Aug 31, 2009

სინდისმა შემაწუხა და :(

მოკლეთ მეგობრებო, აქ ეწერა პოსტი შვედ გოგოებზე რომლებიც ცოტა გავაშარჟე თუ რა ვიცი რა ვუქენი. მერე რატომღაც თავი დამნაშავედ ვიგრძენი, თითქოს ბებერი ქალი ვიყავი რომელიც ჭორაობს თუ რა ვიცი ერთი რაა , ხოდა ეს პოსტი ამოვშალე ბლოგიდან.

დამნაშავედ ვიგრძენი თავი :(
ხოდა ბოდიში თუ თქვენ პოსტს შემოყევით და ის აქ არ დაგხვდათ. რაღაც მართლა ცუდად გამომივიდა. :(

Eng.summary:

Just couple minutes ago I have written a post, an ironic post but after some time a have deleted it. I felt like I did a wrong thing :( writing such post about the people who I did not not know well and who could not read my post.
It was mistake. Hopefully I will not make same mistake again :P :P but who knows :D

Aug 30, 2009

როგორ დავისვენეთ :)

მერამდენედ მეკითხებიან უკვე კარგად დაისვენე? როგორ დაისვენე? მართლა დაისვენე? და ა.შ. ამხანაგები, ნათესავები და ჩვენი ბლოგერი ლაშარელა :) ამიტომ სპეციალურად თქვენთვის მინდა დავწერო რომ დავისვენე კარგად, გარდა ამისა სულ დასვენებული ვიყავი დღევანდელ დღემდე :D ან რითი უნდა ვყოფილიყავი გადაღლილი? არ ვმუშაობ და არაფერი.

ხოდა აგერ სპეციალურად თქვენთვის, ჩემი დასვენების პოსტები ერთად დავლინკე.
ჩემო კარგებო, დასვენებით მართლა კარგად დავისვენე, მაგრამ კიდევ სხვა საკითხია რისგან ვისვენებდი :) დაღლილი ვიყავი ყოველდღიური ერთფეროვანი ცხოვრებით და არა იმით რითიც ადამიანი ჩვეულებრივ იღლება. საბედნიეროდ დასვენების დღეებში ბერი ლამაზი ადგილი ვნახე, ვისიამოვნე ბალატონზე სერფინგითა და მეგობრებთან ერთად ყოფნით. დადებითი ენერგიით დავიტვირთე და ახლა მზად ვარ შევეჭიდო კიდევ ერთ უნიერსიტეტს, რომელიც არ ვიცი რას მომიტანს :)

თქვენ თუ ხართ კმაყოფილი თქვენი დასვენებით? რისგან ან ვისგან ისვენებდით?

Eng. summery:
I have had very nice vacation, mini euro tour in Austria, Germany and Hungary. I wanted to relax, but not from work or other occupation, but from everyday life, which was very colorless and boring. Now I feel good, full with energy and ready for my studies :)

Aug 29, 2009

ორგაზმის იმიტატორი

ამ პოსტის იდეა Leonard Shelby ის კომენტარმა შთამაგონა, აგერ კომენტარსაც ვწერ
  • რა იქნება შემდეგი ორგაზმის იმიტატორ აპარატჩადგმული პრეზერვატივი, თუ კონდომი რომელსაც ხელოვნური ინტელეტქი აქვს და ტავის ჭკუაზე დაჰყავს სარცხვენალი : )))))

რა არის სექსის დანიშნულება მოდით ჯერ ამით დავიწყოთ? ახლა ნუ მეტყვით ბავშვის კეთებაო თორემ ”თავს ჩამოვიხჩობ” :D, არც ის მითხრათ სახეზე პრისჩიკები რომ გაქრესო თორემ მეორედ ”ჩამოვიხრჩობ თავს”, აი თუ მეტყვით სიამოვნების მიღებაშიო დაგეთანხმებით, სიამოვნების კულმინაციას კი სწორედაც რომ ორგაზმის დროს აღწევენ ადამიანები. მაგრამ რა ვქნათ თუ ამ მწვერვალზე ვერ ავდივართ და სადღაც გარშემო დავბანაკებულვართ და დავგულაობთ უპატრონო ცხოველებისავით?


იმისათვის რომ სრული სიამოვნება მივიღოთ საჭიროა მინიმუმ სამი რამ. 1. კარგი პარტნიორი, 2. თუ პირველმა არ გაჭრა მაშინ სექსოლოგი/ ფსიქოთერაპევტი და 3. თუ 1 და 2 პუნქტებმაც არ იმუშავა მაშინ ფანტაზია - ორგაზმის იმიტატორები- ფანტაზია და მარჯვე ხელები. ხოდა ამ პოსტში ერთ კითვას დავსვავ - როგორად ან რად წარმოგიდგენიათ ორგაზმის იმიტატორი?

Aug 26, 2009

გულაობის დროააა?? :ჵ :ჵ

პირველ რიგში დიდი მადლობა ამ ამერიკელ მეცნიერებს რომლებიც დაუზარელად მუშაობენ იმისათვის რომ ქალები უფრო ბედნიერები და დაცულები გახადონ სექსის დროს. რა მახრივ? იმ მხრივ რომ მათ შეიმუშავეს სპეციალური "გელი პრეზერვატივის" ფორმულა რომელიც ქალებს დაგვიცავს არამარტო არასასურველი ორსულობისაგან არამეს უმარავი სექსუალური გზით გადამდები დაავადებისაგან.

ადგილობრივი გაზეთის expressen დაყრდნობით გელი დაბლოკავს ნებისმიერ სხეულს რომელიც 50 ნანომეტრზე დიდია. იუტას უნივერსიტეტის მკვლევარი პარტიკ კისერი ამბობს რომ ”გელი პრეზერვატივი” ჯერ ჯერობით მხოლოდ ლაბორატორიაშია ტესტირებული და მის ტესტირებას ქალებზე დაიწყებენ 3-5 წელიწადში.

ხოდა 5-7 წელიდა და მერე "გულიაემ დევუშკი" :D :D

Math problems?

Today I want to write about mathematics. In my opinion there are two groups - 1. People who can understand Math word problems and 2. people who have not idea about mathematics at all and need Math help.

I think there are lot of college students (and not only) who need help with solving Math problems that's why I want to talk about one very useful site: TutorVista . On the site you can get Algebra help and Math answers . With help of TutorVista you can get monthly tutorial for a very nice price. With this tutorial you can learn step by step how to solve Algebra word problems as well as Math word problems

I hope that the info is very useful for you! Good luck with your studying.

Aug 25, 2009

ნახმარი საცვალი გადამალეთ, მანიაკები მოდიან!

დღეს 9 საათიან კურიერში ვიღაც ”მანიაკზე” გასულ სიუჟეტს თუ უყურეთ? თუ არა მაშინ მოკლედ გეტყვით: თითქოს ხაშურში (მგონი ზუსტად მახსოვს ადგილის დასახელება) არის ვიღაც მანიაკი რომლის დაჭერასაც აგერ უკვე მთელი აგვისტოა ცდილობენ პატრულის თანამშრომლები, მაგრამ უშედეგოდ. ეს მანიაკი ”ციცინათელის” თვისებებითაა დაჯილდოვებული, უცებ ჩნდება და უცბადვე ქრება. ხალხი ხედავს მას და როგორც კი გარს შემოარტყავს ის ბრახ და გამქრალია (ერთ ერთი რესპოდენტის სიტყვებია ესა).

როგორც გაირკვა ამ ”მანიაკს” ქალის ნახმარი საცვალი ყვარებია, და მათ ეზოში გაფენილი თოკებიდან იპარავს. რესპოდენტები ასევე ყვებოდნენ რომ ”მანიაკი” ეზოებში დახტის და შუქებთან უყვარს თამაში - ზემოთაც დავწერე ციცინათელაა თქო.

მოკლედ, ხუმრობა ხუმრობად მაგრამ თავად ხვდებით რომ სოფელში პანიკაა, ოდნავი გაფაჩუნება და ხალხი უკვე მაიაკს ”ხედავს” თუმცა რატომ არ ხერხდება მისი დაჭერა სხვა საკითხია. თითქმის ყველას ”ყავს ნანახი” მაგრამ ამავდროულად არავინ იცის როგორ გამოყურება ეს ჩვენი შემშინებელი მანიაკი. ყველაფერმა ამან, ჩამაფიქრა დაგამახსენა შუა საუკუნეები, როცა მასობრივი ისტერია ძალიან გავრცელებული იყო. დავიჯერო ახლაც ფენიმენთან გვაქვს საქმე?

Photo for Fun :P

Aug 24, 2009

პოსტი მხოლოდ 18+

დღევანდელი ლექციის შემდეგ ძალიან დაგრუზული და შეშინებული ვარ. შეიძლება ადრე სადმე დავწერე კიდეც რომ ლიტერატურა 80% ინგლისურად გავქვს, განხილვა და გამოცდების ჩაბარება კი შვედურად ხდება. ხოდა ჩემთვის ეს ”გადართვა” ცოტა ძნელია, მითუმეტეს რომ შვედურად ძირითადად ვკითხულობ და ძალიან ცოტას ვსაუბრობ. ხოდა მომავალ კვირას გვაქვს სემინარი, ისე ვნერვიულობ, ისე ვნერვიულობ რომ მეტი არ შეიძლება. ნერვიულობის ფონზე კი რატომღაც ცუდ სიტყვებზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გამოხატოს ”დაკიდება.

დაკიდების გამომხატველი გამოთქმები ფეხებზე მკიდია, ტრაკზე მახატია, ბოდიშით და ”კუტუ” ზე მკიდია ან მახატია (ნუ ახლა უფრო უზრდელურს ვერ დავწერ), და ა.შ. ხოდა ამ ფიქრებში ვიყავი რომ გამინათდა ტვინი, როგორ შეიძება ქალმა ძალიან ქალურად გამოთქვას და გამოხატოს იგივე სათქმელი, ისე რომ ფემინისტური და ”ჯაან ტაკოი” გამოვიდეს. ხოდა მოვიფიქრე ესენია: აგრესიული ტონით - ”ამ ჩემს მკერდს”, ”მკერდზე მახატია”, ”მაკოცე მკერდზე შე არაკაცო” (ნუ იგივე ტრაკზე მაკოცეს ვარიანტია :D ) ხოდა ვზივარ ახლა ძალიან გაბადრული და კმაყოფილი სახით :)

თქვეც თუ იცით დამიწერეთ მსგავსი ფემინისტური სალანძღავი სიტყვები :D

Aug 23, 2009

როდის ხარ კარგად?

რა არის კარგი და რა არის ცუდი? რა არის სწორი და რა არის არასწორი? დამეთანხმებით კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი პირობითი ცნებებია, ის რაც კარგია/სწორია ჩვენთვის შეიძება ცუდი/არასწორი იყოს ჩვენი მეზობლისთვის. უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია თუმცა არ მინდა ამაზე გავწელო პოსტი.

ზოგადად ყველა ჩვენთაგანი მიისწრაფვის ამ ”პირობითად” კარგად ყოფნისაკენ. იმისაკენ რას სწორია, რაც გვაძლევს საშუალებას კარგად ვიგრძნოთ თავი. თუმცა ერთი რამ ვერ გამირკვევია, ნიშნავს კი კარგად ყოფნა ბედნიერად ყოფნას? როცა ბედნიერი ვარ კარგად ვარ, მაგრამ როცა კარგად ვარ, ვარ კი ბედნიერი?

ამიტომ გადავწყვიტე დავმჯდარიყავი და მეფიქრა როდის ვარ კარგად, რადგანაც ზემოთ დავწერე რომ ჩემი აზრით ბედნიერება თავისთავად მოიცავს კარგად ყოფნას, ამიტომ არ ჩამოვთვლი იმ მომენტებს როცა ბედნიერი ვარ და ვიყავი, დავწერ მხოლდ იმ მომენტებს როცა ვარ კარგად.

კარგად ვარ როცა მშვიდობაა, როცა ხალხი ვინც მიყვარს და გული შემტკივა ჯანმრთელია და კარგადაა. როცა ვგრძნობ რომ რაღაცა ღირებულს ვაკეთებ ჩემთვის და სხვისთვის, ანუ ვახდენ თვითრეალიზაციას. შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ კარგად ვარ როცა ჩემ ბლოგს ბევრი მკითხველი და ვიზიტორი ყავს.

ქვენ რა გჭირდებათ იმისათვის რომ კარგად იგრძნოთ თავი? როდის ხართ კარგად?

Aug 22, 2009

საათი ამარჩევინეთ რააა

ხალხებო თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან.საათის ყიდვა მინდა და ვერ გადამიწყვეტია რომელი ავარჩიო ამათგან. მაჯის საათი არ მქონია ბოლო 10 წელია და არჩევანის გაკეთების სიძნელესაც სწორედ ეს განაპირობებს. და კიდევ მეორე კითხვა - როგორ მივხვდე რა ზომის სამაჯური შევუკვეთო? ჩვეულებრივი სანტიმეტრით გავიზომო მაჯა?

1.

2.

3.

4.

5.


ან აი ამ საიტიდან ნებისმიერი საათი მაქსიმუმი 900 კრონის ფარგლებში. მთავარი პირობაა რომ არ უნდა იყოს პლასტიკისაგან და უნდა იყოს წყალგამძლე (water resistant)

წინასწარ მადლობა :)

Aug 21, 2009

პირველი შთაბეჭდილებები (უნივერსიტეტიდან)

როგორც წინა პოსტში დავწერე დრეს უნივერსიტეტის პირველი დღე მქონდა. ეს დღე გაცნობითი ხასიათის იყო, ასევერ დავგივრიგეს რარაც ფურცლები, შევხვდით ადგილობრივი სტუდენტთა პროფკავშირების წარმომადგენლებს. მერე ვიღაც ქალმა მოგვატარა შენობა სადაც უნდა გავატაროთ მომავალი სამი წელი (მე უფრო ნაკლებზე უნდა ვიჩალიჩო უახლოეს მომავალში)

როგორც ყოველთვის დღესაც ავურიე: მეგონა რომ ათიდან პირველ საათამდე უნდა მივსულიყავი როცა მინდოდა, სინამდვილეში კი თურმე ეს გაცნობითი ლექცია იწყებოდა 10 ზე და მთავრებოდა პირველზე. მე დავაგვიანე ერთი საათი :D მივედი დაგვიანებით და აუდიტორიის კარები ვერ გავაღე, მე რა ვიცოდი თუ კარებები შიგნიდან იკეტებოდა :D :D უფრო უარესი, აუდიტორიაში რომ ვიყავი, გარეთ გამოსვლა მინდოდა და ისევ ვერ გავაღე კარები, რაღაც კნოპკა ქონდე გვერდზე და იმაზე უდნა დამეჭირა თურმე.

რა არ მომეწონა:
  • შენობა. შენობა არის საშინლად დიდი და ჩახლართული. სასწავლო ნაწილთან ერთად, იქვეა სამკურნალო - საავადმყოფო ნაწილიც. მოკლეთ ძალიან დიდი შენობაა, ბევრი ხიდებითა და გადასასვლელებით. დიდი იმედი მქვს რომ მალე შევისწავლი ამ ადგილს.
  • სტუდენტები-ძირითადი კატეგორია არის პატარა ბავშვბი მაქსიმუმ 24 წლის.
  • ეს ელოქტრონულად დაკეტვად გაღებადი კარებები არ მხიბლავს საერთოდ:(
რა მომეწონა:
  • უნივერსიტეტის შენობა მდებარეობს ერთ ერთ საუკეტესო ადგილას მთელს ქალაქში. შენობის გვერდით მდებარეობს ბოტანიკური ბაღი და ქალაქის ერთ ერთი ყველაზე დიდი პარკი ველური ცხოველებით :)(
  • სპეციალობით - Occupational Therapy მხოლოდ 23-26 სტტუდენტი ისწავლის. რაც უფრო ნაკლები სტუდენტია, მით უფრო კარგია ჩვენთვის შრომის ბაზარი. პროგრამის ხემძღვანელმა გვითხრა კიდეც რომ დღევანდელი დღის ჩათვლით, სამსახურის პრობლემა არასდროს შექმნიათ სტუდენტებსო.
  • პრაქტიკა: სწავლების მეოთხე კვირიდან უკვე ვიწყებთ პრაქტიკას. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ხოდა ასეა საქმეები. ვნახოთ აბა რა და როგორ იქნება. უკვე მაქვს რარაც გეგემები, თავი რომ ავარიდო 6 სემესტს და იმედია გაამართლებს :)

პ.ს. შევეცდები ნაკლები ვწერო უნივერსიტეტზე რომ თავი არ მოგაბეზროთ.

პირველი დღე უნივერსიტეტში

ძალიან ვღელავ :)
დღეს პირველი დღე მაქვსჩემს მომდევნო უნივერსიტეტში. ლექციები ან რამე მსგავსი არ გვექნება, ესაა რეგისტაციის დღე როცა სტუდენტები ვღებულობთ კურსის პროგრამებს, პაროლს და მომხმარებლის სახელს პირად გვერდზე შესასვლელად. მოკლეთ მსგავსი ფორმალობები. კიდე რაღაც ქვითარი უნდა მოგვცენ , შვედურად Kåravgift ქვია და ჯერ ჯერობით სავალდებულოა ყველა სტუდენტმა რომ გადაიხადოს. ეს გადასახადია საუნივერსიტეტო შენობების მომსახურებისათვის, მომსახურე პერსონალის და ა.შ. ბიუჯეტისატვის :)

მოკლეთ ახლა ვიპწკინე მე და წავედი. რომ მოვალ მოვყვები როგორ მომეწონა შენობა და კათედრა რომელიც ნევროლოგიის ფაკულტეტზე მდებარეობს. (ნევროლოგიაც უნდა ვისწავლო, მეზიზღება ეს საგანი :( )

Aug 20, 2009

როგორ ვიშოვოთ ფული ამაზონიდან?

არ ვიცი გახსოვთ თუ არა ადრე დავწერე ერთი ვებ გვერდის შესახებ რომლის დახმარებითაც შეიძლებოდა ცოტაოდენი ფულის გამომუშავება. ამ ბლოგს ქვია blogvertise მასზე არეგისტრირებთ თქვენს ბლოგებს და ელოდებით შემოთავაზებებს. ფული ბევრი არ გამოდის მაგრამ რაღაც მაინც არის. ამ პოსტში კი მეორე შესაძლებლობის შესახებ მინდა დავწერო, კერძოდ კი Amazon Affiliates Program -ით ფულის გაკეთების შესახებ. ინფო ამ პროგრამის შესახებ მივიღე საიტიდან ProBlogger

დავიწყოთ იმით რომ ფულის შოვნის გზა უფრო ნელია და გაყიდულ პროდუქციას უკავშირდება!

1. თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ჩემს მიერ ზემოთ დადებულ საიტზე ანუ აი აქ - Amazon Affiliates Program

2. რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ ირჩევთ ფულის გადახდის თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელ გზას შემდეგ კი თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ რა სახის სარეკლამო ბანერის განთავსება გსურთ თქვენს ბლოგზე. თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ: ბმულები და ბანერები და ვიჯეტები .

ბანერები


3. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ თქვენი aStore, საიდანაც პროდუქტები პირდაპირ იქნება ნაჩვენები თქვენს ბლოგზე

ვიჯეტები


და ბოლოს, მე კი დავრეგისტრირდი ამ საიტზე უკვე და ვცდილობ ბანერები დავაყენო, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ როგორც ხედავთ. არ ვიცი რა ჭირი უნდა. ზადაგზა რამე ახალს თუ გავიგებ თქვენც გაგიზიარებთ.

წარმატებას ვუსურვებ ყველას.

Aug 19, 2009

როგორ ირჩევთ ამხანაგს?

ალბათ ბუნებრივია ადამიანის სწრაფვა დაუამხანაგდეს და დაიამხანაგოს სხვა ადამიანები, რაც არ უნდა ვთქვათ სოციალური არსებები ვართ. მაგრამ როგორ ხდება ეს დაამხანაგება? რა პრინციპებით? რა კრიტერიუმებით?

მოდით წარმოვიდგონოთ ასეთი სიტუაცია. შედიხართ დიდ აუდიტორიაში სადაც 100 ადამიანია, ყველანაირი ფერის და ზომის და მეტ ნაკლებად თქვენი ასაკის. თქვენ როგორც ამ აუდიტორიის და იქ შეკრებილი საზოგადოების წევრი, რა პრონციპით შეარჩევთ ვის გამოელაპარაკოთ, ვის დაუამხანაგდეთ? ახლა ნუ მეტყვით ასივე ადამიანს გამოველაპარაკები მერე ავწონ დავწონი და გამორიცხვის კრიტერიუმით შევარჩევ ვის დავუამხანაგდეო. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში რაღაც სხვა მექანიზმი მოქმედებს, მაგრამ რა მექანიზმი? აი ეს ძალიან მაინტერესებს.

სამწუხაროდ, ბოლოს როდის დავუამხანაგდი ვინმეს არც კი მახოვს და ვერ ვწერ ჩემი გამოცდილების შესახებ, ამიტომ თქვენთან მაქვს დიდი თხოვნა - მითხარით რა პრინციპით არჩევთ ამხანაგებს?

p.s. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ საუბარი არ მაქვს ვირტუალურ ამხანაგებზე.

Toys and Games for our Children

I've been feeling quite bored whole day, so I've "surfed" the internet and tried to find something interesting. Accidentally I have found one quite interesting site. I was quite surprised and remembered one joke which we use to tell in my country : "Why was not a child mentally developed before revolution? Because he/she didn't have a toy" Hmm, if so, then children can be really developed nowadays, they have so many toys and so many possibilities to choose different ones especially when you are about to get one via ShopWiki Toys and Games :)

Well, what is the most interesting on this site for me? Those are Educational toys and Games. Yes, I agree with you, there are many different kind of games and educational toys, and sometimes it is quite difficult to choose the correct ones. I think you would agree with me that an educational toy/game which is good for a 4 years old child, is not very interesting for a 12 years old teenager :) So on the same site, I found several useful advise how to choose a correct one :)

Another thing, what has surprised me - Creative toys. To be honest I did not know that there were such toys :P and felt sorry for myself :P , who know what a good painter, writer or a musician I could have become if I had a possibility to develop all my talents through the creative toys.

Aug 18, 2009

პაიანიკზე ოცნებაში გატარებული დღეები

დოდკას მიერ მოწოდებული "მემე" იდეეის განხორციელების შემდეგ Leonard Shelbyიმ თავის ბლოგზე დამტაგა, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა ჩემი ჯერია დავწერო ჩემი ბავშვობის 5 "მეგონა", შემდეგ კი თამაშის წესების მიხედვით მეც სამ ადამიანს დავტაგავ რომელთა ”მეგონას” წაკითხვაც მაინტერესებს :)

ხოდა ასე მეგონა :
1. ბავშვობაში მეგონა რომ პაიანიკი თუ მექნეოდა შევძლებდი სუპერ პუპერ ანტენის დაპროექტებას და უხცოპლანეტელები დამეკონტაქტებოდნენ. მეც მთელი დღეები პაიანკზე ოცნებაში ვატარებდი დროს. მამაჩემს კი ქონდა მაგრამ არ მაძლევდა.

2. ჩემი მეორე "მეოგონაც" კოსმოსურ სივრცეებს უკავშირდება. ბავშვობაში მეგონა რომ ვარსკვლავების თვლას თუ დავიწყებდი ჭორფლები გამიჩნდებოდა, რამდენი ვარსკვლავიც დავითვალე იმდენი (ეს ბებიაჩემმა შემაშინა :D )

3.მეოგონა ყველა ვინც სათვალეს ატარებს ძალიან ჭკვიანი იყო და ძააალიან მინდოდა სათვალეების ტარება. სამწუხაროდ შესანიშნავი მხედველობა მქონდა და სათვალე არ მაღირსეს ექიმებმა. :D

4. მეოთხე კლასში რომ ვიყავი ერთი ბიჭი მომწონდა ჩემზე ბევრად დიდი იყო ასაკით. მისი ხათრით კარატეზე დავიწყე სიარული რადგან ის იყო მასწავლებელი, მეგონა მისი მოსწავლე თუ ვიქნებოდი მოვეწონებიდი. მერე სხვა ბიჭი მომეწონა და დავანებე ტავი კარატეზე სიარულს :D.

5. მეგონა ცისარტყელის ბოლოს თუ ვიპოვიდი ყველა სურვილი ამიხდებოდა :) ახლაც ვეძებ :)

ჩემი მხრიდან ვტაგავ შემდეგ ბლოგერებს :)
ველი თქვენს ”მეგონას”
1. ქეთი
2. piccolina
3. Alexander
4. სოფი გოლდენი

Aug 17, 2009

ვეფხვების ტაძარი :)

რატომღაც ისევ მოგზაურობის განწყობაზე ვარ, და ამ პოსტში მინდა მოგითხროთ ერთ არაჩვეულებრივ ტაძარზე, სამწუხაროდ მე ჯერ არ ვყოფილვარ აქა მაგრამ იმედს არ ვკარგავ რომ როდესმე ვეწვევი ამ მშვენიერ ადგილს (გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ )

ტაძარი რომელსაც ეს პოსტი ეხება დაფუძნებული იქნა 1994 წელს და მდებარეობს საიკში, ( Saiyok ) ტაილანდის კანჩანაბურის პროვინციაში (Kanchanaburi province).

ვეფხვების ტაძარმა ვეფხვის პირველი კნუტი, (რომელიც მალევე გარდაიცვალა) 1999 წელს მიიღო. ამის შემდეგ კიდე რამოდენიმე კნუტი აჩუქეს ტაძარს, ძირითადად დედამოკლული ვეფხვების შვილები.ვეფხვები კარგად გამრავლდენ და დღესდღეობით თუ არ ვცდები ოცამდე ვეფხვი ბინადრობს ტაძარში (მათ კვებავენ მოხარშული ხორცით და კატის საჭმელით, ხორცს იმიტომ ხარშავენ რომ ცხოველმა სისხლიოს გემო ვერ იგრძნოს.)

მახსოვს ერთხელ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, სადაც ამჟამინდელი მონასტერის წინამძღოლი ბერი ამბობდა რომ მან სიზმარში ნახა თუ როგორ გადადიოდა მონასტრის ყოფილი წინამძღოლის სული ვეფხვის სხეულში, და ეს იყო მიზეზი იმისა თუ რატომ დაიწყეს მონასტერში ვეფხვებზე მზრუნველობა. ვეფხვები არიან მიჩვეულნი ადამიანებს. მსურველებს შეუძლიათ მოფერება, სურათების გადაღება და ა.შ. კნუტები კი თავისუფლად დასეირნობენ მონასტერის ტერიტორიაზე.

არსებობს კონტრა ვერსიაც, CWI -ის მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული რაპორტის მიხედვით ტაძარში ვეფხვების მომრავლება ვეფხვის გადარჩენის მიზნით კი არა არამედ ფულის გაკეთების მიზნით ხდება. არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია.

ვეფხვი მგონი ერტადერთი წარმომადგენელია კატისებრთა ოჯახის რომელსაც გაგრილება უყვარს :) როცა ცხელა, ჭკვიანი ცხოველი წყლის აბაზანებს ღებულობს.

ჩემი აზრით ვეფხვების ტაძარი ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ადგილია ტურისტებისათვის და იმედი მაქვს რომ როდესმე მოვხვდები იქ :)

Aug 15, 2009

მანქანიდან დანახული სამყარო

ყველაფერი მთავრდება, ამ პოტში კი ჩემი მოგზაურობის ბოლო ორი დღე მინდა ავღწერო. ბუდაპეშტი დილას ადრე დავტოვეთ და გერმანიისაკენ მიმავალ გზას გავუდექით, თუმცა გერმანიამდე ორი ქვეყანა სლოვაკეთი და ჩეხეთი უნდა გაგვევლო. ამ ქვეყნების ტრასებზე სამოძრაოდ სპეციალური ბილეთივით უნდა შეიძინოთ რომელიც არც თუ იაფია, მაგრამ გზები არის სრული ნაგავი. რადგანაც მანქანა სრულიად იყო დაგრუზული არსად არ გაგვიჩერებია და მეც ჩემის მხრივ რამოდენიმე ფოტოს გადაღება მხოლოდ მანქანიდან მოვახერხე.

ერთ ერთი შენობა პრაღაში

ესეც დრეზდენი

დრეზდენიდან ბერლინამდე ვიმგზავრეთ და ქალაში არც შევსულვართ სადღაც პატარა სოფელში ღამე გავათენეთ, დილას კი ისევ გავუყევით გზას სოსნიცამდე. სოსნიცი არის ერთი გერმანული საპორტო დასახლება საიდანაც სამგზავრო გემით წამოვედით შვედეთამდე.

მსგავსი სიდიდის გემზე პირველად ვიჯექი. თავიდან ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი მაგრამ ნახევარი საათის მერე ისე დავიგრუზე რომ რა მეკეთებინა არ ვიცოდი. მარჯვნივ წყალი, მარცხნივ წყალი, წინ წყალი უკან წყალი ლამის გადავირიე.
პატარა შუქურა სანაპიროსთან ახლოს.

4 საათიანი მოსაწყენი მგავრობის შემდეგ ჩამოვაღწიეთ შვედეთამდე და ბოლოსდაბოლოს სახლშიც მოვედით. აქ საბედნიეროდ ყველაფერი ძველებურად დაგვხვდა-მზე, წვიმა, ქარი ღრუბლები :)


ამ პოსტით ვასრულებ მოგზაურობას. ყველას კიდევ ერთხელ მადლობა იმისათვის რომ ჩემთან ერთად იყავით :)

Aug 14, 2009

Székesfehérvár, სამეფო ქალაქი

ამ პოსტით მინდა წაგიყვანოთ უნგრეთის ერთ ერთ პირველ ქალაქში - სიკეშფეჰირვარ. უნგრულად - Székesfehérvár, სიტყვასიტყვით თუ გადმოვთარგმნით გამოვა Székes- სასკამო/სატახტო, fehér- თეთრი, vár- ქალაქი/ციხესიმაგრე. ქალაქი დაფუნებული იქნა მეათე საუკუნის დასაწყიში თავად გეზას მიერ, ჭაობიან ადგილას რადგან მაშინდელ წარჩინებულ საზოგადოებას უფრო გაუადვილდებოდა თავის დაცვა. Székesfehérvár-ის აყვავება კი უნგეთის წმინა მეფეს იშტვანს უკავშირდება რომელიც იყო უნგრეთის პირველი მეფე.
სურათზე მეფე იშტვანის დროინდელი ბაზილიკის ნანგრევები

მეათე საუკუნიდან მოყოლებული სიკეშფეჰირვარში ხდებოდა მეფეების კორონაცია და დაქორწინება, ასევე მათი სამარხებო სწორედ ამ ქალაქში მდებარეობდა. გარდა იმისა რომ ქალაქი სამეფო ქალაი იყო, ის ასევე რელიგიურ ცენტრსაც წარმოადგენდა, დღესაც კი პატრიარქის რეზიდენცია Székesfehérvár- ში მდებარეობს.

ქალაქში უამრავი ტაძარია, ერთ ერთ მათგანში აი ეს ლამაზად რესტავრირებული ორღანი გადავიღე :)

ზოგადად ქალაქის არქიტექტურას თუ შევაფასებთ შეიძლება ითქვას რომ ის ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი. ალბათ გეუცნაურათ არა? საქმე იმაშია რომ თურქებისა და მონღოლების მიერ ქალაქი რამოდენიმეჯერ იყო განადგურებული და მისი სახე მუდამ იცვლებოდა. ბოლო ვარიანტი კი სწორედ ბაროკოა. აი ეს ერთ ერთი ბაროკოს სტილის აივანი

კარგი დღე ქალაქს არც მირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს დასდგომია. განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის დროს როცა ქალაქი ხან რუსების ხან კი გერმანელების ფრონტს წარმოადგენდა. სურათზე: შიშველი გუსარი პირველი მსოფლიო ომიდან. ამ ქანდაკებამ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია ქალაქის მაცხოვრებელთა შორის :) მე კი ვფიქრობ რომ შიშველი გუსარი საკმაოდ ორიგინალური და სექსუალურია :ჵ

ესეც ხედი ერთ ერთ ქუჩაზე. თუ დააკვირდებით დაინახავთ მუქ ყვითელ შენობას ბაროკოს სტილში რომელიც ქალაქის სასამართლოა. რიგორც გავიგე მსგავსი ოფიცილური დაწესებულებები ყოველთვის მსგავსი ფერის იყო, ეს ტრადიცია კი ავსტიიდან მოდის.

გადასასვლელი ერთ ერთ ქუჩაზე.

ამ პოსტით ვამთავრებთ უნგრეთში მოგზაურობას :) იმედია ისიამოვნეთ ამ ჩემი პოტებით :)

Aug 11, 2009

Lake Balaton - ბალატონი :)

ალბათ ჩემსავით გცხელათ ამიტომ თქვნის ნებართვით ამ პოსტით უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ყველაზე დიდ ტბაზე- ბალატონზე წაგიყვანთ.

ბალატონის ფართობი საკმაოდ შთამბეჭდავია, წყლის სიღრმე დიდი არაფერია. არის ადგილები სადაც ერთი ნაპირიდან მეორეზე ფეხზე დგომით შეგიძლიათ გადახვიდეთ ისე რომ წყალი მკერდამდეც არ ამოვა:ჵ საკმაოდ მშვენიერი ტბაა ბავშვებისავის და მათთვის ვინც ცურვა არ იცის, მაგრამ ცხვარი ცხვარიაო ხო გაგიგიგათ, ასეა ბალატონიც რომლის ყველაზე დიდ მინუსად უცაბედი შტორმებია. სრულიად არსადან საშინელი ქარი შეიძლება ამოვარდეს და ისე აურიოს ყველაფერი საკუთარი თითიც ვერ დაინახოს ადამიანმა თვალების წინ.

ტბის გარშემო უამარავი პატარა ქალაქუშკაა გაშენებული, მაგრამ ძირითადად მაინ დაჩებია სადაც საშუალო შეძლების მქონე უნგრელები ნებიერად ატარებენ ზაფხულს. ჩვენ ჩემი ქმრის მეგობრის დაჩაზე ვიყავით. ტრადიცია გვაქვს ასეთი ყოველ წელს აუცილებლად ერთი კვირა მეგობრებთან ერთად ბალატონზე უნდა გავატაროთ :)

როგორც ხედავთ ჩვეულებრივი ორსართულიანი სახლია მაგრამ რამდენ ადამიანს იტევს ვერ გეტყვით :ჵ ფაქტი ისაა რომ ყოველთვის დიდი ზედახორა გვაქვს ხოლმე, ხანდახან კარვების გაშლაც კია საჭირო.

მთელი ამ ორომტრიალის მიზანი კი კარგად დასვენება, ხორხოცი, ჭამა, თამაში და ”ცურაობაა”:ჵ ტრადიციულად ყოველწლიურად ვამზადებთ : გულიაჟს ღია ცეცხლზე, ბლინებს - პალაჩინტა, ხორციან მაკარონს და გრილზე ვწვავთ ყველაფერს რაც მოგვეპოვება :ჵ :ჵ ამ წელს ერთგვარი ნოუჰაუ შევიტანე მათ მენიუში და გრილზე სიმინდი შევწვით :ჵ

მოკლეთ მეგობრები მეგობრებად, საჭმელი საჭმელად მაგრამ ერთი რამ ყველაზე მეტად მიხარია ბალატონზე რომ მივდივართ ესაა ქარის სერფინგის შესაძლებლობა. სახლის პატრონს აქვს ერთი სერფი სპეციალურად დამწებთათვის ხოდა აი ის გაგდებული გვაქვს რასაც ქვია. ამ წელს ბევრად წინ წაიწია ჩემმა ტექნიკამ. ცურვაც უკეთესად შევძელი და რაც მთავარია სერფის მარტო გამართვა, წყალში ჩატანა და ამოტანა :ჵ
სურათზე ხედავთ როგორ ვახდენ აფრის დაჭიმვას. ეს ყველაზე ძნელი ნაწილია ჩემთვის რადგან მართლაც ძლიერ ხელს მოითხოვს.

როცა აფრა დაჭიმულია მაშინ საჭიროა მისი შეერთება დაფასთან, აი ეს იმდენად მარტივი პროცედურაა რომ მეტი არ შეიძლება :) სურათზე ხედავთ შეერთების წერილს :)

კიდე რა დავწერო არ ვიცი, ბალატონი ჩემთვის ძალიან თბილი ადგილია სადაც კარგად ვისვენებ ჩემი ქმრის მეგობრებთან ერთად რომელნიც უკვე ჩემი მეგობრებიც არიან.
სურათზე დაისი ბალატონზე :)

ესეც ერთი სურათი განწყობისათვის :) გედი :) უი, სხვათაშორის გედები საკმაოდ აგრესიული და საშიში ფრინველები არიან :) მათი სილამაზის ქვეშ სახიფათო არსებები იმალებიან, რომლებსაც ერთი კბენით ხორცის ამოგლეჯვა შეუძლიათ.



მადლობა ჩემთან ერთად მოგზაურობისათვის :)

Aug 10, 2009

საზაფხულო რეზიდენცია :)

ვაგრძელებთ უნგრეთში მოგზაურობას და ჩემი შემდეგი პოსტი ეხება ბუდაპეშტთან მდებარე ერთ პატარა ქალაქს სახელად - ვიშეგრადი სადაც მდებარეობს უნგრეთის მეფეების საზაფხულო რეზიდენზია.

რითია გამორჩეული ვიშეგრადის საზაფხულო რეზიდენცია? როგორც გავიგე მეფე მატიაშის ცოლი ყოფილა იტალიელი რომელსაც საკუთარ ”თავთან” :ჵ ერთად რენესანსიც ჩამოუტანია უნგრეთში. ხოდა ეს ძეგლი უნგრეთში წარმოადგენს პირველ შენობას რენესანსული მოკაზმულობით.

სასახლის მშენებლობა დაუწყია რომის იმპერატორს ზიგიზმუნდს. მისი სრული რეკონსტრუქცია კი უნგრეთის მეფე მატიაშის მიერ განხორციელებულა. გადმოცემის თანახმად მატიაში არ ყოფილა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ამიტომ ის ცდილობდა გაემართლებინა თავისი ტრონი და ისე ემართა უნგრეთი როგორც ღირსეულ და დიად მეფეს შეეფერებოდა.

სურათზე იმპერატორ ზიგიზმუნდის დროინდელი ნაშენები კედლებია. როგორც ხედავთ ისინი გვიანი გოთიკურ სტილშია გადაწყვეტილი.

სასახლის მშენებლობა მიმდინარეობდა მეთოთხმეტე საუკუნეში, ის წარმოადგენს საკმაოდ შთამბეჭდავ ნაგებობას პატარა სამრეკლოთი, ბაღით და ა.შ. ყველაფრით რაც აუცილებელი იყო სამეფო ოჯახისათვის.
სურათზე ერთ ერთი დერაფანს მოკაზმულბა.

სასახლის ეზოში აღმოაჩინეს ჭა ძალიან ბევრი ნარჩენით, ამ ნარჩენებით (ძირითადად მარცვლეული კულტურიები და ჭურჭელი) შესაძლებელი გახდა სამეფო ბაღის მცენარეულობის აღდგენა. მე ძალიან მომეწონა ხეივანი ამიტომ სურათიც გადავიღე და ძალიან მჟავე ყურძენიც დავაგემოვნე.

როგორც ავღნიშნე სასახლის არქიტექტურა არის გვიანდელ გოტიკურ სტილში გადაწყვეტილი, მისი მოკაზმულობა კი რენესანს პერიოდს განეკუთვნება. ეს შადრევანი ლომის ფეხებითა და კბენია ძაღლებით. გადმოცემის თანახმათ დღესასწაულებზე ღვინო გადმოდიოდა წყლის ნაცვლად.

ესეც შადრევნის ფეხის დეტალი. ორიგინალი.

ეს მეორე შადრევანი კი რომელიც სასახლის შიდა ეზოში დგას მართლაც რომ უნიკალურია. ზოგადად იტალიის გარდა მსგავსი შადრევნები არსად არ შენდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მატიაშმა მოიწვია იტალიელი ხელოსანი და მას დაავალა აშენება.

ძალიან მომხიბლა სასახლის სამზარეულომ, სადაც პირველად ვნახე უნგრეული ტრადიციული ქვაბი სამ ფეხზე. მას უნგრულად ქვია Lábas რაც პირდაპირ თუ გადმოვთარგმნით ფეხიანს ნიშნავს :D

სასახლე მიწასთან გასწორებული იქნა 1544 წელს, თურქი ოტომანის შემოსევის შემოსევების შემდეგ. ბოლო წლები აქტიურად მიმდინარეობს მისი აღდგენა და რეკონსტრუქცია. ვფიქრობ რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ის საკმაოდ კარგი სანახავი იქნება.
სასახლის ნაწილის ფრაგმენტი

და ბოლოს ხედი სასახლიდან.


იმედია მოგეწონათ სასახლე. მადლობა რომ ჩემთან ერთად მოგზაურობთ. :)