მოკლეთ დღეს ფორუმზე პროფილის თემაში ერთი დიდი გაწევ-გამოწევა გაიმართა. მიზეზი კი სრულიად შტერობა, ერთი ქორწინების ამბავი იყო რომელიც ”თავად მაიკომ” თავის ბოლო გადაცემაში გააშუქა. ეს იყო ბაღაშვილის (სახელი არ მახსოვს) ქორწინება. როგორც აღმოჩნდა თავად ბაღაშვილი 37 წლისაა, მისი მეუღლე კი 19 წლის. სიმართლე რომ გითხრათ ამ გადაცემას მეც ვუყურე და ძაალიან გავბრაზდი, როცა ამ კაცის გვერდით მისი ულამაზესი მეუღლე დავინახე.
არ მესმის, მართლა არ მესმის, რატომ უნდა გათხოვდეს 19 წლის გოგო, კაცზე რომელიც მასზე ასე ძალიან უფროსია? ან რატომ უნად მოეწონოს მამისტოლა კაცი? კითხვაა რატომ მოსწონს 19 წლის გოგოს მამისხელა კაცი? მე პირადად ამას მხოლოდ ფროიდისეულად ვხსნი, და თუ დაგაინტერესებთ კომენტარებში დავწერ კიდეც.
ზოგადად კი ვფიქრობ პატარა ასაკში გათხოვება ძალიან დიდი შეცდომაა, არ ვამბობ რომ ოჯახი დაიშლება (თუმცა დიდი შანსია) ან უბედურები იქნება წყვილი, უბრალოდ ვამბობ რომ ესაა დიდი შეცდომა.
Oct 31, 2009
Oct 30, 2009
ძაღლსაც ცოდნია დარდი რა არის
შეიძლება თავი მოგაბეზრეთ ამდენი ერთიდაიგივე შინაარსის პოსტით, მაგრამ ეს რომ არ დავწერო არ შემიძლია :( რაც გავიგე უბრალოდ ცრემლებს ვერ ვიკავებ :( ბატონი თამაზის თავშესაფარში ერთი ძაღლი გარდაიცვალა, როგორც ჩანს დარდისგან მოკვდა :(
აი რას წერს ბატონი თამაზი თბილისის ფორუმზე მის შესახებ ”შენ იყავი ჩემი თავშესაფარის პირველი ბინადარი, დაღლილი და დაგლეჯილი გიპოვე, მერე გავიგე წაგებული ბრძოლის გამო დაუტოვებიხარ პატრონს ქუჩაში. ეტყობა შენმა გულმა ვერ გაუძლო ადამიანის მხრიდან ამდენ სისასტიკეს და უსამართლობას. მშვიდობით ჩემო ძლიერო და ულამაზესო მეგობარო, დღეს შენი სიკვდილით გულში რაღაც ძლიერი ტკივილით ჩამწყდა.”

ადამიანი ხანდახან ყველაზე დიდი, სასტიკი და უვარგისი ცხოველი მგონია რაც კი ამ ქვეყანაზე არსებობს :(
Eng.summary:
A dog knows what is sorrow. This dog died today, he was left by an owner on the street, because he lots a fight. Can not understand such people, can not understand how they think, why they do so :(

Oct 29, 2009
7 სასიკვდილო ცოდვა
ფაქტია, დრეს დღეობით უადვილესია სოციალური მედიების გამოყენება სხვადასხვა ბიზნების რეკლამისათვის, პროდუქტის გაყიდვისათვის. ჩვენ კი ვართ ის ხალხი ვინც ამ ყველაფერს ყიდის ან ყიდულობს - მომხმარებელი და მომწოდებელი, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა ბიზნესის კეთება ლამაზად, თორემ შედეგი კატასტროფული შეიძლება იყოს. დავიდ გრინერი (David Griner) სოცილაური მედიების ექსპერტი საუბრობს 7 ”სასიკვდილო” ცოდვაზე რომელიც ადამიანმა მსგავს ადგილებში შეიძლება გამოიყენოს.თავაზობთ რამოდენიმე მათგანს:
- სურვილი - რაც შეიძლება ბევრი მეგობრის შეძენა შეიძლება განხილული იქნას როგორც სასოცარკვეთილი ადამიანის ქმედება.
- ვაჭრობა: თუ თქვენ უბრალოდ რამის გაყიდვა გინდათ და მეგობრებნს ამისათვის იყენებთ, თქვენი მეგობრობები დიდხანს არ შეგრჩებათ, ამიტომ დროა ან გყიდვა შეწყვითოთ ან ახალი მეგობრების მოიძიოთ
- ბოღმა: შეეცადე არ დაწერო ცუდი სხვა ადამიანების, კომპანიების და ა.შ. შესახებ. ყველაფერს ჯობია საკუთარ თავზე გააკეთოთ ორიენტაცია
- ”კარგი მსმენელი”: ბევრი არ ილაპარაკო შენ თავზე, სხვებს უსმინე და მხარში დაუდექი.
ვფიქრობ ეს ”ცოდვები” ისეთ კატეგორიას გაეკუთვენება რომლებიც არა ამრტო სოციალურ ქსელებში არამედ რეალურ ცხოვრებაშიც კი უნდა გამოიყენოს ადამიანმა.
თავად მე რაც შემეხება, მსგავს საიტებზე მეც ვარ დარეგისტრირებული, მაგალითად ტვიტერზე, ფეიბუქზე და ა.შ. მაგრამ ფეისბუქის გარდა არაფერს ვიყენებ და რეგისტრაციის ნამდვილი მიზეზი სიმართლე რომ ვთქვათ ჩემი ბლოგების წინ წაწევა იყო და მეტი არაფერი. ჩემი კითხვაც თქვენს მიმართ ასეთია: რამდენ სოციალურ ქსელში გახსნილი პროფილი? და რამდენად ხშირად ამოწმებთ მას? რა არის თქვენი მიზანი ამა თუ იმ სოციალურ საიტზე დარეგისტრირებისას? მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა რომელიც მიდა დაგისვათ არის - კლავს თუ არა სოციალურ ქსელებში ურთიერთობის საშუალება, ნამდვილი ურთიერთობის სურვილს?
Eng.Summary:
The post is about social networks as Facebook, Twitter etc. A lot of people live on such sites, they have kind of addiction I think. I wander why they are so addicted, why one can not live without facebook or twitter, what do they give to them?

Labels:
David Griner,
მომწოდებელი,
მომხმარებელი,
ტვიტერი,
ფეისბუქი
SOS პოსტი
ეს ტექსტი გუშინ დავწერე ”ხალხებო, დღეს ნახალოვკაში, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნია ხვადი ფრანგული ბულდოგი. ძაღლი ბატონი თამაზის თავშესაფარშია. გთხოვთ გაიკითხოთ ახლობლებში იქნებ ვინმე ნაცნობმა დაკაგა ძაღლი?” დღეს კი აღმოჩნდა ის რისიც მეშინოდა, ჩანს რომ პატრონმა მიზანმიმართულად დატოვა ის ქუჩაში :( და აღარ უნდა ძაღლი :(

ბარემ აქვე წარმოგიდგენთ კიდე ვერთ საყვარელ ძაღლს. პუდელი, ხვადი ერთი წლის. ალბათ იცით რომ პუდელები ძალიან ჭკვიანები არიან, გარდა ამისა მათ ბეწვი არ სცვივა და შესანახად და მოსავლელად ძალიან ადვილია. იქნებ ვინმე თქვენს ახლობელს უნდა ასეთი კარგი ძაღლუკა :)

დაკარგული ძაღლი,
ფრანგული ბულდოგი
Oct 27, 2009
ქალი უნდა იყოს პატარა და მუშა
იმისათვის რომ ქორწინება დიდ ხანს გაგრძელდეს, ქალი უნდა იყოს მამაკაცზე უმცროსი და ჭკვიანი, წერია Bath უნივერსიტეტის ახალ რაპორტში.მკვლევარებმა იკვლიეს წყვილები რომლებსაც ქონდათ სერიოზული ურთიერთობა ბოლო ხუთი ან მეტი წლის განმავლობაში და ჩაატარეს მსგავსი წყვილების საერთო თვისებების ფაქტორული ანალიზი. საუკეთესო რეზულტატი მათ მიიღეს როცა ქალი იყო მამაკაცზე უკეთ განათლებული და 5 წლით უმცროსი.
რაპორტში, რომელი გამოქვეყნებული იქნა European Journal of Operational Research მინიშნებულ იქნა რომ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს წყვილის კულტურულ ფონს. კველვაში მონაწილეობა მიიღო 1000 ზე მეტმა ჰეტეროსექუალურმა წყვილმა რომელთაც აღნიშნეს, რომ პარტნიორის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სიყვარული, ფიზიკური ლტოლვა, საერთო გემოვნება და მსგავსი ღირებულებები.
წყარო: მეტრო
Eng.summary :
ამ სტატიას რომ ვკითხულობდი რამოდენიმე კითხვა დამებადა. ჩვენთან საქართველოში რის საფუძველზე ხდება პარტნიორის არჩევა? გარდა ამისა, თქვენი დაკვირვებით როგორი წყვილები არიან ბედნიერნი? რის საფუძველზე შექმნილი ოჯახი ამართლებს ყველაზე მეტად?
Eng.summary :
This post is about a research that has been published in European Journal of Operational Research. 1000 heterosexual couples who have been in serious relationships more than 5 years were questioned, resulted summarized. They have concluded that for successful and happy wedding women should be better educated than a men plus the women should be at least 5 years younger of their partners.
Oct 26, 2009
ერთგული მეგობრის ძიებაში III
ჩემ მკითხველს ემახსოვრება ჩემი რამოდენიმე პოსტი სერიიდან ერთგული მეგობრის ძიებაში. დღესაც ვუბრუნდები ამ საჭირბოროტო თემას და რამოდენიმე ძაღლის შესახებ ვწერ. ძაღლის აყვანის მსურველები გთხოვთ დაუკავშირდით ბატონ თამაზს!
კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით - არ მესმის მე ადამიანების რომლებმაც ძაღლი გაზარდეს, ხოლო შემდეგ მობეზრდათ და ძაღლის დამჭერ მანქანებს გაატანეს მოსაკლავად. მცოდებიან ასეთი ძაღლები იმიტომ რომ მათ არ აქვთ პატრონის არჩევის საშუალება, ხოლო ვაი პატრონნმა რომელმაც ის აირჩია უბრალოდ უპრინციპო და ცუდი ადამიანი გამოდგა.
1. ამ ლამაზ ლაიკას უფულობის გამო პატრონი ვეღარ უვლიდა, თუმცა მადობა ღმერთს რომ ის თავშესაფარში მიიყვანეს და ძაღლების დამჭერ მანქანას არ გაატანეს.
ახლა გავიგე რომ ეს ლამაზი მალამუტი ახალ პატრონთან გადავიდა :) როგორ მიხარიაააა :)

2. კავკასიური ნაგაზი სიმბა, პატრონმა ძღლების დამჭერ მანქანას გაატანა რადგან ვეღარ ინახავდა.

3. გერმანული ნაგაზი, ძუ. ძაღლი იპოვნეს თბლისში ბახტრინოსი ქუჩაზე.

4. ფრანგული ბულდოგი ”პინკა”. პატრონი გათხოვდა და ძღლი ახალ ოჯახში არ მიიღეს.

5. როტვეილერი ”ტროი”. პატრნმა უბრალოდ არარ გვინდა ძაღლი სახლშიო :(

ესენი და კიდევ 60 სხვა ძაღლი კეთილ პატრონს ელოდება. მათი ნახვა ბატონი თამაზის თავშესაფარის ვებ გვერდზეა შესაძლებელი - http://www.doghome.ge/
კიდევ იმედი მაქვს რომ ამ ძაღლებს კეთილი პატრონები გამოუჩნდებათ!
Eng. summary:
This post is about dogs. Because of some strange reasons their owners did not want to have them any more. Now the dogs (65 dogs) live in a Dog Home, Tbilisi and very kind man is taking care of them. The only thing what these dogs need is a kind owner who wants to give them love and attention.

თავშესაფარი,
ძაღლი
Oct 23, 2009
”ჰომო” ჯვრისწერა

ალბათ გახსოვთ ჩემ პოსტში ”პირველი გეი ქორწინება” ვწერდი, რომ 2009 წლის პირველი მაისიდან შვედეთში ჰომოსექსუალი წყვილების ქორწინებაა იქნა დაშვებული. ეს ყველაფერი იყო ოფიციალურ იურიდიულ დონეზე, ანუ წყვილს შეეძლო ხელის მოწერა და ეცხოვრა ბედნიერად. დღეს კი შვედურმა ეკლესიამ განაცხადა რომ 2009 წლის პირველი ნოემბრიდან ჰომოსექსუალ წყვილებს საშუალება ექნებათ ჯვარი დაიწერონ :)
ამის წინა პირობა იყო, შვედეთის პარლამენტში მიღებული ახალი კანონი განქორწინების შესახებ სადაც წერია რომ განქორწინება შეუძიათ ქალს და მამაკაცს, მამაკაცს და მამაკაცს, ქალს და ქალს.
შვედურმა ეკლესიამ უკვე ტექსტიც კი შეცვალა რომელიც ქორწინების საიდუმლოების დროს ითქმევა და ის მოარქო ერთსქესიან წყვილებს :)
წყარო: GP
ხოდა, რა ვთქვა? ფაქტიურად შვედეთი პირველი ქვეყანაა რომლმაც ჰომოსექსუალური ქორწინება დაუშვა როგორც იურიდიულ ასევე რელიგიურ დონეზე(თუ ვცდები მიმითითეთ ფლიზ) ნამდვიალდ მივესალმები ამ წამოწყებას და იმედი მაქვს სხვა ქვეყნების მობაძავენ შვედ დემოკრატებს :)
Labels:
ქორწინება,
შვედეთი,
შვედური ეკლესია,
ჰომოსექსუალი
Oct 20, 2009
თანამედროვეობის ”შერეკილები”
ბათუმელი კაცი გემის ან ნავის აშენების ნაცვლად ფრენაზე თუ იფიქრებდა რა მეგონა, თან არა მარტო იფიქრებდა არამედ თანამედროვეობის ”ბიძია ბაბუაც” გახდებოდა თავისი ”ერთაოზითურთ”. როგორც მიხვდით ჩემი დღევანდელი პოსტი ეხება ფრენას და ორ მეგობარს რომლებსაც უნდათ გაფრინდნენ - ნიკა სურმანიძე და მის მეგობარი დავით კაიკაციშვილი. მათ შესახებ ინფო თბილისის ფორუმზე ვნახე, მეც არ დავაყოვნე და ნიკა ჩემს ბლოგზე მოვიპატიჟე :)
ნიკა წარმოშობით ბათუმიდანაა, მაგარამ ერთ დღეს (16 წლის ასაკში) გადაწყვიტა თბილისში გადმობარგება და ასეც მოიქცა. ამჟამად ამერიკის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სწავლობს და ბიზნესით არის დაინტერესებული. ბიზნესთან ერთად მის ინტერესს მძაფრი შეგრძნებები და ფრენა წარმოადგენს :) როგორც ნიკა ამბობს ”ავიაცია ბავშვობიდან მიყვარდა ადრე პატარა რადიომართვად საფრენ აპარატებს ვაკეთებდი მერე კი 14 წლიდან უკვე მომბეზრდა იმიტომ რომ იმით მე ვერ ვიფრენდი. მერე მანქანებზე გადავერთე და ეხლა უკვე მანქანებიც მომბეზრდა მეტნაკლებად იმიტომ რომ რამდენიმე პარაშუტით გადმოხტომის შემდეგ მანქანის სისწრაფე აღარ მყოფნიდა.. შემდეგ კი როცა თვითმფრინავის მართვა ვისწავლე მანქანა საერთოდ ვეღარ მანიჭებდა ვერანაირ სიამოვნებას და აზრად მომივიდა რომ თვითმფრინავი ამეშენებინა”

ასეთ ექსცენტრიულ იდეას, თავისთავად თანხაც სჭირდება, მეგობრებმა თანხა დაითვალეს, დაიანგარიშეს ხარჯები და საქმესაც შეუდგენენ :)

თავად თვითმფრინავის მოდელის შესახებ ნიკა ამბობს:
-რაც შეეხება ამ კონკრეტულ თვითმფრინავის მოდელს ის ჩემი დაპროექტებული არ არის, ძველი პოლონური თვითმფრინავია რომელიც საკმაოდ ადვლი სამართავია და ადვილი ასაშენებელიც იმის გათვალისწინებით რომ 20 წელზე მეტია გასული ამ თვითმფრინავის დაპროექტებიდან შევიტანე რაღაც ცვლილებები კონსტრუქციაში.. უფრო თანამედროვე მასალები უნდა გამოვიყენო მაგალითად ფრთები იქნება ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან რომელიც უფრო ნაკლებს იწონის და უფრო მყარია ვიდრე ხე.
თვითმფრინავის 3D ვერსია

ესეც თვითმფრინავის კაბინა :)-რაც შეეხება ამ კონკრეტულ თვითმფრინავის მოდელს ის ჩემი დაპროექტებული არ არის, ძველი პოლონური თვითმფრინავია რომელიც საკმაოდ ადვლი სამართავია და ადვილი ასაშენებელიც იმის გათვალისწინებით რომ 20 წელზე მეტია გასული ამ თვითმფრინავის დაპროექტებიდან შევიტანე რაღაც ცვლილებები კონსტრუქციაში.. უფრო თანამედროვე მასალები უნდა გამოვიყენო მაგალითად ფრთები იქნება ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან რომელიც უფრო ნაკლებს იწონის და უფრო მყარია ვიდრე ხე.
თვითმფრინავის 3D ვერსია

ძალიან გამიკვირდა, რატომ მაინცდამაინც თვითმფრინავი? რატომ არა ნავი, ხის მანქანა ან ველოსიპედი? შთაგონება საიდან მოვიდა? :)
-გემი რომ გამეკეთებინა რატომ გემი და არა თვითმფრინავიო ამას მკითხავდნენ? ისე პასუხი მარტივია.. თვითმფრინავი ამათგან ყველაზე რთული ასაშენებელია და ყველაზე სწრაფია თანაც რასაც ფრენის დროს განიცდი ვერ განიცდი ვერცერთი აქ ჩამოღვლილით... და საერთოდ ველოსიპედი და ხის მანქანა რა მოსატანი იყო?! ღადაობთ?! :)
სურათძე ნიკა თვითმფრინავის კაბინაში

ნიკა და დავითი სავარაუდოდ ორ-სამ კვირაში გაფრინდებიან :) ვუსურვოთ მათ უღრუბლო ცა და მშვიდი ამინდი :)
Eng.summary:
This post is about two friends who have decided to build an airplane. They have counted finances, have got the airplane plan and started building it at home. The boys Nika Surmanidze and David Kaikatsishvili do not even have professional tools, but they have motivation - they want to fly :) So let's wish them good weather and clean sky :)
Labels:
თბილისის ფორუმი,
თვითმფრინავი,
შერეკილები
Oct 18, 2009
პროსტიტუტკა თუ სექსთერაპევტი?
სასწაულია პირდაპირ, როგორ ცვლის დასახელება საქმის არსს. საუბარი მაქვს სექსსა და სხეულის გაყიდვაზე, ამ პროფესიის ადმიანებს პროსტიტუტკები ქვიათ. ისჯებიან ისინი ვინც ყიდიან სექს და ზოგ ქვეყანაში (მაგალითად შვედეთში) ისინი ვინც ყიდულობენ. მაგრამ რა მოხდება მაშინ თუ ამ საქმიანობას გადავარქმევთ სახელს და დავარქმევთ სექსთერაპიას, ხოლო ადამიანებს ვინც მსგავს მომსახურეობას ეწევა სექსთერაპევტებს ან სექსსუროგატებს? არც არაფერი, პროფესია ხდება ოფიციალური და არც ის ვინც ყიდის სექსს და არც ის ვინც ყიდულობს არ ისჯება.მარე სიმონე (Mare Simone) 54 წლის, სწორედ სექსთერაპევტია. მისი სამსახური კალიფორნიაში მდებარეობს, და ყოველდღიურად ის კონსულტაციას უწევს უამრავ მამაკაცს, ქალსა და ტრანს. თავად ამბობს რომ მას ბოლო 23 წლის განმავლობაში 10 000 კლიენტი ყავდა და 1500 მამაკაცთან ინტიმური კონტაქტიც ქონდა. სექსის მიზანი არც მეტი არც ნაკლები მამაკაცების დახმარება იყო. სექსის დროს ის ტრენინგს უტარებს კლიენს და ეუბნევა რა არის კარგი, რა არ არის კარგი, რა არის სასიამოვნო და უსიამოვნო, როგორ უნდა მოიქცეს და არ მოიქცეს და ა.შ.
ახლა ვკითხულობდი სტატიას ამ ქალზე და სიმართლე გითხრათ მთლად კარგად ვერ ვერკვეი, რითი არის ეს ქალი უკეთესი სხვა დანარჩენ მილიონობით პროსტიტუტკაზე რომლებიც ქუჩაში დგანან და სხეულს ყიდიან. ერთს ვიტყვი რომ ძალიან ჭკვიანია, რადგან ბიზნეს ალღო აუღო და ტაბუდადებული პროფესიიდან პატივსაცემი პროფესია შექმნა, იმდენად პატივსაცემი რომ ევროპელი მაღალჩინოსნებიც კი სარგებლობენ მისი რჩევებით.
პოსტის ბოლოს კი კიდევ ერთელ მინდა დავწერო, სახლის გადარქმევით საქმის არსი კი არ იცვლება, მაგრამ გარშემო ხალხის დამოკიდებულება იცვლება როგორც ჩანს. თქვენ რას იტყვით?
Labels:
Mare Simone,
კონსულტაცია,
სექსთერაპევტი,
სექსსუროგატი,
ქალი და მამაკაცი
Oct 16, 2009
მე ვამაყობ საქართველოს ნაკრებით! შენ?
”ამ პაწუკა პოსტითა და დიდი გულითა” მინდა ვთქვა რომ მე ვამაყობ საქართველოს ნაკრებით! ახალა იტყვით რომ სულ გაგიჟდი რა გააკეთეს ამ "დეგენეტარებმა" სააამაყოო? და სამართლიანიც იქნება ალბათ თქვენი კრიტიკა.ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა შემთხვევა როცა საქართველოს ნაკრებმა:
- ერთხელ მაინც ითამაშა კარგად?
- ერთხელ მაინც გაგვხადა ამაყი რომ ქართველები არიან მოედანზე?
- ერთხელ მაინც ჩაატარეს თამაში ისე რომ გემრიელად არ შეგვეგინებონოს?
Labels:
საქართველოს ნაკრები,
ფეხბურთი.
Oct 14, 2009
კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალება
თქვენი აზრით რატომ აქვთ ქალებს სექსი? ჰმ, სიმართლე გითრათ ამაზე არ მიფიქრია მაგრამ ფსიქოლოგმა დავიდ ბუსმა იფიქრა, ჩაატარა გამოკითვა და წიგნიც კი დაწერა - "Why women have sex".დავიდის მოტივაცია იყო გაეგო უფრო მეტი ქალების სექსუალური აქტივობის შესახებ, ამიტომ მან ჩაატარა გამოკითხვა 1000 სუსტი სქესის წარმომადგენელთან და ჰოიდა საოცრებავ დაასკვნა რომ ქალების სექსუალური ფსიქოლოგია უფრო კომპლექსური და რთული ყოფილა ვიდრე აქამდე ფიქრობდა (ან რას უნდა მოელოდო ქალი კაცისაგან :D ).
მკვლევარმა დაახლოებით 237 სხვადასხვა პასუხი მიიღო, მათ შორის:
- საკუთარი გრძნობების გამოსახატად
- კალორიების დასაწვავად
- ღმერთთან მისასვლელად
- იმიტომ რომ ეცოდებათ მამაკაცი
- ტავის ტკივილის მოსაშორებლად
- დაქალებში სტატუსის ასაწევად
- Photo
- ვინმეზე მადლობის გამოსახტავად
- როგრც ექსკლუზიური საქუქარი
- კარიერული წინსვლისათვის.
ხოდა კაცებო თქვენ რატომ გაქვთ სექსი?
Labels:
გამოკვლევა,
კალორია,
პარტნიორი,
სექსი,
ფსიქოლოგია
Oct 13, 2009
"მის პლასტიკი" - exclusive
დარწმუნებული ვარ მომავალი კონკურსი სახელად ”მის რობოტი” ან რამე ამდაგვარი იქნება, მაგრამ ნება მიბოძეთ ჯერ ამ უჩვეულო კონკურსზე მოგითხროთ.
2009 წელს, შემოდგომაზე, ბუდაპეშტში საზეიმოდ გაიხსნა კონკურსი მის პლასტიკი. დიახ, დიახ არც მეტი არც ნაკლები სილამაზის კონკურსი იმ ქალბატონებისათვის რომლებსაც პლასტიკური ოპერაცია აქვთ გაკეთებული.

22 წლის Réka Urbán, რომელიც კონკურსის პირველი გამარჯვებული გახდა, ამბობს რომ ”კონკურსში მონაწილეობა მიიღო იმისათვის რომ ხალხისათვის ეჩვენებინა რომ პლასტიკური ქირურქია არ ნიშნავს ხელოვნურს, რომ ასეთი ადამიანები სავსებით ბუნებრივად შეიძლება გამოიყურებოდნენ”
პ.ს. თუმცა რა მეთქმის, ”მის საქართველოზე” ისეთმა სიმახინჯემ გაიმარჯვა, დარწმუნებული ვარ ჩემ ბლოგზე შემოსულთა უმრავლესობა მასზე ბევრად ლამაზია.
თქვენ რას ფიქრობთ, რა იქნება მომავალი სილამაზის კონკურსი? :D
წყარო აქა, სურათებიც აქედან ავიღე :D

Oct 11, 2009
”ჩემი 5 ოცნება”
ჩვენმა რამოდენიმე ბლოგერმა Nicole, kikito & Clown დამთაგეს პოსტების სერიაზე ”ჩემი 5 ოცნება”, ხოდა ხომ არ ვატკენ ახლა გულს ამ პატიოსან ხალხს და დავწერ პოსტს ოცნებების შესახებ.
1. ჯანმრთელობა. ჩემი და ყველა იმ ადმაიანების რომლებზეც გული სულ ოდნავ მაინც შემტკივა. ჯანმრთელობის ფასი არაფერია ჩემი აზრით.
2. შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ საშინლად მაშინებს გლობალური დათბობა, ამიტომ ჩემს მეორე ოცნებას დავუკავშირებ ზოგადად ადმიანებს და წავიოცნებებ რომ ”უბრალოდ აზრზე მოვიდეთ” და გავუფრთხილდეთ ჩვენს სახლს სახელად დედამიწა.
3. მესამე ოცნებაა ჰმმმ, რა მინდა კიდე ნეტა ხო, მინდა ვიყო ძლიერი ფიზიკურადაც და პიროვნულადაც. არ დავნებდე ყოველდღიურობას და უბრალოდ ვიცხოვრო ისე როგორც მინდა, როგორც ვგეგმავ და რასაც ვგეგმავ. ამ ოცნებაში ვაერთიანებ ყველა ჩემ კარიერულ ოცნებებსა თუ იდეებს :D
4. ეს ოცნებაა სხვა ადამიანებს ეხებათ, ანუ ადამიანებს რომლებიც მიყვარს და რომლებზეც გული შემტკივა. მინდა რომ კარგად იყვნენ და მათი კარგად ყოფნით მეც ბედნიერი ვიყო. სამწუხაროდ ჩემები რომ ცუდად არიან მე რაც არ უნდა კარგად ვიყო მაინც ცუდად ვხდები.
5. მატერიალური კეთილდღეობა - მინდა მქონდეს საკმარისი ფული იმისათვის რომ ვიმოგზაურო დედამიწის გარშემო და ვინ იცის იქნებ მერე კოსმოსშიც :) ამავე ოცნებაში გავაერთიანებ ჩემს სურვილს მქოდეს სახლი და მყავდეს ლეკვი
ხოდა პოსტის ბოლოს ვტაგავ შემდეგ ბლოგერებს:
კილერი
Be who you wish
amigo
Lasharela
The Voice of Colors
მწვანე ჭიამაია (ვიცი შენთვის ძალიან ძნელია მაგრამ იქნებ ცოტა გაერთო :* )
1. ჯანმრთელობა. ჩემი და ყველა იმ ადმაიანების რომლებზეც გული სულ ოდნავ მაინც შემტკივა. ჯანმრთელობის ფასი არაფერია ჩემი აზრით.
2. შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ საშინლად მაშინებს გლობალური დათბობა, ამიტომ ჩემს მეორე ოცნებას დავუკავშირებ ზოგადად ადმიანებს და წავიოცნებებ რომ ”უბრალოდ აზრზე მოვიდეთ” და გავუფრთხილდეთ ჩვენს სახლს სახელად დედამიწა.
3. მესამე ოცნებაა ჰმმმ, რა მინდა კიდე ნეტა ხო, მინდა ვიყო ძლიერი ფიზიკურადაც და პიროვნულადაც. არ დავნებდე ყოველდღიურობას და უბრალოდ ვიცხოვრო ისე როგორც მინდა, როგორც ვგეგმავ და რასაც ვგეგმავ. ამ ოცნებაში ვაერთიანებ ყველა ჩემ კარიერულ ოცნებებსა თუ იდეებს :D
4. ეს ოცნებაა სხვა ადამიანებს ეხებათ, ანუ ადამიანებს რომლებიც მიყვარს და რომლებზეც გული შემტკივა. მინდა რომ კარგად იყვნენ და მათი კარგად ყოფნით მეც ბედნიერი ვიყო. სამწუხაროდ ჩემები რომ ცუდად არიან მე რაც არ უნდა კარგად ვიყო მაინც ცუდად ვხდები.
5. მატერიალური კეთილდღეობა - მინდა მქონდეს საკმარისი ფული იმისათვის რომ ვიმოგზაურო დედამიწის გარშემო და ვინ იცის იქნებ მერე კოსმოსშიც :) ამავე ოცნებაში გავაერთიანებ ჩემს სურვილს მქოდეს სახლი და მყავდეს ლეკვიხოდა პოსტის ბოლოს ვტაგავ შემდეგ ბლოგერებს:
კილერი
Be who you wish
amigo
Lasharela
The Voice of Colors
მწვანე ჭიამაია (ვიცი შენთვის ძალიან ძნელია მაგრამ იქნებ ცოტა გაერთო :* )
Labels:
მოგზაურობა,
ოცნება,
ჯანმრთელობა
Oct 9, 2009
ჩვენ ვიმსახურებთ ნობელს
ნობელის ლაურეტთა დასახელება- ის მოვლენაა რომელსაც ყოველთვის ვადენებ თვალ-ყურს და რომლის გამოც ყოველთვის გაკვირვებული ვარ. ამ წელს ჩემი გაკვირვება გამოიწვია ორმა ლაურეატმა.
1. ჰერტა მიულერი -ნობელის პრიზის მფლობელი ლიტერატურის დარგში. ზოგადად ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია დიდი საიდუმლოებითაა მოცული. ვერ ვხვდები რა კრიტერიუმებით ხდება ლაურეატის შეფასება. მაგალითად რატომ არ აძლევენ ნობელის პრემიას გურამ დიჩანაშვილს? რითია ჰერტა მიულერი მასზე უკეთესი? ამიხსენით ვინმემ.

2. ბარაკ ობამა - ნობელის პრიზიორი მშვიდობის დარგში. ეს რომ გავიგე ყბა ჩამომივარდა. პრიზის მიღების არგუმენტი "Very rarely has a person to the same extent as Obama captured the world's attention and given its people hope for a better future" ასევე ის რომ ობამა არაა სისხლის მწოველი ჯორჯ ბუში (უმცროსი) მაგრამ რეალურად რა გააკეთა ამ კაცმა იმისათვის რომ პრიზი აიღო? რატომღაც მგონია რომ ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში სრულიად პოლიტიზირდება და გული მწყდება.

რეალურად რომ ვიმსჯელოთ თითოეული ჩვენთაგანი იმსახურებს ასეთ პრიზს.
თქვენ რას ფიქრობთ ნობელის ამ წლის დაჯილდოებაზე?

ბარაკ ობამა,
ნობელის ლაურეატი,
ჰერტა მიულერი
Oct 7, 2009
მოჭრილი ხეები და ატირებული სტუდენტი
მაპატიეთ ჩემი ბლოგი დღიურს რომ დავამსგავსე, მაგრამ რომ არ დავწერო ის რაც დღეს მოხდა უბრალოდ არ შემიძლია. ადამიანები დღითიდღე მაკვირვებენ და აი რატომ...როგორც უკვე დავწერე, გუშინ პრაქტიკის ბოლო დღე გვქონდა, შესაბამისად დღეს შემაჯამებელი სემინარი იყო. სტუდენტებს გვევალებდა ჩვენი გამოცდილების, მიღებული ცოდნის შეფასება, ანალიზი და დასკვნების გამოტანა. სემინარში მონაწილეობას ექვსი სტუდენტი და ორი თერაპევტი ღებულობდა, ყველაფერი კარგად იყო რომ არა ერთი ძალიან უცნაური მომენტი რომელის მსგავსაც პირველად შევესწარი. ერთ ერთი ჯგუფელი რომელიც დასაწყისში ძალიან აქტიურობდა, ბოლოსაკენ ჩაიკეტა, ზურგი გვაქცია და დაიწყო ქვითინი, სემინარი დამთავრდა თუ არა გავარდა გარეთ და იმხელა ხმაზე ატირდააააააა გადავირიე ლამის, მეთქი რა მოუვიდა. სამწუხაროდ ახლაც არ ვიცი რატომ ტიროდა და მკლავს ცნობისმოყვარეობის ჭია. თქვენი აზრით რატომ ტიროდა?
ახლა მეორე- დღის შთაბეჭდილებებით დგრუზული, სახლში მოვდიოდი როცა ეზოში ერთი უცნაურობა შევამჩნიე, კერძოდ კი ეზო რაღაც ცარიელი მეჩვენა. დავდექი ერთ ადგილზე და დავიწყე თვალიერება და ვიპოვე სიცარიელის მიზეზი - ვიღაცა ტრაკებმა ხეები დაჭრეს, უზარმაზარი ვერხვის ხეები :( ვიტირე :(
ეზო ისეთი ცარიელი ჩანს :(
Labels:
სემინარი,
სტუდენტი,
სტუდენტური ცხოვრება,
ტირილი,
ხეები
Oct 6, 2009
ბოლო დღე მომავალ წლამდე
დღეს ჩვენი პრაქტიკის ბოლო დღე იყო :( მიუხედავად იმისა რომ ძალიან დავიღალე, და რასაც ქვია ყოველ დღე დადებითი და უარყოფითი ემოციებით დაგრუზული დავდიოდი, მაინც გული მწყდება, თუმცა რაღა მაინც ძალიან გული მწყდება რომ მომავალ წლამდე არავითარი პრაქტიკა აღარ იქნება.ძალიან შევეჩიე პაციენტებს, (არ მეგონა ასე ადვილად თუ შევეჩვეოდი უცხო ადამიანებს, მითუმეტეს რომ ჩემ ჯგუფელებს კიდევ ვერ შევეგუე :D ). მათი პრობლემა თითქოს ჩემი გახდა, მათ მიერ წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი ბედნიერს მხდიდა მათთან ერთად. ახლა კიდევ ვერც გავიგებ როგორ წარიმართბა მათი ცხოვრება, როგის ჩაივლიან რეაბილიტაციის კურს და რა მდგომარეობაში გაეწერებიან საავადმყოფოდან.
როგორც ჩემი ხემძღვანელი ამბობს, ჩემი ემოცია მათ მიმართ სრულიად ნორმალურია და მხოლოდ დამწყებს სტუდენტებს ახასიათებს. რა ვიცი, ჯერ არ ვიცი რამოდენიმე წლის მერე გავიხსენებ ამ პოსტს და დავწერ თუ შევიცვალე :)
თქვენ რამდენად ადვილად ეჩვევით ახალ ადამიანებსა და ახალ გარემოს?
Labels:
პრაქტიკა,
საავადმყოფო,
სტუდენტები.,
სტუდენტური ცხოვრება
Oct 4, 2009
დალურჯების ერთი კარგი მეთოდი
თუ გინდათ შური იძიოთ ქმარზე, ან შეყვარებულზე მაშინ აუცილებლად დაიწყეთ ვარჯიში ისეთი ”ტრენაჟორით” რომელსაც ქვია - Hula Hoop. სულ რაღაც ერთ დღეში ისეთ დალურჯებებს მიიღებთ ნებისმიერი პოლიციელი დაგიჯერებთ რომ პარტნიორმა გცემათ :D ეს რათქმაუნდა ხუმრობით. სერიზოულად ცოტა ქვევით დავწერ.
Hula Hoop- არის მოწყობილება რომელიც სახტუნაოს შემდეგ ყველაზე ეფექტურია ცელულიტის მოსაშორებლად. გარდა ამისა წელს და თეძოებს მშვენიერ ფორმას აძლევს. ამ ტრენაჟრორის ვარიანტი რომელიც მე შევიძინე არის 1.5 კილოგრამიანი და 80 რგოლი აქვს, რომლებიც მასაჟის ფუნქციას ასრულებენ.

Hula Hoop Anion -ის სამი ვერსია არსებობს.

დღეს მეორე დღეა რაც ვარჯიში დავიწყე. შედეგებს აუცილებლად მოგახსენებთ.
ამჯამად ჩემი წელისა და თეძოების გარშემოწერილობა არის 68/97. ერთი კვირის მერე გავიზომები და ვნახავ რამდენად შემცირდა ეს ზომა.

- დამწყები- დიამეტრი 105 სმ, წონა 850 გრამი.
- მედიუმი- დიამეტრი 110 სმ, წონა 1,5 კგ. 80 მასაჟორი რგოლით.
- პროფესიონალი- დიამეტრი 110სმ, 2 კგ. 160 მასაჟორი რგოლით.
დღეს მეორე დღეა რაც ვარჯიში დავიწყე. შედეგებს აუცილებლად მოგახსენებთ.
ამჯამად ჩემი წელისა და თეძოების გარშემოწერილობა არის 68/97. ერთი კვირის მერე გავიზომები და ვნახავ რამდენად შემცირდა ეს ზომა.
Labels:
Hula Hoop Anion,
ვარჯიში,
სახტუნაო,
ცელულიტი
Oct 3, 2009
ალექსანდრე ბასილაია
კიდევ ერთი კარგი ქართველი დააკლდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გულებს. ალექსანდრე ბასილაია ( 1942, 11/03 )ბევრისთვის მართლაც საყვარელი და ბავშვობასთან დაკავშირებული კომპოზიტორი დღეს გერმანიაში გარდაიცვალა. კარგად მახსოვს ბავშვობაში რა ხშირად დავდიოდით მის ჩხიკვთა ქორწილზე, შემდეგ როგორ აღფრთოვანებული ვიყავი მისი ფიროსმანით. ბასილაიას მიერ დაწერილ მულტფილმების მუსიკაზე ხომ აღარაფერს ვამბობ :(ძალიან ცუდია რომ ასეთი ადამიანი მიდიან :(
Labels:
ალექსანდრე ბასილაია,
გადაცვალება
სტუდენტური ”ატჩოტი”
მას შემდეგ რაც ჩემი სტუდენტური ცხოვრების რაღაც პერიოდი გავიდა, ვგრნობ რომ პატარა ატჩოტივით უნდა დავწერო რა და როგორ ხდება, რას ვგრძნობ და ა.შ.სწავლასთან დაკავშირებით- ვერ ვიტყვი რომ ძალიან ძნელია სწავლა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე სანამ ბიოლოგია და ფიზიოლოგია დაგვიწყია. ლიტერატურა ძირითადად ინგლისურადაა, ორ კვირაში ერთხელ კი სემინარი გვაქვს და უნდა გავარჩიოთ და ვიმსჯელოთ წაკითხული ლიტერატურის გარშემო. გამოცდაც ფრიად სპციფიკურია, ოკუპაციური თერაპიის მოდელები უნდა გავარჩიოთ და შევადაროთ. და აი აქ იწყება - ჩემი ჯგუფელები იყენებენ მხოლოდ ერთ წიგნს-სახემძღვანელოს, მე კიდე წავედი ბიბლიოთეკში, გადავქექე რაპორტები, წამოვიღე მოდელების ორიგინალები და რასაც ქვია თავში ვიხლი. ისინი კი ფიქრობენ რომ ვერ ვარ მატორზე :D მეც ასევე ვფქირობ მათზე.
პრაქტიკასთან დაკავშირებით- ესაა ადგილი სადაც ვრწმუნდები რომ ის სპეციალობა ავირჩიე რაც მართლა მომწონს და რაც მსიამოვნებს. კლიენტზე/პაციენტზე თვალყურის დევნება, იმის დანახვა როგორ მიდის გამოჯანმრთელების გზაზე საშინლად ბედნიერს მხდის, და რაც მთავარია კველაფერი ოკუპაციური თერაპეტების, ექიმების, ფსიქოლოგების, ფიზიოლოგების და ექთნების დამსახურებაა.
ჯგუფელებთან დაკავშირებით: ჯერ კიდევ გაურკვეველ სიტუაციაში ვარ. ანუ კი ”დავუამხანაგდი” რამოდენიმეს მაგრამ ეს მაინც არაა ის რაც მინდა, და არ ვიცი საერთოდ მინდა კი ვინმესთან დაამხანაგება დამეგორება? მოკლეთ ამ სფეროში ძალიან დიდი პრობლემა მაქვს. რა ვქნააა?
ხოდა მინდოდა მეთქვა, რომ ვინც შვედეთში სწავლას აპირებთ 2011 წლამდე უნდა მოაწროთ სწავლის დაწყება თორემ მერე ფასიანი ხდება.
Oct 1, 2009
აშვებული ტორმუზი
მგონი ის სინდრომმი მჭირს კაცი რასაც ფიქრობს იმასვე რომ ამბობს ყოველგვარი სოცილაური ტორმუზებსა და ეთიკური ნორმების გარეშე. დამავიწყდა ამ დაავადების სახელი, თუ სინდრომია თუ რაცააა. ერთი ვიცი რომ ტვინის საზიანებასთანაა კავშირში.
როცა რამე ისეთს ვხედავ რაც არ მომწონს, მინდა ეგრევე ვთქვა, პირში ვუთხრა ადამიანს რასაც ვფიქრობ მასზე, არადა არ მეკითება რას ფიქრობ ჩემზეო. ახლაც ერთი გოგოს სურათი ვნახე რომელსაც ძალიან შორიდან ვიცნობ ხოდა თავი დიდი ვინმე გონია, ხოდა სურვილი გამოჩნდა ეგრევე მეთქვა მახინჯი ხართქო :( არდა არ უკითხავს რას ფიქრობ ჩემზეო :(
თქვენ თუ გიჩნდებათ სურვილები რომელთა გაკონტროლებაც გიჭირთ?

ეთიკა,
სინდრომი,
სოციალური ნორმები
Subscribe to:
Posts (Atom)