ უყვარს, მინახავს ადამინები ვისაც ეშინია ბავშვების, და ეს უკვე სხვა პოსტის თემაა. ქალებში ამბობენ რომ ბავშვის სიყვარული დედობის ინსტიქტიდან გამომდინარეა, კაცებში კი საკუთარი შთამომავლობის სიყვარულიდან (ამ უკანასკნელს ვერ ვეთანხმები).

ჩემ პოსტში მინდა ერთი უცნაური მომენტი განვიხილოთ. რატომ გვიყვარს ადამიანებს ბავშვები? ავიღოთ მაიმუნები, ან გინდაც ცხოველთა ბუნების სხვა წარმომადგენლები. ალბათ ძალიან იშვიათად თუ შეიფარებენ ისინი სხვის გაჩენილ ნაშირეს. მაგრამ ჩვენ ადამიანები სულ სხვაგვარად ვმოქმედებთ. თუნდაც ღიმილისას, თავს ძალას არც კი ვატანთ ისეთი პირდაპირი რეაქციაა გვაქვს. ვხედავთ ბავშვს და ვიღიმებით, გვესმის ტირილი და მივიდვართ დასახმარებლად. არ ავს მნიშვნელობა ჩვენი ბავშვია თუ სხვისი. უკვე შემდგარი მშობელი რომ ასე იქცევა არ მიკვირს, მაგრამ ჩვენ, ვისაც საკუთარი ბავშვები არ გვყავს რატომ გვაქვს ასეთი რეაცია? ანუ რითი ”გვაბავს” (ბოდიშით ჟარგონზე) პატარა ბავშვი?

Eng:
The post is about babies and our reaction. It is very natural reaction to smile and juts feel good when we see the babies. Besides most of us want to stroke, take care and juts talk to them with a very "cute" voice. It is belived that women have the motherhood instinct and that's why they have such reaction and feelings. But once we talk about instincts, we have to say we word about an animal world. They have motherhood instinct as well, but towards their own offspring. So my question is: why do we - humans have such feeling towards the babes?

Nov 29, 2009

The Effect of Traditional Food

ზოგადად ძალიან მიყვარს საჭმელების კეთება მაგრამ არის პერიოდი როცა გბეზრდება ეს ყველაფერი და არც გაკეთების და არც ჭამის სურვილი არ გაქვს. მთელი ეს კვირაც ისე აეწყო რომ არაფერი მომიმზადებია შემწვარი კვერცხის გარდა, ჩემი ქმარი კი მანამდე გამზადებულ, საყინულეში შედებულ და შემდეგ გაცხელებულ საჭმელზე გადავატარე. თუმცა ამ საღამოს სინდისმა შემაწუხა და მოვამზადე ჩემი საყვარელი აჭარული ხაჭაპური.

როგორ არის იცით, ცოტა ცუდ ხასიათზე ან მოწყენილი თუ ვარ, საკმარისია ჩემში ძალა ვიპოვო და რამე ტრადიციული ქართული მოვამზადო რომ ეგრევე მიუმჯობესდება ბუნება განწყობილება:) რაღაც საჭმელო თერაპიის მაგვარი რეაქცია მაქვს.

თუ დაგაინტერესებთ შემიძლია გასწავლოთ როგორ უნდა გამოაცხოთ და გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები, განსაკუთრებით თუ მათ უყვართ ხაჭაპურის ეს სახელობა :)


ხოდა ჩემი დღევანდელი შეკითხვა ძალია შტერობად შეიძლება მოგეჩვენოთ მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა ეფექტს ახდენს თქვენზე ესა თუ ის კერძი? გაქვთ თუ არა ამოჩემებურლი კერძი რომლის დაგემოვნებისას რაც არ უნდა ცუდად იყოთ ეგრევე კარგად ხდებით? თუ კი მაშინ რომელი? :)

Eng:
I love cooking! But sometimes I do not want to cook or eat ether. So was this week. I felt down, sad and depressed. But today in the evening I decided to cook one of my favorite georgian dishes - Acharuli khachapuri. After this delicious food I feel much better. It seems like cooking and eating traditional food, is kind a therapy for me. The recipe is very easy, and if u want I can teach and share it with you.

Nov 27, 2009

”ნარკომანთა” ეროვნული ნაკრები

თავიდან გააგხსენებთ საქართველოს ნაკრების შესახებ ჩემს მიერ დაწერილ პოსტს - მე ვამაყობ საქართველოს ნაკრებით! შენ? ასევე შეგახსენებთ რომ ვმსჯელობდით რატომ გამოდის ცუდად ჩვენი ნაკრები? აბა იქნებ პასუხი ქვევით ვიპოვოთ?

სურათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები

”გიორგი გეგეჭკორი - ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში ამხილა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში ამხილა,- ამის შესახებ განცხადება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გიორგი გეგეჭკორმა დღეს გააკეთა.

გეგეჭკორი ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომას ესწრება. იგი აღმასკომის წევრია და ზემოაღნიშნული გაცხადება სწორედ სხდომის დაწყებმადე გააკეთა.დახურულ სხდომაზე, რომელიც 12.00 საათიდან მიმდინარეობს, 8 საკითხს განიხილავენ, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს ფეხბურთის ფედერაციაში აუდიტის დასკვნა იწვევს, რომელიც კომპანია "ჯორჯიან კონსალტინგმა" ჩაატარა.კომპანიამ ფეხბურთის ფედერაციის მიერ 2006-2009 წლებში დახარჯული თანხები აღრიცხა.

ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, დასკვნაში საკმაოდ ბევრი დარღვევაა დაფიქსირებული. საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც გასული სამი წლის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციამ არამიზნობრივად დახარჯა, გარდა ამისა, ვალიც დაედო. როგორც ცნობილია, აღნიშნული პერიოდში ფედერაციას ნოდარ ახალკაცი ხელმძღვანელობდა.
განხილულ საკითხებზე კომენტარები სხდომის შემდეგ გაკეთდება.”

წყარო
ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი რამეები ბევრ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ჩვენთვის იმ ერისათვის რომელსაც საკმაოდ მცირე ცნობილი და კარგი ფეხბურთელი ყავს ეს ინფორმაცია ძალიან მტკივნეულია. მე პირადად რამოდენიმე შეკითხვა გამიჩნდა. 1. ხდება თუ არა ნაკრების წევრების სამედიცინო შემოწმება. 2. იცოდნენ თუ არა მწვრთბელებმა ამ ფაქტების შესახებ, და თუ იცოდნენ რატომ ათამაშებდნენ ფეხბურთელებს? 3. რა ზომებს მიმართავენ ფეხბურთელების დასასჯელად და მსგავსი შემთხვევების პრეცენციისათვის?

გაფლანგვაზე არ მინდა რამის დაწერა. რადგან ძააალიან დიდი იმედი მაქვს რომ იმ გაფლანგულ თანხას ამოიღებენ და დამნაშავე პირებს შესაბამისად დასჯიან.

და გული მტკივა, რატომ არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში საქმე აკეთო საქმისთვის, ხალხისთვის და ქვეყნისთვის? რატომ არის რომ ადამინები მოჯდებიან ხოლმე თბილ ადგილზე და საკუთარი ცხვირის და ჯიბის გარდა ვერაფერს ხედავენ :(

Nov 26, 2009

ჩემი ბავშვობის შაჰ აბასი

ბავშვობაში ძალიან ჩლუნგი, მშიშარა და მტირალა ვყოფილვარ. ჯერ სამ წლამდე ვერ ვლაპარაკობდი, მერე ვისაც არ ეზარებოდა ყველა მე მჩაგრავდა, თმებს მწიწკნიდა, სათამაშოებს მართმევდა და რომ არა ჩემი და რომელიც ჩემზე უმცროსია არ ვიცი რა მეშველებოდა. ის იყო ეზოს შაჰ აბასი, მისი ეშინოდა ყველას და ერთი თვალების დაბრიალება იყო საჭირო რომ ბავშვები ცუციკებივით იქცეოდნენ. მაგრამ გავიდა დრო და ორივე ძიან შევიცვალეთ. ჩემი და ბევრად დამთმობი გახდა, მე კიდევ ვირივით გამტანი, ავი და ძლიერი ყველანაირად.

დღეს დღეობით ფსიქოლოგები შეთანხმდნენ რომ ტემპერამენტის განსაზღვრა უკვე რამოდენიმე კვირის ბავშვზეა შესაძლებელი. რათქმაუნდა უამრავი ფაქტორი არსებობს მაგრამ მათ შორის არის რამოდენიმე ძირითადი: ბავშვის აქტივობის დონე, რეაქტიულობის დონე, დამშვიდებისა და აღგზნების დონე და ა.შ. ზოგი ფიქრობს რომ ტემპერამენტი თანდაყოლილია მშობლებისაგან, ზოგიც ფიქრობს რომ ის შეძენილია ასევე არის მოსაზრება რომ გარკვეული მიდრეკილებაა თანდაყოლილი, რომელიც ზრდასთან ერთად იცვლება. თუმცა ფაქტია ადამიანი ბავშვობაში თუ იყო მორცხვი, დიდი შანსია რომ ის მოზრდილობაშიც ასეთივე დარჩება.

და კვლავ ჩემი შეკითხვა თქვენს მიმართ- როგორ ამჩნევთ ზრდასთან ერთად როგორ შეიცვალეთ ?

Eng:
When I was kid, I was shy and very easily frightened person. I could not protect myself, but I had a sister who was always there, helped me and protected my from other children. Now, about 25 years later, everything has changed. I am like a wolf who fights with life, and wants to get bets from it. My sister has changed a lot. She is more passive and calm now, and she is the one who needs to be protected. So my question is how much have u changed ? Can u say that u have same temperament?

WHY?

რატომ ფიქრობს ეს ხალხი რომ რამის დამალვით ჩვენთვის კარგს აკეთებენ? სიმართლე ხომ მაინც გაირკვევა და უფრო უარესად გავხდები ვიდრე თავის დროზე რომ ეთქვათ?

პირველი იმიტომ რომ რაღაც ცუდი მოხდა და მეორე იმიტომ რომ დამალეს.

Nov 25, 2009

სანტასაგან მიღებული წერილი :D :D

ნატომ დადო ფეისბუქზე და მეც ვდებ აგერ ჩემ ბლოგზე. პასუხი სანტასადმი მიწერილ წერილზე:
Rudolph licked this stamp personally!  Of course, he made a mess of the screen! Silly Rudolph!

Gesundaberget
79290 Mora
Sverige


Wednesday, November 25, 2009


Dear Katten,

Thank you for sending me your email all the way from G.! HO!! Ho!! ho!! Did you know there are lots of elves in G.? I hear they like visiting G. because there's a special girl by the name of Katten that lives there! (*wink*).

Hey, look what I found in my mailbox!Well tickle my whiskers, Katten! Are you fibbing to ol' Santa Claus?!? You can't possibly be 00 years old already! Why it seems like only yesterday that I was leaving presents for a certain little girl and here you are now, practically one of Santa's elves! (*grin*)

Sorry the presents the last little while probably haven't been quite as exciting as they were when you were a little girl but, well, you know how these things go (*wink*). Anyway, Santa's glad to see some of the 'older kids' (not to mention anyone in particular!) still take the time to write. I also hear you've been a REALLY REALLY good girl. (Of course, you won't mind if I do a little checking, will you? HO!! Ho!! ho!!).

Did you really ask if Santa was real? Yes, Katten, I exist just as surely as love, imagination and the spirit of childhood do. I have lived for a very long time because people of all ages have kept me in their hearts. And even if the way you think of me changes over time I hope you will always keep my spirit with you.

Let's see what you put in your letter for Christmas wishes: 1. you as a Christmas present; 2. Rudolph as a Christmas pet and; 3. biiiiiiiiiiig box of chocolate. May all your Christmas wishes come true!What wonderful presents! I really wish the elves could make enough presents for everyone because I know they are always a little sad if they can't. I hope you won't be sad Katten if I can't bring you everything you want because everyone here really wants you to have a very Merry Christmas!

Well, I better go feed the reindeer and polish Rudolph's nose with nose wax. Have to make sure everything's ready for the big day! Take care Katten and don't forget to come back and visit me here at Email Santa.com on Christmas Eve!! And remember... only 30 more sleeps until Christmas!!

Your Holly, Jolly Friend,
Jultomten


თუ თქვენც გაგიჩნდათ სანტასათვის მიწერის სურვილი, არ დაიზაროთ და აგერ ამ ლინკიდან მიწერეთ - წერილი სანტას

რა ხდება ამ სურათებზე?

რას ფიქრობთ რა ხდება ამ სურათებზე? მე ვერ ვხდები :)


Nov 24, 2009

რიგითი ქართველი ლექტორი VS რიგითი შვედი ლექტორი

...სემინარიდან რომ გამოვედი ვფიქობდი რა განსხვავებაა შვედ და ქართველ ლექტორებს შორის. ხოდა, იმდენი განსხვავება ვიპოვე რომ უნივერიდან სახლამდე მთელი 35 წუთი განსხვავება განსხვავებას ცვლიდა.

ახალა დავწერ რას ვგულისხმობ.
პიროვნულად: რიგითი ქართველი ლექტორი - განერვიულებული, საკუთარი პრობლემებით დახუნძლული, ადამიანი რომელიც სტუდენტს ადანაშაულებს საკუთარ უბადრუკ მდგომარეობაში. ძირითადად მოღუშული, გაღიზიანებული და სევდიანი. რიგითი შვედი ლექტორი- მხიარული, ვერ გაიგებ რა სწყინს რა უხარია, ყველანაირი პიროვნული მომენტი უკანა ფონზეა გადატანილი როცა ურთიერთობს სტუდენტთან.

პროფესიონალურად: რიგითი ქართველი ლექტორი- ღმერთმა იცის ბოლოს როდის წაიკითხა სიახლეები საკუთარი პროფესიის განხრივ ან როდის იყო რაიმე საერთაშორისო კონფერენციაზე. არ უყვარს სილაბუსების წერა, ამიტომ ძირითადად სტუდენტი ფრიად გაურკვეველ მდგომარეობაშია ხოლმე. რიგითი შვედი ლექტორი - მუდამ ძიების პროცესში, აქტიურად ადევნებს თვალს პროფესიაში მიმდინარე სიახლეებს, დადის კონფერენციებზე. წინასწარ გაწერილი აქვთ მთელი კურსის პროგრამა და სტუდენტებს კურსის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე აძლევენ.

სტუდენტთან ურთიერთობის მხრივ: რიგითი ქართველი ლექტორი ხემძღვანელობს ემოციებით, ზოგ სტუდენტს შვილივით ეპყრობა, ზოგს კი მტრად მიიჩნევს. ეშინია ჭკვიანი სტუდენტების, რადგან მათ მომავალ კონკურებტებად აღიქვავს, ამიტომ რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, ისინი სტუდენტების ჩაძირვაზე მუშაობენ. რიგითი შვედი ლექტორი - ვერასდროს მიხვდები თუ ყავს ფავორიტი სტუდენტი, არის ზომიერი, პროფესიონალი და მზადაა დაეხმაროს სტუდენტს მხოლოდ სამუშაო საათებში. მიმართულია სტუდენტების წახალისებაზე და გონიერ სტუდენტებს განიხილავს როგორც უნივერსიტეტის მომავალს.

ესეც ესე, ესაა ჩემი მცირეოდენი ნაფიქრი დღევანდელი მგზავრობიდან. ძალიან მადლობელი დაგრჩებით თუ თქვენც დაახასიათებთ თქვენს ახლანდელ და ყოფილ ლექტორებს ზემოთ ხსენებული სამი კატეგორიის მიხედვით :)

Eng:
this is a post about typical Georgian university teacher vs. typical Swedish university teacher. Well, there are really lot of differences and one of the most important is teachers relations with students. The georgian teachers are more emotional, they can love one student as own child or hate another. They show their preferences and everybody know who is the teacher's favorite. The Swedish teacher is more professional, tries not to show own preferences and emotions.

Well so what is bast? I do not know, depends on a student.

Nov 23, 2009

My beloved Ahmed (Not the Terrorist) :D :D :D

Ahmed the Terrorist ვიდეო რომაა იუ ტუბზე ხო იცით? თუ არ იცით უყურეთ არ ინანებთ. მაგრამ ამ ვიდეოზე არ მინდა დაწერა, არამედ ჩემ მეზობელზე რომელსაც ქვია ახმედი და რომელიც არასდროს მინახავს მაგრამ ყოველ საღამოს იავნანასავით ჩამესმის ეზოდან მისი მეგობარის ყვირილი Ahhhhhmeeeeddddd! Ahhhhhmeeeeddddd! ხოდა ხო წარმოგიდგენიათ ამ ვიდეოზე შეყვარებული როგორ მიხარია ამ სახელის გაგონება. მივარდები ხოლმე ფანჯარას და ვხარხარებ უკანაკნელი გიჟივით.

მოკლეთ ბოლო ორი კვირააა (ზუსტად ორი კვირა არც მეტი არც ნაკლები :ჵ) Ahmeds აღარავინ ყვიროდა ეზოდან, და მე და ჩემი ქმარი ფრიად შეშფოთებული ვიყავით, ვმსჯელობდით, ვფიქრობდით რა დაემართა ბიჭს რომელიც ეძახის ახმედს, ან რა დაემარტა ახმედს რომლსაც არ ეძახიან ეზოდან. ხოდა ზუსტად ამ წუთს, აბა გამოიცანით რა მოხდა ზუსტად ამ წუთს? ახმედს დაუძახეეეს :D :D ეზოდან!



Eng:
Ahmed the terrorist is one of my favourite videos on the you tube. And my Melbourne who's name is Ahmed has became one of my favorites too. I have never seen him, but every evening his friend comes in a garden and cries with whole voice Ahhhhhmeeeeddddd! Ahhhhhmeeeeddddd! and this makes me laugh like a crazy :D I love my neighbor Ahmed and his friend, they make me smile every evening :D

Flu or ...რა სარგებლობა მოაქვს გრიპს?!

ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, მათ შორის ცუდად ყოფნასაც. ჩემ კერძო შემთვხვევაში კიდე გაციებას და ამ უვარგის გრიპს. როგორც წინა პოსტში დავწერე გრიპი უცაბედად შემეყარა და აღარ უნდა რომ თავი დამანებოს, შევუყვარდი ალბათ :D

ახლა ვფიქრობ როგორ შემიძია გამოვიყენო ჩემი ცუდად ყოფნა. პირველ რიგში რაც თავში მომივიდა არის სემინარებზე არ წასვლა :D. მეორე და უფრო მაგარი, რატომაც კარგია რომ გრიპი მაქვს არის მომავალი გამოცდა რომელიც ერთი კვირის შემდეგ გვაქვს. სამმა სტუდენტმა (ოხ ეს შვედური ჯგუფური მუშაობა :D ) ერთად უნდა დავწეროთ საგამოცდო ნაშრომი განვითარების ფსიქოლოგიაში. მე წერა მეზარება, ჯგუფური მუშაობა როგორ არ მიყვარს მაგიც იცით, ხოდა კარგი იქნება თავს თუ ავარიდებ ამ საქმეს (just a joke) :D

ახლა უარყოფითი მხარეეები. პირველ რიგში ეს უაზრო სისუტე, ფცხიკინი ყოველ წუთას და ყველაზე ცუდი ისაა რომ საჭმლის გემოს ვერ ვგრძნობ. მეორე რიგში ისა რომ კონცეტრაციის უნარი მაქვს დაქვეითებული :( მესამე რიგში კიდე ისა რომ ქმარისთვის ვერ მიკოცნია ნორმალურად რაააა :( ტეხავს მაგრად :(

ხოდა რა ვქნა ახალა, მიხაროდეს თუ მწყინდეს რომ გრიპი მაქვს?

Eng.
Each fact has advantages and disadvantages, even flu. Unfortunately I've cough a cold and now I am thinking why it is good or why it is bad for me. There are advantages as well as disadvantages. For example I can miss a seminar becasue I have influenza ( it can be "piggy" influenza :D :D) but same time it is really bad, because I feel exhausted can not consecrate on my studies etc.
So is it good to have a flu or it is bad?

Nov 22, 2009

Upload Audio Files/როგორ ავტვირთოთ აუდიო ფაილი ბლოგზე :)

ერთი დღეა ვცდილობ გავარკვიო როგორ ავტვირთო ფაილი ბლოგზე, ხოდა აი ბოლოსდაბოლოს შევძელი ამის გაკეთება და თქვენც გიზიარებთ. პროცედურა საკმაოდ მარტივია, თუმცა მე ვერ ვაკეთებდი და რომ არა ლაშა , ალბათ კიდევ დიდი ხანი მომიწევდა კირკიტი.

1. შედიხართ საიტზე - www.drop.io 1. ირჩევთ ახალი დროპის სახელს შემდეგ კი 2. ირჩევთ ფაილს თქვენი კომპიუტერიდან. ზუსტად ისე როგორც სურათზეა გამოსახული.


2. მას შემდეგ რაც ატვირთეთ თქვენთვის სასურველი ფაილი, გამოჩნდება ფანჯარა. იქა არის ჩამოსაშლელი მენიუ, ჩამოშლით მენიუს და აირჩევთ EMBED, დააკოპირებთ კოდს და პირდაპირ ჩასვავთ პოსტში :)


3. თუ გვინდა რომ დროპის შესახებ ინფო არ გამოჩნდეს, მაშინ HTML კოდის პირველი აბზაციდან ამოვიღოთ კოდი რომელიც იწყება - Discover Simple.. -ანუ დააკვირდით წითელი ხაზი რასაც აქვს გასმული ის მონაკვეთი უნდა ამოვიღოთ.



აბა მითხარით თუ შეგიძლიათ ამ კომპოზიციის მოსმენა? :)

Eng:
Do u want to how how to upload an audio file on your blog? Than this post is for u :)
1. Go to - www.drop.io and choose a new drop name.
2. Once the name is chosen , select a file from your PC and upload it.
3. When the uploading is finished, u will see a new window with little menu bar on the right, roll it down and choose - EMBED
4. Copy a HTML code and past it in your post.

As u see everything is very easy . If u have questions just ask and I will try to answer :)

Nov 21, 2009

ღორის გრიპი/pig flu - ბოდიშით რომ ვარსებობთ!

ვინაიდან და რადგანაც გრიპი მაქვს, და ეს გრიპი სრულიად უცნაურ ვითარებაში, სრულიად უცაბედად შემეყარა ასოციაციურად ღორის გრიპზე დავიწყე ფიქრი. ან როგორ არ დავიწყებდი როცა ყველა შეშინებულია, პანიკაა მთელ ქვეყანაში და მეზობელ ქვეყნებში და რაც მთავარია რამოდენიმე დღის უკან თამამად განვაცხადე უარი აცრაზე - ჯანმრთელი ვარ და მე არაფერი მემუქრებათქო.

ახლა რა მინდოდა დამეწერა. საუკუნეების განმავლობაში ადამიანების რაოდენობა მუდმივად რეგულირდებოდა ომებისა თუ სხვდასხვა პანდემიების შედეგად. სიცოცხლის ხანგრძივობა იყო დაბალი, და შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობა მეტ-ნაკლებად ბალანსირებული. ტექნოლოგიების წინსვლამ, და ასე ვთქვათ ცივილიზაციამ გამოიწვია სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა, რადგან მასობრივი ომებიც აღარ არსებობს აღარ ხდება მასობრივი სიკვდილიანობა. ასევე შესაძლებელია უამრავი დააავადების სწორი დიაგნოზირება უკვე ადრეულ სტადიაზე და კარგი მკურნალობა. ხოდა რატომ მივედ მოვედები ამდენს - არ გამოკვირდება თუ ეს გრიპი მართლა გენური ინჟინერიით მუტირებული და შექმნილია სპეციალურად იმისათვის რომ მოხდეს მოსახლეობის შემცირება. ამაზე ადრეც ვწერდი ჩემ პოტში - SOS ! Swine Flu - H1N1

ჩვენ რა დავაშავეთო გაიფიქრებენ მავანნი. არც არაფერი, მხოლოდ ის რომ ვარსებობთ :D

Eng.
The post is about pig flu. I will not be surprises it the viruses is genetically engineered. But I believe we will never get the true answer and the truth is what we believe in.

Nov 20, 2009

როგორ გავზარდოთ ჩვენი ბლოგის გამომწერთა რაოდენობა

დღეს სერიოზული პოტი მინდა დავწერო, ფაქტიურად ჩემი იდეებს კი არ ვწერ არამედ ერთი ძალიან კარგ ბლოგზე - PROBLOGGER დადებული სტატიის რეზიუმირებას ვახდენ. სტატიას ქვია - ”3 Lessons I Learned Building 4,000 Subscribers in 12 Months” ხოდა აბა დავიწყოთ და დიდი იმედი მაქვს რომ ერთად ვისწავლით!

PROBLOGGER ავტორის, გლენის თანახმად, საჭოროა სამი მომენტის გათვალისწინება:

1. 500 გამომწერის შოვნა უფრო ძნელია ვიდრე 1000. თავიდან პოსტების წერისას შევეცადოთ ვიყოთ ადმიანებზე ორიენტირებულნი, შევეცადოთ დავწეროთ ის რაც ჩვენს მკითხველს ამა თუ იმ სფეროში დაეხმარება, ან რაიმე ღირებულ ცოდნას მისცემს. აქტიურად ვპოსტოთ სხვის ბლოგებზე, დავწეროთ შეძლებისდაგვარად საუკეთესო სტატიები და ვიყოთ აქტიურები ტვიტერზე, ფეისბუქზე და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.

2. მოსწვეული სტუმარი. თუ ჩვენ ვაპირებთ მოწვეული სტუმრის როლის მორგებას და სხვის ბლოგზე სტატიის დაწერას, თავისთავად უნდა ვიფიქროდ სტატიის კონტექსტზე. მოწვეული ბლოგერი საშუალებას გვაძლევს გაგვიცნოს სხვა აუდიენციამ, თუმცა აუცილებლად დავიმახოსოვროთ: მიწვეული სტუმრის როლში ყოფნისას არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ არამედ იმ ბლოგზეც სადაც ვწერთ!

3. ბლოგერების თანამშრომლობა. მგონია რომ ეს ყველაზე რთულია, რადგან ბლოგერებმა უნდა ვიპოვოთ ურთიერთთანამშრომლობის გზები. დავაშეაროთ ერთმანეტის პოსტები, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს თავისი მკითხველი გვყავს, თითოეული შეარ პოსტით კი უფრო ფართო ხდება ჩვენი აუდიენცია.

რა ვიცი, ეს ყველაფერი არ ჩანს თითქოს რთული და რას იტყვით თქვენ რეალურად შესალებელია ამ მექანიზმის ამუშავება?

Eng.summary:
the post is georgian version of the one very useful post which I read on PROBLOGGER. You car read the post here- 3 Lessons I Learned Building 4,000 Subscribers in 12 Months

Det är ju JAG!

Heheeee :)
Ni kan ju titta på mig här - Tack, Tack så mycket snälla Tomushka
Titta på video och svara - kan jag bli hmmmm ...kändis? :D


მადლობა კისის რომელმაც FaceBook- ზე დადო ეს საიტი. მეც არ დავაყოვნე და ჩემი თავი გავაპიარე :) ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე - დიდი მადლობა ძვირფასო თომუშკა. ხოდა უყურეთ და მიხარით თუ ვარ ფოტოგენური, იქნებ დროა პოლიტიკაში წავიდე და ხალხი ჩემი სილამაზით დავატყვევო? :ჵ

Nov 18, 2009

Free From Internet Addiction

გადაწყვეტილება მიღებულია: დავიწყე ინტერნეტ მიჯაჭვულობის მკურნალობა. მკურნალობის კურსი თავად შევადგინე და იმედია ეფქტს ვნახავ. კურსის პირველ ეტაპზე მიზნად დავისახე სოციალურ ქსელებში ნაკლები აქტივობა. ვიცი რა ორშაბათის იმედით არ უნდა იყო, საქმეს ხვალიდანვე ანუ 2009-11-19 შევუდგები. იმედი მაქვს რომ ჩემი მკითხველი და ჩემი ბლოგი, დამეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში!

დასაწყისისათვის მიზანი ორია:
1. FaceBook -ზე ყოველდღიურად მხოლოდ 30 წუთი გავატარო.
2. მოვუხერხო რამე ჩემს forum.ge მიჯაჭვულობას, მაგრამ ამ პუნქტს მაშინ მივხედავ როცა პირველ პუნქტს მეტ ნაკლებად დავარეგულირებ.

ჯერ ჯერობით მგონია რომ უნდა გავუმკლავდე დასახულ მიზანს.
წარმატებას ვუსურვებ საკუთარ თავს!

პ.ს. ამ თემას ავპინავ და კომენტარებში დრო და დრო დავამატებ ინფორმაციას რომ შევძლოთ პროგრესზე თვალყურის დევნება.

Eng.
I have decided to cure myself from Internet Addiction.From very beginning I have two goals:
1. Spend maximum 30 minutes on FaceBook
2. To do something with my forum.ge addiction.

I am going to pin this post, and I will write the results and how I feel almost every day.

Good luck to me!

ჩემი აღიარება!

ვიცი რომ არაა ნორმალური ის რაც მე მჭირს! ვიცი რომ საჭიროა მივმართო ზომებს, ეგეც ვიცი რა ზომებს მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაიძულებ ამის კეთებას. გამოსავალი -ჩემ ქმარს ვთხოვო დახმარება.

პრობლემა იმაშია რომ ძალიან დიდი დროს ვატარებ ინტერნეტში და რაც მთავარია ყველა გზა ჩემ ბლოგამდე მიდის. რაც არ უნდა წავიკითხო ბლოგზე ვფიქრობ. სადმე თუ ვრეგისტრირდები ერთადერთი მიზეზია- ბლოგი გავლინკო რომ რაც შეიძლება მეტი ტრაფიკი შემოვიდეს! ბლოგი, ბლოგი, კიდევ ბლოგი და ასე დაუსრულებლივ მხოლოდ ბლოგი! კი ეს ბლოგზე მიჯაჭვულობაა, მაგრამ ინტერნეტი რომ არ იყსო,ა რც ეს ბლოგი იქნებოდა ამიტომ ჩემს დიაგნოზს ქვია - ინტერნეტზე მიჯაჭვულობის სიმპტომი.


დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც ცნობილია ეს პრობლემა. ვისაც გაინტერესებთ რამდენად სასოწარკვეთილია თქვენი მდგომარეობა შეგიძიათ გააკეთოთ პატარა 20 კითხვიანი ტესტი. ისმის კითხვა - რა ვქნათ? როგორ მოვცილდეთ ინტერნეტს? თავიდან სულ ცოტა ხნით და მერე შეძებისდაგვარად გავზარდოთ ეს დრო?

Eng.
I am internet addicted! I spend hours in internet, surfing around and trying to find interesting material for my blog. Whatever I find, whatever I do, I do it for my blog , for readers and for traffic. Why the hell do I need the traffic? I feel that i have to change something. But do not have the strength for changes. Well maybe I need some professional help?

Nov 17, 2009

დაიცავი თავი და დაცული იქნება თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა. რატომ მაინცდამაინც დღეს? არ ვიცი უბრალოდ იმიტომ რომ მინდოდა რამე სასარგებლო დამეწერა რაც ახალგაზდებს და არა მარტო გამოადგებოდა.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

მიზეზი მრავალია და მათ შორის ახალგაზრდების გაუნათლებლობა სექსის დროს თავის დაცვის შესახებ. კი ბატონო, ავსექსავდით მაგრამ თავი რომ უნდა დავიცვათ მაგი გვავიწყდება თუ არ ვიცით?

ხშირად ჟღერს მსგავსი შინაარსის შეკითხვები ”უპრეზერვატოვოთ რო გაქ სექსი და გარეთ რო ათავებ რაიმე თეორიული შანსი არის რო ქალი დაფეხმძიმდეს? ” ან ”ჩემი აზრით თუ პარტნიორს იცნობ და ახალი გაცნობილი არაა რა საჭიროა პრეზიიი???”, ან ”ისე კონტრაცეპტივების მინუსი რა არი?” (კითხვები აღებულია ფორუმიდან). თავადაც ხვდებით რომ საქმე მართლა სავალალოდაა რადგან მსგავს კითხვებზე ადამიანს რომელსაც სექსუალური ცხოვრება დაწყებული აქვს პასუხი უნდა ქონდეს.

პირველ რიგში უნდა ვთქვა რომ არ აქვს მნიშვნელობა ირამდენად კარგად იცნობ პარნიორს, თუ არ გინდა რომ გოგო დაორსულდეს თავი უნდა დაიცვათ. არ ღებულობს გოგო ორალურ კონტრაცეპრივებს, მაშინ კაცმა უნდა გამოიყენოს პრეზერვატივი რადგან დაორსულების შანსი ყოველთვის არის, და დაუცველი სექსი ცეცხლთან თამაშია!

ასევე მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა თავად კონტრაცეპტივების უსაფრთხოების შესახებ.პრეზერვატივი იმიტომაა კარგი რომ ლატექსზე ალერგია იშვიათია და შესაბამისად უკეჩვენება არ აქვს. ნებისმიერი ორალური კონტრაცეპტივი კი დანიშნული უნდა იყოს ექიმის მიერ რადგან მათი თვითნებურად გამოყენება საშიშია ორგანიზმისათვის, ამას შეიძლება მოყვეს სხვადასხვა სახის გართულებები! ამიტომ გოგოებო იპოვეთ სანდო, მცოდნე გინეკოლოგი და გაიარეთ მასთან კონსულტაცია! არ დაგავიწყდეთ რომ შემთხვევითი ორსულობა მხოლოდ მამაკაცის ბრალი არაა, დაიცავით თავი და დაცული იქნება თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან!

ჩემს მკითველებთან კი ასეთი შეკითხვა მაქვს: სად და როგორ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია სექსის დროს თავის დაცვასთან დაკავშირებით?

English:
This is post about teens and abortion. Increasing numbers of abortions make my think about the reasons. They can be biological, psychological och social, but first of all the problem is very poor knowledge about contraception. There is always chance to get pregnant, so if u are not ready for a baby, go and visit a doctor, who can prescribe contraception. If u don't want such thing, than use condoms, they do not have a side effects at all.

Nov 16, 2009

გლდანელი ”მანიაკი”- მითი თუ რეალობა?!

პოსტი სათაურით - ნახმარი საცვალი გადამალეთ, მანიაკები მოდიან! 2009 წლის ზაფხულში დავწერე და რომ არა დღეს 9 საათიან კურიერში გასული სიუჟეტი მისი არსებობა ალბათ არც გამახსენდებოდა. რაღაც უცნაური დამთხვევებია არა? აგერ უკვე მეორე პოსტს ვწერ ”მანიაკზე” თუმცა არა ხაშურელზე არამედ გლდანელზე.

როგორც ჩანს ჩვენ მშვენიერ ქვეყანას კიდევ ერთი ”მანიაკი” გვყავს. ჩვენ შეშფოთებულ საზოგადოებას კიდევ ერთით მეტი მიზეზით მეტი იყოს შეშფოთებული, დარდიანი და შეშინებული. ხაშურელი ”მანიაკისაგან” განსხვავებით გლდანელი ”მანიაკი” არ იპარავს ტრუსებს, ალბათ იმიტომ რომ გლდანში ეზოებში არავინ ფენს მათ.

როგორც აღმოჩნდა ჩვენ ახლად გამომცხვარ ”მანიაკს” ფანჯარაში შეჭყიტება და ხალხის ყურება უყვარს. გარდა ამისა ჟურნალისტებმა გლდანში მომხდარი ერთი ინციდენტი რომელიც ახალგაზრდა გოგოს დაჭრით დამთვარდა სწორედ გლდანელ ”მანიაკს” დაუკავშირა. (ეს უკვე სხვა საკითხია საიდან მაგრამ რუსთავი ორის ჟურნალისტებს ჭკუა და პროფესიონალიზმი არ მოეკითხებათ! )

სურათზე ქვედა საცვალის ავტომატი, იაპონიაში.


შემოვდივარ წინადადებით - დავდგათ საცვალის ვტომატები ქალაქში, აღარც ”მანიაკი” შეწუხდება სხვისი საცვალის პარვით და არც მოსახელობა იქნება შეშინებული. თქვენ რას იყტვით მეგობრებო?

Eng.summary:
Two "maniac" cases have been reported since August 2009, in Georgia. One in Khashuri, a middle size georgian town and second in Tbilisi, the capital. The problem is that nobody has ever seen the maniacs! The people say that they are stealing underwear :P :P and like to watch and observe people's behavior through windows :D
Well, I think everything this is juts a huge bull shit, becasue there is not an evidence. Why people create such stories and believe in them is another thing, and maybe I will write about it a bit later.

Nov 15, 2009

პოსტი მათთვის ვინც ღალატობს და მგზავრობის ბილეთს არ ყიდულობს

ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია იმ ადამიანებისათვის ვისაც პარტნიორის ღალატისას საწოლში შეუსწრეს და ამავდროულად ავტობუსში არ ყიდულობს ბილეთს :D. ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ვიდეობი რომლებიც გვასწავლიან თუ როგორ შეგვიძლია ვიმართლოთ თავი პირველ და მოoრე შემთვევაში :D

აიღეთ რვეული და პასტა და კარგად ჩაიწერეთ ყველაფერი :)
ღალატის თავის მართლება:


უბილეთობის თავის მართლება:


ადევნეთ თვალი ჩემ ბლოგს და კიდევ უამრავ სასარგებლო რჩევას შემოთავაზებთ :D ასევე ძალიან მადლიერი დაგრჩებით თუ თქვენ გვირჩევთ -როგორ ვიმართლოთ თავი ზემოთხსენებულ სიტუაციებში :D

Eng.Summary:
Please watch the videos and have fun! I believe that these questions and situations have often been discussed in your culture and society. So now you can see and learn how the problems can be solved :D :D :D

მალოლიტრაჟკა :D

ხოდა, ახლა მოვედი ჩემი ამხანაგის დაბადების დრიდან და ისეთი მთვრალი ვააარ, ისეეეთიიიიი
ხოდა მაინც ვწერ ამ პოსტს რომ დავტოვე ჩემი მთვრალი ნაკვალევი :D :D

ხოდა ტრადიციული ქართული სიმთვრალე მქონია ყველა და ყველაფერი მიყვარს :ჵ :ჵ დიახაც ჩემი ბლოგიან მკითხველებიან კოღოებიან ბუზებიანად ყველაფერი :ჵ :ჵ

სამარცხვინო მოგონება გასული საღამოს სიმთვრალიდან:
ჩემი ამხანაგის შეყვარებულს დამშვიდობებისას ვუთხარი ”ამ გოგოს მიხედე და ნუ აბრაზებ თორემ ჩემთან გექნება საქმე თქო” და მკლავები მოვუღერე :D :D :D

Eng,Summary:
Today I was at my friend's birthday party. I wanted to relax and have fun, so I drank hmmm let me say , I drank a bit more than I supposed to :P :P What is the problem u can think :D. Well, there is a big problem, when I am drunk I do not have control over my behavior :D and I am saying stupid things. For example I told to my friend's BF that he must behave good with her, otherwise I would hit him :D and I showed him how "strong" arms I had :D :D

Nov 14, 2009

სპამერების შემოტევა

აქამდე საამაყოდ მქონდა რომ ჩემ ბლოგზე არასდროს ყოფილა სპამი კომენტარი და მიკვირდა კიდეც იმ ბლოგერების ვინც ამბობდა რომ ბევრი სპამი შემოდისო ბლოგზე. მოკლეთ მიკვირდა და თან ცოტათი მშურდა კიდეც რადგან ჩემთან მართლა არანაირი მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა, well აქამდე.

დღეს დილას ავდექი, გავხსენი ბლოგი და რას ვხედავ - უამრავის სპამ კომენტარი რომლებიც ძველ პოსტებზე იყო დატოვებული და რომლებზეც საბედნიეროდ მოდერაცია მაქვს ჩართული. ახლა სმაპი რა შინაარსის იყო თავად ხვდებით ვიაგრა და მსგავსი შინააარსის ტექსტები.

ხოდა ახლა ვზივარ და არ ვიცი მიხაროდეს თუ ვიფიქრო რამე ანტისპამპროგრამასავით მოვიძიო რომ მსგავსი ნაგავისაგან დავიცვა ბლოგი.

ხალხო რა ვქნა რას იტყვით?

სურათის წყარო

Eng.Summary:
I have never had spam comments on my blog, until today. I do not know how, or why but whole day I've been attacked by spammers. I think you know what they write about, and it is very disgusting.Some friends have suggested to move to Wordpress, but i do not want, becasue i love blogger and I am a bit lazy to move somewhere else. So now i want to find some anti-spam program and install it on the blog.

Nov 12, 2009

დიახაც - სექსუალური ქუდი მაქვს!

აცივდა და ჩემმა თავმა იგრნო რომ საჭიროებს ქუდს! ახლა როგორ ქუდს ეს უკვე სხვა საკითხია.

რამოდენიმე დღე უშედეგოდ ვიარე მაღაზიებში შედარებით იაფიანი და ლამაზი ქუდის პოვნის იმედით. ვიარე, ვიარე კიდევ ვიარე, მაგრამ ვერაფერი ვერ ვიპოვე. რაც მომეწონა 40 ევრო და ზევით იყო, რაც იაფი იყო მე არ მომეწონა. ამიტომ გავაკეთე სასოწარკვეთილი ადამიანის სვლა და მივიღე გადაწყვეტილება - მეყიდა ძაფი და თავად მომექსოვა ქუდი!

ძაფი ვიყიდე გუშინ, ფერის და მატერიალის არჩევაზე რამდენი ვიფიქრე და გამყიდველი როგორ გავაწამე არ ვწერ ამას, მცხვენია :(. გუშინვე დავიწყე ქსოვა და დღეს დავამთავრე კიდეც. ხოდა აი რა გამოვიდა (ქუდი ჩემ სკამს აცვია და ნუ გაგიკვირდებათ :D :D ) მინდა ავღნიშნო რომ ჩემთვის ეს ქუდის მოქსოვის მეორე მცდელობაა ამიტომ მთლად კრიტიკის ქარ-ცეცხლში ნუ გამატარებთ ახლა :ჵ :ჵ


ხოდა ვინმეს თუ აინტერესებს როგორ მოვქსოვე, სიამოვნებით ავხსნი :) სულ ადვილია :)

Eng. Summary:
It is already cold in the mornings and I've felt a need of a hat. First i tried to find something in the shops, something nice and cheap, but I could not. After I decided to knit it myself. i bought yarn and started knitting. You can see the hat on the picture :P :P my chair wears it :D .


Nov 11, 2009

პატარა გამოკითხვა ჩემი ბლოგის მკითხველებისაათვის :)

პატარა გამოკითხვასავით მინდა გავაკეთო ჩემ ბლოგზე და ძალიან გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი განცდები. გამოკითხვა ცნობილი ფსიქოლოგის აბრაჰამ მასლოუს თეორიის ერთ ერთ მნიშვნელოვან მომენტს თვითაქტუალიზაციასა და პიკურ განცდებს ეხება.

გთხოვთ წაიკითხოთ ტექსტი და უპასუხოთ მას:
«Я бы хотел, чтобы вы подумали о самом чудесном переживании или переживаниях в вашей жизни; самые счастливые моменты, моменты экстаза, восторга, причиной которых послужили, скажем, влюбленность, услышанная музыка, неожиданно «потрясшая» вас книга или картина, великие мгновения творчества. Прежде всего, перечислите их. А затем попытайтесь рассказать мне, что вы чувствуете в эти «пиковые» моменты, чем ваши чувства отличаются от всего, что вы испытываете в другие моменты, в какой мере вы становитесь другим человеком»

Eng. Summary:
This posts is a little "experiment". My dear readers, please read the text bellow and share your experience with us :) I would be very grateful if you send the link to other people, so they can share their experience with us as well. :) Bellow is the blue text of one famous psychologist Abraham Maslow please read it and write the answer in the comments.

"I would like you to think about the most wonderful experience or experiences in your life, the happiest moments, moments of ecstasy, rapture, triggered by, say, love, hear music, suddenly" shook "your book or painting, great moments of creativity . First of all, list them. And then try to tell me what you feel in these "peak" moments than you feel different from anything that you feel at other times, the extent to which you become a different person "

ეს ყველამ უნდა ნახოს!

ეს ფილმი ყველა თავმოყვარე ქართველმა უნდა ნახოს და სხვასაც ანახოს!
Андрей Некрасов и Ольга Конская - ”Уроки русского”

ინტერვიუ ანდრეი ნეკრასოვთან

Nov 9, 2009

ჩინეთი ფოტოებში

ამ პოსტში მოლოდ სურათებს ვდებ. კომენტარების გარეშე. უფრო მეტი იფოსათვის ეწვიეთ ამ საიტს .

ჩინეთი, მსოფლიოს მოწინავე ქვეყანა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და ამავდროულად ძალიან სწრაფად იყენებს მსოლფიო რესურსებს და რაც მთავარია უდიდეს ზიანს აყენებს ეკოლოგიას :(
















როგორ შეიძლება ამის შეჩერება? ან კონტროლი?

Eng. Summary:
These are pictures from China. U can see how the environment is damaged there. This is nothing but ecological catastrophe. More pictures and whole article u can read here.

ირბინე სწრაფად და ცოტა უფრო ჩქარა

გამოცდების პერიოდი ახლოვდება, ეს კი ის პერიოდია როცა სწავლის გარდა ყველაფრისთვის გვცალია :D

მთელი მსოფლიო გადაირია, გიჟივით გარბის ყველაფერი ტექნოლოგიები, ადმიანები, ”დრო”. ფეხი აუწყო ამ მაღალ ტემპს არც ისე ადვილია, არ აუწყობ და დარჩები სადღაც, რაც მთავარია შენ ადგილს ის დაიკავებს ვინც უფრო ”სწრაფია” გარბის ისე როგორც საჭიროა და ცოტა უკეთესადაც :D

იმისათვის რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას საჭიროა განთლება, კარგი განათლება! ინფორმაცია კი რომელსაც სწავლის განმავლობაში ვღებულობთ იმდენად დიდი რომ ხანდახან გაგიჯება შეიძლება. ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა, სადაც მინდა აგიხსნათ როგორ შეიძლება ოპტიმალურ დროში მაქსიმალური შედეგის მიღება. ეს მეთოდი გამოცდილია საკუთარ თავზე!! გარდა ამისა ვფიქრობ ეს პოსტი ძალიან აქტულალურია რადგან გამოცდების პერიოდი ახლოვდება, ეს კი ის პერიოდია როცა სწავლის აგრდა ყველაფრისთვის გვცალია :D

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის დრო! უნდა ვიცოდეთ დროის ფასი, და გავაკეთოთ დადგეგმარება. სწავლის, ინფორმაციის ათვისების პროცესი სამ ნაწილად დავყოთ - სწავლამდე, სწავლის განმავლობაში და სწავლის შემდეგ.

სწავლამდე:
  • ვიპოვოთ მიზანი- რისი მიღწევა გვსურს უახლოეს 1-2 საათში?
  • დავგეგმოთ დრო - ახლა მე დავჯდები და ვისწავლო 30 წუთის განმავლბაში. (არ დაგავიწყდეთ რომ ჯობია ისწავლოთ ნაკლები დროის განმავლობაში და მცირე პაუზები გააკეთოთ ვიდრე 2 საათის განმავლობაში უშედეგოდ)
  • გადავხედოთ იმ მატერიალს რისი სწავლაც გვინდა.
სწავლის განმავლობაში:
  • როცა თქვენ დაჯექით სასურველი/ საჭირო მასალის შესასწავლათ, შეეცადეთ დაიწყოთ შინარსიანი, ჩაღრმავებული კითხვა! ხაზი გაუსვით იმ საჭირო ცნებებს რაც შეგხვდებათ, ამოიწერეთ რვეულში განსაზღვრებები.
  • კითხვის დამთავრების შემდეგ, დაუსვით თქვენს თქვენს თავს შეკითხვები- რა იცით იმის შესახებ რაც წაიკითხეთ? როგორ შეიძლება ამ თეორიული ინფოს პრაქტიკაში გამოყენება?რა დასკვნების გაკეთება შეიძლება?
სწავლის შემდეგ:
  • შეეცადეთ იმავე დღეს გაიმეოროთ ან გადახედოთ იმ ჩანაწერებს რომლებიც გააკეთეთ.
  • შეეცადეთ ისაუბროთ ამხანაგებთან ან ადამიანებთან ვინც თქვენს მიერ ნასწავლ საგანს იცნობს.
როგორც ხედავთ ტექნიკა ძალიან მარტივია და კიდევ ერთხელ ცმეორებ რომ პირადად ვიყენებ სწავლოს პროცესში :)

თქვენ თუ გაქვთ რაიმე სპეცილაური ტექნიკა დიდი ინფორმაციის ათვისებისათვის ძალიან მადლობელი დავრჩები თუ გაგვიზიარებთ :)

Nov 7, 2009

ადამიანური პოსტი

ძალიან დავიღალე. არ ვიცი გადაჩვეული ვარ ხალხს, თუ უბრალოდ ვბერდები ან რა მჭირს, ფაქტია რომ სტუმრები მღლიან. სტუმრები რა, წელიწადში ერთი ორჯერ თუ შემაწუხებს ვინმე.
თუმცა ამ წელს ნამეტანი ”უხვსტუმრიანობა” კი მაქვს.

ახლაც ჩემი და ჩემი ქმრის მეგობარი და მისი ცოლი იყო და გავისტუმრე. საჭმელი მოეწონათ ქართული ღვონო მოეწონათ მეც მომეწონა მათი კომპანია მაგრამ ფაქტია - დავიღალე.

წავალ ახლა ცხელ აბაზანას მივიღებ და ერთ ლუდსაც ჩავურტყავ.

დამავიწყდა დამეწერა- ძააალიან მომეწონა თბილღვნოს წინანდალი. უკარგესი ღვინო ყოფილა. მსუბუქი, თაფლის არომატით. აწი რამოდენიმე ბოთლს მოვიმარაგებ ხოლმე რომ ჩემთვის დავლიო და არა მხოლოდ სტუმრებს ვუწილადო.

Nov 5, 2009

ამბები უნივერსიტეტისანი

დღეს უნდა მოგიყვეთ უნივერსიტეტის ამბები :) ჩემი ძველი პოსტებიდან იცით რომ რაც ჩამოსული ვარ იმ დღის შემდეგ მუდამ ვეძებ სამსახურს და ვერ ვიპოვე. დღეს დავასკვენი - ძალიან გამიმართლა რომ ვერაფერი ვიშოვე, რადგან არ გამოვიყენებდი იმ შანს რომელსაც გოტებორგის უნივერსიტეტში სწავლა ქვია. მთელ ჩემ დროს ფულის გამომუშავებას დავუთმობდი, ფული კი ხელის ჭუჭყია თავად მოგეხსენებათ.

ზემოთხსენებული დასკვნა დღეს ძალიან ინფორმაციული, საინტერესო და გრძელი დღის ბოლოს გავაკეთე. რა მოხდა დღეს? დიდი არაფერი - გვქონდა საგამოცდო კონფერენცია დილის 9 საათიდან საღამოს 4 საათამდე. ოთხი სპეციალობის რამოდენიმე ასეული სტუდენტი 4 სხვადასხვა დარბაზში ვახდენდით საკუთარი ნაშრომების წარდგენას. მოკლეთ ძალიან ბევრი საინტერესო რამ იყო. ბევრი რაპორტი შევინახე და დრო და დრო დავდებ ხოლმე ჩემ ბლოგზე მათ მოკლე შინაარს.

ყველაზე მეტად რაც უნივერსიტეტში მომწონს არის მასწავლებლების დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ. ყველა პატივისცემით და გაგებით გვეპყრობა. მზად არიან დახმარებისათვის, კონსულტაციის გაწევისათვის. მოკლეთ ყველანაირ პიროას ქმნიან იმისათვის რომ სტუდენტმა სწავლაზე გული არ აიცრუოს.

საქართველოს და რუსეთს ვერ შევადარებ რადაგან სწავლება როგორც თეთრი და შავი ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ ყველას მინდა გითხრათ რომ გამოიყენეთ ყველა შანსი და წადით ევროპის წამყვან ქვეყნებში სასწავლებლად. დამიჯერეთ ძალიან ბევრ რამეს მიიღებთ!!

Eng.summary:
The post is about my feeling towards the university where I study. I am very happy and very satisfied with everything. Teachers, studying style etc. am very glad that I could not find a job, becasue otherwise I would never start studying at this very nice university.

Nov 3, 2009

აზრი ცხოვრებისა ჩემისა :)

Clown , Dreamer Kikito და Da-v-iD დამტადეს მორიგ ტეგ თამაშში, მეც როგორც პატიოსანი ბლოგერი, ვასრულებ ჩემ მოვალეობას და აგერ ვწერ პოსტს.

  • მიყვარს - ცხოვრება
  • ვოცნებობ - მშვიდობაზე
  • ვფიქრობ - ყველაფერზე
  • მძულს - მატრუარები
  • ვნანობ - არაფერს
  • კმაყოფილი ვარ - იმით რც მაქვს
  • მენატრება - ოჯახი
  • მსურს - ბევრი რამ
  • მაღიზიანებს - ორპირობა
  • ვგრძნობ - სიმშვიდეს
  • მეშინია - დაინვალიდების
  • ვიცი - ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული
  • არ ვიცი - ბევრი რამ
  • შემიძლია - ის რაც ნამდვილად მინდა
  • არ შემიძლია - ჩინურად საუბარი
  • ვმეგობრობ - ძაღლებთან
  • ვაპატიებ - გააჩნია ვის?
  • ვტირი - არ მახსოვს ბოლოს როდის ვიტირე
  • ვიცინი - ყველაფერზე ვიცინი გიჟივით
  • ვეძებ- სამსახურს
  • ღირსი ვარ- ყველაფერი საუკეთესოს
  • ვკარგავ- წლებს და დროს
  • მშურს -შრომისმოყვარე ადამიანების
  • ვემალები - ხანდახან რეალობას
  • ვემტერები - არც არავის :)
  • მაინტერესებს- თითქმის ყველაფერი
  • არ მაინტერესებს - ქიმია :D
  • მახსოვს - ბევრი რამ
  • მრცხვენია - როცა შეპირებას ვერ ვასრულებ
  • ვავადმყოფობ - იშვიათად
  • ვმალავ - გრძნობებს
  • მიკვირს - ძლიან ბევრი რამ
  • მიხარია - სიცოცხლე
  • ვჭორაობ -აუ, მიყვარს ჭორაობა :(
  • ვდარდობ -ახლობლებზე
  • ვეფერები - ჩემ ქმარუკას :ჵ
  • მსიამოვნებს - როცა სხვების დახმარება შემიძლია
  • მესიზმრება - უფრო ხშირად სიზმრები მეცნიერული ფანტასტკის ჟანრიდან
  • მწყინს - უყურადღებობდა
  • ვკამათობ - ხშირად
  • ვუხეშობ -ხშირად
  • ვკითხულობ - ძალიან ბევრ რამეს
  • ვამზადებ - საგამოცდო მატერიალს :ჵ
  • ვუყურებ - ცხოვრებას
  • ვყვირი -ძალიან ხშირად, ხმის იოგებს ვავარჯიშებ
  • ვმღერი - ბანაში და სამზარეულოში
  • ვთამაშობ - არაფერს
  • ვიტყუები - კი :)
  • ვეჭვიანობ - არ ვარ ეჭვიანი საერთოდ
  • ვიზიდავ - აყველანაირ გადარეულს :(

ხოდა ჩემი მხრიდავ ვტაგავ შემდეგ ბლოგერებს: Hexe, სქოლიოაზიან ემბრიონი ანუ ნასტასია და Magic Blue hair

Nov 1, 2009

ზომბი, ვუდუ და კანიბალთა არმია.

რელიგიაზე რომლის შესახებაც მინდა დღეს დავწერო საუკუნეებს ითვლის მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ 2004 წელს გამოცხადდა. ფესვები აფრიკიდან მოდის, მაგრამ კათოლიციზმა თავისი დაღი დაასვა. საუბარი მაქვს ვუდუზე. ხვდებით რომ ეს პოსტი ვუდუიზმს ეხება, ჩემს მკითხველს ვთხოვ გაითვალიწინოს რომ ამ პოსტის მომზადებისას ვიხელმძღვანელე მსოფლიოს კულტურების მუზეუმში ნანახი გამოფენით ”Vodou”.

ეს არის ისტორია ხალხისა, მონებისა რომლებიც ჰაიტიზე რამოდენიმე საუკუნის წინ ჩაიყვანეს და მონებად აქციეს. ეს ხალხი იყო აფრიკიდან კონგოელები, ნიგერიელები და ა.შ. ტავითავად მათ თან წაიყოლეს ტავის კულტურა და რაც მთავარია რელიგია. საუკუნეების განმავლობაში ეს ხალხი საშინელ პირობებში ცხოვრობდა, და მათი რელიგია ერთადერთი იყო რაც საშალებას აძლედათ გამკლავებოდნენ გაუსაძლის პირობებსა და რაც მთვარია ტეთრს მონათმფლობელებს. ისინი აწყობდნენ რევოლუციებს და კლავდნენ უამრავ თეთრკანიანს.

ვუდუისტების ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო მას შემდეგ რაც კათოლიციზმი ოფიციალურ რელიგიად აღიარეს ტაიტიზე. ასიატასობით ადამინი იყო დაპატიმრებული და მოკლული. მაგრამ ეს იყო ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი როცა მონებმა დაიწყეს ფიქრი თავისუფლებაზე. ასიატასობით ადამიანი შეიკრიბა, გადაწვეს პლანატციები, მონდვრები და სასიკვდილო ბრძოლა გამოუცხადეს ფრანგ მონათმფლობელებსა და კათოლიკურ ეკლესიას.
წარმოგდგენიათ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰაიტიზე ხდებოდა უამრავი შეტაკება კანიბალების არმიასა და ადგილობრივ მმართველებს შორის? საბოლოოდ 2004 წელს, ფრანგულმა არმიამ დედაქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები ჩაიგდეს ხელთ და ფაქტიურად ახლა ის მათ მმართველობაშია.
სურათზე პატარა ეშმაკუნა ბიჭები

მოკლეთ მოვრჩი პოლიტიკაზე წერას და რელიგიას უნდა მოვუბრუნდე. სიმართლე რომ გითხრათ, ვუდუიზმი მეგონა სექსტა და არა რელიგია, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანის ”გათვალვაზე, გაფუჭებაზე, მოკვდინებაზე” მაგრამ ის რაც დღეს ვნახე სრულიად სხვა რამ აღმოჩნდა. კერძოდ კი, ვუდუიზმი არის მსოფხედველობა. ვუდუისტებს სჯერავთ შემქმნელი ღმერთის - Bondieu, რომელიც ადამიანებთან ინტერაქციას ახდენს სხვადასხვა სულების მეშვეობით რომლებსაც ქვიათ Lwa. არსებობს სხვადასხვა სახის Lwa-სყვარულის, სიკვდილის, ჯანმრთელობის და ა.შ. ასევე ამ რელიგიაშია რსებობენ პატარა ეშმაკუნები, რომლებიც ძალიან სწაფად მოქმედებენ, ამიტომ ვუდუისტი მღვდელი ძალიან სწრაფი და ჭკვინია უნდა იყოს იმისათვის რომ მათ გაუმკლავდეს.

სურათზე სიყვარულის ლუა ძროხის სახით, მის ხელებს გველები წარმოადგენენ


ვუდუიზმში ძალიან დიდი მნიშვბელობა ენიჭება ადამიანის ჩონჩხს, კერძოდ კი თავის ქალას. ძირითადი ინსტუმენტები, რიტუალური თოჯინები სწორედ რომ ნამდვილი თავის ქალებისგანაა დამზადებული. ასევე დიდი ადგილი ენიჭება სარკეებს, მათ ორი დატვირთვა გააჩნიათ; პირველი რიტუალების დროს სხვა სამყაროსთანდა კავაშორება და მეორე თოჯინებზე მათი არსებობა ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ ხედვა.

სურათზე ერთ ერთი რიტუალური სარკე


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვუდუიზმი ძალიან ჰუმანურუ და გახსნილი რელიგიაა. მამაკაცს ისევე როგორც ქალს შეუძლია გახდეს ვუდუ მღვდელი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ვუდუს ცერემონიებში, იცეკვოს, იმრეროს ან გინდაც უბრალოდ მაყურებლის როლში. ასავე არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას, განათლებას ასაკს. რათქმაუნდა არსებობს ვუდუს დახურული საზოგადოებები, მაგრამ ისინი წარმოადგენენ ვოდუ მეომრებს/ ღამის მეომრებს რომელთა მიზანი მიმდევრების და რელიგიის დაცვაა. დღემდე ვუდუს დაახოებით 401 სხვადასხვა მიმდევრობა არსებობს, კი მათი საფუძველი ერთია მაგრამ მათი რიტუალური მხარე სხვადასხვაა. ეს უკანასკნელი მუდამ განვითარების პროცესშია, და ამიტომ ითვლება რომ ვუდუიზმი არის რელიგია (50 მილიონი მიმდევარით) რომელსაც გაქრობა არ ემუქრება.

იმედია ჩემმა მონატხრობმა ცოტათი მაინც მოფინა სინათლე ამ საინტერესო რელიგიას, რომელიც ტაიტელი ადამიანებისათვის (მხოლოდ ტაიტის ვუდუს გამოფენა იყო) არის იმედი, ცხოვრების სტილი და ყველაფერი მათ ძალიან ღარიბულ ყოფაში.

Eng:summary
I was at the exhibition of Vodou culture and religion, and became were inspired, so I decided to write this post about it. My knowledge about it was very pore, and after 2 hours being in the exhibition rooms, it has completely changed. Now I see Voodooism as a religion, as a hope for people who practice it. Religion is very open, and everybody who wants to participate in the ceremonies are welcome.