banners are graphically very well decided, colors and forms are just perfect. Hm, maybe I have to get one for my future dog hotel?? Why not? and second - Portable LCD stands which are important if there are some LCD displays. They are really comfortable in offices and shops etc.
Mar 31, 2009
Just Banners :)
I bet you do not have an idea how many types of banners are there ? Have you got any idea? I believe you are thinking now about the ones which are in the streets with different advertisements. Well, you are a bit write, they are also called banners, but the ones I want to talk about are a bit different from them. Let's take a look here
It looks interesting is not it? Now I want to write about 2 types. First -Pull up banners melbourne. They are just perfect for different exhibitions, conference etc. Such
banners are graphically very well decided, colors and forms are just perfect. Hm, maybe I have to get one for my future dog hotel?? Why not? and second - Portable LCD stands which are important if there are some LCD displays. They are really comfortable in offices and shops etc.
banners are graphically very well decided, colors and forms are just perfect. Hm, maybe I have to get one for my future dog hotel?? Why not? and second - Portable LCD stands which are important if there are some LCD displays. They are really comfortable in offices and shops etc.
Mar 30, 2009
დავიწყებული სიზმარი
დღეს ისეთი სასაცილო სიზმარი ვნახე, ისეთი სასაცილო რომ ძილში ხმამაღლა ვხარხარებდი. საკუთარმა ხმამ გამაღვიძა.სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს სიზმარი, ერთი მახსოვს რომ ჰომოსექსუალებს ეხებოდა და ანეკდოტივით იყო. ვერ ვისწავლე რომ საწოლის გვედით ყოველთვის უნდა მედოს დიქტაფონი ან რამე სგავსი რომ სიზმრები ჩავიწერო. გული მწყდება ასე რომ ქრებიან ჩემი სასაცილო სიზმრები.
ორი საათი ბილეთის რიგში და ჯიგიტურად გადაღებული სურათი - დღე მეორე
ჩემთვის რომი და ვატიკანი ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვაა, ვატიკანი და მიქელანჯელო კი ერთი მთლიანობა, ამიტომ რომში ყოფნის მეორე დღესვე გადავწყვიტეთ ვატიკანის მუზეუმში წასვლა, destination => Sistine Chapel (შემდეგში SC ).
დილის ცხრა საათისათვის წმინდა პეტრეს ტაძრიდან კედლის აყოლებით გავეშურეთ ვატიკანის მუზეუმისაკენ - დაახლობით 15 წუთის სავალია. რაც უფრო ვუახლოვდებოდით დანიშნულების ადგილს მით უფრო მეტი ხალხი იყო. საბოლოოდ კი ორ საათზე მეტი ბილეთების რიგში მოგვიწია დგომა. ( ჩვენ საწვიმარ კურტკებში სრულიად გავიყინეთ და დავრწმუნდით რომ რაც შეიძლება მალე უნდა შევიძინოთ რაიმე თბილი, ამზე შემდეგ დავწერ).
პირველი რაც თვალში ხვდება ადამიანს ვატიკანის მუზეუმში შესვლისას არის ხალხის მასა. მართლა, ხალხი ყველგან ჭიანჭველებივით ირევიან, უამრავ ენებზე საუბრობენ და ფიქრობ რომ ეს ”პატარა” მუზეუმი მსოფლიოს ცენტრია. ეზოში უამრავი ქანდაკება დგას ძველი რომის პერიდოდან წარმართული ღმერთების და პერსონაჟების.

ხალხი მართლა ხელისშემშლელია. ძნელია რამის წესივრად დათვალიერება რადგან მასა მდინარესავით მიედინება მუზეუმის ოთახების კალაპოტში. რაც უფრო პატარაა ოთახი მით უფრო სწრაფად და ძლიერად.
არ შეიძება ცალკე არ ავღნიშნო ზოგიერთი ოთახის მოზაიკური იატაკი, ჭერი და გუმბათი თავისი მოხატულობით, ჩუქურთმითა და არქიტექტურული გადაწყვეტით. აი დავდებ რამოდენიმე მათგანის სურათსაც.

იგივე ოთხიდან იატაკი :)

ჭერის ეს ფრაგმენტი არის ხის. სამწუხაროდ ჩემი კამერა არ არის ისეთი მგრძნობიარე რომ მისი ყოველი ჩუქურთმა ნათლად დაეფიქსირებინა

დამეთანხმებით რომ ზემოთ დადებული სურათი ძალიან განსხვავდება ჭერის ამ ფრაგმენტისაგან. ზოგადად ვატიკანის მუზეუმი მეტ ნაკლებად კონტრასტულია და ეს განსაკუთრებულ ხიბლს ძენს მას :)

მუზეუმში უამარავი ოთახია როგორც ძველი ისევე ახალი ხელოვნების ნიმუშებით. ერთ ერთ ოთახში დავლანდე ჩემი უსაყვარლესი მხატვრის სალვადორ დალის სურათები (სულ სამი სურათი იყო). რექცია იყო შეკივლება და ხმამაღლა შევძახე ვიცოდი რომ აქ არიან! შეძახება და რამოდენიმე ასეული თვალის მოშტერება ერთი იყო :D
რაფაელის ოთახები ეს ის თემაა რომელიც ცალკე უნდა გამოიყოს :) ალბათ თქვენთვის ყველასთვის ცნობიალია მისი ”ათენის სკოლა” , მახსოვს კომპიუტერზეც მეყენა ერთი პერიოდი. რეალობაში ეს ნამუშევარი აღმოჩნდა სასწაულად დიდი და შთამბეჭდავი ისევერ როგორც სხვა ნამუშევრები.
როგორც ზევით ავღნიშნე მუზეუმი საკმაოდ დიდია, დადიხარ დადიხარ და ფიქრობ - კი მაგრამ სადაა SC? ბოლოს როგორც იქნა აღმოვჩნდით ერთი კარების წინ ზედ ტრაფარეტით - არ შეიძლება ლაპარაკი, სურათების გადაღება, ხმაური, მოწევა, ჭამა, მოკლე კაბითა და შორტებით შესვლა. შევედი დააა.... კიდევ გავშეშდი. ჩემი ერთ ერთი საყვარელი სურათი სადაც თითის მეშვეობით ღმერთი სულს აძლევს უკვე ხორცშესხმულ ადამს ჩემმა თვალებმა დაინახეს. ჩემი თვალით ვნახე მიქელანჯელოს შედევრი ფრესკები. როგორ გავჩერებულიყავი რომ სურათი არ გადამეღო გინდაც უხარისხო და აკრძალული?

დარბაზში დიდი ხანი დავყავით, მე ვცდილობდი მისი ყოველი კუთხე კარგად დამემახსორებინა ჩემი ქმარი კი ცდილობდა მოთმინება გამოეჩინა ჩემი მცდელობის მიმართ :D, ბოლოს გამოვედით და ჩემმა ქმარმაც ამოისუნთქა, მე რომ არა ალბათ არასდროს არ არ ჩადგებოდა 2 საათიან რიგში ამ დარბაზის სანახავად :)
ვფიქრობ პოსტი დიდი გამოვდა, ამიტომ ამით დავამთავრებ და იგივე დღის გაგრელებას მომდევნო პოსტში დავწერ :)

Mar 28, 2009
გაგიჩნდა შეკითხვა - დააკლიკე აქ :)
ჩემო ძვირფასო მკითხველებო და სტუმრებო, ეს თემა შექმინილია სპეციალურად თქვენთვის. გაგიჩნდათ რამე შეკითხვა - ნუ მოგერიდებათ და დაწერეთ :)
კეთილი სურვილებით
კატენი :)
კეთილი სურვილებით
კატენი :)
Labels:
Ask a question
კარგი მაგრამ არასტაბილური

Last news - ელენე მეათე ადგილზე გავიდა საბოლო ჩათვლაში! გასული წლის შედეგთან შედარებით ძალიან კარგი შედეგია!
დღეს მინდა დავწერო ქართველ ფიგურულ მოციგურავე - ელენე გედევანიშვილზე. ალბათ იცით რომ ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება ფიგურულს სრიალში და მეც დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს ჩვენი გოგო - ელენეს მიღწევებს. ამ წელს ევროპის ჩემპიონატზე მან სრული ფიასკო განიცადა, კვალიფიკაციაც კი ვერ გაიარა სამაგიეროდ მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაციის შემდეგ მერვე ადგილზეა რაც ძალიან მახარებს.
ელენე რომ უნიჭო სპორტსმენი იყოს ნამდვილად არ განვიცდიდი მის ჩავარდნებს ასე ძალიან, მაგრამ ფაქტია ისაა რომ ის ძალიანაც რომ ნიჭიერია, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა აქვს - არასტაბილურობა! მისი მოღვაწეობას თუ გრაფიკულად წარმოვიდგენთ მივიღებთ ზიგზაგს საშინლად დიდი განსვლით უკიდურეს წერილებს შორის.

ხოდა ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და მიზეზს ვერ ვხდები მისი არასტაბილურობის. ერთი ფაქტია რომ რუსეთში როცა იყო მისი მიღწევები ბევრად კარგი იყო. ახლა რაც ამერიკაში გადავიდა არ ვიცი რა დაემართა. გარემოს ვერ ეგუება? მწვრთნელს თუ რა ხდება ნეტა?
ესეც ელენეს მოკლე პროგრამა რომლის შემდეგაც მან მერვე ადგილი დაიკავა საკვალიფიკაციო სიაში.
Labels:
ISU,
ელენე გედევანიშვილი,
ფიგურული სრიალი
Mar 27, 2009
ჩემი საოცნებო რომი - დღე პირველი
ესეც ესე, აი დავისვენე ცოტა და შევუდექი პოსტს წერას. როგორც წინა პოსტში ავღნიშნე მთელი კვირა გავატარე რომში. ჩვენი არდადეგები დაიწყო გასულ ხუთშაბათს დილის 7 საათზე როცა მსუბუქი საწვიმარი კურტკებით და ზურგჩანთებით დავადექით აეროპორტის გზას. დუსელდორფის გავლით 15:00 სათისათვის უკვე რომში ვიყავით დაფრენილები.
აეროპორტიდან მატარებლთ წავედით რომის ცენტრალურ სადგურამდე - ტერმინი
(მატარებლიდან ახალი გადმოსულები ვიყავით როცა მშობლიურ ენას მოვკარი ყური, ორი ქალბატონი საბრობდა ვიღაც მესამეზე, მაგას გონია ჩვენ აქ მილიონებს ვშოულობთ და სინამდვილეში პურის ფული ვერ გვიშოვიაო), იქიდან ჩვენი სასტუმრო ითხიოდე გაჩერების მოშოროებით იყო, მაგრამ რა
მინდოდა მეტროში, ბოლოსდაბოლოს ჩემ საოცნებო რომში ვიყავით! ამიტომ გზა სადგურიდან სასტუმრომდე ფეხით გავიარეთ - დაახლოებით 20 წუთი :) მიყვარს ფეხით სიარული, განსაკუთრებით უცხო ადგილას და განსაკუთრებით კი თუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გემრიელ ნაყინებს ყიდიან.
როგორც იქნა მივაღწიეთ სასტუმრომდე, რომლის მიმღებშიც დაგვხვდა ერთი ქალბატონი ძლიან მწირი ინგლისურით (მერე როგორც აღმოჩნდა, ძირითადად არ იცოდნენ ინგლისური ამიტომ ჩემი ქმარი იმ იტალიურს იყენებდა რაც იცოდა და მე კი გზადაგზა ვსწავლობდი :ჵ ). ქალბატონმა ძლივს წაიკთხა ჩვენი რეზერვის დამადასტურებელი ფურცელი და ბოლოსდაბოლოს დაგვაბინავა ჩვენს ოთახში.
ხედი სასტუმროდან რე დი რომას მოედანზე

ცოტა ხანი დასვენებისა და დუშის შემდეგ წავედით სასეირნოდ... რომის ვიწრო ქუჩებით ისე მოვახერხე რომ კოლიზეუმამდე მივედით.

ჩემი რექცია იყო ააააააა!!!! აი მეც მოვედი! კოლიზეუმი არის რომის სიმბოლო ჩემთვის!

კოლიზეუმს გარშემო ვუარეთ :ჵ , რომის ფორუმის გარშემოც გავისეირნეთ და მივხვდით რომ გვშია.... აქ მთავრდება დღე პირველი :)
აეროპორტიდან მატარებლთ წავედით რომის ცენტრალურ სადგურამდე - ტერმინი
(მატარებლიდან ახალი გადმოსულები ვიყავით როცა მშობლიურ ენას მოვკარი ყური, ორი ქალბატონი საბრობდა ვიღაც მესამეზე, მაგას გონია ჩვენ აქ მილიონებს ვშოულობთ და სინამდვილეში პურის ფული ვერ გვიშოვიაო), იქიდან ჩვენი სასტუმრო ითხიოდე გაჩერების მოშოროებით იყო, მაგრამ რა
მინდოდა მეტროში, ბოლოსდაბოლოს ჩემ საოცნებო რომში ვიყავით! ამიტომ გზა სადგურიდან სასტუმრომდე ფეხით გავიარეთ - დაახლოებით 20 წუთი :) მიყვარს ფეხით სიარული, განსაკუთრებით უცხო ადგილას და განსაკუთრებით კი თუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გემრიელ ნაყინებს ყიდიან.როგორც იქნა მივაღწიეთ სასტუმრომდე, რომლის მიმღებშიც დაგვხვდა ერთი ქალბატონი ძლიან მწირი ინგლისურით (მერე როგორც აღმოჩნდა, ძირითადად არ იცოდნენ ინგლისური ამიტომ ჩემი ქმარი იმ იტალიურს იყენებდა რაც იცოდა და მე კი გზადაგზა ვსწავლობდი :ჵ ). ქალბატონმა ძლივს წაიკთხა ჩვენი რეზერვის დამადასტურებელი ფურცელი და ბოლოსდაბოლოს დაგვაბინავა ჩვენს ოთახში.
ხედი სასტუმროდან რე დი რომას მოედანზე

ცოტა ხანი დასვენებისა და დუშის შემდეგ წავედით სასეირნოდ... რომის ვიწრო ქუჩებით ისე მოვახერხე რომ კოლიზეუმამდე მივედით.

ჩემი რექცია იყო ააააააა!!!! აი მეც მოვედი! კოლიზეუმი არის რომის სიმბოლო ჩემთვის!

კოლიზეუმს გარშემო ვუარეთ :ჵ , რომის ფორუმის გარშემოც გავისეირნეთ და მივხვდით რომ გვშია.... აქ მთავრდება დღე პირველი :)
Labels:
My travel Diary,
იტალია,
კოლიზეუმი,
მოგზაურობა,
რომი,
სასტუმრო
Mar 26, 2009
I am back!
ესეც ესეე :)
ჩამოვედი ჩემი რომაული არდადეგებიდან და მივხედავ აწი ჩემს ბლოგუშკას :)
ალბათ რა მოწყენილი იყო უჩემოდ. :(
ხოდა დაწვრილებით პოსტს მალე დავწერ და მოგითხრობთ ყველაფერს :) ახლა დაღლილი ვარ ძალიან და მშია ყველაფერ სიკეთესთან ერთად :)
მიხარია რომ დავბრუნდი, რადგან სიმართლე რომ ვთქვა მომენატრა აქაურობა :)

არდადეგები,
მოგზაურობა,
რომი
ფოტო განწყობისათვის - ზღარბი
რომ არა ჩემი ერთი ჩვეულება, ეს ზღარბი ველოსიპედ გადავლილი იქნებოდა. ზღარბს გაუმართლა რადგან დაბლა ვიყურები სიარულისას და ველოსიპედის ტარებისას...
Labels:
ველოსიპედი,
ზღარბი,
სიარული
Mar 24, 2009
ღმერთი და ადამიანი
რა უცნაური არსებები ვართ ადამიანები ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ უცნაურობას და საოცრებას ვხედავ ჩვენში. ახლაც ერთი ამბავი მინდა მოვყვე რომელმაც ძალიან დამაფიქრა და რომელიც ჩვეულებრივ ადამიანსა და ღმერთს ეხება.
ხანდახან როცა რამე ძლიან გვინდა ღმერთს ვთხოვთ სამაგიეროდ კი რამის გაკეთებას აღვუთქვავთ. ზოგი ცხვრის დაკვლას პირდება, ზოგი მამლის, ზოგიც ფული შეწირვას, მაგრამ ის რაც ჩემმა დამ გააკეთა ძალიან გამიკვირდა - ღმერთს თავისი ოქროს გულსაბამი შეუთქვა (რატომ მაგას არ აქვს მნიშვნელობა და არ ვწერ). მე გავოცდი და ვუთხარი კიდეც: კი მაგრამ რად უნდა ღმერთს ოქროს გულსაკიდი? მაგას არ გერჩივნა მათხოვრები დაგეპურებინა ერთი დღით ან რაიმე მსგავსი სასიკეთო საქმე გაგეთებინა? ნუ ჩემმა დამ თავი იმით იმართლა რომ უცბად მეტი ვერაფერი მოვიფიქრეო.
პოსტის აზრი იმაში მდგომარეობს და ის მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ ვის უნდა ჩვეულებრივი მორწმუნე დამიანისაგან მატერიალური ნივთები? დავიჯერო ღმერთს?
რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით?

Mar 23, 2009
Mar 19, 2009
რატომ აქვს კენის 100000000 სიცოცხლე
South Park ხომ ყველამ იცით? იქ რომ ერთი წითელკურტკიანი ბავშვია მხოლოდ თვალები რომ უჩანს და ძლივს რომ ლაპარაკობს რაცხას, ნორმალური ადამიანი რომ ვერ იგებს ხო გაიხსენეთ? ეგეც ხომ იცით რომ იმ ბიჭუნა -ბავშვს კენი ქვია ? ხოდა თუ ეს ყველაფერი იცით მაშინ ისიც გეცოდინებათ რომ თითქმის ყველა ეპიზოდში კენი კვდება, მაგრამ მერე ისევ ჩნდება მომდევნო ეპიზოდში, მერე ისევ კვდება და ასე უსასრულოდ...ხოდა რატომ და საიდან აქვს ამ ბავშვს ამდენი სიცოცხლე?
Labels:
Kenny,
South Park,
სიკვდილი,
სიცოცხლე
Mar 18, 2009
ჩემი გემრიელი ხელი
ამ სურათის შემყურე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ჩემი ხელი გემრიელია ::D :P შეხედეთ როგორ უსირცხვილოდ ცდილობენ მის შეჭმას ოქროსფერი თევზები :D
Labels:
განწყობა,
ფოტო,
ხელი. თევზი
Konark - მზის ტაძარი
რამოდენიმე დღის უკან ვიყავი წიგნების მაღაზიაში უბრალოდ დასათვალიერებლად ხოდა იქ ვნახე ერთი ფრიად დაინტერესო წიგნი არქიტექტურულ საოცრებებზე. რათქმაუნდა დავინტერესდი, მოვკალათდი გემრიელად იატაკზე ერთ ერთ კუთხეში და დავიწყე ფურცვლა. წიგნი მართლაც რომ საინტერესო იყო (სამწუხაროდ ვერ ვიყიდე რადგან 1. ძალიან ძვრი ღირდა, 2. ფული არ მქონდა) მოკლეთ ამ ფურცვლაში ”შევეჩეხე ” ერთ ძალიან საინტერესო ინდურ ტაძარს სახელად The Sun Temple of Konark. ჩავინიშნე სახელი და დეიდა გუგლს მივმართე დასახმარებლად.
ჯერ რამოდენიმე სურათს დავდებ თქვენც რომ დაგაინტერესოთ :)
ტაძრის ხედი

ფრაგმენტი ერთ ერთი კედლიდან :

ტაძარი აშენებულია XIII საუკუნეში და ეძღვნება მზის ღმერთს Surya. თავად სიტყვა Konark ნიშნავს Kona - კუთხე და ark- მზე. ტაძარი დგას ეტლზე რომელსაც აქვს 12 წყვილი ბორბალი. ბორბალს ორი დანიშნულება უნდა ქონდეს შეიძება ის წარმოაგენს თვეებს ან კიდევ საათებს ანუ 24 საათს. ეტლს ზიდავს 7 წყვილი ცხენი, რომლებიც წარმოადგენენ კვირის დღეებს. თითოეული ბორბალი შემკობილია ულამაზესი ორნამენტებით რომლებიც თავად შეგიძლია ნახოთ აი ამ სურათზე:

ტაძარი ცნობილია თავის აქიტექტურული გრანდიოზულობით და ორნამენტებით, ალბათ ეს თავადაც შეამჩნიეთ ზემოთ დადებულ სურათებზე. მაგრამ ის რითიც Konark არის უნიკალური აი ეს ფიგურები და ორნამენტებია (გაითვალისწინეთ რომ ორიგინალში ყველა ფიგურა საშუალოდ ადამიანის ზომისაა) :

Konark ის ტაძარი არის ყველაზე მდიდარი მასზე გამოსახული ეროტიკული შინაარსის ფიგურებით და ორნამენტებით. რატომ? იმიტომ რომ ეს არის მზის ტაძარი რომელიც სიცოცხლის და მარადიულობის სიმბოლოდ ითვლებოდა. თავად სექსუალურ შერწყმას არ ქონდა დიდი მნიშვნელობა არამეს იმას რაც ამ შერწყმის შედეგად გამოიყოფოდა - ”ჯადოსნური სითხე” რომელიც მარადიულობის წყაროდ მიიჩნეოდა. უფრო მეტი ფიგურების შესახებ შეგიძიათ წაიკითხოთ აქ
ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა რომ უზარმაზარ ბლოკებს შორის რომლებითაც ტაძარია აშენებული აბსოლიტურად არანაირი ცემენტი ან მსგავსი მასალა არაა გამოყენებული. ბლოკის ზედაპირი იმდენად წმინდადაა თლილი რომ მთელ ზედაპირზე ეხება ერთმანეთ და ჯდება ერთმანეთში. გადმოცემის თანახმად, ტაძარის დასრულება ვერ მოახერხეს რადგან გათველების მიხედვით ეტლი ვერ გაულებდა მის სიმძიმეს.

India,
Konark,
My travel Diary,
Sun Temple,
ეროტიკა,
მზის ღმერთი,
ტაძარი,
ფიგურა
Mar 16, 2009
ბოლივუდის ცეცხლთან თამაში
ისრაელის იარაღის მწარმოებელმა ფაბრიკამ Rafael სცადა ერთი ახალი ტაქტიკა იარაღის გასაყიდად კერძოდ კი ბოლივუდის ფილმებისა და სიმღერების გამოყენება რეკლამირების მიზნით. საუბარია რაკეტულ იარაღზე.
სიმართლე რომ ვთქვა ძალიან გამიკვირდა, ბოლივუდის ფილმები ისეთი რომანტიკულნი, კეთილნი და გამოშტერებული არიან, და უცებ ბრახ და იარაღის რეკლამა.
რა მეთქმის გარდა ამისა - მდა !
აი ერთ ერთი ვიდეოც.
Horeeeeeeeeee
მიხარიააა :)
ამდენი ნასწავლი წყალში არ გადამეყარა და ყველა შუალედური ტესტი კარგად ჩავაბარე. გარდა ამისა ერთი კურსი ნახევარ დროში დავხურე, ანუ 5 თვე უნდა მესწავლა და მე ყველაფერი 2 თვეში მოვრჩი :)
აწი დასვენებულად ვიქნები არდადეგებზე და მომავალ ტესტებამდე რომელნიც სამ კვირაში იწყება.

სიხარული,
სწავალა,
ტესტები
ჯგუფური თამაში
ეს პოსტი ეხება თამაშს კერძოდ კი ჯგუფურ თამაშს (იმედია არ გაგიცრუვდებათ იმედები რადგან ამჟამად ჯგუფურ სექსზე არ ვაპირებ წერას :P :P).
წარმოიდგინეთ ზიხართ ამხანაგები, გაჭორეთ ყველა და ყველაფერი, დალიეთ და შეჭამეთ დასალევ შესაჭმელი და სრულიად შემოგაკლდათ სასაუბრო თემები. მე ვფიქრობ რომ მოწყენილობისაგან საუკეთესო გამოსავალი იქნება თამაში. კარტი, დომინო, შაში თუ რა ვიცი უამრავი რამ. მაგრამ ასეთ თამაშებს ორი მინუსი აქვთ 1. მოთამაშეთა რაოდენობა შეზღუდულია. 2.საჭიროებს თავად სათამაშო მატერიალს ანუ კარტს, დომინოს და ა.შ.
ალბათ გითამაშიათ ”გაფუჭებული ტელეფონი” ან ”გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” (ამ თამაშის აზრი დღესაც არ ვიცი) ან ნებისემირი ამის მსგავსი რამ. ეს თამაშები კაია რადგან არ საჭიროებენ სპეციალურ მოწყობილებებს, მთავარია ხალხი და სურვილი იყოს. ძლიან მინდა გავიხსენო ასეთი თამაშები მაგრამ სამწუხაროდ ზემოთხსენებული ორის გარდა არაფერი მახსენდება.
თქვენთან მაქვს თხოვნა - თუ იცით რამე ასეთი თამაში მასწავლეთ რა ფლიზ.

Mar 15, 2009
შვედეთიდან მოსკოვში - Malena Ernman
ესეც ესე, როგორც იქნა ავირჩიეთ ჩვენი რჩეული ევროვიზიაზე გასამგზავრებლად :)
Malena Ernman - მეცო სოპრანო სიმღერით La Voix. მომწონს
ამ ქალის ხმა, მაგრამ ვერ გამიგია - რატომ უნდოდა ევროვიზიაზე მოხვედრა?! ისედაც პოპულარულია ისედაც კარგია და რათ უნდა ეს გამოშტერებული ფესტივალი? მაგრამ იმავდროულად როცა მახსენდება შვედებისათვის რა მნიშვნელოვანია "Melodifestivalen" მესმის კიდეც მისი :)
სიმღერას შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ :

Malena Ernman,
Melodifestivalen,
ევროვიზია,
შვედეთი
Mar 14, 2009
პარასკევი 13
სასწაულად არეული დღე იყო პარასკევი 13 მარტი.
ყველაფერი იმით დაიწყო რომ ავდექი დილის 7საათზე და დავიწყე გამოცდისათვის საკითხების გამეორება. წავედი გამოცდაზე , არ ვიცი რატომ მაგრამ გამოცდა დავწერე 20 წუთში, არ გადავხედე არაფერს, არ დავფიქრდი არანაირ ზედმეტ საკითებზე და გამოვედი. რატომ? არ ვიცი ... ფაქტია რომ გზაში რომ დავფიქრდი მივხვდი რომ ბევრი რამის უკეთესად დაწერა შემეძლო. სკოლიდან რომ მოვდიოდი გამასწრო ავტობუსმა, ამიტომ გადავწყვიტე რამოდენიმე გაჩერების ფეხით გავლა... და აბა მიხვდით? ნამდვილად გზა ამებნა და ნახევარი საათი ვიბოდიალე, ბოლოს ”ვაჟქალურად” გადავირბინე გზატკეცილზე და დავეყუდე ავტობუსის გაჩერებაზე. გაჩერებაზე დამირეკა ჩემმა ქმარმა და მითხრა რომ ბილეთები ვერ ავიღეთ U2 -ს კონცერტისათვის, ძალიან მეწყინა.
წავედი ბიბლიოთეკაში, ჩავაბარე წიგნები, ავიღე ახლები და წამოვედი ”სახლში ”. არ ვიცი როგორ ამერია მწვანე 4 ნომერი ტრამვაი წითელ 5 ნომერ ტრამვაიში, მაგრამ ფაქტია რომ თავი ამოვყე ქალაქის სრულიად სხვა ნაწილში. მოვბრუნდი უკან, და მოვაღწიე სახლამდე.
გუშინ ჩემს ამხანაგს ”გოგონების ფართი” ქონდა ხოდა გადავწყვიტე წასვლა. გაჩერებაზე რომ ვიყავი გამახსენდა რომ ბილეთი დამრჩა სახში, მოვბრუნდი ავიღე ბილეთი. გამოვიხურე კარები ჩავედი ეზოში და გამახსენდა რომ ტელეფონი დამრჩა, კიდევ ამოვბრუნდი ავიღე ტელეფონი და გავეშურე ამხანაგისაკენ. გზაში შევიარე ალკოჰოლის მაღაზიაში ლუდის საყიდლად, შევარჩიე ლუდი და..... საფულე არ მქონდა თან. ასე გაწამაწიაში 40 წუთის დაგვიანებით მივაღწიე ადგილამდე.
სუფრასთან ახალი დამჯდარნი ვიყავით როცა მოვინდომე ფორთოხლის წვენის ჩამოსხმა ხოდა ისეთი ჩამოვასხი, მთელი მაგიდა ყვითელი გახდა . და აი ბოლო მომენტი ყვალზე მაგარი იყო. სახში რომ მოვდიოდით ჩემმა ამხანაგმა შემომთავაზა მისი ბეჭდის მოსინჯვა, მოვისინჯე და ისე მოვისინჯე რომ დღეს დილას ძლივს მოვიძრე თითიდან საპნით.
ხოდა ახლა ვფიქრობ What the hell was going on ....
თქვენ თუ გქონიათ ასე ერთიანად აბნეული დღე?

ბიბლიოთეკა,
გამოცდა,
დალევა,
მეგობრები,
პარასკევი 13,
ტრამვაი,
ფართი,
ღვინო
Mar 13, 2009
ზოოფილია და კანონი
არ ვიცი რატომ მაგრამ დღეს მთელი დღეა ვფიქრობ ზოოფილებსა და კანონზე :D
რა არის ზოოფილია? ესაა სექსუალური ლტოლვა ცხოველის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ფრინველია, ძუძუმწოვარი თუ გინდაც სხვა რამ, უბრალოდ ასეთ ადამიანს სექსუალურად აღაგზნებს არა ადამიანი არამედ სხვა ცოცხალი არსება. მე როგორც ვიცი, ზოოფილია, ფილიების ჯგუფში შედის და განიხილება როგორც ფსიქიკური დაავადება, მაგრამ იმავდროეულად ადამიანი რომელიც ჩადის ზოოფილურ აქტს :ჵ:ჵ არღვევს კანონს და შესაბამისად ციხის კლიენტია.
ხოდა ცხოველთა დაცვის საზოგადოება ამბობს - რათქმაუნდა აუცილებელია ზოოფილიის აკრძალვა, რადგან ამით ცხოველის უფლებები ირღვევა, არავინ ეკითება უნდა თუ არა მას სექსი ორფეხა ადამიანთან. მაგრამ მე ვამბობ, ასეთი კანონით მართლაც ირღვეა ცხოველის უფლება, იმიტომ რომ ვაიდა მას მართლა უნდა სექსი ორფეხა ადამიანთან? როგორ თქვას ესა? ღმუილი დაიწყოს? თუ ნებართვის ფურცელზე ხელმოწერის ნაცვლად ტალახიანი ჩლიქი დაასვას?
ხოდა თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? :P
სად წავიყვანოთ ზოოფილი ადამიანი? არის თუ არა ზოოფილია დანაშაული? ირღვევა თუ არა ასეთი კანონით ცხოველთა და ადამიანთა უფლებები? :ჵ

Mar 12, 2009
კოფეინი მჭირდება!
ხვალ მაქვს გამოცდა , მე კიდე თურმე ყავა აღარ მქონია, რა ვქნა ახლა რითი შევინარჩუნო ჩემი თავი ფხიზელი მთელი ღამის განმავლობაში ისე რომ სწავლის ენერგია მქონდეს?ეზოში ჩასვლის და ყიდვის შანსი არაა, ისე თოვს და ისე ცივა, რომ ჩავიდე ამოვალ და ერთადერთი რასაც გავაკეთებ ძილია.
აბა გამოცდილო ხალხო, რას მეტყვით რა პროდუტიდან მივიღო კოფეინი?
Mar 11, 2009
თვითმკვლელობის "ვირუსი"
ძალიან გაოცებული დავრჩი როცა ერთ ერთი შვედურ-ბრიტანული გამოკვლევის შედეგები წავიკითხე. გამოკვლევა ეხებოდა თვითმკვლელობას. კვლევის მიხედვით თუ დაწესებულებაში ერთ ერთი თანამშრომელი იკლავს თავს მაშინ დიდი შანსია რომ სხვა მამაკაცი კოლეგაც იგივეს გააკეთეს.გამოკვლევის შედეგები დაფუძნებულია სხვადასხვა კველევებზე და მონაცემებზე და მათ შორის სტატიტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე თვითმკვლელობი დონე სტოკჰოლმში 1991 -1999. მკვლევარების აზრით იგივე ეფექტი მოქმედებს თუ ოჯახის ერთ ერთი წევრი იკლავს თავს (ის ფილმი გაგახსენდა ხო ? დები რომ იკლავენ თავს) და ეხება როგორც მამაკაცებს ასევე ქალებს.
ვიცი რა პრინციპით ხდება ჯგუფური თვითმკვლელობა, ინდივიდუალური თვითმკვლელობა, მაგრამ ეს თვითმკვლელობის ვირუსი რაღაც ახალია. ხოდა მოდით ვიმსჯელოთ პრობლემაზე და გამოვთქვათ ჩვენი ჰიპოთეზები - რატომ ხდება ასე?
Labels:
თვითმკვლელობა,
კვლევა,
კოლეგა,
სამსახური,
ჯგუფური თვითმკვლელობა
"We don't wanna put in"
ყველამ დაწერა და მეც მინდა დავწერო ერთი პოსტი ევროვიზიაზე და ჩვენი კონკურსანტების სიმღერაზე. როგორც ერთ ერთი შვედური გაზეთი იუწყება ქართველების მინაწილეობის საკითხი ”ევროვიზია 2009” დროებით შეჩერებულია სიმღერის პოლიტიკური შინაარსის გამო. European Broadcasting Union-მა ქართველებს მისცა არჩევანის გაკეთების საშუალება - შეცვალოს ტექსტი ან შეცვალოს მთელი სიმღერა.
გაზეთი იუწყება რომ ევროვიზიის წესების მიხედვით აკრძალულია სიმღერაში პოლიტიკური გზავნილის , ცუდი სიტყვების და ა.შ. არსებობა.

წყარო www.gp.se
ახლა რას იყტვიან წესები არ ვიცოდითო? თუ მშვენივრად იცოდნენ მაგრამ პატარა ხმაური უნდოდათ?
Mar 10, 2009
კიდევ ერთი ენა
ამ სემესტრში ვრჩები ინგლისურს და შვედურს ხოდა ახლა ვზივარ და ვფიქრობ შემოდგომიდან რა ენა დავიწყო. ეგ ვიცი რომ რომელიმე აზიური ენა მინდა იაპონური, ჩინური ან კორეული. (ირანული და სპარსული არაფრით, აქ იმდენნი არიან ეგენი რომ კონკურენციას მაინც ვერ გავუწევ ენის ცოდნაში :D ) რომელი ენა ავირჩიო?! არჩევანი უნდა გავაკეთო აპრილამდე რომ მოვასწრო აპლიკაციის გაგზავნა.
თქვენ რომელ ენას ისწავლიდით ამ სამიდან და რაც მთავარია დამისაბუთეთ რატომ :)
p.s. თითიეული ენა რას წარმოადგენს ვიცი, მაგრამ სხვისგანაც მაინტერესებს ამ ენებთან დაკავშირებით აზრის მოსმენა.

Application,
Chinese,
Japanese,
Korean,
language
I want to ride my bicycle
Almost everyone can drive a car, everyone can use a municipal transport but to ride a bicycle is something different. Why? Because it is good for nature, for our health and just fells good :)
If you live in Britain than you can easily get one from Internet, there is just really good site (I have written about it before as well) where you can find everything :). Imagine, nice windless day, birds are singing , sun is shining and you want to relax and have nice picnic with friends or with a family. You're taking your bike and riding to a beach or a park. Maybe you prefer mountains ? Not a problem at all, there are special mountain bikes as well. Of course with everything else, you need special clothing like bike shoes and shorts ... Does this sound nice? Are you already on your way ?

bicycle,
family,
Freddie Mercury,
friends,
mountain bike,
picnic,
shorts
Lights for my apartment :)
I think I have written that we have moved into a new apartment. We have bought furniture, painted walls and now it is time to buy lights for the apartment. If you have gone thought this, then u know that in shops everything is really expensive so that's why we have decided to get everything from online shops. So I've started to google and find one shop what looks interesting and not expensive.
The shop's name is Farrey's and have quiet nice assortment of different kind of lightning for interior and exterior. I liked several of them and now I am going to sh
ow them.
1. This lamp I think for dining room , is is from the George Kovacs Lighting collection.

2. For the bedroom, I found wall lamps from Forecast Lights and Lighting Accessories
3. And for living room, I think this Minka Lavery lightning is going to be just perfect
The shop's name is Farrey's and have quiet nice assortment of different kind of lightning for interior and exterior. I liked several of them and now I am going to sh
ow them.1. This lamp I think for dining room , is is from the George Kovacs Lighting collection.

2. For the bedroom, I found wall lamps from Forecast Lights and Lighting Accessories
3. And for living room, I think this Minka Lavery lightning is going to be just perfect
Mar 8, 2009
უსაქმურობა
უსაქმური - ეს ისეთი სიტყვაა რომელიც ყველას მწარედ ხვდება ყურში, ყველას აღიზიანებს ვინმე თუ უწოდებს, და თავადაც იყენებს თუ ვინმეს გაღიზიანება უნდა.
”შე უსაქმურო” - ალბათ ხშირად გაგიგიათ და რეაქციასაც შეამჩნვდით, რამდენად უსიამოვნოა ამ სიტყვების მოსმენა.
ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ სიყტვასთან დაკავშირებით ასოცირებულია დეგრადაციასთან. ანუ თუ ვარ უსაქმური, არაფერს არ ვაკეთებ და კიდევ უარესი არაფერის გაკეთება არ მინდა მაშინ როგორც პიროვნება ვხდები დეგრადირებული. გაკეთებაში მინდა გითხრათ რომ ვგულისმობ ყველანაირ საქმეს, გინდაც ბლოგების წერას, გინდაც წიგნების კითვას და ელემენტარული რაღაცით თავის დაკავებას რომელიც პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს. (არ მითხრათ ოღონდ ბლოგი რა მხრივ იწვევს პიროვნულ ზრდასო) .
იმისათვის რომ არ ვყოფილიყავი ”უსაქმური” ჩავეწერე უამრავ კურსზე, დავიწყე გიტარაზე დაკვრა, ვცდილობ ვისწავლო ხატვა და ა.შ. ნუ არ ვმუშაობ და ეს დრო როგორმე სასარგებლოდ უნდა გამოვიყენო.
თქვენ როგორ იკავებთ თავს? რას აკეთებთ იმისათვის რომ არ გქონდეთ მოკერებული კლიშე ”უსაქმური”

გამოსავალი,
გაღიზიანება,
გიტარა,
კლიშე,
ხატვა
Mar 7, 2009
სასურველი ცვლილებების მოლოდინში
არ ვიცი რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ასე, ალბათ დროა მივმართო სპეციალისტს. (ბოლოსდაბოლოს ერთხელ მაინც ხომ უნდა გამოვიყენო ჩემი დაზღვევა)
ვიცი რომ როგორც ვიქცევი ცუდია, ვიცი რომ ასე არ შეიძლება მაგრამ შეცვლა არ მინდა თუ არ შემიძილია არ ვიცი. ვიცი რომ უნდა გავერთო და იმის ნაცვლად რომ სახლში ვიჯდე დეპრესირებული და ათას უაზრობას ვაკეთებდე, ჯობია ჩემს ამხანაგებთან ერთად წავიდე აქეთ იქით და გავერთო. მაგრამ... ის რასაც ისინი ეძახიან გართობას არ მიზიდავს, ის რასაც ისისნი აკეთებენ არ მაინტერესებს. რა ვქნა? ვფიქრობდი იქნებ ვინდსერფინგის კლუბში გავწევრიანდეთქო? გავერთობი ცოტას მაგრამ მერე კიდე უარესად მოვიშლები ნერვებზე ასე მგონია.
როდის გამოვა ამინდი რომ დავიწყო სირბილი და გამოვათავისუფლო უარყოფითი ენერგია. დღეები გარბიან მე კი იმის მეტი რომ ყოველ დღე ათასი უაზრობის გამო დაგრუზული ვარ არაფერი მრჩება.

ამინდი,
ამხანაგები,
გართობა,
ვინდსერფინგი,
სირბილი
ნაღებიანი ბულკები
შვედეთში არის სპეციალური ფესტივალი რომელსიც ეძღვნება სპეციალურ ნამცხვარს/ბულკს სახელად Semla -ს (სურათი იხილეთ ქვევით)

ეს არის ბულკის სპეციალური სახეობა რომელიც ცხვება სპეციალურად მხოლოდ ზამთრობით და უამრავი საცხობი ეჯიბრება ერთმანეთს საუკეთესო ზემლას სახელის მოპოვებისათვის. ის თუ როგორ კეთდება ზემლა და უფრო მეტიც იხილეთ აქ
მოკლეთ ეს კვირა არის ზემლა ფესტივალის ბოლო კვირა, ხოდა ხალხი და მათ შორის მეც გამალებული ვყიდულობთ ბულკებს. დღესაც ასე მოვიქეცი, ვიყიდე 4 დიდი ზემლა მაგრამ იმის ნაცვლად რომ სახლში მომეტანა ... :P :D
ტრამვაიში ყოფნისას თვალი მოვკარი არხში მოცურავე ორ გედს. ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი გაკვირვება, ქალაქის ცენტრი, უჭუჭყიანესი არხი კვატებით სავსე და ორი ლამაზი თეთრი გედი. ტრამვაიდან სასწრაფოდ ჩამოვედი და გადავეყუდე ხიდზე. ამ გედებს ისეთი საწყალი მშიერი სახე ქონდათ გადავწყვიტე მათი დაპურება ანუ დაზემლება :ჵ:ჵ ხოდა ორ გედს ჩემი ოთხივე ზემლა შევაჭამე, მე კი ფრიად კმაყოფილი წამოვედი სახლში, იმით რომ გედები გამაძღარნი დავტოვე :P

Mar 5, 2009
მეგობრები და მათი პარტნიორები
ერმონიასაგან შთაგონებული ვჯდები და ვწერ ერთ პოსტს ზოგადად ჩვენი მეგობრებისა და მათი პარტნიორების შესახებ.
ზოგადად საკითხი ალბათ ასე უნდა დავსვა: მე როგორც მეგობარს მაქვს თუ არა უფლება მივუთითო ჩემს მეგობარს რომ მისი პარტნიორი არის შტერი, პროსტიტუტკა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) და კიდევ უარესი ის მხოლოდ იმიტომ სჭირდება რომ გამოიყენოს, თუ უნდა გავჩუმდე და მშვიდად ვუყურო მოვლენების განვითარებას? ვიცი რომ არავინ არ უგდებს სხვის რჩევას ყურს მეც მათ შორის, მაგრამ რომ ვხედავ ადამიანი შეცდომას უშვებს, როგორ არ მივუთითო? თან უბრალოდ გამვლელი კი არა არამედ ჩემი ახლობელი, გინდაც ჩემი ქმრის მეგობრები რომლებიც მართლა კარგი ბიჭები არიან მაგრამ...
ჩემი აწ გარდაცვლილი მასწავლებელი ამბობდა ხოლმე, ყველა ადამიანი თავისი თვითშეფასების მიხედვით იღცევს პარტნიორსო, იგივეა რაც - მაჩვენე შენი პარტნიორი და გეტყვი როგორი თვითშეფასება გაქვს შენ.
მე როგორც რევოლუციონერული (რა ძნელი სიტყვაა ეს ოხერი) სულის ადამიანი, ვერ ვჩუმდები და რასაც ვფიქრობ პირდაპირ ვამბობ, ხშირად გული სტკივათ ხოლმე ჩემი ასეთი პირდაპირობის გამო, მაგრამ მე ვთვლი საჭიროდ მივუთითო შეცდომა (პარანოიდული იდეებით შემოსილი არ გეგონოთ)
თქვენ როგორ იქცევით მსგავს შემთვევაში? მითითება სჯობია თუ იგნორირება?

ერმონია,
თვითშეფასება,
მასწავლებელი,
მეგობარი,
პარტნიორი
Mar 4, 2009
რატომ მიყვარს ზაფხული
ადამიანთა იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები ვისაც ზაფხულზე აბოდებს, პირიქით ზამთრის ადამიანი ვარ, რაც უფრო ცივა და მაგრად თოვს მით უფრო კარგად ვგრძნობს თავს. მაგრამ მაინც არის ერთი მიზეზი რატომაც აგერ უკვე მეოთხე წელია სულმოუთქმენლად ველოდები ზაფხულს. ისე, ზოგადად ზაფხულს კი არა არამედ აგვისტოს 2 კვირას როცა მე, ჩემი ქმარი და მისი მეგობრები ერთად წავალთ დასასვენებლად მისი მეგობრის დაჩაზე ტბა ბალატონზე .აბა მითხარით რა იფიქრეთ? რომ მე მსიამოვნებს ჩემი ქმრის მეგობრებთან და მათ გადარეულ შეყვარებულებთან ერთად ყოფნა? რომ მე მიყვარს უნგრეთში ჩასვლა? რომ მე მომწონს ბალატონი? ნურას უკაცრავად :P :P მიზეზი თუ რატომ მიხარია იქ წავლა არის windsurfing.
როცა ჩემი ქმრის მეგობარს - ბალაჟს პირველად შევხვდი დაახლოებით 4 წლის წინ, შემომთავაზა ესწავლებინა ჩემთვის დაფისა და იალქნის მართვა. მეც მეტი რა მინდოდა, რათქმაუნდა დავთანხმდი და მას შემდეგ, ყოველ ზაფხულს ვსერფავ. :P well, როგორც ბალაჟი ამბობს ძალიან ნიჭიერი მოსწავლე ვარ, რადგან პირველ ცდაზე დაფაზე ვერავინ ვერ დგება, მე კიდე დავდექი და გავცურე კიდეც - და აი ამ მომენტიდან დაიწყო ჩემი სიყვარული და თაყვანისცემა სპორტის ამ სახეობის მიმართ.
წარმოიდგინეთ, დგახართ დაფაზე, ხელში კი გიჭირავთ იალქანი. მთავარია გააკონტროლოთ საკუთარი სხეულის სიმძიმე, მერე ქარის მიმართულება დაიჭიროთ და ბოლოს კი ტალღებზე იფიქროთ. ვერ აგიხსნით რა შეგრძნებაა... ძალიან მობილიზირებული ხდები ადამიანი თავიდან , მაგრამ როგორც კი მოახდენ კონცენტრაციას და ქარსაც დაიჭერ მხოლოდ ფსიქოლოგიურ სიამოვნებას განიცდი, რომ შეგიძლია ”მოარჯულო” საკუთარი სხეული, ქარი და წყალი.
სპორტის რა სახეობა გიტაცებთ ? და რაც მთავარია რატომ?
Labels:
windsurfing,
ბალატონი,
დაჩა,
ზაფხული. აგვისტო,
უნგრეთი
Mar 3, 2009
მასობრივი თვითმკვლელობა თუ შეცდომა ნავიგაციაში?
არა მგონია არსებობდეს ადამიანი რომელსაც არ სმენია ვეშაპების მასობრივი ”თვითმკვლელობის ” შესახებ. ანუ , ვეშაპთა დიდი გუნდი, ერთად ”გადის” ნაპირზე სადაც ისინი იხოცებიან უჟანგბადობის ან საკუთარი მასის გამო. ეს მოვლენა ყველაზე დიდი სიხშირით შენიშნულია ავსტრალიის ერთ - ერთი კუნძულ და შტატის ტასმანიის სანაპორობეთან. თავად მოვლენას კი ქვია the mass strandings. როგორც ჩემი ბიოლოგიის ენციკლოპედიაში ამოვიკითხე, ”ნაპირზე გასვლა” ხორციელდებ ერთი ვეშაპის ან ვეშაპთა გუნდის მიერ.

რა ხდება სინამდვილეში? ამ კითვაზე სწორი პასუხი არ არსებობს, ერთ ერთი ვერსიის მიხედვით, წამყვან ვეშაპი შეცდომას უშვებს ელოქტრომაგნიტურ ველებთან დაგავშირებით, და იმის ნაცვლად რომ მთელი ჯგუფი ღრმა წყალში შეიყვანოს, პირიქით ნაპირზე გამოყავს.
თქვენ რა ვერსიების შესახებ გსმენიათ?

Australia,
Tasmania,
the mass stranding,
Whale
Mar 2, 2009
ჩემი პოლიტიკური ფიქრები
ის რაც დღეს საქათველოში ხდება ძალიან დამაფიქრებელი და საშიშია. საერთოდ პოლიტიკაში ნაკლებად ვერკვევი არც მაინტერესებს სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ მაინტერესებს ხალხის და ჩემი ოჯახის ბედი. მაინტერესებს ის თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის რასაც რუსთავი ორზე კურიერში აჩვენებენ (სამწუხაროდ მხოლოდ ამ არხის ყურების საშუალება მაქვს და ვერ ვახერხებ სხვა არხებთან შედარებას და ცოტა აზრზე მოსვლას)
არის თუ არა რუსეთის შეტევა მართლა რეალური? თუ არის მაშინ რას ველოდბით და რატომ არ ცხადდება მობილიზაცია? თუ არ არის მაშინ რატომ აწყობს მთავრობას ხალხის ასე დაშინება?
მე როგორც ვამჩნევ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, და როგორც ვამჩნევ ჩვენი ამჟამიდელი პრეზიდენტი კვლავ გაიმარჯევს და მერე რა მოხდება, გადაგვივლიან რუსები? თუ ის არ გაიმარჯვებს და ვინმე სხვა (ეს კიდე უფრო მაშინებს) მაშინ რაღა გევშველება? ქვეყანაში სადაც პოლიტიკოსთა ძირითადმა მასამ არ იცის ურთიერთთანამშრომლობა და მოქმედებენ პრინციპით - ”ჩვენ თუ არ ვართ მთავრობაში, მაშინ ვიწყებთ პროტესტს, მიტინგებს და ა.შ.” - შეუძიათ კი ასეთ პარტიებს და ჯგუფებს ქვეყნისათვის სარგებლის მოტანა? მე რასაც ვხედავ ყველა საკუთარ ჯიბეზე ზრუნავს, და ასე მგონია ერთი სული აქვთ როდის მოხდებიან მთავრობაში რომ ანგარიშები და ჯიბეები უფრო გაისქელონ.
ხახლო ხედავთ რამე გამოსავალს? თუ მე მეჩვენება ყველაფერი შავად?

არჩევნები,
მთავრება,
პოლიტიკა,
პრეზიდენტი,
რუსეთი
Facebook - ერთი ”მამაცი” ნაბიჯით წინ
Facebook -ი აპირებს მის მომხმარებელთა დახმარების გამოყენებას იმისათვის რომ ჩამოაყალიბოს და გაააუმჯობესოს კომპანიის კანონები და პროდუქტები. ამ გზით , Facebook- ი ცდილობს თავი აარიდოს საპროტესტო აქციებს, რომელიც ბოლო წლები არაერთხელ ყოფილა. (შეგახსნებთ რომ სულ ბოლო პროტესტი და აურზაური ეხებოდა ფეისბუქის წარმომადგელების მიერ კონტროლის განხორციელების მცდელობას თითოეული წევრის პირად სურათებსა თუ ინფრომაციაზე)
ფეისბუქის დამფიუძნებელმა Mark Zuckerberg თქვა რომ ახლი წესების და იდეების დისკუსია შესაძლებელი გახსება ქსელის თითოეული მომხმარებლის მიერ და რაიმე პროექტზე ხმის მიცემა ასევე მოხდება დემოკრატიული გზით.
ახალ წინადადებაში რომლის განხილვაც სულ მალე დაიწყება წერია რომ, მომხმარებელს აქვს ერთპიროვნული კონტროლი თავის პირად ინფორმაციაზე, და თუ ის გადაწყვიტავს ქსელის დატოვებას მაშინ შეეძლება პირადი ინფორმაციის სრული წაშლაც.
ვკითხულობდი ამ სტატიას და დამებადა რემოდენიმე კითვა. მაგ: რა ენაზე მოხდება ამ პროექტების განხილვა? ვინ გააკონტროლებს Facebook-ის მუშაობას? მომხმარებლის მიერ პირადი იფორმაციის წაშლით, მართლა იშლება თუ არა ის?როგორ შეიძება Facebook-ის ადმინისტრაციამ გამოიყნოს ჩვენი პირადი ინფორმაცია?

მომღერალი მადონა და დიდი ნაცრისფერი ბუ

გეთანხმებით რომ სათაური სრული აბსურდი ჩანს, მაგრამ ახლავე გაგარკვევთ საქმის არსში. 9 აგვისტოს ჩემს ქალქს სტუმრობს პოპ ვარსკვლავი მადონა, კონცერტი გაიმართება ქალაქის სტადიონზე. ჰმმმ.. შეიძლება მკითხოთ კი მაგრამ ბუ რაღა შუაშია? ახლავე გიპასუხებთ - იმ შუაშია რომ ქალაქის სტადიონზე ბუემბა დაიდეს ბინა. დიახ დიახ, ჩვეულებრივმა, დიდმა ნაცრისფერმა მტაცებელმა ბუემბა, რომელნიც ყოველ საღამოს გამოდიან და ნადირობენ კურდღლებზე , სხვადასხვა ფრინველსა თუ თაგვებზე. პრობლემა რაღაოო მკითხავთ? საქმე იმაშია რომ ეს ფრინველები საშინლად ვერ იტანენ ხმაურს , ხოდა ამდენი ხალხისა და ხმაურის შემყურე რას იზავენ არ ვიცი, არადა ეს სტადიონი სპეციალური ადგილია მათთვის, ყოველ წელს მოფრინავენ და ბუდობენ.
Labels:
ბუ,
კონცერტი,
მადონა,
პოპ ვარსკვლავი,
სტადიონი
Mar 1, 2009
Japanese Rube Goldberg Contest
ჰეჰეეე, ძალიან ბევრი ვიცინე :)პრინციპი არის რაიმე ძალიან მარტივის გაკეთება ძალიან რთული გზით,ხოდა მგონია მშვენივრად გაირთულეს საქმე.
Labels:
იაპონია,
მანქანა,
ნუდლი,
სირტულეების მაძებარნი
Subscribe to:
Posts (Atom)