Jul 31, 2009

როგორ დავიცვათ თავი მზის დამწვრობისაგან?

საზღვაო სეზონი უკვე დიდი ხანია გაიხსნა, და მეც მინდა მზისაგან დაცვაზე დავწერო პოსტი. პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ მზისაგან შეგიძლიათ სერიოზული დამწვრობა და ალერგია მიიღოთ რაც შესაბამისად ჩაგიშხამებთ მთელ დასვენებას რომელზსაც მთელი წლის განმავლობაში გეგმავდით. ხოდა ამიტომ კარგი იქნება თუ თადარიგს ტავიდანვე დაიჭერთ.

ახლა გაგიზიარებთ ჩემს და მხოლოდ ჩემს გამოცდილებას.

პირველი: გაითვალისწინეთ თუ გინდათ კარგად გაიზაგროთ არაფრის დიდებით არ წაისვათ ტანზე - ზეითუნის ზეთი, ჯონსონის კანის დამარბილებელი ზეთი და ა.შ. მსგავსი ზეთები. ეს ყველაფერი დაგწვავთ. იმისათვის რომ კარგად გაირუჯოთ აფთიაებში შეგიძლიათ იყიდოთ სპეციალური სპრეი, ან მაზი რომელიც დაგეხმარებათ კარგად გარუჯვაში და თავიდან აგაცილებთ დამწვრობას.

მეორე: არსებობს ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი კრემები, რომელთა სიძლიერეც ერთეულებში განისაზღვრება. 10, 20, 25, 30, 35, ...50 ერთეული. რაც უფრო მაღალია ერთეული მით უფრო მეტად ხართ მზისაგან დაცული. მსგავსი დაცვა განსაკუთრებით კარგია მათთვის ვისაც ნაზი თეთრი კანი აქვს ან ჭორფლები აწუხებს. ასეთი საშუალებები სასურველია ზღვაზე გასვლამდე წაისვათ, დააცალოთ გაშრობა და მერე გახვიდეთ გარეთ.

მესამე: არსებობს სპეციალური საშუალებები რომლებიც გამოიყენება მზის დასხივების შემდეგ. მსგავსი საშუალებები ამშვიდებენ კანს, და მას მბზინვარე ეფექტს მეტ ნაკლებად ხანგრძლივი დროით უნარჩუნებენ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ 1. თუ მზისაგან მიიღეთ მძიმე დამწვრობა, კარგი იქნება ექიმს თუ მიაკითხავთ და მაწონით და მსგავსი პროდუქტებით არ დაიწყებთ ექსპერიმენტირებას. 2. მზის ალერგია- ვლინდება წვრილი გამონაყარით და ქავილით კანზე. ამ დროს რამე ალერგიული საშუალება გიშველით, მაგრამ მზეზე გასვლისაგან ძალიან კარგი დამცავი საშუალების გარეშე თავი უნდა შეიკავოთ.

ვიცი რომ შეხსენბა არ გჭირდებათ შუადღეს გარუჯვა თვითმკვლელობის ტოლფასია.

კარგ და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ :)

Jul 30, 2009

Grüss Gott - ავსტრიიდან :)

ესეც ესე :) პატარა პაუზა მქონდა ინტერნეტის არ ქონების გამო :ჵ
წინა პოსტში გერმანიაში გავჩერდით, ღამე გავათენეთ და დილით ადრე ავსტრიისაკენ გავეშურეთ.
ერთი დიდი დადებითი მხარე საკუთარი მანქანის ქონებისა ისაა რომ სადაც გინდა იქ წახვალ და რაც მთავარია როცა გინდა. ხოდა ჩვენც (მე) გადავწყვიტე გერმანიაში არსად გავჩერებულიყავით (სუფთა ემოციურ დონეზე არ მომეწონა იქაურობა) და პირდაპირ ავსტრიაში გავეშურეთ.

ავსტრია! ულამაზესი ქვეყანააა განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთ ნაწილი. ჩვენ გავჩერდით პატარა სოფელში რომელიც მთებში მდებარეობდა- წმნიდა გიორგის დასახლება ერქვა ადგილს. ეს იყო პატარა პანსიონატი, საკმაოდ მყუდრო და რაც მთავარია შორს ყველანაირი ცივილიზაციისაგან. გარშემო ძროხები, ცხენები და ირმები იყო, ჰაერში კი ბოდიშით და ნაკელის სუნი ტრიალებდა, სუფთა სოფელი :)

ვისაც არ უნდა შეხვდეთ, როცა არ უნდა შეხვდეთ და სადაც არ უნდა შეხვდეთ აუცილებლად უნდა მიესალმოთ :) მისალმებისათვის კი იყენებენ გამოთქმას Grüss Gott - Greet you God :)

ამ პანსიონატის დადებით მხარე ის იყო რომ ახლოს იყო მთაც და ტბაც :)

როგორც ზევით დავწერე, ჩვენს გარშემო უხვად იყო ცხოველები, ხოდა ირმები ძალიან ცნობისმოყვარე ცხოველები აღმოჩნდნენ, იმდენად ცნობისმოყვარე რომ ჩემი კამერაც კი ალოკა რამოდენიმემ :D

როგორც აგვიხსნენს, ავსტრიაში ცდილობენ ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოებას, ამიტომაც სასუქის ნაცვლად ფერმერები იყენებენ ნაკელს, და სუნიც ამიტომ იყო ჰაერში. კიდე რამაც ძალიან გამაკვირა იყო ის რომ სადღაც მიყრუებულ სოფელშიც კი ხალხი არის ძალიან მდიდარი, სახლები კარგი, მანქანები ყავთ უკარგესი. როგორი მოვლილია ყველაფერი ალბათ თქმაც არ მჭირდება :)

მოკლეთ, ესაა პატარა რეპორტაჟი წმინდა გიორგის დასახლებიდან, მალე სხვა ქალაქებშიც წაგიყვანთ :)

მადლობა რომ ჩემთან ერთად მოგზაურობთ :)

Jul 27, 2009

დანია=> გერმანია

ესეც ასე, დილას ძალიან ადრე გამოვედით სახლიდან მთელი ბარგი ბარხანა ჩავალაგეთ მანქანაში და გავუყევით გზას. გზა კი ნამდვილად რომ გრძელი გველის :)

პირველი ღირშესანიშნავი ადგილი სადაც მინდა ვირტუალურად წაგიყვანოთ ევროპის ყველაზე გრძელი ხიდია. ორესუნდის ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს შვედეთის ერთ ერთ ქალაქს მალმოს და დანიის დედაქალაქს კოპენჰაგენს. ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარიც სწორედ ხიდზე გადის :)

ხიდის მშენებლობა დაიწყო 1995 წელს და დასრულდა 1999 წელს, თუმცა მისი ექსპულატაციაში გაშვება შედარებით გვიან დაიწყო

ხიდის სრული სიგრძე არის 7,845 მეტრი. მისი ერთი ნაწილი ზღვის ზევითაა, მეორე ნაწილი კი გვირაბს წარმოადგენს. მინდა გითხრათ რომ ხიდზე გადასვლა არის ფასიანი, იმისდა მიხედვით რამხელა მანქანა გაქვთ. ხიდი ორ დინიანია და მეორე დონეზე მატარებელი მოძრაობს.

ხიდის გადავლის შემდეგ თავი ამოვყავით დანიაში. რომ მითხრათ ერთი სიტყვით დაახასიათე დანიაო ვიტყოდი რომ ეს არის ქვეყანა - ტაფა. საერთოდ ვაკე, სულ პატარა ბორცვებით, ძალიან ბევრი ხორბლის ყანებით. ყანა უკვე მწიფეა და ყველაფერს სასიამოვნო ოქროსფერი ელფერი გადაკრავს :) ასევე ძალიან მომეწონა სმაროდინის ”ველებიც” ძააალიან ბევრი სმაროდინის ბუჩი იყო ყველგან :)


შენიშვნა: დანია ძალიან ძვირი ქვეყანაა, ერთადერთი რაც იაფია არის სასმელი, ალბათ ამიტომაცაა შვედები რომ გადადიან და უკან ლიტრობით ძლიერი დასალები რომ მოაქვთ :ჵ მოკლეთ დანიელები ალოთებენ შვედებს :ჵ :ჵ მძღილებზე რა გითრათ, იმასთან შედარებით რაც გერმანიაში ვნახე, დანიელი მძღოლები მართლაც რომ ანგელოზები არიან:ჵ

დანიიდან გადმოვედით გერმანიაში. ქვეყანაში მიმდინარეობს გზების მშენებლობა, უამრავი საცობი იყო და სამწუხაროდ ძალიან გვიან მოვედით სასტუმროში, ამიტომ ქალაქში გავლა და სურათების გადაღება ვერ მოვახერხე :)

შენიშვნა 2. გერმანიაში გზატკეცილების უმრავლესობაზე სიჩქარე არაა შეზღუდული, ხოm წარმოგიდგენიათ რა ხდება იქა, მანქანები 180 ისეთს დაშხუილობდნენ, ჩვენი 110-130 კმ/სთ- ით მოძრავი მანქანა მათთან შედარებით სუფთა კუ იყო :ჵ :ჵ ერთი კი გავიფიქრე საქართველოში რომ ასეთი სიჩქარე შეუზღუდავი ტრასები გვქოდეს ნეტა რა მოხდებოდათქო ... :(

მოკლეთ ესა პირველი დღე :) როგორც შეგპირდით მომავალშიც დავწერ პოსტებს მოგზაურობის შესახებ :)

მადლობა რომ კითხულობთ ჩემს ბლოგს :)

2009-07-27

Jul 26, 2009

არდადეგები!

ჩემო ძვირფასო ბლოგის მკითხველო!
ამ პოსტით მინდა გაცნობოთ რომ მივდივარ არდადეგებზე, ამიტომ უახლეს სამ კვირაში ნაკლებია იმის ალბათობა რომ ყოველდღიურად ვესტუმრები თქვენს ბლოგებს და დავაკომენტარებ თქვენს პოსტებს.

ის თუ სად მივდივარ შეიტყობთ ჩემი პოსტებისაგან, რათქმაუნდა სურათებით და ყველანაირი სასარგებლო ინფორმაციით რომელიც მოგზაურს შეიძლება გამოადგეს.
ასეთი სახის მოგზაურობა პირველია ჩემთვის და შესაბამისად ძალიან აჟიტირებული ვარ, თან მეზარება, თან მიხარია რადგან ბევრი ახალის ნახვის საშუალება მექნება.

ჩემი პოსტებით შევეცდები რომ თქვენც წაგიყვანოთ სამოგზაუროდ, მხოლოდ ვირტულაურად მაგრამ მგონია ესეც საინტერესო უნდა იყოს :)

აბა მომავალ შეხვედრამდე და სასიამოვნო აგვისტოს ვუსურვებ ყველას!

პ.ს. ბლოგი რეგულარულად იქნება განახლებული!

2009-07-26, 04:40

Jul 24, 2009

ტრადიციები და კანონები

ივნისის ბოლოს უფსალაში, შვედეთი დაიჭირეს ერთი მამაკაცი იმის გამო რომ ცოლს სცემდა (წყარო) ამ შემთხვევამ ფარდა ახადა საშინელ სიმართლეს კერძოდ კი მამაკაცს სახლში გამოკეტილი ყავდა თავისი ოთხი შვილი,ამჟამად 16-22 წლისანი, რომლებიც არ დადიოდნენ სკოლაში და გარეთ გასვლა შეეძლოთ მხოლოდ მამის თანხლებით. მამაკაცი და მისი ცოლი ემიგრანტი ირანელები არიან, ხოლო ბავშვები კი შვედეთში იყვნენ დაბადებულნი შესაბამისად შვედეთის მოქალაქები არიან.

ყველაზე საინტერესო ამ მოვლენაში ისაა რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში ბავშვები არავის მოუკითხიათ სკოლაში, არანაირ სოციალურ ორგანიებს, მასწავლებლებს მოკლეთ არავის, და რომ არა ჩხუბი რის შედეგადაც მამაკაცი დაიჭირეს არავინ იცის კიდევ რამდენი ხნის გამავლობაში იქნებოდნენ ბავშვები და მისი ცოლი გამოკეტილები.

დღეს რადიოში საუბრობდნენ იმ მიზეზების გამო თუ რატომ მოიქცა ოჯახის მამა ასე. მამაკაცის აზრით შვედური სკოლა და შვედური კულტურა/საზოგადოება ეწინაამღდეგება მისი ქვეყნის ტრადიციებს და რელიგიურ შეხედულებებს. მაგრამ მეორეს მხრივ შვედური კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია ადამიანის თვისუფლების შეზრუდვა. როგორც ხვდებით საკმაოდ ჩახლართული სიტუაციაა, სადაც კანონი და ტრადიციები ერთმანეთის წინაამღდეგობაში მოდის, შედეგად კი ადამიანები ზარალდებიან.

Jul 23, 2009

განქორწინების დიდი შანსია თუ ...

ადრეულ ასაკში ქორწინება იქნება თუ გარიგებით ქორწინება, უცხო ხილი არაა საზოგადოებისათვის. ძირითადი განწყობა მაინც არის ”ქორწინება ლატარეაა, ან მოიგებ, ან წაააგებ”, ან განქორწინების შესახევ ”რაც დასანგრევია დაინგრევა”, მოკლეთ თითქოს ოჯახზე პასუხისმგებლობა მის შემქნელს კი არ ეკისრება არამედ ვიღაცა სხვას, გინდაც ბედს, ან სხვა რამეს. თუმცა საზოგადოების ძირითადი მასა რეალურად რომ ფიქრობდეს დაინახავდა რომ არსებობენ რისკ ფაქტორები რომლის დროსაც ოჯახის დანგრევის ალბათობა უფრო მაღალია.

ამ პოსტში მინდა ერთი გამოკლვევის შესახებ დავწერო რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა ავსტრალიის უნივერსიტეტის მიერ. გამოკვლევაში სახელად ”What's love got to do with it” 2500 წყვილმა მიიღო მონაწილეობა.ეს წყვილები დაქორწინებულები იყვნენ/სამბო - 2001-2007 პერიოდში. რეზულტატები მართლაც რომ საიტერესო მიიღეს.

განქორწინების დიდი შანსია თუ:
  • მამაკაცი მის მეუღლეზე მინიმუმ 9 წლით უფროსია. ამ შემთვევაში ორჯერ დიდი განქორწინების შანსი. ან მამაკაცმა შექმნა ოჯახი 25 წლამდე ასაკში.
  • ბავშვი ასევე დიდი როლს თამაშობს ოჯახის სიმტკიცეში. გამოკვლეულთა მეხუთედი ნაწილი, რომლებსაც ბავშვი უკვე ყადათ ქორწინებამდე მალევე გასცილდა ერთმანეთს. გაყრილი მშობლების 16% კი თავად იყო მსგავსი ოჯახიდან (ანუ განქორწინებული ოჯახიდან)
  • ქალები და მამაკაცები რომლებიც იყვნენ მესამე და მეოთხე ქორწინებაში უფრო დიდი შანსი იყო რომ კიდევ განქორწინდებოდნენ - რისკის დონე დაახლოებით 90%.
  • მატერიალურ ღირებულებები: ღარიბი წვილების 16% ახდენდა განქორწინებას მაშინ როცა მდიდარი წყვილების მხოლო 9% ანგრევდა ოჯახს.
როგორც ხედავათ მთელი რიგი ფაქტორებია ჩამოთვლილი და ასევე მთელი რიგი ფაქტორებია რომლებიც არ იყო გათვალისწინებული. ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ რომ ოჯახი ძალიან საპასუხისმგებლო რამეა და ამიტომ ყველას დაფიქრება მართებს, მითუმეტეს ქართულ პატრიარქალურ კულტურაში. ასევე უნდა ავღნიშნო ერთი ფაქტიც- ქართული ოჯახი არის ბავშვზე ცენტრირებილი და მშობლებს მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ვიდრე ჩვეულებრივ შემხვევაში.



2009-07-23

სიმართლე კოსმოსური აფეთქებების შესახებ

დარწმუნებული ვარ ჩემს მკითხველს შორის ბევრია ისეთი რომლებსაც უყვარს მეცნიერული ფანტასტიკა - ფილმები და წიგნები. ასევე მგონია რომ არ მოიძებნება ერთი ადამიანიც კი რომელსაც არ აქვს ნანახი რაიმე ფილმი (ძირითადად ამერიკელებს უყვართ მსგავსი ფილმების გადაღება) სადაც მოქმედება ხდება კოსმოსში, დიდი აფეთქებების, ხმაურის, ცეცხლის და ა.შ. ფონზე. მაგრამ რამდენად ახლოა რეალობასთან ამ ფილმებში ასახული სცენები?

ამ პოსტში მინდა დავწერო ამ კითვაზე პასუხი. ინფო ვნახე აი ამ საიტზე . პასუხის ავტორია უმეოს ინივერსიტეტის ლექტორი ფიზიკის დარგში Patrik Norqvist

  • ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის რომ აფეთქება კოსმოსში არის ხმის გარეშე, რადგან იმსათვის რომ ხმა გავრცელდეს საჭიროა ჰაერი. (კოსმოსში კი არაა ჰაერი)
  • კოსმოსური ხომალდი შეიძლება აფეთქდეს მაგრამ ცეცხლი ეგრევე ჩაქვრება რადგან ცეცხლისათვის საჭიროა ჟანგბადი რომელიც ასევე არაა კოსმოსში.
  • როცა რამე იწვის როგორც წესი მას აქვს ბოლი, კოსმოსურ სივრცეში კი ბოლის არსებობა არის შეუძლებელი რადგან კოსმოში არ არის ამბიენტური აირი, და ნებისიერი ბოლი მის გაჩენისთანავე გაიწოვება 500მ/წმ სიჩქარით, შესაბამისად მისი დანახვა უბრალოდ შეუძლებელია.

ეს პასუხი რომ წავიკითხე, ერთადერთი რეაქცია მქონდა: ”რას ”ვბოლდებოდი!

2009-07-22


რა მიზეზით შეიძლება გამოაცხოს ადამიანმა შუაღამეს ტორტი?

2009 წლის 22 ივლისს, ჩემს ბლოგზე www.tomushka.blogspot.com ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, არც მეტი არც ნაკლები 686 უნიკალური ვიზიტორი.

ვერ აგიღწერთ როგორ გამეხრდა, ისე გამეხარდა ისე რომ არ დავიზარე და შუაღამეს ტორტის ცხობა დავიწყე. მერე რა რომ მაცივარი ცარიელი მაქვს, მერე რა რომ შუაღამეა. მთავარია რომ თქვენ ჩემო ძვირფასო ბლოგის სტუმრებო ისეთი ბედნიერი გამხადეთ რომ ამ რეკორდის აღნიშვნის სურვილი გამიჩნდა :)

ტორტი არც ისე ლამაზი გამოვიდა, მაგრამ არაუშავს :)



2009-07-23

Jul 21, 2009

რობოტები ჩვენი მომავლიდან. მზად ხართ თუ არა გაუღოთ მათ სახლის კარი?

ვუბრუნდები რობოტების თემას და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ 5 რობოტი რომლებიც ალბათ მალე დაიმკვიდრებენ ადგილს იაპონურ კულტურაში. სტატია ვნახე ადგილობრივ გაზეთში
1. ბლინების მცხობელი რობოტი სახელად მატომანი - Motoman.


2. საყვარელი რობოტი რომელიც დაგეხმარებათ დისტანციური მართვის გაკონტროლებაში. ტოშიბას ეს საყვარელი რობოტი- ApriPoco დაგეხმარებათ არა მხოლოდ ტელევიზორის პულტის არამედ ნებისმიერი დისტანციური მართვის მოწყობილების გაკონტროლებაში. ის სიგნალს ღებულობს თქვენი სიტყვებისაგან და აკეთებს იმას რასაც ეუბნევით. ძალიან მომეწონა ამ რობოტის დიზაინი, უსაყვარლესია და ძაალიან Kawaiiii :)


3. დამხმარე რობოტი - TwendyOne. სპეციალურად მოხუცებული ხალხისთვისაა შექმნილი, რომლებსაც უჭირთ ლოგინიდან წამოდგომა და თავისუფლად გადაადგილება. მის მასიურ გამოშვებას 1015 წელს ელიან


4. ტრანსფორმერი სამზარეულოში. ამ რობოტზე ტოკიოს უნივერსიტეტში რამოდენიმე წელი მუშაობდნენ. ის არის ლამაზი და ელეგანტური გარეგნობით, შეუძლია ჩაის დასხმა და ჭიქის გარეცხვაც კი (ჭურჭლის მრეცხავი რობოტი კი მეყოლებოდა ისე :ჵ :ჵ )


5. მუსიკოსი რობოტები. რას იტყოდით თუ თქვენს წვეულებაზე ცოცხალ მუსიკას რობოტები შეასრულებდნენ? ეს მუსიკოსი რობოტები ტოიოტას ”შვილობილები” არიან.



2009-07-21

დიდი მადლობა/Thank You/Tack

სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ და ალბათ ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა :)

1. ბოლო თვეების განმავლობაში ბლოგზე უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე ეს როგორ მიხარია :) აი ძალიან :)
ყოველი ახალი უნიკალური ვიზიტორი საშინლად მახარებს და ბედნიერს მხდის, ამიტომ თქვენ ჩემო ძვირფასო ვიზიტორებო, ბლოგის მკითხველებო თუ შეცდმით შემოსულო ინტერნეტის მომხმარებლებო მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის რომ არსებობთ! იმისათვის რომ ბლოგზე მიმდინარე სიახლეებს რეაგულარულად ადევნოთ თვალი, შეგიძლიათ ბლოგის გამოწერა აი ამ ბმულიდან :)

2. ალბათ გემახსოვრებათ ერთხელ სვითიმ დადო თავის ბლოგზე პოსტი თუ როგორ შეიძლება ბლოგერობით ვიშოვოთ ფული. პოსტი იყო საიტზე Blogsvertise სადაც მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირება და მერე სარეკლამო შეკვეთებით ფულის გამომუშავება.ამ საიტზე ჩემი ყველა ბლოგია დარეგისტრირებული და შიგ და შიგ ვღებულობ ხოლმე შეკვეთებს, ცოტა ფული გამოდის მაგრამ მაინც მიხარია. თავიდან ფულს ვაგროვებდი საქართველოს თვითმფრინავის ბილეთისათვის :D, მაგრამ მას შემდეგ რაც გავიგე რომ უნივერსიტეტში მომიღეს, გადავწყვიტე წიგნების ყიდვა. ხოდა აი ჩემი პირველი ორი შენაძენიც :) (პირველი სემესტრის სავალდებულო ლიტერატურის სიიდან, კიდევ 6 წიგნი მაქვს საყიდელი)









2009-07-21

Last Minute Tours - Juts For Us!

Do you have time? Wanna travel but do not have much money? Then Last Minute travel tours are just for you!

Let me explain what I mean! There are different travel agencies that offer lot of travel tours, but there are really few which offer last minute Travel Tours - you have a chance to get the tour just 2-3 days before departure. Today I want to introduce a worldwide LastMinute travel brand.

Why are such tours good? Well, because you can easily get very cheap last minute flights and extremely chap last minute hotels. Is not this amazing? We can even get cheap tickets on the singapore airlines .

Just think - why do You want to pay much money for your vacation, if you can get it cheaper?

ერთგული მეგობრის მოლოდინში

ჩემო ძვირფასო მკითხველო, ალბათ დროა შეგახსენოთ ბატონი თამაზი და მისი თავშესაფარი რომელიც მდებარეობს მისამართზე თბილისი, სვანიძის ქ. 30. (ყოფილი თამარაშვილის შესახვევი, ვაკეში) ტ: (99) 51 68 86. რამოდენიმე თვის განმავლობაში თავშესაფარს შეემატა რამოდენიმე ახალი ბინადარი. ვახდენ ბატონი თამაზის ციტირებას და ვდებ ძაღლების სურათებს და მათ ისტორიებს.

”1. ბინი, ფრანგული ბულდოგი, 8 წლის, ხვადი. ძალიან თბილი და კეთილი. გიჟდება მოფერებაზე. პატრონმა უარი თქვა, სახლში პატარები მყავსო და ძაღლი აღარ მინდაო. ბინი ძალიან დარდობს, საჭმელს არ ჭამს.


2. რიჩი, გერმანული ბოქსიორი, 4 წლის, ხვადი. პატრონმა ვეღარ უვლიო და ......... ძალიან თბილი ძაღლია. საოცრად დარდობს, სულ ტირის.

3. წითელცხვირა ალიხანა, შარშან გავაჩუქე თავშესაფარიდან და გუშინ დავაბრუნე უკან, კარგად არ უვლიდა ახალი პატრონი და იმიტომ. ალიხანას ძველი პატრონი ინგლისელი ცოლ ქმარი იყვნენ. კონტრაქტით მუშაობდნენ საქართველოში, ლეკვი იყიდეს, ლოგინში გაზარდეს, უზომოდ ყვარებიათ, კონტრაქტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ ძაღლი ვერ წაიყვანეს, ვერც გააჩუქეს და დასაძინებლად გაატანეს პირველი კლინიკის მანქანას, ისე რომ ძაღლის სახელიც კი არ უთქვიათ. მოიყვანეს ჩემთან, ძაღლის სახელი არ ვიცითო, საღამოს შეუვლითო და დაგირეკავთო, დამირეკეს, უკვე წასულანო და მეზობლებმაც არ იციანო. ძაღლის დამჭერმა (ვინც მომიყვანა წითელცხვირა) ძალიან გთხოვ ჩემი სახელი დაარქვიო...... ალიხანა.
იმ ცოლ-ქმარმა დღემდე არ იციან, რომ მათი ,,ალიხანა,, ცოცხალია.


4. ბარსა, ყაზბეგური ნაგაზი, ხვადი, 2 წლის, ძალიან ავი, ამის გამო გამოაგდო პატრონმა.


5. ბომბორა, უზარმაზარი ტანის, კავკასიური, ხვადი, 1,5 წლის, ძილისგუდა, ძალიან კეთილი. პატრონმა, ძალიან დიდი გაიზარდაო და აღარ მინდაო.


6. დიჩი, საოცრად ნასწავლი, თბილი და კეთილი ხვადი როტვეილერი, 4 წლის, დღემდე ვერ გავარკვიე რატო გაიმეტა პატრონმა მოსაკლავად.


7. წყნეთელი ბათურა, ძუ, 3 წლის, კვერცხებს ჭამსო და ძაღლის დამჭერებს გაატანა მოსაკლავად. ძალიან კეთილი და ჭკვიანია.


8. რედა და რეი. დედა შვილი. ,,რედა,, სეტერი, 3 წლის, ,,რეი,, 1 წლის ნახევრად ლაბრადორი , ხვადი. საოცრად ხალისიანი და მოსიყვარულეები არიან, პატრონმა აღარ მინდა ძაღლებიო, მომბეზრდაო და გაატანა მოსაკლავად ძაღლდამჭერებს.


9. ულამაზესი ხვადი შნაუცერა-ბომბორა, ჩემთან მოიყვანა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა, დიდუბეში ქუჩაში უპატრონოდ ცხოვრობდა. ძალიან წყნარია და მოწყენილი. ვერ შეეგუა ვოლიერის პირობებს. ”


თუ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ, ალბათ ნამდვილი ადამიანი ხართ რომელსაც გული შესტკივა ამ ცხოველებზე, რომლებსაც პატრონები ცუდად მოექცნენ. ალბათ ხედავთ იმ სევდას რომელიც ამ საყვარელ ძაღლებს თვალებში აქვთ. გთხოვთ, დაეხმარეთ რითიც შეგიძლიათ, გინდაც თავშესაფრის შესახებ ინფრომაციის გავრცელებით ანდა ძაღლის აყვანით. ისე როგორც შეგიძიათ და ჩათვლით საჭიროდ.

Jul 19, 2009

კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი

როგორ გახარებული ვარ ნეტა იცოდეთ, სიხარულის წყარო - ბექა გოჩიაშვილია (Beka Gochiashvili) წარმოიდგინეთ 13 წლის ახალგაზრდა ჯაზ შემსრულებელი რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ჯაზ ფესტივალში ქალაქ Montreu, შვეიცარია და პირველივე წელს პირველ ადგილს ღებულობს პიანისტთა შეჯიბრებაში. ძალიან მიხარია, ქართველი რომ ასეთ წარმატებას მიაღწევს ხოლმე ასე მგონია ჩემზე ბედნიერი არავინაა :) მითუმეტეს 13 წლის ბავშვი. უფრო მეტი ინფო შეგიძლიათ წაიკითხოთ ჯაზ ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე

სამწუხაროდ მისი შესრულებით მხოლოდ ეს ვიდეო ვიპოვე.

Jul 18, 2009

ვისი ბრალია თუ ძაღლი ავია?

კი იცით როგორ მიყვარს ძაღლები, ხოდა არც ის გაგიკვირდებათ რომ ტელევიზორში მხოლოდ ორ გადაცემას ვუყურებ. პირველი გადაცემა არის შვედური და ქვია Hundcoachen ანუ ძაღლის მწვრთნელი, მეორე კი ამერიკულია და ქვია Dog Whisperer ცეზარ მილანთან ერთად.

ორივე გადაცემა ეხება მეტ ნაკლებად პრობლემურ ძაღლებს, რომლებთაც აქვთ აშლილი ფსიქიკა და ცუდად იქცევიან. ცეზარს წიგნიც კი აქვს გამოცემული ძაღლთან დაკავშირებული პრბლემების შესახებ, რომელიც სასურველია ყველამ წაიკითხოს მანამ სანამ ძაღლს აიყვანს და რაიმე პრობლემა შეექმნება მის ქცევასთან დაკავშირებით.

შეძლებისდაგვარად ვცდილობ ყველა პროგრამას ვუყურო, და დღითი დღე ვრწმუნდები რომ არ არსებობს ცუდი ძაღლი, არსებობს ცუდი პატრონი ან პატრონი რომელიც ფიქრობს რომ კარგს აკეთებს თავისი ცხოველისათვის მაგრამ ეს ”კარგი” ძაღლის ტვინში სხვანაირად აღიქმება, და შესაბამისად არაადაკვატურ ქცევაში ვლინდება.

აქ ვდებ ერთ ვიდეოს რომელიც ძალიან აქტუალურია სოფლებში, ანუ ძაღლი რომელიც ერჩის ქათმებს. ამ ვიდეოს რომ ვუყურე მაგრად ვიცინე მაგრამ მერე გამახსენდა რამდენი ძაღლის სიცოცხლე ეწირება მსგავს ქცევას და ძალიან მოვიწყინე :(





Jul 15, 2009

როგორ შევცვალოთ ბლოგის თემპლეითი?

მოგწყინდათ ერთიდაიგივე თემფლეითი? ფიქრობთ რომ დროა ის შეცვალოთ? მაშინ ეს პოსტი თქვენ ნამდვილად დაგეხმარებათ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე გაჩვენებთ როგორ შევცვალე ბლოგის თემფლეითი და თითოეულ ეტაპს სათითაოდ აღვწერ. აბა დავიწყეთ.

1. მზა თემფლეითის უამრავი საიტი არსებობს. ზოგი მათგანი ფასიანია, ზოგიც უფასო. მე გირჩევთ შემდეგ საიტებს: http://www.bloggertemplatesfree.com/, http://btemplates.com/, http://freetemplates.blogspot.com/

2.გადახედეთ ზემოთ დადებულ საიტებს კარგად და შეარჩიეთ ის თემფლეითი რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ბევრი წვალება რომ არ დაგჭირდეთ სასურველია რომ შეარჩიოთ სპეციალურად ბლოგსპოტის ან ვორდპრესის თემფლეითი.

3. ჩამოქაჩეთ სასურველი თემფლეითი და შეინახეთ ის თქვენს კომპზე.

4. გახსენით ჩამოქაჩული ფაილი. იქ როგორც წესი ორი ფაილია - 1. read me. აუცილებლად წაიკითეთ და მიყევით ინსტრუქციებს. მეორე ფაილი კი ცალკე დესკსტოპზე დადეთ უფრო რომ გაგიადვილდეთ ატვირთვა

5.გახსენით ბლოგი სადაც გინდათ ახალი თემფლეითის დაყენება Customize=>edit HTML. პირველ რიგში აუცილებლად ჩამოქაჩეთ ძველი თემფლეითი, ასევე შეინახეთ ბლოგერთა სია და ა.შ. სხვადასხვა მთვლელის კოდების ედიტ ფაილები გახსენით, დააკოპირეთ და შეინახეთ. (მე gmail- ში შევინახე ეს კოდები)
შემდეგ უკვე თავისუფლად შეგიძლიათ ახალი თემფლეითის ატვირთვა ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.

6.მას შემდეგ რაც თქვენს ბლოგზე ახალი თემფლეითი ატვირთეთ, თქვენ გექნებათ მსგავსი სურათი. ეს ის ვიჯეტებია რომლის დაყენება თავიდან მოგიწევთ, მაგრამ არა მგონია ძნელი იყოს :) დაყენება კი ისე სდება როგორც ჩვეულებრივი თემფლეითებში. ანუ add gadget. ასევე არის მეორე ვარიანტიც, ანუ თავად ასწორებთ HTML კოდს. ეს ვარიანტი შეგიძლიათ იხოლოთ ვარდისფერ ბლოგზე :)


თუ რამე შეკითვა გაგიჩნდათ, ქე იცით რომ სულ ბლოგზე შეგიძლია დამიკავშირდეთ.

წარმატებას გისურვებთ!

Brüno - სიცილი მუცლის ატკივებამდე.

მოლოდინი გამართლდა. სკანდალური ფილმი Brüno ზუსტად ის იყო რასაც ველოდი, თუმცა რას ველოდი ეგ ჯერ კიდევ გაურკვეველია.

როგორ მოვემზადოთ ფილმისათვის? პირველ რიგში შეეცადეთ შეძლებისდაგვარად ბევრი ინფო მოიპოვოთ არატრადიცული სექსის შესახებ. მეორე რიგში კი დაიწყეთ მუცლის პრესზე ვარჯიში, რადგან ძლიერი მუცლის პრესი ნამდვილად დაგჭირდებათ ფილმის ყურებისას. :D

არ ვაპირებ ფილმის შედარებას საშა ბარონ კოენის წინა ფილმთან - ბორატი, ასევე არ ვაპირებ შინაარსის დაწერას, იმიტომ რომ არ მინდა ყურების სურვული გაგიქროთ, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ასე ძალიან დიდი ხანია არ მიცინია, მაგრამ რეალურად რომ შეხედო სასაცილო არც არაფერია.

ფილმში ძირიტადად გაშუქებულია სექსუალურობასთან დაკავშირებული სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები. ერთის მხრივ ჰომოფობია რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ადამიანების განწყობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, ასევე სტერეოტიპი თუ როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი მამაკაცი - უნდა ქონდეს ჯგუფური სექსი, იყოს ჯარში და დადიოდეს სანადიროდ. მეორეს მხრივ კი ვხედავთ ერთი ჰომოსექსუალი ადამიანის Brüno-ს ( Sacha Baron Cohen) მცდელობას გახდეს მეორე ყველაზე ცნობილი და დიდი ავსტრიელი ჰიტლერის შემდეგ :D და ამისათვის ყველაფერზე თანახმაა. როცა ვამბობ ყველაფერს ვგულისხმობ ყველაფერს - ტრაკის მიცემიდან დაწყებული სთრეითად გადაქცევამდე დამთავრებული.

ფილმში უხვადაა ძალიან სასაცილო დიალოგები და მომენტები, რომლებიც სერიზულად გაფიქრებს, მაგალითად რაზეა წამსვლელი მშობელი იმისათვის რომ მისი ბავშვი გახდეს ცნობილი? არ ვაპირებ გითხრათ, ფილმს უყურეთ და ნახავთ.

კიდევ რა მინდა ავღნშნო, ნუ ახლა მთლად ქალიშვილ გოგოებს ნუ წაიყვანთ კინოთეატრში, რაღაც მომენტებზე თვალებზე ხელის აფარება რომ არ მოგიწიოთ.

Do not Know Where to Play Golf?

How do you prefer to spend your vacations? Passively - like lying on the beach and doing nothing, or actively like swimming, walking, doing different sport activities. Well, if you a sport lover than I want to introduce one quiet interesting place Myrtle Beach Golf.

I believe that the golf is one of the best things what a person can do during the vacations. That's why Myrtle Beach Golf Vacations can be interesting for young people as well as for pensioners. Myrtle Beach Golf Package gives the possibility fully enjoy with our free time.

Golf Packages Myrtle Beach are for everyone who likes to spend time playing golf. They offer nice fields, good service and even teachers for the beginners.

Jul 14, 2009

Dear, I Am Pregnant

არა, მე კი არ ვარ ორსულად უბრალოდ პოსტი ეხება ორსულობას კერძოდ კი დაუგეგმავ ორსულობას, როცა პარტნიორები არ არიან დაქორwინებულნი, ქალი ორსულდება და მამაკაცს მისი შერთვა არ უნდა, უარესი ქალს მოუწოდებს აბორტისაკენ. დღეს ფორუმზე ვკითხულობდი ერთი გოგოს ისტორიას რომელიც ასე "შემთხვევით" დაორსულდა, მის პარტნიორს არ უნდა ბავშვი და სთხოვს მოშორებას.

ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა იყო კომენტარები. ანუ კაცი არის თურმე უსირცხვილო, დამნაშავე, უვარგისი და ყოვლად ამაზზრენი პიროვნება. გოგო კი პირიქით არის - ურჩხული მამაკაცის მსხვერპლი. მაგრამ რატომ? რატომ არის საზოგადოება ასეთი ცალმხრივი? რატომ არის კაცი ვალდებული ყოველთვის დაიცვას თავი ქალმა კი თავის მხრივ არაფერი გააკეთოს არასასურველი ორსულობის ასაცილებლად?

არ მესმის, თუ ქალი მზად არის იმისათვის რომ კაცს ”ფეხები” აუწიოს, თავი არ დაიცვას და ისე ქონდეს სექსი, მაშინ რატომ არის დაუგეგმავ ორსულეობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მამაკაცი? რატომ არის ვალდებული მამაკაცი ცოლად მოიყვანოს ის ქალი რომელიც მისგან დაორსულდა?

Jul 12, 2009

და ისევ სტუდია Ghibli :)

რამდენი ხანია სტუდია Ghibli-ის ამ ფილმს ველოდი, რამდენი ხანია მშურდა ყველა იაპონელის თუ ჩინელის რომლებმაც შესძლეს და უყურეს Ponyo on the Cliff by the Sea, ხოდა დღეს ახდა ჩემი დიდი ხნის საწადელი და ვყუყურე Hayao Miyazaki-ის ბოლო შედევრს.

ფილმი არის პატარა თევზზე - პონიო, რომელსაც შეუყვარდება 5 წლის პატარა ბიჭუნა სუზუკე. ის გაიქცევა ჯადოქარი მამის ფუჯიმოტოს სასახლიდან და ცხოვრებას დაიწყებს სუზუკესა და ლიზასთან ერთად. პონიო ჩვეულებრივი თევზი არ გეგონოთ, ის ჯადოქარია, ძალიან დიდი ენერგიით რომელსაც მთელი პლანეტის დანგრევა შეუძლია. ნელ ნელა ყველაფერი დიდი კატასტროფისკენაც მიემართება რომ არა ბოლო გამოცდა. იმისათვის რომ პონიო ადამიანად გადაიქცეს და შესძლოს სუზუკესთან ყოფნა, მან უარი უნდა თქვას თავის ჯადოქრულ ძალაზე. რათქმაუნდა ის ასეც მოიქცევა.


როგორც ხედავთ შინაარსი საკმაოდ ბანალურია, მაგრამ მიაზაკის ფილმები მათი შინაარსით კი არა,არამედ თითოეული პერსონაჟის ხასიათით არის გამორჩეული. მოკლეთ ბევრს არ ვწერ ამ პოსტში, უბრალოდ უყურეთ ფილმს და ისიამოვნეთ ისე როგორც მე ვისიამოვნე.

ფილმის ჩამოქაჩვა შეგიძიათ ბმულიდან Ponyo On a Cliff By the Sea

Jul 11, 2009

კუჭის მონა

თავიდანვე მინდა გითხრათ რომ ამ პოსტით არ მინდა ვინმეს გაკრიტიკება, რელიგიური თუ მორალური შეხედულებების შეურაწყოფა. ჩემი მიზანი მხოლოდ ერთია - გავერკვიო ერთ საკითხში რომელიც დიდი ხანია მაწუხებს.

მოგეხსენებათ რა მართლმორწმუნე ხალხია ქართველები. ეკლესიაში სიარული, სანთლის დანთება, მარხვა, ზიარება, აღსარება - ის ქცევითი პატერნებია რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი რეგულარულად სჩადის, ის კი არა ვინც არ აკეთებს ამას გაკვირვებას და კრიტიკას იწვევს ”მორწმუნე” უმრავლესობის თვალში. ჩემი შეკითხვაც რელიგიურობის გამოვლენის ერთ ასპექტს კერძოდ კი მარხვას ეხება..

სხვადასხვა ქართულ ვებ გვერდებზე ხშირად წამიკითხია და გამიგია თუ როგორ ეძებს მარხვაზე მყოფი ადამიანი სხვადასხვა სახის ”სამარხვო” გემრიელობებს. ზოგი ყიდულობს, ზოგიც თავად აკეთებს. მოკლეთ მარხვა მარხვად მაგრამ საკუთარი კუჭის სიამოვნება მაინც წინა პლანზეა წამოწეული - სამარხვო ხაჭაპური (სოიას ყველისაგან), სამარხვო ტორტები, და ა.შ. სიმართლე გითხრათ ეს ფაქტი ძალიან მაკვირვებს და ვერ ვხვდები რეალურად რაში მდგომარეობს მარხვის არსი?

Jul 10, 2009

მარადმწვანე სტუდენტის ”სინდრომი”

გამოთქმა ”მარადმწვანე სტუდენტი” ხომ გაგიგიათ? აი გამოთქმა არის ზუსტად ჩემზე. სკოლის დამთავრების შემდეგ რასც ვაკეთებ არის სწავლა, ან სწავლა და მუშაობა ერთდროულად. ეს ჩემი პოსტიც ჩემს მესამე უნივერსიტეტს ეხება :D

ახლა რაშია საქმე, რამოდენიმე თვის წინ აპლიკაცია გავაგზავნე The University of Gothenburg აპლიკაციის გაგზავნა ხდება საიტიდან www.studera.nu ავირჩიე ორი პროგრამა და ერთიც კურსი - ჩინური ენის. სამწუხაროდ პირველ პროგრამაზე უარი მითხრეს რადგან ეკონომიკური განათლების საფუძვლებს საჭიროებდა, სამაგიეროდ მიმიღეს შრომითი ფსიქოთერაპიის პროგრამაზე- Occupational therapy, (ამის გამო ასევე უარი მითხრეს ჩემი ჩინური ენის შემსწავლელ კურსზე).
პროგრამა არის სამწლიანი და პირველივე წელს გვაქვს პრაქტიკა, ასევე უამრავი სემინარი და კლინიკური სამუშაო. ეს ყველაფერი არის ის რაც ძალიან მაკლდა საქართველოში და რუსეთშიც. ანუ სრულიად ახალი გამოცდილება, და პროფესიის სრულიად ახალი კუთხით დაუფლება.

ძლიან მიხარია, და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თავს გავართმევ. უფრო ის მანერვიულებს რომ შვედურად ვისწავლი, თუმცა ეს ერთის მხრივ ძალიან კარგია, ენას გავიტეხ და ბოლოსდაბოლოს შვედებთან მექნება საქმე.

მშია , ძალიან მშია

რაღაც აუტანელი გძნობაა ეს შიმშილი.
რომ მიმიშვა ალბათ გადავჭამდი ვყელაფერს რაც მაქვს, და რაც არ მაქვს მაღაზიაში წავიდოდი და ვიყიდიდი

მაგრამ არ ვჭამ. იმიტომ რომ ჯერ არ მივარჯიშია, და ამ ვარჯიშების გაკეთება მხოლოდ უზმოზზე შეიძლება, იმიტომ რომ საშინელი წვიმებია და საღამოობით ვერ დავრბივარ რომ მთელი დღის ნაგროვები კალორიები დავხარჯო.
ესეც რომ არ იყოს ყოველი ჭამისას მხოლოდ იმაზე ვფირობ რამდენი კილო მოვიმატე, რამდენად გაიზარდა ჩემი სხეული მოცულობაში, და ყველაფრის სურვლი მიქრება.
არადა მშია :(

Jul 9, 2009

ამომარჩევინეთ რაააა :)

ჩემი ბლოგის მკითხველებს მინდათ გითხრათ რომ ამჟამად დაკავებული ვარ ახალი ტემპლეიტის ძიებით, ამიტომ გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ბლოგზე არსებულ არეულობას :)

თავითავად სიამოვნებით მოვისმენ თქვენს მოსაზრებას, ფერების შრიფტის და ა.შ. დაკავშირებით.

1.


2.


3.


4.


და მეხუთე ის რომელიც ახლა აყენია.

ასევე ვღებულობ თქვენს შეთავაზებებსაც!

ახალი კანონი?!

ეს ინფორმაცია მოვისმეინე სულ 5 წუთის წინ რუსთავი ორზე.

როგორც ჩანს მალე ახალი კანონი შევა ძaლაში, კერძოდ კი კვირაში მინიმუმ სამი მხატვრული ფილმი
ნაჩვენები უნდა იყოს ორიგინალურ ენაზე და ქართული სუტიტრებით. ეს კანონი არ ეხება სერიალებს.

სიმართლე რომ ვთქვა მივესალმები მსგავს წამოწყებას, და დიდი იმედი მაქვს რომ მსგავსი კანონი კინოთეატრებისთვისაც შეიქმნება.

თქვენ რას ფქრობთ ? როგორ გირჩევნიათ უცხოური ფილმების ყურება?

Jul 7, 2009

Rest In Peace Michael - გამოსამშვიდობებელი პოსტი

მგონი თავი მოგაწყინეთ უკვე იმდენი პოსტი დავწერე მაიკლ ჯექსონზე, თუმცა ამჯერად არ ვაპირებ დავწერო ყვითელი ან სხვა ფერი პრესის მიერ გამოქვეყნებული სტატია, ამ პოსტში მინდა უბრალოდ დავწერო ჩემი ემოციის შესახებ, რომელიც ძალიან ძლიერია მაგრამ არ ვიცი რატომ.

როცა ლუჩიანო პავაროტი გარდაიცვალა, ძალიან დამწყდა გული მაგრამ არა მისი პიროვნების გამო, არამედ მისი მუსიკის გამო. მიყვარს ოპერა და ჩემი აზრით ლუჩიანოს სახით დიდი ადამიანი დააკლდა საოპერო სამყაროს.

მაიკლ ჯექსონზე კი სულ სხვა რექცია მაქვს. მისი ფანი არ ვარ, არც მისი მუსიკა მომწონს რამოდენიმე სიმღერის გარდა, მაგრამ მისმა სიკვდილმა საშინლად იმოქმედა ჩემზე. ნამდვილად -ის იყო პოპის მეფე, რომელმაც შეცვალა ბევრი რამ თანამედროვე მუსიკაში, მაგრამ ჩემთვის ის ერთი ტრაგიკული ბედის ადამიანია რომელიც თავისი გრანდიოზული ტალანტისა და მუსიკალური გენიის მიუხედავად არ იყო თავისუფალი, იყო ძალიან უბედური და მარტოსული.



ალბათ ბერი მაქვს საფიქრალი და გასაანალიზებელი თუ რატომ იმოქმედა მისმა გარდაცვალებამ ასე საშილნლად ჩემს ხასიათსა და განწყობაზე.

Jul 5, 2009

საცურაოდ ცურვის ცოდნა არაა საჭირო!

ეს კვირა დიდი სიცხის გამო რეგულარულად დავდიოდი ზღვაზე. რადგანაც პლიაჟზე წოლის დიდი მოყვარული არ ვარ, და როგორწ წესი წყალში მიყვარს ”ბირჟაობა” საშუალება მომეცა მთელი კვირის განმავლობაში აქტიურად განმეხორციელებინა ერთი ექსპერიმენტი.

სტატისტიკა: სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით ყოველწლიურად შვედეთში 100 ზე მეტი ადამიანი იხრჩობა ზღვებსა თუ ტბებში. საკმაოდ გასაკვირია ჩემთვის, რადგან თითქმის ყველა პლიაჟს ყავს მაშველთა ჯგუფი პლიაჟზეც და შიგ წყალშიც კატერით კონტროლდება წყალი. ხოდა როგორ ახერხებს ეს ხალხი დახრჩობას ჩემთვის გამოცანას წარმოადგენდა. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მხედველოაბში არ მაქვს არაფხიზელ მდგომარობაში მყოფი ადამიანების დახრჩობა.

ექპერიმენტი: მოკლედ რომ მოვჭრა, ჩემს ექსპერიმეტში შევეცადე დახრჩობის იმიტაცია. ამისათვის რამოდენიმე ხერხს მივმართე მაგ: ჩავეშვი მედუზებიან და წყალმცენარეეიბიან ადგილებში (საზიზღრობაა მინდა გითხრათ.) და ა.შ.

პირველი დასკვნა: როგორც ხედავთ არ დავიხრჩვი, იმიტომ კი არა რომ კარგად ვცურავ- სულაც არა, არამედ იმიტომ რომ არ დავპანიკდი და სხეუზლე კონტროლი შევინარჩუნე. აქედან გამომდინარე დავასკვენი რომ ფხიზელი ადამიანები რომლებიც იხრჩობიან პანიკდებიან, კონტროლს კარგავენ საკუთარ სხეულზე, ყლაპვენ ბერ წყალს და ბოლოს ....

მეორე დასკვნა: იმისათვის რომ იცურო, არაა საჭირო იცოდე ცურვა, ან რა გასაკვირია, ადამიანის ნაყოფი 9 თვე წყალშია, და წყალი პირველი და ერთადერთო გარემოა რომელშიც ჩვენ ვვითარდებით. ამიტომ ცურვის შესაძლებლობა ჩვენი არსებობის პირველივე წუთებიდან არის ჩვენში, უბრალოდ დროთა განმავლობაში შევიძინეთ სხვა თვისებები, როგორიცაა შიში, რაციონალური ფიქრი არ ვიცი და ვერ ვიზავ/ არ გამომივა და ა.შ და იმ პირველყოფილს, საწყისს ძალიან დავშორდით.

Jul 4, 2009

ვარდების ფესტივალი

დღეიდან ჩემი ქალაქის ერთ ერთ პარკში - Trådgårdsföreningen, ოფიციალურად გაიხსნა ვარდების ფესტივალი :) მოგეხსენებათ მიყვარს ყვავილები, არ დავაყოვნე და გავეშურე პარკისაკენ. ის რაც იქ დამხვდა სრულიად აღემატებოდა ჩემს მოლოდინს. უამრავი ვარდი, ულამაზესი, ფერად-ფერადი, სურნელი გადასარევი :) ერთადერთი დისკომფორტი მცხუნვარე მზე იყო, რომლის გამოც დიდი ხანი ვერ შეძელი პარკში დარჩენა. გთავაზობთ პატარა ფოტოკოლაჟს :)


ვარდები ორანჟერიის კედელზე

სპილოს ძვლის ფერი ვარდი


ეს ფერი არის ჩემი ფავორიტი :)


ჩაის ვარდი როგორც მე ვეძახი :) საკმაოდ ძლიერად გამოხატული სურნელით.