Jan 31, 2009

Music for soul

ჩემი ბლოგი მუსიკაზე არაა, და არც ამ პოსტში ვაპირებ რამის დაწერას მუსიკაზე. უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ ერთი ძალიან კარგი ჯაზ-მომღერალის რამოდენიმე სიმღერა :)
Monica Zetterlund - ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი მომღერალია და მისის ყველა სიმღერა ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს.


ეს პირველი და ჩემი უსაყვარლესი სიმღერა :)




იგივე სიმღრა ცოცხალი შესრულებით :)

და ესეც მეორე :)

Jan 30, 2009

ერთი შეკითხვა

ამ პოსტში მინდა უბრალოდ ერთი კითხვა დაგისვათ, კერძოდ კი - როგორ იქცევით იმ შემთხვევაში როცა ისეთი რამე გაქვთ დავალებული და გასაკეთებელი რომლის შესრულება დედლაინამდე პრაქტიკულად შეუძლებელია?!

Jan 28, 2009

ყველაზე სულელური სურვილები და კომენტარები ამ სურვილებზე :P

მინდა პატარა ტოპიკი დავწერო ყველაზე სულელურ სირვილებსა და ოცნებებზე.

ლოღიკურად რომ ვთქვათ :P ყველაფერი ინდივიდუალურია და თუ ჩემთვის სხვისი სურვილი მაგ: ”მინდა რაც შეიძლება მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან მქონდეს სექსი” ხოლო ამ სურვილის მქონე ადამიანისათვის კი შეიძლება ცხოვრების მიზანი იყოს. ასევე მეღიმება ისეთ სურვილები როგორიცაა მაგ: ”მილიარდელი ქმარი/ცოლი მინდა მყავდეს რომ მე არ ვიმუშაო” - პირადად მე არ მესმის ადამიანს როგორ შეიძლება არ უნდოდეს მუშაობა.

ახლა დავწერ ჩემ ყველაზე სულელურ სურვილებს :D
1. ბავშვობაში ძალიან მინდოდა რომ უცხოპლანეტელებს წავეყვანე :P:P ალბათ ხვდებით რომ საიდუმლო ფაილებს ზეგავლენის ქვეშ ვიყავი იმ პერიოდში :ჵ
2.ძალიან მინდოდა ”პაპუა გვინეას” ერთ ერთ ტომში მეცხოვრა. იმავე ”დისკიდანაა” აფრიკის სავანაში ველურად ცხოვრების სურვილი ველურ კატებთან ერთად, აი დისქავერიზე რომ აჩვენებენ ხოლმე, ხო იცით.. კატებს რომ დასდევენ და იღებენ კამერით :P :P
3.და მესამე ყველაზე სულელური სურვილია - მინდოდა გენიოსი ვყოფილიყავი .. ჰაჰაა, არ ვიცი როგორ ვაპირებდი გენიოსობას მაგრამ ფაქტია რომ ხანდახან ვერ ვიძინებდი იმაზე ფიქრით რა მერჩივნა ასეთი ვყოფილიყავი და ჩვეულებრივი თუ გენიოსი და Stephen Hawking მხოლოდ ორი თითის განძრევა შემძლებოდა.

ხოდა , ხვდებით რომ ეს თემა სახუმაროა და მოდით თქვენც დაწერეთ თქვენი სურვილები რომლებზეც თქვენ თავადაც კი გეცინებათ :)

Jan 26, 2009

მინი მსოფლიო

თავიდან ძალიან არ მინდოდა იმ უბანში გადმოსვლა სადაც ახლა ვცხოვრობ რადგან ცუდის მეტი არაფერი არ გამეგო. ყველა ამბობდა, რომ ბევრი უმუშევარია, ხალხი ხმაურიანია და შეიძლება ცოტა სახიფათოც, ვგულისხმობ კრიმინალის დონეს. მოლოდინმა გაამართლა თუ არ ჩავთვლით კრიმინალის დონეს, გარდა ამისა ერთი პლიუსი ვუპოვე კიდეც ჩემს უბანს- ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს რომელნიც არ სვავენ არანაირ ალკოჰოლს ასე რომ მთვრალ ადამიანს იშვიათად ვხვდები, და თუ ვინმე ასეთი შემხვდა ან სლავია ან ლათინო. ტრამვაიში რომ ვზივარ ერთდროულად მესმის მინიმუმ 6-7 ენა. გეთანხმებით კოშმარი და სიგიჟეა, მაგრამ ხანდახან ვერთობი ხოლმე, ზოგი ენა ისე სასაცილოდ ჯღერს.

ხოდა რა მინდოდა მეთქვა, მოიუხედავად იმისა რომ პატარა უბანია, ძალიან ბევრი ეთნიკური წარმოშობის ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც რათქმაუნდა თავისი ტრადიციები და რაც მთავარია დღესასწაულები აქვთ. რაც გადმოვედი მას შემდეგ ჩემს უბანში ”ავღნიშნეთ” - რამადანი, 4 ადვენტი, ლუსიას დღე, შობა, ჰანუკა, ახალი წელი, მართმადიდებლური შობა და ახალი წელი, დღეს კი ჩინურ ახალ წელს ავღნიშნავთ :)

ხოდა როგორც იტყვიან "нет зла без добра" (გამონათქვამი შებრუნებულა ჩემს მიერ :P :D ) თუ გინდათ იხილოთ მინი მსოფლიო ეწვიეთ ჩემს უბანს, ასევე ალბათ მაგალითის აღებაც შეიძლება - როგორ შეიძლება მრავალეთნიკურმა და სრულიად სხვადასხვაგვარი ტრადიციების მატარებელმა ჯგუფებმა ერთად იცხოვროს კომფლიქტების გარეშე.

Jan 24, 2009

ერთი მხიარული ”ფსიქოლოგიური” ტესტი

ერთ ერთ საიტზე სეირნობისას ერთ საინტერესო ტესტს წავაწყდი. ავტორის მიხედვით, ეს ტესტი უნდა გაიარონ ფინელმა ახალწვეულებმა როგორც ქალებმა ისე კაცებმა. ტესტის მიზანია - ადამიანში პოტენციური პრობლემების აღმოჩენა, რათა ექიმები და პესონალი უფრო ყურადღებით მოქცნენ ასეთ ადამიანებს.

ტესტის იდეა ძლიან მარტივია. ახალწვეული უყურებს ფურცელს და ასახელებს რიცხვებს რომლებიც წერებში არიან ჩახატულნი. თუ ახალწვეული ექვსივე წრეში ხედავს რიცხვებს მაშინ ის ჯანმრთელია. თუ ერთდროულად რამოდენიმეში ვერ ხედავას მაშინ ის სასურველია გაისინჯოს ფერის სიბრმავეზე- დალტონიზმზე. ხოლო თუ ახალწვეული მხოლოდ ერთ ერთ წრეში ვერ ხედავს ციფრს მაშინ შეიძლება განვითარდეს შემდეგი პრობლემები: შედეგები ქვევით.



1.ვერ ხედავთ პირველ წრეში ჩახატულ რიცხვს - აწეული აგრესიულობა,კონფლიქტურობა. შასურველია ყურადღება მიექცეს კონტრასტურ შხაპს და ფიზიკურ სავარჯიშოებს.

2.ვერ ხედავთ მეორე რგოლში ჩახატულ რიცხვს - დაქვეითებულია გონებრივი შესაძლებლობები. დამატებით ზომებს არ მოითხოვს.

3.ვერ ხედავთ მესამე რგოლში ჩახატულ რიცსვს- გასტერიმაგნია (ანუ ბევრი ჭამა უყვარს) სასურველია მეტი ფიზიკური დატვირთვა , უკუმაჩვენებელია ჯდომითი სამუშაო და სამუშაო სამზარეულოში.

4.ვერ ხედავთ მეოთხე რგოლში ჩახატულ რიცხვს - სადიზმი.

5.ვერ ხედავთ მეხუთე რგოლში ჩახატულ რიცხვს - ლატენტური ჰომოსექსუალიზმი. ასეთ ადამიანს შესაძლბელია გაუჩნდეს ნაკლებად კონტორლირებადი ლტოლვა თავისივე სქესის ადამიანთან. დამატებით ჩარევას არ საჭიროებს.

6.ვერ ხედავთ მეექვსე რგოლში ჩახატულ რიცხს - შიზოფრენია. რეკომენდირებულია ფსიქიატრის მიერ სრული შემოწმება.


მიუხეადვად იმისა რომ ეს ტესტი სახუმაროა და სერიოზულად არ მივიღე , მაინც გადავწყვიტე აქ დადება და "პაწა" ხუმრობა ჩვენს შედეგებზე. მე ვერ დავინახე მეხუთე რგოლში ჩახატული რიცხვი. იქნებ ეს ამართლებს ჩემს აი ამ პოსტს ? :D

თქვენ რომელი რგოლში ჩახატული რიცხვი ვერ დაინახეთ ? მეხუთე თუ დაინახოთ მითხარით რა წერია :D

Jan 22, 2009

სადაა ჩემი ჩურჩხელა ?


აი უკვე ერთ თვეზე მეტია რაც მშობლებმა ჩურჩხელები და ტყლაპი გამომიგზავნეს.
ჯერ კიდევ არ ჩამოსულა.
სადაა ჩემი ჩურჩხელები? ვინ შეჭამა? ქართველებმა თუ ამ ოხრებმა ? :D :D :D

Jan 20, 2009

უცნაური დღე

რაღაც უცნაური დღე იყო დღეს. ჯერ წუხელ მთელი ღამე თოვდა, ადრე დილისათვის საკმაოდაც იყო დადებული, მერე უცაბედად დათბობა დაიწყო და დაახლოებით 1 საათში მთელი თოვლი წყლად გადაიქცა. სახლიდან ტრამვაის გაჩერებამდე ძლივს გავაღწიე ისეთი გუბე იდგა. სკოლაში 4 საათი ვიყავი და გარეთ რომ გამოვდი მზე ანათებდა, არანაირი თოვლის და წყლის კვალი არ ჩანდა. საკმაოდ თბილოდა და ჩიტების ჭიკჭიკს ”მიქონდა ყურები”, ნუ ჩიტებში თოლიებს და შაშვებს ვგულისხმობ რომელთაც ალბათ ეგონათ რომ გაზაფხული მოვიდა და ”საქორწინო თამაშები” გამართეს. ასეთი მშვენიერი ამინდი იყო მხოლოდ რამოდენიმე საათი. ახლა ისევ მოიღრუბლა, ყინვამ მოუჭირა და აშკარად თოვას აპირებს ...

რა უცნაურია. გადაირია ეს ამინდი, ვინ იცის იქნებ ხალხიc იმიტომ არის გადარეული, ამინდს ბაძავს :P :P

Jan 18, 2009

High hopes

ესეც ესე :)
ხვალიდან ჩემი ცხოვრების მძიმე პერიოდი იწყება რომელიც 5 თვე გასტანს. :) ძალიან ბევრ კურსზე ჩავწერე რომელთა მიზანი ჩემი ენის სტულყოფილებამდე დახვეწაა.
რისი იმედი მაქვს ამ პერიოდის გავლის შემდეგ?
1. გამოცდას ჩავაბარებ ყველა საგანში და უმაღლეს შეფასებას მივიღებ
2. უნივერსიტეტისათვის ყველანაირი საბუთი მოწესრგებული მექნება
3.სულ მცირე ასისტენტის სამსახურს მაინც ვიშოვი.
ყურადღება რომ არ გამეფანტოს, დავბლოკე ყველანაირი გასართობი საიტი. ჩემი ბლოგის დაბლოკვა არ მინდა იმტომ მიყვარს ჩემი ბლოგუშკა, და გარდა ამისა თქვენებსაც ვერ წავიკითავდი :) ხოდა აქ ყოველთვის ვიქნები :)

ხოდა წარმატება მისურვეთ :)

Jan 17, 2009

I want to be a woman II :D

პოსტის პირველი თავი იხილეთ აქ

II თავი
წავედი მაღაზიებში სასეირნოდ და ”ქალური ” ტანსაცმლის საყიდლად. რამოდენიმე საათი სიარულის შემდეგ შევარჩიე მხოლოდ 2 რამ.

1. ეს ზამშის ჩექმები. ბენეტონიდან, 70% ფასდაკლება იყო და არ ყიდვა უფრო სისულელე გამოდიოდა ვიდრე ყიდვა :D თან ეს ფერი მიყვარს ძალიან :) ნარინჯისფერი ჩემი ფერია :)(სურათზე უფრო მუქი ჩანს ვიდრე სინამდვილეშია)


2. კიდევ ვიყიდე აი ეს კაბა. ეს მანგოში და ესეც 70% ფასდაკლებით. ასეთივე სტილის კვასკვასა წითელი კაბა ქონდათ მაგრამ ვერ გავრისკე ყიდვა :) ახლა რამე ნარჯისფერი აქსესუარის ძიებაში ვარ რომ კაბას და ჩექმას შევუხამო :)




პ.ს. ხვალე ისრაელის საწინაამღდეგო დემონსტრაციაზე მივდივარ!

Jan 16, 2009

უსუსურობა

რა საშინელი განცდაა როცა ახლობელ ადამიანს დახმარება სჭირდება მე კიდევ ვერანაირად ვერ ვეხმარები. მორალური დახმარება კიდე საკმარისი არაა. რაღაც უსუსურად , უმაქნისად ვგრნობ თავს, დამნაშავედაც თუმცა ჩემი დანაშაული რეალურად არაფერია.

რა უნდა ქნა ადამიანმა ამ დროს?

Jan 15, 2009

ენა ”ფიქსი” :)

დაიწყო ისევ გაწამაწია, ანუ სწავლა :( მერე ისევ ტესტები და ნერვიულობა რომ კარგად ვერ ჩავაბარებ. დღეს ერთი კაი რამ მაინც მოხდა, ინგლისურის ტესტში მაღალი ქულა ავიღე და ეს კი იმას ნიშნავს რომ ორიოდე თვეში საბოლოო გამოცდას ჩავაბარებ და ამით მორჩება ჩემი ტანჯვა ინგლისურთან დაკავშირებით.

ისე რა დამიშავა ამ ინგლისურმა, არ ვიცი , მაგრამ ფაქტია რომ აკვიატებასავითააა, ვერ ვსწავლობ. არის საკითები რომელბიც თავში არ შედის და ცოცხალი თავით ვერ ვგებულობ. მაგ. ჩემთვის არტიკლი სრულიად უაზრო გამოაგონია. რაც არ უნდა ვისწავლო მაინც იგივე შეცდომებს ვუშვებ :D კიდევ მეორე პრობლემა რაც მაქვს - თეორიულ ცოდნას პრაქტიკულად ვერ ვიყენებ. არადა ინგლისური ჩემი ყოველდღიური სასაუბრო ენაა.. ხო წარმოგიდგენიათ რა სტუაციიააა... საბოლოოდ გადავწყვიტე ოღონდ ფურცელი მქონდეს რომ კურსი დამთავრებული მაქვს და რეალურად რა ვიცი არ მადარდებს უკვე.

თქვენ როგორ სწავლობთ ენებს? გამანდეთ რა თქვენი საიდუმლო, იქნებ მეც გამოვიყებნო როგორმე.

Jan 13, 2009

I want to be a woman!

ჩემი გარდერობი რომ გამოაღოთ ვერ მიხვდებით ქალის გარდერობია თუ კაცის იმდენი უნისექსი ტანსაცმელი მაქვს (რამოდენიმე ვითომ გოგოს ტანსაცმელს თუ არ ჩავთვლით). ამიტომ დღეიდან გადავწტყიტე შეცვლა და ცოტა ”ქალს ” დამსგავსება.
ამიტომ, დღეიდან პროტესტს ვუცხადებ უნისექს შარვლებს, მაისურებს, ფეხსაცმელს და ა.შ.!
დღეიდან მიზანად დავისახე გავხდე ქალი ქალური ტანსაცმლით
! ხოდა იმას ვერ შევპირდები საკუთარ თავს, რომ ეგრევე შპილკებზე სიარულს დავიწყებ, სამაგიეროდ ვიყიდი ბევრ კაბებს, მიუხედავად იმისა რომ არ მიხდება (მაგრამ მკიდია), ქვედაბოლოებს, მაისურებს, საროჩკებს და ა.შ. ხოდა რაც მთავარია დიდ ყურადღებას დავუთმობ აქსესუარებს. ანუ აქამდე თუ ერთი ბეჭედით დავდიოდი , აწი შევეცდები ”ავისხა” ხოდა კიდე მთავარი შევეცდები კოსმეტიკის გამოყენება დავიწყო :P (აი ეს უკანასკნელი როგორ გამომივა არ ვიცი :D)

თქვენი გარდერობის ”შემცველობა” როგორია? ძირითადად რა სტილის სამოსი გაქვთ და რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

Jan 12, 2009

შიშველი სხეული

დღეს ექსპერიმენტი დღე მქონდა. დღის უმეტესი ნაწილი ვათვალიერე სექსუალური შინაარსის გვერდები და ფოტოები. მიზანი: განვანათლო ჩემი თავი სექსის თეორიაში. ნუ ბევრ ნაგავს რომ წავაწყდებოდი ჩემი მოგზაურობისას მაგას ხომ ლაპარაკი არ უნდა მაგრამ რამოდენიმე საინტერესო რამეც ვნახე. მაგ. ერთ ერთი სექსოლოგი წერდა რომ ქალს შეულია ერთდროულად ქონდეს სამი ორგაზმი. ასევე წავიკითხე და ვნახე ფოტოები თუ როგორ ”აკეთებენ ამას” მძიმე წონიანი ადამიანები - 150 კილო და მეტი (მტკიცედ გადავწყვიტე, ამხელა როდესმე თუ გავხდი თავს მოვიკლავ ). მძიმე წონიანი ქალბატონები რომლებიც თავის თავს მოფარფატე ღრუბლებს უწოდებდნენ და სჯეროდათ რომ "ბევრი მამაკაცი აღფრთოვანებულია მათი ბალიში სხეულით" © (ხვდებით ალბათ რომ აქ ფეტიშიზმთან გავქვს ადგილი).

ხოდა ასევე ვნახე ბევრი ფოტო შიშველი სხეულის, ძააააააალიან ბევრი , უამარავი .. და ხალხო იცით რაა, უცნაურ დასკვნამდე მივედი, კერძოდ კი მამაკაცის შიშველი სხეული არ მომწონს ფოტოზე აი რაღაც ძალიან ულამაზოა, რელობაში ბევრად უფრო მიმზიდველია და სექსუალური. ხოდა მადლობა ჩორვენს რომელმაც ზუსტად გამოხატა ჩემი სათქმელი - ”მამაკაცის ფალოსს მხატვრული ღირებულება არ გააჩნია და როგორც არ უნდა გადაიღო მაინც არ გამოდის ესთეტიური ” ©. ხოლო ქალის სხეულის კი პირიქით - ფოტოზე ულამაზესია, ძალიან მომწონს. ლამაზი სხეული თავად სრულყოფილებაა, მაგრამ რეალობაში მაგ : გასახდელში და ა.შ. ქალის შიშველი სხეული არ მომწონს.

თქვენ რა ემოცია გაქვთ შიშველი სხეულის ფოტოს დანახვისას ?

Jan 11, 2009

Тилимилитрямдия :)

გავიხსენოთ ბავშვობა მართლაც რომ საყვარელი ”სოვეტიკური” ანიმაციური ფილმებით. ძლიან, ძალიან მიყვარს ფილმები ამ პერიოდიდან. ყოველთვის ბედნიერნი და მხიარულნი პერსონაჟები დღეასაც კი ალამაზებენ ჩემს ცხოვრებას.

სიურეალისტი კუ, დღესაც კი მაკვირვებს :)


ამ ფილმში პირველად ვნახე ზანგი ბავშვები :D


რატომაც არა, რატომ არ შეიძლება ჩვენც ვიფრინოთ ღრუბლებზე ? :)

Jan 9, 2009

მნიშვნელოვანო გადაწყვეტილება!

ხანდახან ადამიანთა მოდგმა მეზიზღება...განსაკუთრებით მაშინ როცა ვუყურებ სევდიან ფილმებს სადაც ბავშვები და ცხოველები იხოცებიან, ან ვკითხულობ მსგავსი შინაარსის საიტებს და წიგნებს. ძალიან ვიგრუზები.. სრულიად აუტანელი ვხდები. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება:

1. არ ვუყურო სევდიან ფილმებს
2. არ წავიკითო სევდიანი წიგნები და საიტები

3.არ წავიკითხო საინფორმაციო გაზეთები და არ ვუყურო საინფორმაციო გამოშვებებს!
4. შევეცადო დადებითზე ვიფიქრო და ყურადღება რაიმე სასიამოვნოზე გადავიტანო, მაგალითად ჩემს
ახალ ჰობიზე - ხატვა ( ვერაფერს ვერ ვხატავ მაგრამ მაინც)
5.ბლოგზე ვწერო კარგი და თბილი პოსტები.
6.დავიწყო ინტენსიური ვარჯიში რომ უარყოფითი ემოციები გავდევნო და ვჭამო ბევრი შოკოლადი!

იმედია ეს ყველაფერი სასურველ შედეგს მომცემს!

აღშფოთებული ვარ! ძალიან აღშფოთებული!

მოკლეთ არ შემიძლია არ დავწერო. ბოდიშით თუ თავს გახვევთ ჩემს ემოციებს მაგრამ პირდაპირ გაბრაზუბული და გაკვირვებული ვარ ზოგი ადამიანების უპასუხისმგებლოით.

ყველა ჩვენგანი შედის forum.ge ზე. ხოდა გეცოდინებათ რომ იქ მშობლების განყოფილებაში არის ერთი ძალიან საყვარელი თემა რომელსაც ქვია ”ჩვენი ბავშვების სურათები” ხოდა , დღეს იქ წავაწყდი შიშველი ბავშვის სურათს, რომელიც ”ბედოვლათმა დეიდამ” დადო. ხოდა არ მესმის, რატომ დებენ შიშველი ბავშვების სურათებს? ერთი მიზეზი მაინც მითხარით? გინდაც დეიდა, გინდაც მამა , გინდაც მეზობელი და ვინც არ უნდა იყოს, რა უფლებით ?! არ ფიქრობენ იმას რომ შეიძება ფორუმზე ვინმე პედოფილი შედიოდეს, ან კიდე უარესი ვინმე ვინც ელემენტარული ასეთ სურათებს იღებს და ვინმეს ყიდის?

Jan 8, 2009

UFO

დღეს დაახლოებით 6 საათისთვის ტრამვაის გაჩერებიდან სახლში რომ მოვდიოდი ( ჩემს ქალაქში ამ დროს უკვე კარგად ბნელა და იმის გამო რომ ყინავდა ქუჩაშიც არავინ იყო, სახლამდე ასე 2-4 წუთის გზაა) ვიგრძენი რომ შიშმა ამიტანა, აი ხო იცით როგორი განცდაა , უცაბედად არსაიდან ჩნდება და იმდენად ინტესიურია რომ გაშეშებს. მოკლედ ასე შეშინებული დავდექი ერთ ადგილზე და დავიწყე აქეთ იქით ყურება. რატომღაც მეგონა რომ უცხოპლანეტელები უნდა გამოჩენილიყვნენ და ისე შემეშინდა რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ჩემთვის საშიში იყო არა თავად უცხოპლანეტელი არამედ იდეა რომ ისინი შეიძლება გამოჩენილიყვნენ. ტელეფონი ვერც კი ამოვიღე რომ ჩემი ქმარისთვის დამერეკა რომ შეხვედრა მეთხოვა. არ ვიცი რამდენი ხანი დავყავი ასეთ გაშეშებულ მდგომარეობაში, ფაქტია რომ დროის რაღაც პერიოდის მერე სახლისაკენ ისეთი მოვკურცხლე, კისერი როგორ არ მოვიტეხე გაყინულ გზაზე ახლაც არ ვიცი.

თქვენ თუ გქონიათ შიშის ასეთი მომენტები? როცა არსაიდან სრულიად უაზრო შიში აგიტანთ ხოლმე?

Jan 6, 2009

My dog 2009

არ შემიძლია არ დავწერო ეს პოსტი. იმედია თქვენც ისევე ისიამოვნებთ როგორც მე მსიამოვნებს მისი წერა იგრძნობთ იმ სითბოს რასაც ეს ცხოველები გამოცემენ და მე ვცდილობ თქვენ მოგაწოდოთ :)

დღეს იყო ბოლო დღე საერთაშორისო გამოფენისა ჩემი ”ძაღლი 2009”. რადგანაც სწორედ დღევანდელს დღეს გამოდიოდნენ ლაბრადორები, ნიუფაუნდლენდები და კიდე სხვა ჩემი საყვარელი ჯიშები გადავწყვიტე არ მოვრიდებოდი სიცივეს და დილის 9 საათზე გავეშურე საგამოფენო დარბაზისაკენ , რომლსაც ქვია ”Svenska Mässan”


სამწუახაროდ მე არ მყავს ძაღლი, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს იმაში რომ არ მიყვარდეს სხვისი ძაღლები :) ხანდახან თავ ვერ ვიკავებ და ძაღლებს ველაპარაკები ხოლმე. :) ქვევით მინდა რამოდენიმე სურათი დავდო იმ ძაღლების შესახებ რომლებაც ძლიან დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე :)

აი ეს შავი ლაბრადორი, წყნრად იწვა და დიდი ინტერესით ადევნება თვალ ყურს გარშემო მიმდინარე მოვლენებს :)

ეს გოლდენები კი იყვნენ მართლა სასწაული ცხოველები :) საშინლად სოციალურინი, სულ მოფერენას ითხოვდნენ. მათ ვინც მიუახლოვდებოდა, ყველას კუდს უქიცინებდნენ და ხელებზე ლოკავდნენ :)


ეს ჰასკი კი დაუმეგობრდა ლაბრადორს :) ამ სურათზე მასთან თამაშის პროცესია გადაღებული :)


ხომ არის მოდელი ? ნეტავ იცოდეთ რამდენი კადრი გადავიღე, და ყოველთვის ასე წყნარად იწვა და გადაღების საშუალებას მაძლევდა :)


მოლაპარაკე ჰასკი :) მეტი რა ვთქვა იმ ხმების შემდეგ რასაც ეს ძაღლი გამოცემდა :)


ეს არ ვიცი ვინააა, ალბათ ბალონკა ?


დაღლილი ვაროოო :)


უბრალოდ პრინცესა :)



თეთრი სპანიელი :)


და ერთადერთი ლეკვი რომელიც ვნახე გამოფენაზე :) ნიუფაუნდლენდი :)


აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ძაღლს და მის მეპატრონეს მოთმინებისათვის :) ყველა ძაღლი იყო შესანიშნავი იმისდა მიუხედავად თუ რა ”განაჩენი” გამოუტანეს მათ მსაჯებმა!

Jan 5, 2009

Addicted


Internet addiction disorder -ის დიაგოზი დავუსვი ჩემს თავს, ყოველივე იმის შემდეგ რაც მე მჭირს ინტერნეტთან დაკავშირებით.

რათქმაუნდა დამაინტერესა ჩემმა დიაგნოზმა და დეიდა გუგლის მეშვეობით ვიპოვე, რომ Internet addiction disorder არის Computer addiction - ის ერთ ერთი სახეობა. თავად ტერმინი Computer addiction პირველად გამოუყენებია და ზოგადად იდეა განუვითარებია Nicholas Rushby -ის 1979 წელს წიგნში ”An Introduction to Educational Computing” . ავტორი წერს რომ ასეთ ადამიანებს შეიძლბა ქონდეთ აბსისტენციური სიმპტომებიც კი.
ინტერნეტზე მიჯაჭვულობა აჩვენებს რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ მიჯაჭვულნი არა მარტო ნივთებზე არამედ გარემოზე და ამ შემთხვევაში კი ინტერნეტ გარემოზე.

ხოდა რა მჭირს მე? რის პირობაზე დავუსვი ჩემს თავს ეს დიაგნოზი და ამდენი რატომ ვიბოდიალე. აი ყველაფერს ჩამოვწერ ქვევით:

1. დილას გაღვიძებისთანავე ვრთავ კომპს და შევდივარ ინტერნეტში. თავიდან ვფიქრობდი რომ მხოლოდ რამოდენიმე საიტზე ვარ მიჯაჭვული, მაგრამ მათი დაბლოკვის შემდეგაც კი სიტუაცია არა შეცვლიალ, უბრალოდ საიტები შეიცვალა.

2. რაც არ უნდა ბევრი საქმე მქონდეს, სასწავლი ან რამე სხვა, მე უაზროდ დავსეინრობ ინტერნეტ სივრცეში და გასაკეთებელს არ ვაკეთებ. მაშინაც კი როცა სადმე მივდივარ, შეიძლება დავაგვიანო მხოლოდ იმიტომ რომ ინტერნეტში ”შემოვრჩი”.

3. ინტერნეტ ”სეირნობას” მიაქვს უამრავი დრო, რომლის სანაცვლოდ არაფერს არ ვღებულობ.

4. ყველაზე დიდი პრობლემა კი ადამიანებთან ურთიერთოობაა. თუ ვირტუალურ გარემოში ძალიან ადვილად ვახერხებ ურთიერთობას , რეალურად დროის მსვლელობასთან ერთად უფრო და უფრო უარესდება მდგომარეობა. ხოლო ყველაზე მთავარი რაცაა და რაც მართლა მაწუხებს არის ის რომ მოთხოვნილებაც არ მაქვს რეალურ ხალხთან ურთიერთობისა. ჩემი თავი ხშრად დამიჭერია იმაში რომ ადამიანებთან ლაპარაკისას ენის გამოყოფის სმაილიკს ვაკეთებ ხოლმე, ანუ ენას ვყოფ... ხომ წარმოგიდგენიათ რა კოშმარია :(

5. და დიაგნოზი Internet addiction disorder დავსვი იმიტომ რომ კომპიუტერი ნეტში თუ არაა ჩართული მაშინ ძლიან იშვიათად ვრთავ.

ხალხო, თქვენ როგორ ხართ ამ მხრივ? გახასიათებთ ეს მიჯაჭვულობა? როგორ ებრძვით საკუთარ თავს, კომპიუტერს და ინტერნეტს?

Safety match - Made in Sweden.

ამ პოსტში მინდა მოგითხროთ ერთი მუზეუმის შესახებ რომელმაც ძალიან აღმაფრთოვანა. საუბარი მაქვს ასნთის მუზეუმზე რომელიც არის უნიკალური რადგან მსოფლიოში მხოლოდ ერთი ასეთი მუზეუმი არსებობს. მუზეუმი მდებარეობს ქალაქ იონშოპინგში, შვედეთი, იმ ქარხნის ადგილას სადაც ძმებმა Johan och Carl Lundström 1844-45 წლებში დაიწყეს ასანთის წარმოება დაარსეს რა პირველი ფაბრიკა.

სამუშაო მაგიდა


ასანთის ეტიკეტების კატალოგი:


თავდაპირველად ასანთს ამზადებდნენ სუფთა ფოსფორისაგან. ეს ძლიან ცუდი იყო აბრიკის თანამშრომლებისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, რომლებიც ასანთის ღეროებს ფოსფორში ავლებდნენ. 1953 წლიდან ქიმიკოსმა Gustav Erik Pasch შექმნა ახალი ფორმულა რომელიც არც ისე საშიში იყო ჯანმრთელობისათვის. ამ პერიოდიდან ქარხანამ დაიწყო უსაფრთხო ასანთის წარმოება, რომელმაც პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე აღიარება მოიპოვა.

ასანთის ქარხანის ლაბორატორია.


თუ ოჯახის ყველა წევრი მუშაობდა ფაბრიკაში, ხელფასების მომატების ნაცვლად ქარხანა მათ საცხოვრებელით უზრუნველყოფდა. ოჯახის ერთი წევრის მიერ სამსახურის დაკარგვა იმავდროულად საცხოვრებლის დაკარგვას ნიშნავდა.



ასანთის წამოების მთელი პროცესი შეგიძლიათ იხილოთ სურათებზე.


1.ამ სურათზე ხეადვთ აპარატს რომელიც ხის მორის ასე ვთქვათ თლის.


2. ეს დანადგარი კი ხის მორისაგან გაკეთებულ ნათალს ჭრის პატარა ასანთის ღერებად.


3.ამ დანაგრატით კეთდებოდა ასანთის ყუთები.


4.















განსაკუთრებით დიდი ცვლილებები მოხდა 1892 , როცა Alexander Lagerman შექმნა უნივერსალური მანქანა, რომელიც აახდენდა მთელი წამოროების პროცეს ადამიანის დახმარბის გარეშე. ეს ”მანქანა” ასე გამოიყურებოდა:


ქარხანის სრულიად ახალი ისტორია იწყება Ivan Kreuger (1917 ) - თან ერთად. მაგრამ ამ პოსტში არ მინდა მასზე საუბარი და ქვევით დავდებ მხოლოდ რამოდენიმე სურათს.

1.პირველი ასანთის ყუთები კეთდებოდა ქაღალდისაგან.

2. შემდეგ ყუთის გაკეთება დაიწყეს ხით.


3.მეც ვცადე ყუთის დამზადება :)


4.ეს სხვადასხვა ასანთის ყუთებია, რომლებიც წარმოებულია მთელს მსოფლიოში :)



5. ყუთების სხვადასხვა სახეობა :)


მადლობა ყურადღებისათვის :)

საავტორო უფლებები დაცულია. ტექსტიც და სურათების შექმნილია ჩემს მიერ :)

Jan 4, 2009

Home sweet home :)


როგორც იტყვიან სხვაგან კარგია მაგრამ სახლი მაინც საუკეთესოა :) ჩემთვის საუკეთესო ადგილი ჩემი სახლია, ალბათ ჩემამადე რომ არ ეთქვათ მე ვიტყოდი ”ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”-ს.
ხოდა აი მოვაღწიე სახლამდე და შემიძლია მივხედო ჩემს ბლოგუშკებს და შევეცდები ცოტა ცვლილებებიც შევიტანო მათში :)

ხოდა ალბათ გაიფიქრებთ სად იყავიო. დიდი არაფერი, საშობაოდ უნგრეთში ვიყავით ქმრის მშობლების მასანახულებად ჩამოვიდით 30 ში ხოლო პირველში კი წავედით ნათესავებთან მეზობელ ქალაქში. აი იქ მართლა საინტერესო იყო რადგან ვიყავი ასანთის მუზეუმში :) ბევრი სურათები გადავიღე და მალე ერთ პოსტიკსაც დაგიწერთ უსაფრთხო ასანთის წარმოშობოსა და განვითარების შესახებ :)

თქვენთვის რაა ადგილია ყველაზე საუკეთესო, სადაც ისვენებთ და სადაც სრულიად მოდუნებული ხართ?

Jan 1, 2009

ფიქრნი დაგრუზულნი

არ ვიცი რა ბუზი მეტაკა , მაგრამ საშინლად დამგრუზა ახალმა წელმა.

აქამდე დიდ მოლოდინი მქონდა, ვემზადებოდი, გეგმებს ვაწყობნი, მენიუს ვარჩევდი და ა.შ. მაგრამ ახლა ? ახლა ვზივარ და ვფიქრობ გაჭირვებულ ხალხზე რომელთაც არ აქვთ საჭმელი , თავშესაფარი , დენი , წყალი. ასევე ისრაელის მიერ წარმოებულ ომზე ... და ამ საახალწლოდ უამრავ გაუბედურებულ ხალხზე. არ ვიცი რატომ მაგრამ ამ დროს ყოველთვის დამნაშავედ ვგრძნობ თავს. რომ მე მაქვს ყველაფერი ის რაც მათ აკლიათ :(

რატომ არის ასეთი უთანასწორო ცხოვრება ? რატომ აქვს ზოგს ყველაფერი და ზოგს კი არაფერი, ელემენტარული პირობები რომ ადამიანად იგრძნოს თავი ?!