May 31, 2009

სამი გამოკითხვის შედეგი (2009-05-31)

ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, ჩემს ბლოგზე ტარდებოდა სამი გამოკითხვა. ამ პოსტში შევაჯამებ შედეგებს. მაგრამ ჯერ მინდა ყველას მადლობა მოგიხადოთ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებისათვის.

კითხვა 1.
მიდიხარ 9 აპრილის აქციაზე? გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 378ადამიანმა
არა 213 (56%)


თბილისში რომ ვიყო წავიდოდი 18 (4%)


გინდაც ვიყო თბილისში მაინც არ წავიდოდი 51 (13%)





კითხვა 2.
განახლდება თუ არა ომი საქართველოსა და რუსეთს შორის უახლოეს ერთ წელიწადში? გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 375ადამიანმა.
კი
83 (22%)
არა
186 (49%)
არ ვიცი
94 (25%)
არ მადარდებს ომი
12 (3%)
იმედია რომ ამ გამოკითვის შედეგი არა მხოლოდ ქართული ოპტიმიზმის შედეგია, არამედ რეალური ფატებიდან გამოტანილი დასკვნა :)

კითხვა 3.
ხარ თუ არა დაინტერესებული შვედური ენის შესწავლით? გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 317 ადამიანმა.
კი
73 (23%)
არა
225 (70%)
არ ვიცი
19 (5%)

სიმართლე რომ გითხრათ ამ კითხვის შედეგებიდან გამომდინარე პატარა პოსტიკების წერას შვედური ენის შემსწავლელი ადამიანებისათვის, მაგრამ ამ შემთვევაში ანუ 23 % მგონია ძალიან მცირეა. თუ მაინც ხართ დაინტერესებული ენით გამაგებინეთ და რესურსებს მიგითითებთ.

May 30, 2009

რიოს ფესტივალი შვედურად

1974 წელიდან ქალაქ გოტებორგის ერთ ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ უბანში Hammarkullen ფრიად უჩვეულო კარნავალი იმართება, სახელად Hammarkullekarnevalen. უჩვეულო ალბათ შვედებისათვის, თორემ ასეთი რამ ბრაზილიაში, არგენტინაში ან ესპანეთში რომ გაიმათოს არაფერი იქნებოდა გასაკვირი. რათქმაუნდა წავედი კარნავალზე და შეძლებისდაგვარად სურათებიც გადავიღე. შეძლებისდაგვარად იმიტომ რომ ჩემი კამერა არის ცუდი (დეიდებო და ბიძიებო არავის გინდათ კარგი კამერა მაჩუქოთ?)
ამ პოსტში გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს :)


















ხვალ მეორე დღე იქნება, რათქმაუნდა წავალ და კიდე გადავიღებ სურათებს :)

იმერეთში ხომ არ დაგვესვენა?!

დასვენება ყოველთვის კარგი და სასიამოვნოა, მაგრამ სურვილი სადმე წასვლისა და დასვენებისა განსაკუთრებით ზაფხულობით მძაფრდება. (ალბათ იმიტომ რომ სიცხეში მუშაობის თავი არავის გვაქვს :ჵ)

მოვიდა ზაფხული და ცნობისმოყვარეობის გამო გადავწყვიტე ქართული ტურისტული შეთავაზებების გადათვალიერება. რადგანაც წარმოშობით იმერეთიდან ვარ დამაინტერესა თუ არსებობს რაიმე ტურისტული კომპანია რომელიც დამსვენებელს სთავაზობს საქართველოს ამ მშვენიერ რეგიონში დასვენებას (თქვენი არ ვიცი მაგრამ ყოველწლიურად ზღვა და ბორჯომი ნამდვილად მოსაბეზრებელია ჩემთვის!). ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გამეხარდა როცა ძებნის შემდეგ მივაგენი ერთ მშვენიერ ტურისტულ სააგენტოს სახელად იმერტური. ვებგვერდის დათვალიერების შემდეგ გამიჩნდა რამოდენიმე შეკითხვა რომელიც საააგენტოს მენეჯერს მივწერე და აგერ კითხვებს თავის პასუხებიანად ვაკოპირებ ამ პოსტში.

”1. რას სთავაზობთ დამსვენებელს?
ფეხით ლაშქრობას, საცხენოსნო, სპელეოლოგიური და აგრო ტურებს,რაფტინგს და ალპინიზმს (მოყვარულთა და პროფესიონალთათვის).

2. რა ფასებშია შესაძლებელი იმერტურით დასვენება?
ერთ დამსვენებელზე მინიმალური თანხა არის 25 ლარი, რაშიც შედის 1 დღე-ღამე სოფლის სასტუმრო სახლში გაჩერება (სახლები აღჭურვილია სველი წერტილებით). ფასში აგრეთვე შედის სამჯერადი კვება. ოჯახებისა და ჯგუფებისათვის გვაქვს მოქნილი ფასდაკლების სისტემა.
ამ ფასში არ შედის სხვადასხვა აქტიურობა მაგ.თევზაობა, ან ნადირობა და ა.შ.

3.როგორ დავუკავშირდეთ იმერტურის სააგენტოს?
სააგენტოსთან კავშირი შესაძლებელია ჩვენი საიტიდან ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით imerturi@yahoo.com; gi.dzne@gmail.com . ”

ხალხო, თვენი არ ვიცი და მე მგონია რომ მშვენიერი შეთავაზებაა :) განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც რაღაც ახალი უნდა :)

May 29, 2009

Fit And Sexy

Summer is here! Everybody is happy and preparing for the vacations. Depending on our lifestyle some of us want to go to mountains and others to the sea. For being able to go and do our favorite activities we have to be on good physical condition. How else can we climb? or swim? or surf?

I think u my dear readers have already guessed what I want to talk about. For having good health, we have to have a healthy lifestyle. Do exercises regularly and control our diet. There are lot of interesting machines, which can help us to aim our goal - be healthy, look slim and sexy.

Training machines can help us very much. For example this modern exercise bike, which u can see at the picture, I believe is one of the best. Modern technologies, make our lives easier, we can train with pleasure and enjoy with the process.




May 28, 2009

რატომ იმატებს წონაში მომავალი მამა?

თქვენი პარტნიორი ორსულადაა? მაშინ ის დროა გაცუნცულდეთ და თქვენი თავისათვის დიდი ზომის ტანსაცმელი შეიძინოთ.

ახალი გამოკვლევა აჩვენებს რომ ცოლის/პარტნიორის ორსულობის პერიოდში კაცები მინიმუმ 6 კილოს იმატებენ. დიახ დიახ, არა მარტო ორსული ქალები არამედ მათი პარტნიორებიც იმატებენ წონაში!

მიზეზი სხვა ყველაფერს შორის არის ის რომ ორსულობის პერიოდში სახლში სასუსნავების რაოდენობა იმატებს; გარდა ამისა მომავალი მამები უფრო მეტ ლუდს მიირთმევენ.

ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს რომ 25 პროცენტი 5000 გამოკვლეული მამაკაცისაგან ამბობს რომ ისინი ჭამენ უფრო მეტს ვიდრე ჩვეულებრივ, რადგან უნდათ რომ მათმა ორსულმა მეუღლეებმა კარგად იგნონ თავი და არ იყვნენ მარტო წონის მომატების პროცესში. ასე ვთქვათ - ზა კომპანიუ :ჵ

ტანსაცმელი დავიწროვდა?


საშუალოდ ორსული ქალი 14 კილოს იმატებს მთელ ორსულობის პერიოდში. მამების მეხუთედი ასევე ადასტურებს რომ მათ ორსულ პარტნიორებთან ერთად ისინიც იმატებენ წონაში.

ერთი გეიშას ცხოვრება, Kiharu Nakamura

ვაგრძელებ ჩემი წიგნების განხილვის სერიას და დღეს ვწერ მეორე პოსტს ამ სერიდან. (პირველი იხილეთ აქ)

სამწუხაროდ წიგნს რომლის შესახებაც დღეს ვაპირებ წერას ორიგინალში ვერ წავიკითხავდი, უფრო უარესი წიგნი წავიკითხე შვედურად რომელიც ნათარგმნია გერმანული ენიდან. საუბარი მაქვს არც ისე ცნობილ მაგრამ ფრიად საინტერესო ბიგრაფიულ ნაწარმოებზე - "En Geishas Liv"/”ერთი გეიშას ცხოვრება” , Kiharu Nakamura. (გერმანულად აწერია: Kiharu, Memoiren einer Geisha)

რითი არის ეს წიგნი საინტერესო? თუ თქვენ ეძებთ საინტერესო ინფორმაციას გეიშების აღზრდისა და ფსიქოლოგიის შესახებ, მაშინ ეს წიგნი არ გამოგადგებათ, მაგრამ თუ თქვენ გაინტერესებთ იაპონიის საზოგადოებივი წყობა ამრეკია იაპონიის ომამადე და მას შემდეგ მაშინ ფრიად საინტერესო წყაროს აღმოაჩენთ ამ წიგნის სახით.

კიჰარუ რომელიც ერთადერთი შვიალია მდიდარი იაპონელი ექიმების ოჯახში გადაწყვიტავს გახდეს გეიშა. გოგონა ძალიან მონდომებულია, ძალიან მიზანსწრაფული და რეალურად ძლიან განსხვავდება სხვა გეიშებისაგან. სხვა გეიშებისაგან განსხვავებით კიჰარუ სწავლობს ინგლისურს, იცის რა რომ ამით უფორ მეტი კლიენტს ასიამოვნებს და მოუყვება იაპონური ტრადიციების შესახებ. ამ წიგნით კიჰარუ ანგრევს სტერეოტიპს რომ გეიშები არიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები.

ომის დაწყებამდე კიჰარუს დაიბარებენ მილიციაში და შპიონობას შესთავაზებენ. ამაყი გოგო უარს ამბობს გეიშობაზე, თხოვდება და დიპლომატ ქმართან ერთად მიემგზავრება ინდოეთში. ისინი უკან ბრუნდებიან ომამდე რამოდენიმე თვით ადრე. მის ქმარს კვლავ იწვევენ სხვა ქვეყანაში და კიჰარუ ახალდაბადებულ ბავშვთან მის დედასა და ბებიასთან ერთად პირისპირ რჩება სისხლიანი რეალობის წინაშე.

კიჰარუ, ცნობილი გეიშა შიმბაშიდან ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ შეინახოს ოჯახი, მუშაობს მიწაზე, ქსოვს, ეხმარება სოფლის ქალებს. ომის დამათავრების შემდეგ კი მიდის ტოკიოში სადაც თავისი სრულყოფილი ინგლისურის წყალობით იწყებს მუშაობას ამერიკელებტან. სადაც არ უნდა წავიდეს, რაც არ უნდა გაკეთოს მას ყველგან მიჰყვება შტამპი რომ ის იყო გეიშა. ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე მოიეცემა თუ არა შანსი მიდის ამერიკაში და იქ რჩება კიდეც.

”ერთი გეიშას ცხოვრება” რეალურად უფრო მშრალი წიგნი აღმოჩნდა. კიჰარუ ბევრს ლაპარაკობს ვის შეხვდა, ასახელებს ადამიანებს დიდი მადლობას უხდის მათ დახმარებისათვის, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ მშრალი ფაქტებია. როგორც ჭეშმაიტი გეიშა ის ძალიან ნაკლებად აჩვენებს საკუთარ გრნობებს და ასევე მცირე ფაქტებს იძლევა მისი ნაცნობი მაღალჩინოსნების შესახებ. თუმცა წიგნში ერთი ძალიან საინტერესო მომენტია - ომის შემდეგ იაპონიიის ასე ვთქვათ ამერიკანიზაცია. როგორ შემოდის ქვეყანაში ჯაზი, ბლუზი, როკენროლი. აღწერს მის რეაქციებს როცა ის პირველად მიდის სტრიპტიზ შოუზე ტოკიოში. კიჰარუ როგორც პრო ამრიკელი გეიშა დადებითად წარმოაჩენს ამერიკელებს, მათ ღირებულებებს და სადაც შეუძლია იქ აკრიტიკებს იაპონურ ტრადიციებს - კლასობრივ სხვაობებს. ასევე ძლიან საინტერესოა დამოკიდებულება დედა შვილს მიმართ. კიჰარუს დედა და ბებია რომლებიც ცდილობენ გაწურონ საწყალი გოგო და კიჰარუს საკუთარი შვილი რომელიც არ პატიობს დედას რომ ის იყო გეიშა.

რაც ყველაზე მეტად საგულისხომოა ამ წიგნში არის ერთი ადამიანის პიროვნული სიძლიერე. ყველაფერისდა მიუხედავად, გაჭირვება, სიმარტოვე, დღე და ღამ მუშაობა კიჰარუ მუდამ მხიარულია და ცდილობს დაეხმაროს ყველას. დაეხმაროს ისე როგორც შეუძლია.


May 27, 2009

შეშლილი შეშლილი მსოფლიო

რა ცოტა ყოფნის ადამიან. როცა სხვის ბედნიერებას უყურებს თავადაც ბედნიერად გრძნობს თავს. ასე ვიყავი მეც, ჩემპიონთა ლიგაში მანჩესტერსაც ვბალეშიკობდი და ბარსელონასაც, შესაბამისად ორივე ვარიანტში გახარებული გამოვდიოდი. ნუ მოკლეთ გამიგრძელდა ბოდიალი. კომპს რომ მოვუჯექი CNN- ზე დავიწყე ახალი ამბების კითხვა ხოდა ძლიან გავნერვიულდი ერთი ინფორმაციის გამო რომელიც იქ ვნახე.

უკვე დიდი ხანია ჩრდილოეთ კორეა და ირანი ნუკლეარული იარაღის შექმნაზე მუშაობს დანარჩენი მსოფლიო კი ცდილობს მათ შეჩერებას. განსაკუთრებით დიდი აურზაური გამოიწვია ბოლო კვირაში ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულმა რაკეტ-ტესტებმა. ეს ახალი მუქარაც სამხრეთ კორეის მიმართ ძალიან მაფიქრებს. დღესდღეობით ატომური იარაღი არის ის რითიც ქვეყანა დაცულად გრნობს თავს (ჩვენც ხომ არ გაგვეკეთებინა ერთი ორის ისე?!), მაგრამ დაცულად რისგან? რისგან ან ვისგან სჭირდება დაცვა ჩრდილოეთ კორეას? ქვეყანაში სადაც ხალხი მონები არიან ქცეულნი, სადაც არ აქვთ ნორმალური საჭმელი, სასმელი, საცმელი, მთელი ფული მიდის შეიარაღებასა და საზღვრების გამაგრებაზე.

რეალურად რაც არ მესმის არის- ვისგან იცავს თავს ჩრდილოეთ კორეა? ვინ უტევს? კი მესმის რომ უნდათ კომუნიზმის შენარჩუნება და კაპიტალიზმის საშინლად ეშინიათ, მაგრამ არის ამისათვის საჭრო ატომური იარაღი? რეალურად მიზანი ხომ ისაა რომ მათ უნდათ ძალაუფლება? რა მოგვევლინება მომავალში ჩრდილოეთ კორეის სახით? (ისე კიდევ კარგი ურანი და პლუტონიუმი არ აქვთ თორემ აქამდე რას გააკეთებდნენ ვინ იცის)

May 26, 2009

გამოსავალი მხოლოდ ერთია!

ობიექტურობა ის თვისებაა რომელიც ძალიან დასაფასებელია ადამიანში, მაგრამ იმდენად ძნელია რომ ალბათ ერთეულები თუ არიან ამ გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულნი განსაკუთრებით კი დღევანდელ დღეს როცა უამრავი წყაროდან ვიღებთ ინფორმაციას და სხვადასხვა საშუალებები არსებობს ჩვენს აზრის ჩამოსაყალიბებლად.

საკუთარი თუ ”მეზობლის” თვალებით ნანახი და აღწერილი ფაქტებისაგან ყალიბდება ჩვენი წარმოდგენა ამა თუ იმ მოვლენაზე. დღევანდელ დღესაც თითოეული ჩვენთაგანი სხვადასხანაირად ვაფასებთ ქვეყანაში არსებულ კრიზისს - ვერაფერს ვიზავთ ადამიანები სუბიეტები ვართ ამტომ რეალობის აღქმაც საკმაოდ სუბიექტურია. მოკლეთ რატომ ვწერ ამდენს, ვიცი რომ ყველას ოპოზიციასაც და პოზიციასაც მოგვბეზრდა ის სიტუაცია რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ვიცი რომ ყველას გვინდათ მშვიდი და ნორმალური ცხოვრება, როცა მომავალი გარკვეულია და იმის საფრთხე რომ ვიღაც გამოხტება გადადექის ძახილით არაა.

მაგრამ როგორ მივიდეთ აქამდე? რაში ხედავთ გამოსავალს? ჩემი სუბიექტური აზრი საკმაოდ ლიბერალურია => სასტიკად ვეწინააღმდეგები ხალხის დარბევას, ამ სიტუაციაში ქუჩაში გამოსულ ხალხს გავიხილავ როგორც მსხვერპლს, მაგრამ არ მინდა რომ პრეზიდენტი გადადგეს. მაშ რამდენ ხანს შეიძლება ეს არეულობა გაგრძელდეს? როდემდე? სადამდე?

რა არის გამოსავალი?

May 25, 2009

ირანმა ფეისბუქი დაბლოკა

პატივს ვცემ ქვეყანას სადაც არ არის დემოკრატია და არც აქვთ პრეტენზია რომ არის. (ბევრი ქვეყნისაგან განსხვავებით , სახელებს არ დავასხელებ ახლა, თავად მიხვდებით) გთხოვთ არ იფიქროთ თითქოს დემოკრატიის არარსებობობა მომწონს, უბრალოდ ის მხიბლავს რომ მსგავსი ქვეყნები არ მალავენ თავიანთ ავტორიტარულობას. ერთ ერთი მათგანი არის ირანი.

ირანიდან ბევრი ამხანაგი მყავს, რომელებიც ავტორიტარული რეჟიმის გამო გამოქცეულები არიან ქვეყნიდან. ის რასაც ისინი ყვებიან ხანდახან წარმოუდგენელია ჩემთვის, ჩვენი ქვეყანა - საქართველო, ირანთან შედარებით დემოკრატიის სამოთხეს ჰგავს :)

ირანში პრეზიდენტის არჩევნები ახლოვედება და შესაბამისად დაიწყო ყველანაირი რესურსის დაბლოკვა რომლის გამოყენებაც ოპოზიციას შეუძია . ერთ ერთი ასეთი რესურსი არის Facebook რომელიც დაიბლოკა ირანელი მომხმარებლისათვის. მთავრობის განცხადებით პრობელმა კაბელშია, მაგრამ რა კაბელში? კითხვა აი ესაა.

მსგავსი შემთხვევები ხშირად არის თანამედროვე ისტორიაში, როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ხდება საიტების დაბლოკვა. მაგრამ რეალურად არიან კი ეს საიტები მართლ ასეთი ძლიერი რომ საშიშროებას წარმოადგენს სახემწიფოსათვის?

მხოლოდ ძლიერი ნერვებისათვის!

ფრიად უჩვეულო ბოჩოლა დაიბადა კოლორადოს შტატში, აშშ. ბოჩოლას არაჩვეულებრივი გენეტიკური მუტაციით გამოწვეული დარღვევები ქონდა.

ჯერ აბა გაიხსენეთ როგორ გამოიყურება ჩვეულებრივი ბოჩოლა? კი, კი ოთხი ფეხი და ერთი ზურგი, მაგრამ ამ კოლორადოელ ბოჩოლას ამას შვიდი ფეხი და ორი ზურგი ქოდა. ყველფერ სიკეთესთან ერთად ორ ფეხზე ორი ჩლიქი ქონდა.

ვეტერინარის მიხედვით მსგავსი ბოჩოლა ტყუპი ემბრიონის არასწორი დაყოფის შედეგად ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ და ბოჩოლას სასარგებლოდ ის დაბადებიდან ათ წუთში გარდაიცვალა :(

მსგავსი რამ ადამიანებზე მინახავს, (ალბათ თქვენც გაგიგიათ სიამის ტყუპების შესახებ) მაგრამ ცხოველებზე პირველად ვნახე ასეთი რამ.

პედრო ალმადოვარი - ამ წელსაც ოქროს რტოს გარეშე

ასეც ასე, უკვე დასახელდა კანის კინოფესტივალის გამარვებულნი :)
დაინტერესებული პირებისათვის ჩამოვწერ პრიზიორთა სიას :)

ჩემდა სამწუხაროდ ჩემმა საყვარელმა რეჟისორმა პედრო ალმადოვარმა პროზი ვერ აიღო, მაგრამ ეს საერთოდ არ აკნინებს მის რჟისორულ გენიას.

Best For Our Kids :)

Each parent wants the best for own kid, does not matter is it food or clothing, everything we do is for making our children happy and save. Especially when we take them for a walk or drive to different places.

Taking a kid for a walk is not difficult, we just need nice Baby Carriers, and do u know where we can find very nice ones with really good price?Of course on Shop Wiki. I like this site becasue everything is really easy there, buying and delivering.

If we have a car, then we need comfortable Car Seats. They are very important and necessary. We can find different versions and colors of the Car Seats on Shop Wiki Even very capricious customer can be delighted :) And of course, do not forget about Booster Seats which are very useful when a kid is not big enough for siting on the normal seat and needs special seating place :)

May 23, 2009

ტანსაცმელი და სოციალური ნორმები

ცოცხლად მახსენდება ერთი მხიარული შემთვევა, როცა ერთ ჩემს ამხანაგს უთხრეს რომ გოგონა უნდა ყოლოდა, ამიტომ ექიმებისაგან დაიმედებულმა ბავშვის ოთახი საგულდაგულოდ გადააღებინა ვარდისფრად, იყიდა ვარდისფერი ტანსაცმელი, ავეჯი და ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა რომ არა..:ჵ ბავშვი დაიბადა და აღმოჩნდა რომ ექიმებს შეეშალათ სქესი. აი აქ დაიწყო ”ტრაგედია”. ”როგორ გავაჩერო ჩემი ბიჭი ვარდისფერ ოთახში?” საშინლად წუხდა ჩემი ამხანაგი. თავისთავად ხვდებით რომ ყველაფერი გადაიღება, ვარდიფერი ავეჯი და ტანსაცმელი კი ბიჭისათვის ”შესაფერისს” ნივთებზე გადაცვალა.

ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან სოცილური ნორმების გამო ჩვენი გარდერობის ფერი და ფორმა უკვე დეტერმინირებულია. ბიჭუნას ”უნდა ეცვეს” მწვანე, ცისფერი და მსგავსი ფერების ტანსაცმელი, მაშინ როცა გოგონას უფრო ”უხდება” ვარდიფერი, ნაზი ყვითელი და ა.შ.

ფაქტია რომ საზოგადოებაში არსებობობენ სტერეოტიპები ამ საკითხთან დაკავშირებით. დღესდღეობით უმრავლეს ქვეყნებში თითქმის სრულიად მიღებულია ან განსაკუთრებულ ყურადღებას არ იქცევს როცა ქალი ატარებს კოსტუმს გინდაც არაქალურს, მამაკაცურ ან გინდაც უნისექს სამოსს, დაბალძირიან ფეხსაცმელს. თმა აქვს მოკლედ შეჭრილი და არ ატარებს მაკიაჟს. ახლა წარმოვიდგინოთ პირიქით, რა რეაქცია გაქვთ როცა ხედავთ კაბაში გამოწყობილ( შოტლანდიურ ტრადიციულ სამოსს არ ვგულისხმობ) მაკიაჟით და მაღალ ქუსლებზე შემდგარ მამაკაცს?

ჩემი კითვხვა ძალიან მარტივია - საიდან მოდის ეს სტერეოტიპები? რა არის მათი საფუველი?

May 22, 2009

მარად უკვდავი შალვა ”მართალი”

არ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო. უყერეთ შალვა ნათელაშვილის ინტერვიუს რუსთავი ორზე?

1. კაცმა არცერთ შეკითხვაზე გასცა პასუხი და იმას საუბრობდა რაც სურდა. კარგით რა, კარგით მოგვბეზრდა თქვენი ბლაბლა საუბარი. რამდენჯერ გქონიათ საშუალება რამე გაგეკეთებინათ მაგრამ ენის ნძრევის მეტს არაფერს აკეთებთ!

2. ბრალდებები, ბრალდებები და კიდევ ბრალდებები. უკვე მომაბეზრებელია ბატონო შალვა, ყველაფერი ვიცით ახლა დროა ფირფიტა შეიცვალოთ და საქმეზე გადახვიდეთ!

3. ”დიპლომატია მე არ მჩვევია” - განა შეიძლება ამით ამაყობდენს ნორმალური პოლიტიკოსი!

4. სად იყავით დაკარგული მთელი ამ მიტინგების განმავლობაში? კიდევ თქვენს ჩვეულ გზას მიმართეთ ხო ქვევიდან, ადვილად გამოსვლა და მერე ხმამაღლა ყვირილი. თუ? თუ თქვენი ოპოზიციონერი მეგობრები ლაპარაკის საშუალებას არ გაძლევდნენ? აააა? ან იქნებ თქვენ არ ხართ გაერთიანებული ოპოზიციონერთა ალიანსში? უბრალოდ იმიტომ რომ არავისთან თანამშრომლობა არ შეგიძლიათ და ”მხსნელად” მხოლოდ საკუთარ თავს განიხილავთ?

და იქნებ დროა ბოლოსდაბოლოს რომ აღიროთ, პოლიტიკა რომ არაა თქვენი საქმე?

May 21, 2009

მაია შემეხე!


კეთილო ხალხო, ფლიზ ასწავლეთ მაია ასათიანს რაა ფობია!

ეს პოსტის ნაწილი არაა ამიტომ თუ არ გინდათ ნუ წაიკითხავთ! :ჵ

მოკლეთ რაშია ახლა საქმე. ყველა იცნობთ ალბათ ჩვნი ქვეყნისა და რუსთავი ორზე ერთ ერთი გადაცემის ”პროფილის” სასიქადულო წამყვანს მაია ასათიანს, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები ფრიად დიდი უცნაურობა სჭირს - არის ცალმხრივი. არ აქვს მნიშვნელობა რა არის მისი გადაცემის თემა, დიალოგი ყოველთვის ერთ საკითხზე დადის - მამაკაცი და ქალი. ნუ, ახლა მეტყვით გაუთხოვარი ქალია და რაო მერე. არაფერი მერე, უბრალოდ მინდა ერთი კეთილი საქმე გავუკეთოთ ამ ქალბატონს - მოვუებნოთ საქმრო ჩვენც დავისვენებთ და ისიც ამოისუნთქავს და აღარ ამოხდის სულს მის სტუმარ მამაკაცებს კითხვებით - როგორი ქალბატონები მოგწონთ? :სექსუალურად ჩაღიმების სმაილიკი:

My Shop Wiki

Kids - the bright light in our lives :) We want them to be happy and save. Especially when we take them for a walk or drive to different places.

Taking a kid for a walk is not difficult, we just need nice Baby Carriers, and do u know where we can find very nice ones with really good price?Of course on ShopWiki. I like this site becasue everything is really easy there, buying and delivering.

If we have a car, then we need comfortable Car Seats. They are very important and necessary. We can find different versions and colors of the Car Seats on Shop Wiki Even very capricious customer can be delighted :) And of course, do not forget about Booster Seats which are very useful when a kid is not big enough for siting on the normal seat and needs special seating place :)

ვაიდა კიბო მაქვს?

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა მაგრამ რატომღაც სულ ხელს ”ვითრევ”, რადგან არ ვიცი ზუსტად როგორ გამოვთქა სათქმელი. საქმე ეხება ერთი შეხედვით სრულიად უბრალო პრობლემას.

როგორც წესი თუ ადამიანი თავს გრნობს ცუდად, სტკივა ყველაფერი და სამკურნალოა უნდა წავიდეს ექიმთან, რადგან ექიმის როგორც პროფესიონალის დანიშნულება სწორედ ისაა რომ მოარჩინოს, უმკურნალოს ავადმყოფს. რათქმაუნდა არსებობენ კარგი და ცუდი ექიმები, საავადმყოფოები, ფასიც შესაბამისად სხვადასხვაა, მაგრამ ამავდორულად არსებობს ისეთი მშვენიერი რაღაც რასაც ქვია -დაზღვევა, რომელიც მეტ ნაკლებად ნორმალურ სააავდმყოფოების მომსახურებას ფარავს. ყველაფრის ამისდა მიუხედავად ზოგი ადამიანი, სულ რომ ტკივილში ათენებდეს და აღამებდეს მაინც არ მიდის საავამყოფოში.

რამოდებიმე იდეა კი მაქვს. მაგალითად ის რომ 1. ზოგ ადამიანს ავადმყოფობა სჭირდება ფსიქოლოგიური ძალადობისათვის საკუთარი ოჯახის წევრებზე. ტიპა, ხო ხეადავ რა ცუდად ვარ და შენ კიდე ნერვებზე მშლი. გარდა ამისა 2. შეიძლება არის შიშიც რომ ექიმი რაღაც საშინელებას მეტყვის - ვაიდა კიბო მაქვს?? კდიევ? 3. ეზარებათ ექიმტან მისვლა, ხო, აი რაც არ უნდა გასკვირი იყოს ეზარებათ! 4. ისევ ისევ ფული, ფიქრობენ რომ თუ ექმიმი დაუსვავს რაიმე დიაგნოზსს იმას მკურნალობა დასჭირდება, წამლები და ა.შ. ეს კი ფული ღირს. იმას კი არ ავნობიერებენ რომ რაც უფრო შორს წავა ესა თუ ის დაავადება მით უფრო ძვირი დაუჯდება ადამიანს არა ამრტო ფინანსური არამედ ფიზიოლოგიური თვალსაზრისითაც.

მეტ მიზეზს ვერ ვფიქრობ ამ ეტაპზე, იქნებ თქვენ დამეხმაროთ და გამარკვიოთ - რატომ არ მიდის ადამიანი ექიმთან როცა საშინელი ტკივილები აქვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში?

May 19, 2009

მის ტიფანი

სილამაზის უამრავი კონკურსი არსებობს. ბავშვების, ბებიების, დედების, გოგონების, თინეიჯერები მოკლეთ არ ჩამოვთვლი ყველა მთგანს, რადგან ამ პოსტში ერთმა განსაკუთრებულმა სილამაზის კონკურსმა მიიბყრო ჩემი ყურადღება. თავიდან სანამ რამეს დავწერ, რამოდენიმე სურათს დავდებ. იმედია შესაბამისად შეაფასებთ კონკურსანტთა სილამაზეს.


ერთ ერთი მონაწილე


რამე თუ გსმნიათ Miss Tiffany Universe Beauty Pageant-ის შესახებ? სილამაზის ეს კონკურსი აგერ უკვე მეთორემტე წელია რეგულარულად ტარდება ტაილანდში და უამარავ მაყურებელს და ჟურნალისტს იზიდავს. რატომ? ალბათ თავისი უჩვეულ ხასიათის გამო, რადგან კონკურსზე მხოლოდ ტრანსსექსუალები და ტრანსვესიტები დაიშვებიან. ტაილანდში ადამიანთა ამ კატეგორიას განიხილავენ როგორც მესამე სქესს და სპეციალური სახელი - Katoey ჰქვიათ.

ამ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ 2009 წლის გამარჯვებული სამუეული


სურათზე: Sorawee Nattee (შუაში), მის ტიფანი 2009 გამარჯვებული, Writtorn Narapaipimol (მარცხნივ) მეორე ადგილის მფლობელი და Napatsawan Cholakorn მესამე ადგილის მფლობელი.


ძალიან ლამაზები არიან! ქალურები, ნაზები და სექსუალურები.

May 18, 2009

სიამოვნებისაგან მოგვრილი ცრემელები

ცრემლები სიცილისაგამ ტკივილისაგან, სევდისაგან, სიყვრულისაგან, ბენიერებისაგან და კიდევ უამრავი მიზეზის გამო. თუმცა ამ პოსტში სიამოვნებისაგან გამოწვეული ცრემლების შესახებ მინდა დავწერო. ეჰ, ეგ არა რაც შენ იფიქრე ჩემი ძვირფასი მკითხველო. კაი წინგის წაკითხვით მიღებულ სიამოვნებაზე მაქვს საუბარი.

ადრეც დავწერე, ჩემმა მაგობარმა გურამ დოჩანაშვილის ”სამოსელი პირველი” გამომიგზავნა. მის კითხვას გასულ პარასკევს შევუდექი და რამოდენიმე თავზე დათენებული ღამის შემდეგ დღეს დავამთავრე. წიგნის შინაარსზე შეგნებულად არ ვწერ არაფერს, არც მისი პერსონაჟების განხილვას არ დავიწყებ, რადგან იმედი მაქვს რომ ვისაც არ წაგიკითხავთ ეს შესანიშნავი წიგნი, ჩემი პოსტი ინტერესს გაგიღვიძებთ და დაიწყებთ მის კითხვას.

რა ვთქვა? დიდებული წიგნი რომელიც ღრმად ტოვებს კვალს ადამიანის სულში და არ ჯერდება ერთხელ წაკითხვას. მისი ყოველი პერსონჟი, საოცრად ცოცხალი, საოცრად ნაცნობი, ზოგი ავი, ზოგიც კარგი მაგრამ რეალური. ვკითხულობდი წიგნს და სიცილი და ტირილი ერთმანეთში იყო გადახვეული. სიცილი საოცრად დახვეწილი და ცოცხალი ქართული იუმორის გამო, ტირილი კი იმ დიადი წიგნის გამო რომელიც ხელში მეჭირა და ასეთ სიამოვნებას მგვრიდა, მაშინაც კი როცა ავტორი საოცარი სიწრფელით აღწერდა ცალკეული პერსონაჟის და საზოგადოების ტრაგედიას.

მიხარია რომ გვყავს ისეთი თანამედროვე მწერალი როგორიც გურამ დოჩანაშვილია.

ვირტუალური მეზობლები

ჩემო ინტერნეტ მეზობლები, აი შევქმენი თქვენი ბლოგების სია. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველა თქვენგანია სიაში მაგრამ რა იცი, იქნებ გამომრჩა რამე, ამიტომ უდიდესი თხოვნა მექნება თქვენთან, თუ თქვენ ვერ იპოვეთ საკუთარი ბლოგი, ან გინდათ რომ ბლოგს სახელი გადავარქვა, ამ თემის კომენტარებში შემატყობინეთ :)

გვირილას ბლოგი
Personal, Beauty and fashion blog

May 17, 2009

Eternal Life is Possible

ჩემი ემოცია არის ამბივალენტური. თან ვფიქრობ რომ კარგი იდეაა, მაგრამ იმავდროულად ვერ ვხვდები მიზანს. რაზე ვსაუბრობ? რაზე და ერთი შვედი სტუდენტის Lisa Granberg მიერ შეთავაზებულ სერვისზე.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუკავშირდეს ლიზას და ფრიად უნცაური კონტრაქტი დადოს მასთან. კონტრაქტი მოქმედებას იწყებს შემკვეთის გარდაცვალების შემდეგ და ეხება მის ვირტუალურ სიცოცხლეს. ლიზა თავის თავზე იღებს ვალდებულებას კლიენტის გარდაცვალების შემდეგ, მისი სიცოცხლე გააგრძელოს ვირტუალურ სივრცეში, და მის ნაცვლად პოსტოს, წეროს და ა.შ. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მაგ. როგორებიცაა Facebook, Twitter, Flickr.



რათქმაუნდა ჩვენი სერვისი გარდაცვალების მიერ მიყენებულ ტკივილს ვერ შეამსუბუქებს, მაგრამ სოციალურ ქსელებში დაღუპული მეგობრის, ამხანაგის, ნათესავის არსებობა მაინც სასიამოვნოა - ამბობს ლიზა.

კომენტარებში მინდა განვიხილოთ ამ სერვისის დადებითი და უარყოფთი მხარეები. ჩემ აზრს შეგნებულად არ ვწერ გარკვეული მიზეზების გამო, და შემდეგ კომენტარებში შემოგიერთდებით მეც.

ევროვიზია - შეფასებები

პირველად მოხდა ისე რომ გაიმარჯვა ჩემმა ერთ ერთმა ფავორიტმა გაიმარჯვა :) მომეწონა რიბაკის სიმღერა, აი რარაცნაირი უწყინარი სიმღერა იყო, თბილი, ის რაც დღეს ნაკლებად არის საზოგადოებაში :)



ისიც მიხარია რომ ოსლოდან ჩემ ქალაქმდე მანქანას 4 საათი სჭირდება და ვინ იცის იქნებ მომავალ წელს თავიც ამოვყო ევროვიზიაზე :)

ახლა რაც შეეხება პარალელურად მიმდინარე მოვლენებს. როგორც იცით ევროვიზიის ფინალის დღეს დაგეგმილი იყო გეი დემონსტრაცია, მაგრამ სამართალდამცავებმა არც აციეს, არც აცხელეს და რამოდენიმე ათეული დემონსტრანტი დააკავეს. რათქმაუნდა ამ ფაქტს უხმაუროდ არ ჩაუვლია, აქაურმა კომენტატორებმა ახსენეს რამოდენიმეჯერ და ყურადრებაც გაამახვილეს რომ ქვეყანაში რომელიც ევროპის ერთ ერთ დიდ ფესტივალს მასპინძლობს დემონსტრანტებს იჭერენ.

May 15, 2009

ახალ საფეხურზე გადასვლა

დღეს ბოლო ზარი იყო საქართველოში. 12 წელი ”სწავლის” შემდეგ ახალგაზრდებმა დატოვეს მშობლიური სკოლის კედლები და შეუერთდნენ ზრდასრულ საზოგადოებას.
რუსთავი ორზე ვუყურებდი კურიერს, ახალგაზრდების რექციას ვაკვრირდებოდი და ძალიან გამიკვირდა რომ თქვეს მოგვენატრება აქურობა და ძნელია სკოლის დამთავრებაო. ალბათ არ იციან ჯერ რა საინტერესო რამეები ელით ცხოვრებაში, და ცოტა შიშის მომენტიც აქვთ რადგან ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლა არც ისე ადვილია. ახალი ადამიანები, ახალი ღირებულებები, ახალი გარემო, ახალი მიზნები და იდეები დიდი შოკია.

გამახსენდა ჩემი ბოლო ზარი და ჩემი სკოლაში ყოფნის პერიოდი. მიუხედავად რამოდენიმე კარგი მასწავლებლის და კლასელისა, სკოლაზე საშინელი ადგილი მე ჯერ არ შემხვედრია. არც მაშინ მიყვარდა და ახლა ხომ საერთოდ მიკვირს იმ საშინელ ადგილას როგორ ვძლებდი. ბოლო ზარის მერე იყო ბანკეტი, აი სრული მარაზმი და კოშმარი. ახლაც არ ვიცი რატომ დავხაჯე იმდენი ფული იმ იდიოტობაში. არც მაშინ არც ახლა არ მევასება ეს უაზრო ჯგუფური მოძრაობები და მომკალით თუ გინდათ. მოკლეთ რომ შევაჯამო, სკოლა თავის ბანკეტიანად ყველაფრიანად ძაალიან უარყოფით ემოციებს იწვევს ჩემში.

თქენ რა ემოცია გაქვთ სკოლასთან დაკავშირებით? დავიჯერო მხოლოდ მე ვარ ასეთი უარყოფითი ემოციებით დატვირთული?

Smiles

ხოდა ეს სასაცილო სმაილიკები ვიპოვე დღესა და იქნებ ვინმეს გამოგადგეთ :ჵ:ჵ განსაკუთრებით კი კატების მოყვარულებს. მე ძალიან ბევრი ვიხალისე და ფავორიტებიც ვიპოვე :)



და ესეც მეორე სერია :)

May 14, 2009

მხოლოდ გოგონებისათვის!

ამ საინტერესო ვიდეოს დღეს გადავაწყდი youtube-ზე. ვიდეოში ნაჩვენებია ”კუდის” გაკეთების ერთ საინტერესო მეთოდი :) ძააალიან მომეწონა, მაგრამ ჩემი თმა ასეთი რამის გაკეთების საშუალებას არ მომცემს. იმედია თქვენ გამოგივათ :)



პ.ს. გრძელთმიან მამაკაცებსაც გამოადგებათ ეს ვიდეო :)

May 13, 2009

სასურველი სასიძო - შორს პოლიტიკიდან პოსტი.

დღეს მე და ჩემი ქმარი ვსაუბრობდით ქორწინებაზე. არ ვიცი საიდან გადავედით მაგრამ ფაქტია რომ დავიწყეთ რომან აბრამოვიჩსა და სერგეი ზვერევზე საუბარი (სოფის ბლოგზე ამოვიკითხე აბრამოვიჩის ცოლობაზე). ნუ ახლა, ორივე მდიდარია, ცნობილია მაგრამ ჩემი აზრით აბრამოვიჩი (მიუხედავად იმისა რომ ცოლიანია) უფრო კარგი სასიძოა ვიდრე ზვერევი, რომელიც ყველაფერია კაცის გარდა.

ჩემი ქმარი როგორც ძალიან ლოიალური ადამიანი ფრიად გაკვირვებული დარჩა და ვერ გაიგო რა განსხვავებაა აბრამოვიჩსა და ზვერევს შორის. ჩემი ახსნა რომ ზვერევი კაცის პროვოკაციაა მისთვის საკმარისი არ იყო :D :D ბევრი ლაპარაკის შემდეგ უბრალოდ ვუთხარი რომ განსვავებას მაშინ გაიგებდა გოგო რომ ყოფილიყო :ჵ: ჵ

ხოდა ახლა, ეგეთი უშტერესი კითხვა მაქვს თქვენთან - რომელი კაცი უფრო მოგწონთ -
სერგეი ზვერევი


თუ რომან აბრამოვიჩი


და რაც მთავარია რატომ?


:D :D :D :D

May 12, 2009

მსოფლიოს ყველაზე დიდიიიი ...

ბოლო თვეებია H&M -ის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ იმაზე რომ საჭიროა ლიფზე ფასის დაწესება მისი ზომის მიხედვით. რათქმაუნდა მე შევიცხადე და ვიფიქრე კიდეც რომ ძალიან სისულელეა, მაგრამ ამ ვიდოეს ნახვის შემდეგ დავრწმუნდი რომ სულაც არაა სისულელე, და უბრალოდ აუცილებლობაა. :ჵ



მანამ საანამ ვინმეს დიდი მკერდი შეგშურდებათ აუცილებლად გაითვალისწინეთ - რაც უფრო დიდი გაქვთ მით უფრო ძვირი დაგიჯდებათ!

May 11, 2009

სექსუალურები ესენი

RFSU -ს მიერ ახლახანს გამოქვეყნდა ერთი კლევის შედეგი რომლის მიზანი იყო გამოევლინათ შვედი თინეიჯერების დამოკიდებულება სექსუალური პარტნიორების რაოდენობის მიმართ.

გამოკვლევაში მინაწილეობა მიიღეს თინეიჯერებმა 15 დან 20 წლამდე. რესპოდენტთა 29 პროცენტი ამბობს რომ მათთვის ერთდროულად რამოდენიმე სექსუალური პარტნიორი მისაღებია (მანამ სანამ ერთს არ შეპირდი ერთგულებას). ეს ციფრი მართლაც რომ ”წინ წასული მოვლენაა” თუ შევადარებთ იგივე გამოკვლევის შედეგებს დანიაში და ნორვეგიაში სადაც გამოკითხულთა 6 % დადებითად აფასებს მრავვალპარტნიორობას და ფინეთში სადაც იგივე პასუხი გასცა რესპოდენტების 13 % -მა.

რაპორტის მიხედვით სექსის დროს პრეზერვატივის გამოყენება სრულიად მიღებულია, მაგრამ გამოკითხულთა მოლოდ მეხუთედი იყენებს პრეზერვატივს ახალ პარტნიორთან სექსის დროს. 14% ფიქობს რომ შეიძება სექსი უპრეზერვატივოდ რადგან არსებობს სპეციალური მედიკამენტები რომლის მიღების შემდეგ თავიდან იცილებ არასასურველ ორსულობას. გამოკითხვამ ასევე აჩვენა რომ ახალგაზრდებს აქვთ ინფორმაცია სექსუალური გზით გადამდები დაავადებების შესახებ.

თქვენ რა აზრის ხართ რამოდენიმე სექსუალური პარტნიორის შესახებ?

მუსიკა მინდა :)

როგორც იქნა გავარღვიე მანკიერი წრე და დავიწყე სირბილი!
დღეს საღამოს 20 წუთი ”ვირბინე”. ვიბინე რა, ჩარბენა ადვილი იყო მაგრამ ამორბენაზე რა მოგახსენოთ, ძლივს ამოვაღწიე სახლამდე - 5 წუთში ჩავირბინე და 15 წუთი უკან ამოსვლას მოვანდომე :(

მივხვდი რომ დასუსტებული ვარ, ძალა არ მაქვს. ვბერდები ალბათ:D :D ჰეჰეე, ვხუმრობ, უბრალოდ ისევ უნდა დავიწყო რეგულარული სირბილი. გადავწყვიტე რომ თავს ძალა არ დავატანო და დასაწყისისათვის კვირაში მინიმუმ ორი დღე მაინც ვირბინო იმდენი ხანი რამდენსაც შევძლებ.
შევადგინე უახლოესი ორი თვის გეგმაც:
1. დავიწყო რეგულარულად სირბილი
2.დავიდე სამოც კილოგრამამდე
3. ჩავდგე ფორმაში, პლიაჟზე რომ გავალ ”ყველაფერი თავის ადგილზე იყოს” და რაც მთავარია ცურვა შევძლო იმ დისტანციაზე რამხელაზეც მინდა.
4. რაც შეიძლება კარგად დავამუშავო ხელის კუნთები, რომ აგვისტოში აფრის დაჭერა შევძლო!


ჯერჯერობით არ ვიცი რა მუსიკას ვუსმინო. თქვენ თუ გაქვთ რაიმე აზრი, რა მუსიკა გამოდგება სირბილისათვის ენერგია და სტიმული რომ შემმატოს? ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თუ რამეს მირჩევთ. გარდა ამისა ძალიან მადლობელი დაგრჩებით სირბილთან დაკავშირებით რაიმე პრაქტიკულ მინიშნებასაც თუ მომცემთ.

May 9, 2009

მისს ლამაზი მორალი

როგორ წარმოგიდგენიათ სილამაზის კონკურსი მუსლიმანურ ქვეყანაში? რას ფიქრობთ რა კრიტერიუმებით შეიძლება კონკურსანტების შერჩევა და გამარჯვებულის გამოვლენა?რა კატეგორებში ეჯიბრებიან ერთმანეთს კონკურსანეტები, რადგან ვერ გამოვლენ ბიკინით, საღამოს კაბებით და ა.შ. მათი ერთადერთი სამოსი ნებისმიერ კატეგორიაში შავი ჩადრია.

ამ საკითებზე ვფიქრობდი რომ ერთ ერთ გაზეთში სტატიას გადავაწყდი საუდის არაბეთში სილამაზის კონკურსის ჩატარების შესახებ. ორგანიზატორები ამბობდნენ რომ კონკურსანტებისათვის მთავარია შინაგანი სილამაზე და მორალი. ამიტომ ალბათ ამ კონკურს სახელად "მისს ლამაზი მორალი" უფრო შეეფერება.

ძალიან დამაინტერესა მორალის შეფასების კრიტერიუმებმა. მორალი დაკავშირებულია ტრადიციებთან, კულტურასთან და ყველაზე მეტად რელიგიასთან ამ შემთვევაში ისლამთან. დარწმუნებული ვარ ყველა გოგონამ იცის ყურანი და მისი პრინციპები, მაგრამ ჟიურის მიერ როგორ ხდება საუკეთესო მორალის შეფასება მაინც ვერ გავიგე. თქვენ თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება?

Happy Birthday Sweetheart

9 მაისი ჩემთვის ძალიან დიდი დღესასწაულია, იმიტომ რომ ესაა ფაშიზმზე გამარჯვების დღე! ყოველთვის მიხარია და ვამაყობ რომ ჩემი ბაბუა და მისი ორი ძმა მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ, ტყვედაც იყვნენ ჩავარდნილნი მაგრამ მაინც ცოცხლები დაბრუნდენ.

მაგრამ როოგრც პოსტის სათაურიდან მიხვდით დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის იმით რომ ჩემი პატარა დისშვილის და ჩემი მოსახელის დაბადების დღეა :) მინდა ჩემ ბლოგზე მივულოცო მას დაბადების დღე და ვუსურვო ბედნიერება და სიხარული, ჯანმრთელობა და სიყვარული. მინდა ზრდასრულობაში მისი სიჯიუტე მიზანმიმართულებაში გადაიზარდოს.



Love You So Much My Sweetheart