6 კვირის წინ, მქონდა დავალება რომელიც იმდენად რთული იყო რომ არც კი მიცდია დამეწერა, უბრალოდ გადავწყვირე მასწავლებლის ”გადაგდება” , ნუ სუფთა გრუზინსკული გამოსავალი.
ორიოდე დღის უკან მივიღე მასწავლებლისაგან წერილი რომ დავალება აუცილებლად უნდა შევასრულო ოშაბათამდე ანუ 2 მარტამდე. მე კიდევ ერთხელ ”ვიგრუზინსკე” და ვუპასუხე რომ ეს დავალება იმდენად შეუსრულებადია რომ არ ვაპირებ მისი დაწერის მცდელობასაც კი, მასწავლებელმაც არ დააყოვნა და მისაპუხა - ”თუ დავალებას არ გამოაგზავნი ორშაბათამდე საგანში ნიშანს არ დაგიწერო” ხოდა ახლა ჩემი შეუსრულებადი დავალება უნდა დავწერო სამ დღეში. ნიშანს თუ არ დამიწერს მაშინ სტიპენდიას აღარ მომცემენ.
რა ვქნა ახლა მე?
Feb 27, 2009
Feb 26, 2009
ჩემი საჩუქრები :)
აი ეს ლამაზი საჩუქრები მივიღე დაბადების დღეზე :)
ეს ლამაზი ორქიდეა, რომელიც ჩემ ძველ ორქიდეას მივუსვი გვერდით. იმედია ჩემი ძველი იეჭვიანებს და ყვავილობას დაიწყებს :)

ეს ჩემი ქმრიგან, მასაკის ფორტოხალი .ჩემი უსაყვარლესი ბრენდია და მისი სუნამოების გარდა არაფერს არ ვატარებ :)

ეს პაწუკა მცენარეებიც ჩემი ამხანაგებისაგან :)

ასევე მაჩუქეს ლამაზი საყურე ცისფერი თვლებით , და ბეეეეევრი შოკოლადი :ჵ

Feb 25, 2009
სამეფო ქორწილის მოლოდინში :)
როგორც იქნა!ურთიერთობის 7 წლიანი პერიოდის შემდეგ შევედეთის კრონპრინცესა ვიქტორია დაინიშნა მის შიყვარებულ დანიელზე. რატომ გაგრძელდა ეს ურთიერთობა ასე დიდხანს ყოველგვარი ქორწილისა და ნიშნობის გარეშე? იმიტომ რომ დანიელი სამეფო კარის წამომადგენელი კი არა, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანია. შვედეთის კანონების მიხედვით კი თუ პალამენტი და სამეფო კარი არ მოიწონებს ასეთ ქორწინებას მაშინ პრინცესას ორი გამოსავალი აქვს 1. დაკარგოს ტიტული და გაჰყვეს თავის რჩეულს და 2. შეინარჩუნოს ტიტული მაგრამ დაკარგოს რჩეული. საბედნიეროდ ვიქტორიას ნება დართეს ქორწილზე, ასე რომ მთელი ქეყანა სამეფო ქორწილის მოლოდინშია :)
არ ვიცი რა მიხარია მაგრამ კი მიხარია :) რაღაც ადამიანურ თანაგრნობა მაქვს პრინცესას მიმართ რომელმაც სიყვარულის გამო ყველაფერი სასწორზე დადო (ნუ რომანტიკოსი ვარ და რა ვქნა :ჵ)
ეკონომისტებმა დაახლოებით მოითვალეს რამდენი დაჯდება პრინცესას ქორწილი - 2.5 მილიარდი კრონა (ერთ ერთი გაზეთის მიხედვით. თუ გადავიანგარიშებთ 2.5 მილიონ ევროზე მეტი გამოდის) დამეთანხმებით რომ პატარა თანხა არაა, ამიტომ ხალხის აზრი ორად გაიყო. ერთი მხარე ამბობს- რატომ უნდა დაფინანსდეს პრინცესას ქორწილი ამ ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი გადასახადებით, როცა იგივე ფული შეიძლება მოხმარდეს განათლებას, ჯანმრთელობის სისტემას, გარემოს და ა.შ. ? მერე მხარე კი ამბობს - ”სიყვარულს გაუმარჯოს” და სრულიად თანახმანი არიან თუ მათი გადასახადებით ქორწილი გაიმართება.
მე პირადად მეორე მხარეს განვკუთნები :) სამეფო ქორწილები არც ისე ხშირია , ასე რომ ქვეყანამ შეიძლება თავს უფლება მისცეს და თავის საყვარელ პრინცესას ჭეშმარიტად მეფური ქორწილი გადაუხადოს :)
Labels:
პარლამენტი,
სამეფო კარი,
ქორწილი,
შვედეთის პრინცესა ვიქტორია
Feb 24, 2009
ზოგიერთი უაზრო პოსტის სრულიად აზრიანი მიზეზი
თუ გახსოვთ სვითიმ თავის ბლოგზე დაწერა ბლოგის მეშვეობით ფულის გამომუშავების ერთ ერთი ხერხის შესახებ - ანუ რეგიტრირდები აქ და შემდეგ ელოდები სხვადასხვა შეკვეთებს. არსი იმაშია რომ წერ სტატიებს და ისინი გიხდიან ფულს.
მოკლეთ რომ მოვჭრა, მეც ვარ დარეგიტრირებული ამ საიტზე ჩემი სამი ბლოგით და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გუშინ მეორე შეკვეთა მივიღე მაგრამ ქართულ ბლოგზე. ამიტომ, მინდა გითხრათ რომ ნუ გაგიკვირდებათ თუ ჩემს ბლოგზ ხანდახან ცუდი ინგლისურით დაწერილ გაუგებარ პოსტებს მოკრავთ თვალს. უბრალოდ იცოდეთ რომ ეს პოსტები ზემოთხსებული შეკვეთის გამოა დაწერილი :)

Feb 23, 2009
შედეგი კვლევისა - რატომ შეწყდა სპილოს ფრენა უცაბედად
| |||||||||||||
| ალბათ ხვდებით რომ ეს კითვარი პროექციული ხასიათის არის. აქ სპილოს ფრენა არის ჩვენი მიზანი, ჩვენი საქმიანობის პროცესი, ხოლო შესაძლო კითხვები კი მიზეზები იმსა რატომ შეიძლება უარი ვთქვათ საქმის ბოლომდე მიყვანამდე. მიხარია რომ ის შედეგები მივიღეთ რაც ზევით წერია. | |||||||||||||
And the Oscar Goes to...
უცებ ჩამოვწერ 2009 წლის გამარჯვებულ ოსკაროსანი მსახიობების და ფილმების პატარა სიას :)
1. Performance by an actress in a supporting role - Penelope Cruz "Vicky Cristina Barcelona" ძალიან გამიხარდა :)
2. Original Screenplay - "Milk" by Dustin Lance Black
3. Best Animated Feature Film of the Year - ”WALL-E" by Andrew Stanton ყველა ფილმს შორის ეს მართლა საუკეთესო იყო :)
4.Best Live Action Short Film - "Spielzeugland (Toyland)" -- Jochen Alexander Freydank
5. Performance by an Actor in a Supporting Role - Heath Ledger - "The Dark Knight"
6. Best Documentary Feature - "Man on Wire" -- James Marsh and Simon Chinn
7.Best Documentary Short Subject - "Smile Pinki" -- Megan Mylan
8. Achievement in Visual Effects - "The Curious Case of Benjamin Button" -- Eric Barba, Steve Preeg, Burt Dalton, and Craig Berron
9. Best Foreign Language Film of the Year - "Departures" -- Japan
10. Achievement in Directing - Danny Boyle -"Slumdog Millionaire"
11. Performance by an Actress in a Leading Role - Kate Winslet - "The Reader" ასეც ვიცოდი.
12. Performance by an Actor in a Leading Role - Sean Penn -- "Milk" გამიხარდა ძალიან :)
13.Best Motion Picture of the Year - "Slumdog Millionaire"
სამწუხაროდ მე ვერ ვუყურე პირდაპირ ეთერს რადგან ძალიან გვიან დაიწყო. ტქვენ მოახერხეთ ყურება? შეიმჩნეოდა ეკონომიკური კრიზისი მსახიობთა ჩაცმულობაზე?

გამარჯვებული .,
დაჯილდოება,
ოსკარი 2009
Feb 21, 2009
გაურკვეველი წარმომავლობის ვიდეოები :D
ხალხო, გამაგებინეთ მე ვარ შტერი და არ მესმის რატომ მოსწონთ ხალხს აი ეს სიმღერა თუ მართლა ყველა გამოშტერდა?
და ესეც მეორე ვიდეო, იმედია იმხიარულებთ :D ვის მოაფიქრდა უკრაინული ჯარისათვის ასეთი ვიდეოს გადაღება აზრზე არ ვარ :D
და ესეც მეორე ვიდეო, იმედია იმხიარულებთ :D ვის მოაფიქრდა უკრაინული ჯარისათვის ასეთი ვიდეოს გადაღება აზრზე არ ვარ :D
Labels:
a song,
Ukrainian Army AD,
video,
YouTube
Feb 20, 2009
დროში გაფერმკრთალებული ოცნებები
ასეთი შემთხვევა გქონიათ - ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდით რაღაცაზე, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, ოცნება კი გახსოვთ მაგრამ რატომ ოცნებოდით ის არა. რატომ გიდოდათ მიგეღოთ ის რაღაც რაზეც ამდენ ფსიქიკურ (და შეიძება ფიზიკურსაც) დროს და ენერგიას ხარჯავდით?
იმისათვის რომ უფრო თვალსაჩინო გავხადო რაზე ვლაპარაკობ ერთ მაგალითს დავწერ. როცა ჩემი ოცნების სახლზე ვფიქრბდი და ვოცნებობდი, სულ მინდოდა რომ საძინებელს დიდი აივანი ქონოდა რომელიც მთებს ან ზღვას გადაჰყურებდა. მივიღე ის რაც მინდოდა მაგრამ სამაგიეროდ დამავიწყდა რატომ მინდოდა. რატომ მინდოდა აივნიანი საძინებელი არ მახსოვს...
ხანდახან რა ბანალური ოცნებები გვაქვს ადამიანებს გასაკავირია პირდაპირ...

Feb 17, 2009
ჩემი პირველი შენაძენი
დღეს ვიყიდე პირველი სურათი ჩვენი სახლისათვის :) აქამდე მინდოდა რომ ყველაფერი ჩემით დამეხატა მაგრამ მარავალი უშედეგო ცდის შემდეგ გადავწყვიტე მცოდნეების მიერ შესრულებული ნახატები მეყიდა (თუმცა სასადილო ოთახს მაინც ჩემი ნახატებით მოვრთავ :D )
აი ესაა ჩემი პირველი ნახატი, შესრულებულია ზეთის საღებავებით.

სახლისათვის, თქვენ რა სახის დეკორაციებს ანიჭებთ უპირატესობას?
აი ესაა ჩემი პირველი ნახატი, შესრულებულია ზეთის საღებავებით.

სახლისათვის, თქვენ რა სახის დეკორაციებს ანიჭებთ უპირატესობას?
Feb 16, 2009
პატარა თავსატეხისავით :)
რამოდენიმე დღის წინ, საზოგადოებათმცოდნეობის ლექციაზე პატარ პატარა ჯგუფებში ვმსჯელობდით ადამიანთა უფლებებზე. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რისი გათვალისწინებაა ყველაზე მთავრი როცა ადამიანთა უფლებების კოდექსზე ვსაუბრობთ?!
მოცემული გვქონდა 30 დებულება ბაზალური ღირებულებებიდან დაწყებული და ზევით. უნდა მოგვერჩია ხუთი მთავარი ღირებულება რომლებიჩ ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანთა უფლებების დაცვის კოდექსში. ისე მოხდა რომ ყველა ჩვენთაგანი მეტნაკლებად სხვადასხვა გზით წავედით. ქვემოთ ჩამოვწერ რა ქვეყნებიდან ვიყავით ჯგუში და რა ღირებულებები ამოვირჩიეთ.
ჯგუფის წარმომადგენლები:
A. მე, საქართველო
B.მამაკაცი, შვედეთი
C.მამაკაცი, ჩინეთი
D.მამაკაცი, ავღანეთი
E.მამაკაცი, სამხრეთ აფრიკა.
ღირებულებათა 5 ჯგუფი რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა აირჩია.
1. საჭმელი, ჩასაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, სამსახური.
2. საჭმელი, ჩასაცმელი, განათლება, საცხოვრებელი, ჯანმრთელობის სისტემა
3. საჭმელი, ჩასაცმელი, საცხოვრებელი, სამსახური (ამან მეხუთე ვერ აირჩია)
4. საჭმელი, ჩასაცმელი, საცხოვრებელი, სამსახური, განათლება
5. მშვიდობა, თანასწორება, სიტყვის თავისუფლება, აღმსარებლობის თავისუფლება, არჩევნის უფლება.
თქვენი აზრით ღირებულებათა რომელი ჯგუფი აირჩია ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანათა წარმომადგენლებმა? და მთავარი კითხვა რატომ?

Feb 13, 2009
ყველაზე არასასურველი პროფესია
რადგანაც სამუშაოს ვეძებ , თავისთვად ბევრს ვფიქრობ იმაზე თუ რა პროფესიას არ ამოვირჩევდი განათლების სულ ნულიდან მიღების საჭიროება რომ იყოს ან რა პროფესიით არ ვიმუშავებდი საერთოდ შიმშილით რომ ვკვდებოდე. ჩემთვის შევქმენი პროფესიათა პატარა წითელი სიაც კი - მიზეზი იმისა თუ რატომ არ გავაკეთებ, არის არა ის რომ ”მეპაზორება” ან რამე, არამედ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სტრესი, პროფესიისა და ჩემი ღირებულებების სრული კონტრასტი.
წითელი სია:
1. Executor - არის ის პროფესია რაზე გაფიქრებაც კი მზარავს. ასევე ნებისმიერი თანამდებობა ციხეში
2. ფიზიკურად ავადმყოფი ადამიანების მომვლელი. ვერასდროს ვერ ვიმუშავებ , იმიტომ რომ საშინლად ცუდად ვხდები ამ ადამიანებს რომ ვუყურებ. მეცოდებიან (თქვენ იტყვით სესაცოდი რა აქვთო მაგრამ მაინც მეცოდებიან) , თავს დამნაშავედ ვგრძნობ არ ვიცი რატომ
3. მართალია ჩვენს ქვეყანაში არაა ეს პროფესია მაგრამ არ ვიმუშავებდი - პროსტიტუტკად
:P სერვისზე ორიენტირებული ადამიანი არ ვარ და არ გამოვდგები :P
4.მესაფლავე და ყველაფერი რაც მკვდებთანაა დაკავშირებული.
5. დამლაგებელი- ვერ ვიმუშავებ ფიზიკური თვალსაზრისის გამო, იმირომ რომ ქიმიკატებზე საშინელი ალერგია მაქვს.
6.ვერ ვიმუშავებდი გამყიდვლად, კიდევ ერთხელ იმიტომ რომ სერვისზე ორიენტირებული ადამინი არ ვარ და ელემენტარული ვერ ”ვაიძულებ” ვინმეს იყიდოს ის რაც მას საერთოდ არ სჭირდება
7. კგბ -ს აგენტი და ნებისმიერი პროფესია რაც არის დაკავშირებული სამხედროსთან, მილიციასთან და ა.შ.
8.არაოფიციალური პროფესიებიდან ვერ ვიქნებდი - ქურდი, მაფიოზი, მკვლელი, გამტაცებელი, ტერორისტი და ა.შ.
9. ვერ და არ ვიმუშავებ ცხოველების საკლავ ფერმაში. ხორცი კი მიყვარს მაგრამ რომ ვხედავ როგორ კლავენ რამეს ძლიან ცუდად ვხვდები.
თქვენს წითელ სიაში რა პროფესიებია? რად არ/ვერ იმუშავებთ და რატომ?

განათლება,
კგბ,
პროსტიტუტკა,
პროფესია,
სამსახური,
სტრესი,
წითელი სია
საჩუქრების მიღების კიდევ ერთი მიზეზი :ჵ
აბა ხალხო, როგორ და ვისთან ერთად ხვდებით ამ დღეს. რას ელით სხვისგან და თქვენ რის ჩუქებას აპირებთ?? რამე გიჟური იდეა თუ გქვთ დაგვიწერეთ და გაგვიზიარეთ :)მე სახლში ვაპირებ ყოფნას. ვინაიდან და რადგანაც ფული არ მაქვს ამიტომ ჩემს ქმარს საჩუქრად გამოვუცხობ ”ჩიზქეიქს” და შევეცდები ლამაზად მოვრთო. ჩემი ქმარი რას მიმზადებს დახლოებით კი ვიცი, ჯერ კიდევ შობას ჩამოვიდა ბანდეროლი გერმანიიდან ორი სუნამოთი. ერთი საშობაოდ მომცა და მეორე ჯერ არა... ხოდა არ ვიცი რას უპირებს, დაბადების დღეზე მომცემს თუ ვალნტინის დღისათვის :P
p.s. ჩემი ქმარი თუ კარგად მოიწცა მაშინ შეიძლება კიდევ ერთის აჩუქარი გავუკეთო - დავბეჭდო კალენდარი სადაც ყოველი დღე 14 თებერვალი იქნება :D
Labels:
14 February,
Valentine's Day,
საჩუქრები,
შეყვარებულები
Feb 12, 2009
ერთი კითხვა - ”შკოლნიკების პორნო” -სთან დაკავშირებით
მაინტერესებს რა ბედი ელის იმ საიტის მეპატრონეს რომელსაც საიტზე უდევს ”შკოლნიკების პორნო” (არასრულწლოვანი ბავშვების) ? ვიდეო, საიტის მეპატრონის გადაღებული არ უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი ის კია რომ საიტზე დევს და ავრცელებს.
Labels:
ერთი შეკითხვა.,
”შკოლნიკების პორნო”
Feb 11, 2009
აბა მოდელები იაფად! ეკონომიკური კრიზისის ერთი დადებითი მხარე :P
არავის არ გაგიკვირდებათ ფასდაკლება მანქანებზე, ავეჯზე, სახლებზე, ტანსაცმელზე გინდაც საჭმელზე მაგრამ რა რეაქცია გექნებათ თუ წაიკითხავთ ”მოდელები ფასდაკლებით” მოგეხსენებათ რომ დღესდღეობით მსოფლიო საშინელ ეკონომიკურ კრიზისშია. კრიზისი ყველაფერს შეეხო და მათ შორის სამოდელო ბიზნესსაც, ამიტომ ჩვეულებრივ საშუალო კლასის მოდელებს ორი აჩევანი აქვთ :ჵ დიდი კონკურენციის გამო იმუშაონ ნახევარფასად ან კიდევ საერთო არ იმუშაონ და დაელოდონ უფრო შესაფერის მომენტს როცა მათი ”სილამაზე” ისევ სიე დაფასდება როგორც კრიზისამდე. სანამ კრიზისი გაივლის რამოდენიმე მოდელი ალბათ დაბერდება კიდეც ხოდა ნეტა მერე რას იზავენ ? :P :P
ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, ასევე ამ მოვლენასაც კერძოდ ის რომ ახალგაზრდა დამწყებ მოდელებს უფრო დიდი შანსი მიეცემათ Aგამოვიდნენ ასპარეზზე, რადგან ხშირად სრულიად მიზერულ ანაზღაურებასაც თანხმდებიან დასაწყისისათვის, კომპანიებს კიდე ის დრო დაუდგათ რომ ფულს ცოტა ხელი მოუჭირონ და მხოლოდ ”მოდელის ცნობადობის გამო ” არ დაფლანგონ ათიათასობით დოლარი თუ ევრო :)
თქვენ რა მხრივ შეგეხოთ მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი? მე მაგალითად მოდელი არ ვარ მაგრამ მაინც შემეხო, კერძოდ კი კომპანიებმა შეამცირეს ზოგმა კი მთლიანად შეწყვიტა ახალი კადრების დაქირავება. ასევე გაიზარდა კონკურენცია რადგან უკვე ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ხოდა მიჩნდება კითხვა Куда мы катимся и как докатимся?
Labels:
Economic crisis,
models,
sale,
Куда мы катимся?
Feb 9, 2009
Sometimes...
ზოგჯერ მინდა ვინმეს დაველაპარაკო... არა, ღმერთის არსებობაზე არა, არც ცხოვრების აზრზე ეს ყველაფერი დიდი ხანია გავარკვიე ჩემს თავთან, არამედ იმ ყველაფერზე რაც მაწუხებს... შემიძლია ფსიქოთერაპევტთან წავიდე (მადლობა ჩემ სადაზღვევო კომპანიას რომელიც მაძლევს ამის საშუალებას) და გემრიელად დავგრუზო.. მაგრამ არ მინდა, იმიტომ რომ ერთი თუ ამოვთქვი მთლიანად დავიშლები.
Feb 8, 2009
”მითხარი ვისთან წევხარ და გეტყვი ვინ ხარ შენ”- ერთი პოსტი მარაზმატიკ ადამიანებსა და საზოგადოებაზე
კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ჩვენი ბლოგოსფეროს ერთ ერთი წარმომადგენლის ალექსანდრეს ბლოგს და კეროდ აი ამ პოსტს.ვკითხულობდი პოსტს თავისი კომენტარებით და ვერ გამეგო რა ხდება. საერთოდ რა ხდება ჩვენს თავს?! ქურდი, გარეწარი, მკვლელი თუ უამრავი უსინდისო ადამიანი თავისულფად დაიარება ქუჩაში, არ ეშინია საზოგადოების და საზოგადოებაც ზოგადად არაფერს ერჩის მათ მანამ სანამ პირადად არ შეეხებიან... მაგრამ რა დააშავეს არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებმა? რატომ უნდა იმალებოდნენ, რატომ არ უნდა შეეძლოთ თავისუფლად გამოხატონ თავისი ორიენტაცია, თქვან თავისი სიტყვა? რატომ უნდა ეშინოდეთ და რატომ არ უნდა იცავდეთ მათ კანონი? აქვე მინდა დავწერო რომ მხედველობაში არ მაქვს მხოლო ჰომოსექსუალები არამედ ტრანსექსუალები და ა.შ. ასე გვინდა ჩვენ ევროპაში ცხოვრება? ასეთ საზოგადოებაში გვინდა შვილების გაზრდა სადაც ადამიანს იმის გამო სდევნიან თუ ვისთან ”წევს” და ვინ ყავს პარტნიორად?!
არის კი საამაყო ისეთი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომლის წარმომადგენელმა საზოგადოებამ ისეთი უმნიშვნელოვანესი თვისება ვერ შეიძინა როგორიცაა - ტოლერანტობა!
Labels:
Homophobia,
kids,
low,
mentally sick society,
sexual orientation
Feb 6, 2009
20 კი არა 24 :)
სტატიის მიხედვით ახალდაბადებული Kamani Hubbard არის უნიკალური. ექიმებს ლოსანჯელესის წმინდა ლუკას საავადმყოფოში საკუთარი თვალების არ სჯეროდათ როდესაც ნახეს რომ ახალდაბადებულს აქვს ექვსი თითი ოთხივე კიდურზე :)
ის რომ ბავშვი იბადება ერთი ზედმეტი თითით უცნაურობა არაა, მაგრამ ამ შემთვხვევაში ერთი ზედმეტი თითი არის ყველა კიდურზე ამიტომ ექიმები მათ ამპუტაციას არ აპირებენ, თუმცა მშობლებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი მოახდინონ თითების აპუტაცია თუ არა. მთავარი ისაა რომ ყველა ფუნქციონირებს :)
ხოდა, ახლა ვფიქრობ რა უპირატესობა შეიძლება გააჩნდეს ადამიანს რომელსაც ოთხივე კიდურზე ექვსი თითი აქვს? უფრო სწრაფად დაბეჭდავს? უკეთესად დაუკრავს პიანინოს ან გიტარას? არ ვიცი. თქვენ რას ფიქრობთ?
წყარო: www.metro.se, sky news.
Labels:
20,
24,
A biological anomaly,
amputation,
doctors,
fingers,
toes.,
unique baby
Feb 4, 2009
პროსტიტუცია როგორც ლეგალური პროფესია.
რამოდენიმე საათის წინ ალექსანდრეს ბლოგზე აი ამ პოსტში შემდეგი კომენტარი ამოვიკითხე ”ერთადერთი გამართლებულად მიმაჩნია საზოგადოების ჩარევა, თუკი იქ ან საერთოდ ნებისმიერ ადგილას "ბორდელია" გახსნილი, რაც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში კანონით აკრძალულია. ასეთ შემთხვევაშიც ჩარევა უნდა იყოს არაპირდაპირი, ანუ საზოგადოების ჯგუფმა უნდა მოითხოვოს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან კანონიერების აღდგენა და არა პირდაპირ მიადგეს ამა თუ იმ დაწესებულებას.”კომენტარის წაკითხვის შემდეგ ვფიქრობდი - ჩვენმა მთავრობამ რამდენი რამე ”მოიფიქრა” მაგრამ ის კი არ მოუვიდა აზრად რომ პროსტიტუცია ოფიციალურ, ლეგალურ პროფესიად დაეკანონებინა ხოლო ”ბორდელები” ლეგალურ დაწესებულებად. ეს ისეთი რამაა რასაც ვერ მოსპობ, თვალებს ვერ დახუჭავ, ამიტომ რატომ არ შეიძლება ფაქტის სახემწიფოსათვის და მოსახლეობისათვის სასარგებლო მხარით გამოყენება? რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი გახდეს ლეგალური?
რა შეიძლება მოყვეს ამ იდეას ანუ უარყოფითი მხარეები :(
- საზოგადოების რექცია და რაც მთავარია ”მართმადიდებელ მშობელთა კავშირის” და არა მათი მარტო ისტერიკები, რომელთა მოთოკვაც საკმაოდ ძნელი იქნება.
- კორუფცია და იატაკქვეშა გარიგებები.
- იატაკქვეშა გაუკონტროლებადი პროსტიტუცია.
- პირდაპირი/არაპირდაპირი თავდასხმა და დარბევა ბორდელზე და იქ დასაქმებულ გოგონებზე.
- დაწესებულებამ ანუ ბორდელმა და მასში დასაქმებულებმა ანუ პროსტიტუტკებმა უნდა გადაიხადონ გადასახადები.
- ბევრად ადვილი იქნება დაავადებათა კონტროლი, რადგან თითოეული დასაქმებული სამედიცინო აღრიცხვაზე იქნება აყვანილი და მუდმივად ჩაიტარებს კვლევებს.
- დასაქმებულები ელემენტარული იქნებიან დაცულნი, რადგან კანონში უნდა იყოს მუხლი, მათი ხელყოფის, გაქურდვის და ა.შ. კლიენტი დაისჯება
- ადვილი გახდება კლიენტების გაკონტროლება, ანუ არასრულწლოვანები ნუ - ნუ
- გოგონები რომლებსაც ამ საქმის წარმოების უფლება არ ექნებად აღებული მაგრამ მაინც იყოლიებენ კლიენტებს დაისჯებიან გარკვეული თანხის გადახდით და აღრიცხვაზე აყვანით.
- და იქნებ ამდენი ფორმალური მხარე რომ იქნება, ბევრმა გოგონამ უბრალოდ უარი თქვას პროსტიტუციაზე.
მეტი ამჯერად არაფერი მომდის თავში და მერე თუ რამე ჩავამატებ.
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
Labels:
ბორდელი,
გადასახადები,
კანონი,
კორუფცია,
პროსტიტუცია,
სახემციფო
Feb 1, 2009
ჩემი ბებო :)
ასაკიანი ბებო მყავს და რა გასაკვირია თუ მას სკლეროზი დაემართა. ხანდახან ეს დაავადება საშინელებაა და საშინლად აღიზიანებს გარშემომყოფებს, მაგრამ ხანდახან ძალიან სასაცილო.
ხოდა დღეს ველაპარაკე ჩემ ბებოს და ამ საუბარმა რასაც ქვია მშვენიერ ხასიათზე დამაყენა. დაახლოებით დავწერ ჩვენი საუბრის შინაარსს. :)
- ბებო გენაცვალოს, როგორ შეეგუე ახალ ქმარს?
- (ახალ ქმარს? ბებო აშკარად ფიქრობს რომ ”გუშინ” დავქორწინდით ან კიდე მეორე ვარიანტია ფიქრობს რომ მეორედ დავქორწინდი, ამ შემთვევაში კი მე მაქვს სკლეროზი რადგან არ მახსოვს ჩემი ძველი ქმარი ვინ იყო. :ჵ) კარგად შევგუე, შენ როგორ ხარ? ვპასუხობ მე.
-კარგად ვარ მე ხან ისე ხან ასე. ბებო, დედამთილი და მამათილი თუ ამოდის თქვენთან? (ბებო ფიქრობს რომ ისინი სოფელში ცხოვრობენ , ჩვენ ქალაქში და ისინი თავისთვად ქალაქში ამოდიან)
-ხანდახან ამოდიან. ვპასუხობ მე
- თქვენ თუ ჩადიხართ ხოლმე სანახავად?
- კი ჩავდივართ აბა რა.
-უი ბებო გენაცვალოს, მასე უნდა, მოხუცები არიან და ცოდოები არიან რომ იარონ აქეთ იქით. თქვენ ჩადით ხოლმე მასე ჯობია. ბებო, ჩემთან როგორ ვერ ჩამოხვედით სანახავად. აგერ ყურის ძირში ხართ და რით ვერ მოიცალეთ?
- აუცილებლად მოვახერხებ და ჩამოგივლით :) დავამშვიდე მე.
შეიძლება ბევრს სასაცილოდ არ მოეჩვენოს ჩვენი ეს საუბარი, მაგრამ იმ წუთას ძალიან სასაცილო და მხიარული იყო. ხანდახან კაია სკლეროზი :)

Subscribe to:
Posts (Atom)