დიდი ხანია ამ საკითხზე ვფიქრობ და გადავწყვიტე დამეწერა. მოკლედ მოვჭრი - უნდა უყვარდეს თუ არა შვილს უდანაშაულო კაცის მკვლელი მშობელი? რეციდივისტი დანმაშავე რომელიც კლავს და აწამებს სხვას, აუბედურებს სხვას- ქურდავს, აუპატიურებს, აწამებს. იტაცებს ხალხს და სჩადის უამრავ საძაგლობას.
ან იქნებ სხვაგვარად დამესვა საკითხი, არის თუ არა ასეთი მშობელი შვილის სიყვარულის ღირსი?
Sep 30, 2009
Sep 29, 2009
გემოვნებიან მუსიკას ვუსმენ
გუშინ ჯეოსტარში ერთ ერთმა მონაწილემ თქვა - ”ბავშვობიდან გემოვნებიან მუსიკას ვუსმენ, ჯერ ჯენის ჯოპლინი მერე კიდე ჯაზი და ბლუზიო ” თუ რაღაც ამდაგვარი იყო, თავს ვერ დავდებ ციტატის მეორე ნაწილის სიზუსტეზე, მაგრამ მე კი გამიჩნდა ამ წერილის დაწერის იდეა. ზოგადად რა არის გემოვნებიანი მუსიკა?მოდით შევთანხმდეთ იმ მოსაზრებაზე რომ გემოვნება ძალიან ინდივიდუალური რამეა, ზოგს მღვდელი მოსწონს ზოგს კი მისი შვილი, ხოდა ვერ დაძრახავ და ვერ ეტყვი ასეთ ადამიენებს შე გოიმო უგემოვნოო ან პირიქით, უფრო სწორად კი დასცინებ თუ გინდა მაგრამ ეს ფრიად სუბიეტური დაცინვა გამოვა. ასევე მგონია მუსიკაზეც. ძალიან გთხოვთ გამაგებინეთ რატომ ითველბა ჯაზი, როკი და ბლუზი etc. ”გემოვნებიან” მუსიკად ხოლო პოპი, რეპი და ა.შ. ”უგემოვნოდ” . ან ვთქვათ მე არცერთი მიმართულება მომწონს და ყროყინი, კაკანი, კნავილი და ღმუილი (ასეთი კი ბევრია დღეს სცენაზე) ყველაფერს მირჩევნია?
რატომ ვარ მე უგემოვნო, და ის ვინც მაკრიტიკებს გემოვნებიანი? რა არის კარგი მუსიკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები?
Sep 27, 2009
ჩემი ბიზნეს იდეა
ამიგოს მიერ გაკეთებულმა კომენტარმა პოსტში - ტრაკის დანიშნულება ერთ ბიზნეს იდემდე მიმიყვანა. თავიდანვე გაფრთხილებთ რომ პოსტი შეიძლება შეიცავდეს თქვენთვის გულისამრევ იდეებს ამიტომ მაგრად დაჯექით :D :D მაშ ასე დავიწყეთ:გიფიქრიათ კი რამდენი უმუშევარია დღეს ქვეყანაში? რამდენი მშიერი და ზოგადად როგორ გვიჭირს. იმაზე თუ გიფიქრიათ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის ენერგო მატარებელი რესურსების არსებობა, გინდაც ნავთობი, ნახშირი, გაზი და ა.შ. მე კი ვფიქრობ - არაა საჭირო ნავთობი, ნახშირი და გაზის საბადოები გქონდეს როცა არსებოს ადამიანი, ენერგიის მთავარი მწარმოებელი რესურსი.
ხოდა ასე მეგობრებო გადავდივარ მთავარ საკითხზე - როგორ მივიღოთ გაზი ადამიანისაგან? ამისათვის გვჭირდება ადამიანები, ბევრი ლობიო და გახის შემგროვებელი დანადგარები. ხვდებით ხომ საითაც მივდივარ? ანუ დავასაქმოთ ხალხი, ვაჭამოდ უფასოდ ლობიო, მივიღოთ და შევაგროვოთ გაზი. ყველაფერ სიკეთესთან ერთად ადამიანური გაზის ეროპაში გაყიდვაც შეგვეძლება, რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, ენერგიის მისაღებად გარემო არ ბინძურდება. ფაქტიურად მწვანე გაზია რა :D :D :D
აბა თქვენ რას იტყვით ჩემ ბიზნეს იდეაზე?
Eng. Summery:
Each country that has energy resources is strong, independent and very reach, and coutries without these resources depend on others. I believe that it is not so important if one has oil. or gas or something else, most important is that there are humans. Do u guess what I mean? :P:P However from humans we can get gas and sell it as an ecologically clean energy :D :D
For Fun:
Labels:
გაზი,
ევროპა,
ეკოლოგიურად სუფთა,
ეკონომიკა,
ენერგია
Sep 25, 2009
ტრაკის დანიშნულება
შენ შემოგევლე ”ტრაკუცუნებში”, ”დედას ტრაკუცუნააა”, ”ჩემი დიდტრაკა გოგოოო” ან კიდევ ”შენი კარგის ტრაკი *******”, ”შენი გამზრდელის ტრაკი *******” - ყველას გაგიგიათ ალბათ ეს გამოთქმები. მეც დავინეტესდი, რატომ აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა სიტყვა ტრაკს, ხოდა შემდეგ დასკვნებამდე მივედი:
მეტს ახლა ვერ ვფიქრობ ერთი ანეკდოტის გარდა რომელიც ჩემმა მეგობარმა ნინომ მომიყვა:
ოჯახი არის პლიაჯზე: ბავშვი- მამი აბა ზღვა საადააა? მამა ცოლს- გაწი ქალო ტრაკი, ბავშვს ზღვა დაანახე :D :D
ხოდა მეგობრებო, თქვენ რა იცით ტრაკის შესახებ? რაა მისი დანიშნულება? როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება და მოხმარება? :D :D
სურათი ეძღვნება ქართულ ფეხბურთს :D

Eng. Summery
I can not translate this post in English, because it is very rude :D :D :D :D
- ტრაკი არის ძალიან ლამაზი ორგანო
- ქალი რომ ტრაკს მიაქნ მოაქნევს ძალიან სექსუალურია :ჵ
- კაცის ტრაკზე ჩქმეტა ძააალიან აღმგზნებია ქალებისატვის და არა მარტო ქალებისათვის.
- ტრაკი რომ არ იყოს წარმოგიდგენიათ როგორი შეგრძნება გვექნებოდა დაჯდომისას?
- ტრაკი რომ არ იყოს როგორ ვიტყოდით ”შე უტრაკო” ან კიდე ”მეტრაკეო”
მეტს ახლა ვერ ვფიქრობ ერთი ანეკდოტის გარდა რომელიც ჩემმა მეგობარმა ნინომ მომიყვა:
ოჯახი არის პლიაჯზე: ბავშვი- მამი აბა ზღვა საადააა? მამა ცოლს- გაწი ქალო ტრაკი, ბავშვს ზღვა დაანახე :D :D
ხოდა მეგობრებო, თქვენ რა იცით ტრაკის შესახებ? რაა მისი დანიშნულება? როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება და მოხმარება? :D :D
სურათი ეძღვნება ქართულ ფეხბურთს :D

Eng. Summery
I can not translate this post in English, because it is very rude :D :D :D :D
Labels:
გამოყენება,
დანიშნულება,
ტრაკი
Sep 24, 2009
მსოფლიოს ყველაზე დიდი ახალშობილი :)
დილას რომ წავიკითხე ეს ინფო ისე მომეწონა გადავწყვიტე სტატიის გადათარგმნა და ჩემ ბლოგზე დადება :) იმედია თქვენც მოგეწონებათ.
”ინდონეზიაში, ჩრდილოეთ სუმატრაში საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა ”პატარა ბაია”, რომლის წონა არც მეტი არც ნაკლები 8.7 კილოგრამია, სიგრძე კი 62 სანტიმეტრი. Binsar Sitanggang გინეკოლოგი ამბობს ”ეს ბავშვი არ არის ისეთი როგორც ყველა დანარჩენი ბავშვი, ის ძალიან ხმამაღლა ტირის ” (აბა 3 კილოიანი ბავშვის ხმაზე ხომ არ იტიებს ამხელა გიგანტი კაცი:ჵ) აგრეთვე ბავშვშვს ძალიან კარგი აპეტიტი აქვს და სულ ჭამა უნდა :)

ბავშვის ამხელა ზომას უკავშირებენ მის დედას, ანის, 41, რომელსაც აქვს დიაბეტი. როცა ფეხმძიმე ქალს სისხლში აქვს შაქრის მაღალი დონე, მაშინ ჩანასახს შეუძია მიიღოს ბევრი გლუკოზა და დიდი გაიზარდოს.”
მოკლეთ სიტყვები არ მყოფნის ისე გაგამხიარულა ამ ამბავმა. დედამისი კი მეცოდება, ხო წარმოგიდგენიათ ინდონეზიელი დაბალი ქალი, რომელსაც შაქარი აქვს , ძლივს დადის და ახლა კიდე ამხელა ბავშვი ყოლია მუცელში. იმედია ბავშვი ჯანმრთელი დაიზრდება და სუმოს კარგი მოთამაშე დადგება :D
eng. summery:
What do you think how big is the world's biggest baby? 8.7 kg and 62 cm. Not small is not it? The baby was born in Indonesia, north Sumatra, his mother is diabetic and this is believed to be a reason for the baby's huge size :)

Sep 23, 2009
ადამიანის ”გამშვები” მექანიზმი
არ ვიცი უკვე დავწერე თუ არა რომ უნივერსიტეტიდან პრაქტიკა გვაქვს ერთ ერთ საავადმყოფოში. ჩვენი განყოფილება სპეციალიზირებულია იმ პაციენტების რეაბილიტაციაზე რომელთაც აქვთ ტვინთან და ნერვიულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები- სისხლჩაქცევა, ინფაქტი და ა.შ. მოკლედ საკმაოდ მძიმე ავადმყოფები არიან 17 წლიდან ზევით.თუმცა რაზე მინდოდა დამეწერა, არა იმ დაავადებებზე რაც იქ ხალხს აქვს, იმ ტანჯვაზე და რეაბილიტაციაზე რასაც ისინი იქ გადიან არამედ იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნულ სიძლიერეს, ადამიანის მოტივაციას გახდეს კარგად. ერთი კაცი იყო, სისხლჩაქცევის დიდი კერით ხოდა პირველად რომ ვნახეთ (2 კვირის წინ) საერთოდ ვერ დგებოდა, ძლივს ლაპარაკობდა, დღეს კი ოცუპაციური თერაპიის ვარჯიშზე რომ მოვიდა ხელჯოხი ეჭირა და ისე დადიოდა. ლამის გადავირიეთ მე და ჩემი ჯგუფელი, ისე გაგვიხარდა დებილებივით ვიღიმებოდით ბედნიერებისაგან, და ეს ვყელაფერი ამ კაცის მოტივაციის და დაუზარელი შრომის ხარჯზე მოხდა, რადგან ექიმებმა რაც არ უნდა ბევრი ეცადონ ადამიანს გამოჯანმრთელება თუ არ უნდა, თუ არ იბრძვის კარგად გახდომისათვის უბრალოდ ყველანაირი მცდელობა უშედეგო იქნება.
დღითი დღე ვრწმუნდები რომ მოტივაცია არის ის რაც გვამოძრავებს და ჩვენ ცხოვრებას აზრს აძლევს.
Eng.Summery:
When a person is sick nothing can help but motivation - a person's will to became healthy again. I believe that motivation is the mechanism what drives a human's life, makes our lives meaningful and beautiful. Without motivation we are nothing else but just vegetables.
Labels:
გამოჯანმრთელება,
მოტივაცია,
რეაბილიტაცია,
საავადმყოფო
Sep 22, 2009
რომანტიზმის მკვლელი თანამედროვე ტექნოლოგიები
სენტიმენტალური პოსტი მინდა დავწერო, პოსტი იმის შესახებ თუ როგორ ანაცვლებს თანამედროვე ტექნოლოგიები ძველ მაგრამ ძალიან რომანტიკულ ტრადიციებს, კერძოდ კი წერილების წერას. აღიარეთ როდის მიიღეთ ბოლოს პირადი ხასიათის წერილი, ქარალდზე დაწერილი და კონვერტით გამოგზავნილი თორემ ემეილებს რომ რებულობთ მაგაში ეჭვი არ მეპარება.რა ვიცი ვიჯექი და ვფიქრობდი, რა საინტერესო იქნებოდა ძველ დროში დაბრუნება, როცა მიჯნურები, მეგობრები და ოჯახის წევრები საწერ მაგიდასთან საათებს ატარებდნენ და წერილებს წერდნენ ერთმანეთს, მაგრამ დღეს დრეობით ეს ტრადიცია უბრალოდ დაასამარა თანამედროვე ტექნოლოგიებმა - ინტერნეტმა და ტელეფონმა. ვინ დაჯდება საათობით და დაწერს წერილებს როცა ელემენტარული ტელეფონით შეგიძლია დაურეკო ახლობელს, ვიდეოთვალით დაინახო ინეტერნეტის მეშვეობით. არადა რა სამწუხაროა, როგორ მინდა ერთი წერილი მაინც მივიღო, უბრალოდ ფურცელზე დაწერილი წერილი. მერე რა თუ სურნელოვან ქაღალდზე არ იქნება დაწერილი, მერე რა თუ ჩემს გვერდით მყოფი ადამიანის მიერ იქნება გამოგზავნილი უბრალოდ წერილი მომენატრა, ადამიანური გრძნობებით და სიტყვებით გაჟღენთილი.
Eng. Summery:
I want to write a sentimental post about modern technologies and the old and nice tradition - a letter writing tradition. Can u recall when you have received a personal letter written on a paper? and so sad, this sounds so nice, sitting and thinking about the person you are writing for, putting feelings on the paper, finding correct words. Yes, i like modern technologies, but sometimes it development feels a bit sad, because it is killing very beautiful traditions.
Labels:
თანამედროვე ტექნოლოგიები,
რომანტიზმი,
წერილი
Sep 20, 2009
გრანა და ”პოლკაგრისები”
ესეც ესე, დავბრუნდი სახლში და ჩამოგიტანეთ პატარა რეპორტაჟი ერთი პაწაწინა შვედური დასახლებიდან გრანნა (1652) - Gränna რომელიც გაშლილია ტბა ვეტერნის სანაპიროზე. (ეს ტბა სიდიდით მეორეა მთელს შვედეთში)

ქალაქში მხოლოდ 2500 მაცხოვრებელია. პაწაწუნა კოხტა ადგილია, სადაც ზამთრის განმავლობაში ჩამიჩუმი არ ისმის, ზაფხულობით კი უამარავ სტუმარს მასპინძლობს, პლიაჯებისა და გარშემო გაშენებული ტყეების გამო :)
ეს ერთ ერთი სასტუმრო

ესეც ერთ-ერთი უძველესი კაფის შესასვლელი :) ესაა ადგილი ყავის დასალევად, ზიხარ სვავ ყავას და გადაყურებს უსასრულოდ გადაშლილ ტბას :)

გრანა ცნობილია განსაკუთრებული ტკბილეულით - Polkagris , რომელიც 1859 წელს, სწორედ ამ ქალაქში იყო გამოგონებული. აი ასე გამოიყურება დაფასოებული კამფეტები

ქალაქის ყველაზე დიდი ღირსება მე თუ მკითხავთ მისი პატრა და ძალიან კოხტა სახლებია, რომელთა ეზოებში და კედლებზეც კი სიმყუდროვე და გემოვნება იგრძნობა

მოკლეთ აი ასეთი ლამაზი დღე გავატარე დღეს, და ძალიან კმაყოფილი ვარ რადგან კარგი ამინდი იყო, არც ციოდა არც წვიმდა, ხალხიც მშვენიერ განწყობაზე იყო, გაღიმებული დადიოდა და ერთმანეთს ესალმებოდა :)
Eng. summery:
This post is about one Swedish town Gränna. I was there whole day today, bought famous Polkagris candies, walked around and just enjoyed with nice day :)

Sep 19, 2009
როგორ წარმოგიდგენია?
გუშინ სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე ვიყავი, და ამ პოსტის იდეაც სწორედ კონცერტზე დამებადა.რა კავშირშია ერთმანეთთან ადამიანის პროფესია და მისი ფიზიოლოგიური თავისებურებები? მაგალითად - სანტა კლაუსი (როგრც პროფესია) არის მსუქანი, წვერებიანი, თეთრი თმებითა და ულვაშებით. პროგრამისტი კაცი - მძიმე წონიანი, რომელსაც უჭირს ადვილად გაადაადგილება :D პროგრამისტი ქალი- ასეთი იშვიათია მაგრამ ისინი ვინც არიან კაცებს გავნან, არანაირი ქალური აღნაგობა არ აქვთ. ვიოლინოზე დამკვრელები- ისტერიულ ადამანებად წარმომიდგენია, თხელი აღნაგობით, სათვაალეებით და ფერმკრთალი სახით. ტრუბაზე შემსრულებლები კი დიდი ღიპითა და ლოყებით.
ასე დაუსრულებლივ შემიძლია წერა მაგრამ არ ვაგრძლებ, რადგან ძალიან მინდა თქვენ მითხრათ თქვენი მოსაზრებები ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ :)
Sep 18, 2009
ჩებურაშკა - მითი თუ სინამდვილე?
ამ პოსტში დაწერილი ტექსტი ხუმრობაა, ამიტომ გთხოვთ სერიოზულად არ მიიღოთ! :Dესეიგი რაზე მინდა დავწერო, არც მეტი არც ნაკლები ჩემი ბავშვბის ერთ ერთ უსაყვარლეს მულტფილმის პერსონაჟზე - ჩებურაშკაზე. ვიზრდებოდი მე და იზდებოდა ჩემი კთხვის ნიშნები ჩებურაშკასათან დაკავშირებით. თავიდან ის უბრალოდ საყვარელი ყავისფერი არსება იყო, შემდეგ უცნაურ არსებად მომეჩვენა რომელის სქესისც ვერ გავარკვიე მიუხედავად იმისა რომ ნიანგი გენა როგორც მამრობითი სქესის წარმომადგენელს ისე მიმართავს. მომდევნო ეტაპზე ვერ მივხვდი - ჩებურაშკა რა ჯიშის ცხოველია ან რაა საერთოდ? მოკლეთ აი ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი მანამ სანამ არ დავასკვენი შემდეგი:
სქესი: ჩებურაშკა პირველი ტრასნსექსუალი მულტფილმის პერონჟი, ამიტომაცაა რომ მას არ აქვს მკვეთრად გამოხატული მამრობითი ან მდედრობითი თვისებები. :D
რა ჯიშის ცხოველია? - აქ კიდევ უფრო მარტივადაა საქმე, ჩებურაშკა არის მუტანტი ნაჯვარი შედეგი მაიმუნის თაგვსა და დათვს შორის. ახლა წარმოიდგინეთ შეჯვარების პროცესი ამ ცხოველებს შორის :D :D
მოკლეთ აი ესაა ჩემი აზრი ჩებურაშკას წარმომავლობის შესახებ. როგორია თქვენი აზრი ამ მისტიური პერსონაჟის შესახებ?
Eng. Summery:
This post is about one cartoon personage from my childhood. The personage's name was Cheburashka. I loved it when I was kid, but as I started growing I started to think about who is Cheburashka? Mouse?Bear? Monkey? Is it female or male? Finlay I decided that it is a first mutant transsexual cartoon personage :D
You can see the cartoon here
Sep 14, 2009
შენი არგუმენტირებული პოზიცია!
ამ პოსტში ერთ ფრიად საკამათო თემას მინდა შევეხო, რომლის იდეაც გუშინ ფორუმზე ერთ ერთ თემაში ატეხილმა კამათმა შთამაგონა. კამათი ან უბრალოდ მსჯელობა რაც გინდათ ის დავარქვათ, ეხებოდა ჩვეულებრივი საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში ხატების კუთხის მოწყობას.რათქმაუნდა ბევრმა ადამიანმა აღნიშნა რომ მიესალმება მსგავს წამოწყებას, ზოგმაც ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, რამოდენიმე ადამიანმა კი მათ შორის ”მემ” :P მკაცრად უარყოფითი პოზცია დაიკავა. ჩემი ძირითადი არგუმენტი იყო რომ: არასპეციფიკურ სკოლაში მსგავსი კუთხის მოწყობა, რელიგიური შეხედულებების თავზე მოხვევის მცდელობაა. ღრმად მწამს რომ თუ მშობელს სურს მისი შვილის სწავლა განათლებაში რელიგიური ელემენტების შეტანა უბრალოდ სპეციალური სკოლა უნდა აირჩიოს, ან კიდევ საშაბათო სკოლაში მიიყვანოს.
აი ასე მოკლედ მინდა დავასრულო ეს პოსტი.
ძალიან გთხოვთ გულწრფელად გამოხატოთ თქვენი არგუმენტირებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
Eng. Summery:
This post is about the religious elements in middle schools without special religious direction. The question is : should only one religious elements be in the classrooms or not and why do you think so? Or should they be there at all?
Sep 13, 2009
პირველი ”მერცხალი” კი არადა სტუმარი :D
აგერ უკვე რამდენი ხანია რაც მარტო ვცხოვრობთ და ჯერ სერიოზული სტუმარი არ გვყოლია. (სერიოზულში ვგლისხმობ ვინმეს ვინც რამოდენიმე დღე რჩება). ხოდა ხვალიდან მთელი ამ წლების რეკორდი იხსნება მგონია, ჩემი ქმრის მამა ჩამოდის და რჩება მთელი ორი კვირით! რა მაგარია ბოლოსდაბოლოს სტუმარი გვეყოლება!! თუმცა სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ვნერვიულობ რადგან:- ჩემი ქმრის მშობლებთან ერთი დღეც კი არ მიცხოვრია და არ ვიცი რეალურად რა ტიპის ადამიანები არიან
- საერთოდ გადავეჩვიე სტუმარ-მასპინძლობას
- მაქვს ბევრი სასწავლი და მომავალი ორი კვირს განმავლობაში პრაქტიკა რაც გულისხმობს საავადმყოფოში გათენება დაღამებას, საღამოს რომ მოვალ კიდე მექნება საჭმლის მომზადების თავი?
- მეშინია რომ ეს კაცი დაიღლება ჩვენით და გაგვექცევა :D
- და ყველაზე მეტად რისიც მეშინია არის ჩემი ქმრის მამის ჰობი- სოკოები. სადმე ტყეში რომ წავიდეს და დაიკარგოს რა უნდა ვქნათ?
Labels:
დიასახლისი,
მამამთილი,
მასპინძელი,
სოკო,
სტუმარი
Sep 12, 2009
My friends - გოგოები და ასოციაციები
ეს პოტი ჩემ ამხაგანებზე მინდა დავწერო, გოგოებზე რომლებთანაც მაქვს ურთიერთობა აგერ უკვე მესამე წელია.
”ეს იყო პეტერბურგში”.... არა კაცო პეტერბურგში კი არა ენის კურსებზე ლერნიაში, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს 6 გოგო, უფრო მეტი იყვნენ მაგრამ ეს 6 დავუახლოვდით ერთმანეთს. შეხვედრის პირველი თვიდან მოყოლებული რაღაცნაირად თბილი დამოკიდებულება გაჩნდა ერთმანეთთან, ვერ ვიტყვი რომ ტრადიციული მეგობრები ვართ, ისე როგორც საქართველოში იციან, მაგრამ მეგობრებად ვითვლებით ისე როგორც აქ იციან, თან საკმაოდ კარგ მეგობრებად.

მოკლეთ რაზე მინდა დამეწერა და ვბოლიალობ გზააბნეული ჭუკივით, მანამ სანამ ლერნიაში ვსწავლობდით და გასნსაკუთრებით ბოლო სემეტრში, იმდენად მეზიზღებოდა ის სკოლა რომ ამ გოგოების ნახვაც კი არ მინდოდა. ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა სადმე როცა მიდიოდნენ არ მივდოდი- არც კლუბებში, არც დაბადების დღეებზე, და არც არსად, და მხოლოდ იმტომ რომ ეს გოოგები ჩემთვის იმ საზიზღარ, უდებილეს და უჩლუნგეს ადგილთან - ლერნიასთან ასოცირდებოდა და ამდენი ლერნია უკვე ყელში მქონდა ამოსული. მაგრამ ახლა როცა აღარ ვარ ლერნიაში და მშვენიერ უნივერსიტეტში ”დავპრანჭაობ” ყოველ დღე, ვაფასებ გოგოებს, და მათთან ყოველი შეხვედრა მახარებს (ღამის კლუბებში მაინც არ დავყვები :D ) ძალიან ბედნიერი ვარ რომ უნივერსიტეტში ვარ, თორემ კიედვ ერთი წელი რომ დავრჩენილიყავი ლერნიაში ალბათ საერთოდ დავკარგავდი ამ გოგოებს.
Eng.summery:
This post is about the associations with my friends. We've met each other in a languages school, 6 of us started having good relations, going out, having parties etc. But for me time by time it was very difficult to go and hang out with them, because they were associated with the school - Lernia, which I hated soo much and wanted to finish it as soon as It is possible.
Well, now everything is changed, fortunately I am free from "Lernia" and attending classes at the university, so my attitudes towards the girls have completely changed. I see them as very nice and cute girls, I am happy with being with them (well, i still do not go to night clubs, but does not think that this si important moment) and laughing like crazy about anything :D :D
I am happy that I have finished this fucking school, otherwise I could loose the girls, becasue of my associations!

ლერნია,
მეგობრები,
უნივერსიტეტი
Sep 10, 2009
ძუძუს მოყვარულთათვის
თუ თქვენ ხართ ჭეშმარიტი ქალი ან მამაკაცი რომელიც საყვარელი ქალის გარეგნობაზე ზრუნავს. თუ თქვენ არ გკიდიათ თქვენი მკერდის ფორმა და მდგომარეობა მაშინ თქვენ გჭირდებათ ისეთი ”გენიალური” გამოგონება როგორიცაა ბალიში აქსესუარი სახელად - კუში.
ახლა, ზურგზე თუ წევხართ, ან მუცელზე ეს ბალიში არ დაგჭირდებათ, მაგრამ თუ თქვენ ჩემსავით მხართეძოზე წამოწოლის მოყვარული ბრძანდებით მაშინ კუში ზუსტადაც რომ ჩვენთვისაა. ასეთი ბალიშის მიზანი ერთია- ძუძუს დაეხმაროს გრავიტაციის ზეგავლების დაძლევაში. ანუ გრავიტაციის შედეგად ის არ ჩამოიწელება, არამედ მშვენივრად დადებს თავს ბალიშზე და დაიძინებს :D

ძუძუს ზომასთან დაკავშირებით, იცვლება ბალიშის ზომაც (აბა რა გეგონათ 1 და 5 ნომერს ერთნაირი ბალიში გამოადგებოდა? ) :D

ბოლოს კი მინდა დავამთავრო - თუ თქვენ გიყვართ თქვენი ძუძუ, მაშინ შესაბამისად ეცით მას პატივი!

წყარო
This post is about the pillow for breasts. :D :D If head, neck, back and "ass" need a pillow, than what about breasts? :D :D
Labels:
ზომა,
ძილი,
ძუძუმ ბალიში
Sep 9, 2009
”დედას” სიხარული
ჩემი ორქიდეა აყვავდა :) ვაიმე როგორ მიხარია ნეტა იცოდეთ, ეს პირველი შემთხვევაა როცა სახლში რაღაც ხელმეორედ აყვავდა :) ჩემი სიხარული ბრასია :) როგორ გამახარა დღეს დილას :) :kiss:
Sep 7, 2009
ცუდადაა ჩემი საქმე
გთხოვთ ეს პოსტი ისე გაიგოთ როგორც ვწერ. ის არ წარმოადგენს არც წუწუნის, არც თავის მოსაწყლების და არც რაიმე მსგავის რამის მცდელობას, უბრალოდ ვახდენ ფაქტის კონსტანტაციას - ცუდადაა ჩემი საქმე!რატომ? დღეს კიდევ ერთი ახალი საგანი დავიწყე, ანუ ამ მონეტისათვის ორ საგანს ვსწავლობ, და ორივე საგანში ყველაფერი აგებულია ჯგუფურ მუშაობაზე. გამოცდებისათვის რაპორტიც კი ჯგუფურად უნდა მოვამზადოთ. რა პრობლემაა, შეიძლება ბევრმა გაიფიქროს, უკეთესი არაა მთელ პასუხისმგებლობას ჯგუფი გადაინაწილებს (5 კაცი ვართ ჯგუფში). პრობლემა არის და დიდი პრობლემა - ჯგუფში მუშაობა არ შემიძლია, არ მიყვარს და არ მინდა!
პიროვნულად ძალიან დამოუკიდებელი ვარ, არ მიყვარს როცა ვინმეზეა დამოკიდებული საბოლოო შედეგი, რადგან ჩემი თავის გარდა ვერავის ვენდობი (სამწუხაროდ). საქმისათვის შემიძლია დღე და ღამე გადავასწორო, მაგრამ როცა იგივეს ჯგუფის სხვა წევრისაგან ვერ ვხედავ ძალიან ვღიზიანდები და აგრესიული ვხდები :( . ჩემი მასწავლებელი ამბობდა ხოლმე - მარტოსული მგელი ხარო. ხოდა რა ვქნა? მითხარით რამე თორემ სასწორკვეთას მივეცემი სადაცაა :(
Labels:
მიზანი,
უნივერსიტეტი,
შედეგი. დამოუკიდებელი,
ჯგუფი
Sep 5, 2009
რისი/ვისი ბრალია კახი კალაძის ორი ავტოგოლი?
იტალია საქართველოს მატჩისთვის არ მიყურებია, მაგრამ ყველა ლაპარაკობს ჩვენი სათაყვენებელი ფეხბურთელის მიერ გატანლ ორ გოლზე. ხოდა ახლა რა ხდება, მე როგორც ადმიანს რომელსაც უყვარს სხვადასხვა ფაქტების ახსნა და მიზეზების ძებნა, ამ ფაქტმა საფიქრალი მომცა. ხოდა ამ თემაში ვწერ მიზეზებს თუ ვისი ბრალია კალაძის ორი ავტო გოლი. აბა დავიწყეთ.- კალაძე ვერ ხედავს, ჩვენი მეკარე ბუფონი ეგონა და გოლიც იმიტომ გაიტანა;
- სულ მისი ცოლის ბრალია ყველაფერი;
- საქართველოს ნაკრებში მობეზრებია თამაში;
- იცოდა ბუფონს ვერ გაუტანდა და უგოლოდ არ უნდოდა მოედნის დატოვება;
- იტალიელებს აუხდინა ოცნება ”საქართველოს ნაკრების დამარცხება”;
- სულ მიშიკოს ბრალია ყველაფერი;
- მაყურებლებმა გათვალეს საქართველოს ნაკრები.
თქვენ რას იტყვით მეგობრებო რატომ გაიტანა კალაძემ ორი ავტოგოლი?
Eng.Summery:
What do u expect from a famous soccer player when he plays for your country? Good and spectacular match? Good defense? Lot of goals? Yes, I believe everybody wants to see lot of goals.
Today our famous player Kaxaber Kaladze played one of the most spectacular matches in his carrier, yes my dear readers, he managed to make 2 auto goals :D :D why? Do not know, maybe you know?
Labels:
ავტოგოლი,
იტალია,
კახი კალაძე,
საქართველო,
სირცხვილი
Sep 4, 2009
პირველი პრაქტიკა :)
ამ კვირას პირველი პრაქტიკული გასვლა მქონდა :) ვერ ავღწერ როგორ ბედნიერი და კმაყოფილი მივდიოდი ელდორადოში, ანუ ჩემს მიერ არჩეულ ადგილას. რა არის ელდორადო? ელდორადო არის სპეცილური რეაბილიტაციური ცენტრი უნარშეზღუდული ადამიანებისათვს. მათ აქვთ ფსიქიკური და ფიზიოლოგიური პრობლემები, ბევრი საერთოდ ვერ გადააადგილდება, ბევრი ვერ ხედავს, არ ესმის , ვერ საუბრობს. ზოგიც მოძრაობს მაგრამ ინტელექტუალური განვითარების დონე 2 წლის ბავშვის აქვს. მინდა მოკლედ მოყიგვეთ ამ მშვენიერი ადგილის შესახებ, რადგანაც მართლაც რომ საინტერესო დაწესებულებაა.ელდორადოს ინტერიერი და პერსონალი: ინტერიერი ცისარტყელის ფერებით აჭრელებული, სხვადასხვა გამღიზიანებლები როგორებიცაა ფერი, ფორმა, ბგერა, მატერია. შენობაში მდებარეობს 5 სპეციალური ოთახი - მუსიკალური, ჰაერი, წყალი, დედამიწა, ჯუნგლები. ეს ოთახები მოწყობილია სხვადასხვა აღჭურვილობით რომ მოხდეს ავადმყოფის აქტივობის გაზრდა. პერსონალი საშინლად თბილი , ყურადღებიანი, უშვალო და პროფესიონალი. ძალიან გამიკვირდა როცა პერსონალს შორის რამოდენიმე მოძრაობა და უნარშეზღუდული ადამიანი ვნახე. ისინი ცენტრში მუშაობენ და თავისნაირებს ეხმარებიან.
მუშაობის სტილი იყო ის რამაც ძალიან გამაკვირვა. ავადმყოფის ქეისზე ერთდორულად მუშაობენ: ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, ფიზიოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ავადმყოფის მშობლები, პედაგოგები და დამხმარე ადამიანი ვინც მასზე აგებს პასუხს, ექიმი, და ა.შ. დაგეგმვა და ავადმყოფზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა მინიმუმ სამჯერ ხდება და მერე იწყება ყვლაზე საინტერესო. ჯგუფის თითოეული წევრი ახდენს მხოლოდ დადებითი მხარეების ჩამოთვლას, არ აქვს მნიშვნელობა სწორია თუ არა, მთავარია რაც შეიძლება ბევრი დადებითი ფაქტორი ჩამოითვალოს. უარყოფით მხარეებზე საერთოდ არ ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად : პაციენტი რომელიც ვერ მოძრაობს, და ვერ შედის კონტაქტში, აღმოჩნდა რომ ერთ მტევანს, ხოდა მთელი თერაპიული პროგრამა ხელის მტევნის გამოყენებაზე და მაქსიმალურად დატვირთვაზე იყო მიმართული.
სწორედ ელდორადოში გავიცანი ქალბატონი რომელმაც ინფო მომცა გაეროს კონვენციაზე ინვალიდების უფლებების შესახებ.
ძალიან მინდა ასეთი ცენტრი ჩვენთანაც რომ არსებობდეს, რამდენ ადამიანს გაულამაზებდა ცხოვრებას მსგავსი სულ პატარა დაწესებულება.
Eng. Summery:
This is a post about the rehabilitation center were I've had a practice. I was very surprised becasue of the environment, personal and their way of working. Everything was done very well, and was patient oriented. I wish to have one such center in my country :( I believe that many people would be very happy.
Sep 3, 2009
გაეროს კონვენცია ინვალიდების უფლებების შესახებ
დამეთანხმებით ფიზიკური თუ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არიან ჩვენს ქვეყანაში. საშინელი მდგომარეობაა ფსიქიატრიულ კლინიკებსა და რეაბილიტაციის ცენტრებში, სულ რომ ჯანმრთელი იყოს ადამიანი ამ დაწესებულებებში მოხვედრის შემდეგ უბრალოდ დაავადდები. აღარაფერს ვამბობ გარემოზე სადაც ისინი ცხოვრობენ. ტრანსპორტი, გზები, მაღაზიები საერთოდ შეუსაბამოა იმ ადამიანებისათვის რომლებიც ინვალიდის სკამში გადაადგილდებიან, ან ხმარობენ ჯოხს უსინათლო ადამიანებისათვის. ელემენტარული აფთიაქში ვერ შედიან სასურველი წამლის საყიდლად, რადგან აფთიაქებს შესაბამისი პლატფორმები არ გაჩნიათ.ამ მდგომარეობის შესახებ დღეს ერთ იურისტს ვესაუბრებოდი (მას პრაქტიკაზე შევხვდი რეაბილიტაციურ ცენტრში) და იცით რა მითხრა?! 2009 წლის 10 ივლის საქართველომ ხელი მოაწერა გაეროს ქარტიას ინვალიდების უფლებების შესახებ. ჯერ ჯერობით ქარტია პარლამენტში არ განხილულა, მაგრამ უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს ესა. ხალხო, თქვენ ხომ ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინფო რომ მიეწოდოს იმ ადამიანებს ვინც საჭიროებს თავისი უფლებების ცოდნას?
თუ თქვენ გარშემო არის ადამიანი რომელიც საჭიროებს ამ ინფორმაციის ცოდნას, გთხოვთ ჩამოქაჩეთ და მიეცით მას ქვემოთ დალინკული დოკუმენტი.
კოვენციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე:
- Online რუსულად ან ჩამოქაჩეთ Конвенция о правах инвалидов
- Online ინგლისურად ან ჩაქმოქაჩეთ Convention on The rights of Persons with Disabilities
Eng. summery:
This post is about Convention on the rights of persons with disabilities. Unfortunately in my country the environment for such people is very poor, but in 2009 - 07 georgian government have signed under The Convention on The rights of Persons with Disabilities, so I hope that disable people will get the environment where they can do different acclivities.
Sep 2, 2009
Our Dream Job
ამ პოსტში ერთი უბრალო შეკითხვა მინდა დაგისვათ:როგორია თქვენთვის კარგი სამსახური? როგორია თქვენი ოცნების სამსახური?
ჩემთვის კი:
- როცა ვაკეთებ იმას რაც მიყვარს,ანუ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ვახდენ თვითრეალიზაციას;
- როცა ვხედავ ჩემი საქმიანობის შედეგს, სასურველია დადებითს
- როცა გარემო არის დადებითი, მეგობრული და თანამშრომლებზე ორიენტირებული. როცა უფროსი არ მოდის ვენების კაჩავით
- როცა ხელფასი ჩემ შრომას და ჩემს ჩადებულ ენერგიას შეესაბამება. თუმცა ეს მთლად მნიშვნელოვანი მომენტი არაა, განსაკუთრებით მაშინ როცა პირველი სამი პუნქტი სრულდება.
Job and occupation is one of the most important thing in human lives. In this post I ask the question : how do you see your dream job? What kind of job is perfect for you?
Labels:
თვითრეალიზაცია,
ოცნება,
სამსახური,
საქმიანობა,
ხელფასი
Subscribe to:
Posts (Atom)