ეკონომიკური კრიზისის ფონზე ძალიან ძნელია სამუშაოს შოვნა და სამსახურის ძებნისას ყველაფერს დიდი მნიშვნელოა ენიჭება, მათ შორის გარეგნობასაც. ამერიკაში ჩატარებული ერთ ერთი გამოკვლევის მიხედვით ქალების 13 % მზადაა შეიცვალოს გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის ჩარევით იმისათვის რომ უკეთესი სამსახური იშოვოს.შვედეთშიც იგივე ტენდენციასთან გვაქვს საქმე. ესთეტიკური ინექციების რაოდენობა ორმაგად გაიზარდა ამბობს Sabina Gehrmann-ორესუნდის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი. ხოლო დოქტორი კაროლინ ჩანგი, პლასტიკური ქირურგი სან ფრანცისკოდან ამბობს რომ ბევრი უმუშევარი მას მიმართავს ოპერაციების ჩატარების მიზნით.
- ოპერაციას ისინი ხედავენ როგორც მომავლის ინვესტიციას, ამბობს კაროლინ ჩანგი.
შვედეთში (და არა მარტო) ინექციის ძირითადი მიზანი საკუთარი თვითშეგრნების/თვითშეფასების ამაღლებაა. Sabina Gehrmann ამბობს - გამოკვლევები აჩვენებს რომ ინტერვიუს დროს პირველი შთბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს როცა შრომის ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია, კარგია თუ ადამიანი არის საკუთარ თავში დარწმუნებული, გარეგნობა კი თვითრწმენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
მეორეს მხრივ ბენგტ არვიდსონი, კადრების კონსულტანტი დარწმუნებულია, რომ პლასტიკურმა ოპერაციებმა პირიქით შეიძლება ხელი შეუშალონ ადამიანს ინტერვიუს პროცესში.
-პლასტიკური ოპერაცია შეიძლება ”ჭრიდეს” ამერიკაში, მაგრამ შვედეთში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება აკადემიურ განათლებას. იყავით ის ვინც ხართ გვირჩევს ბენგტ არვიდსონი.
წყარო GP (სტატია არაა ზუსტი ნათარგმნი)
კომენტარებში მინდა ვისაუბროთ თემის გარშემო. შეგიძიათ დაწეროთ ინტერვიუს დროს თუ ყოფილხართ დისკრიმინირებულნი გარეგნული თვალსაზრისით? თუ გიგრძვნიათ რომ უარის მიზეზი სწორედ თქვენი გარეგნობა იყო და არა სხვა ფაქტორი? ან პირიქით თუ როცა მუშაობა დაიწყეთ რა როლი ითამაშა თქვენმა გარეგნობამ სამსახურის მიღებაში?


































