Dec 29, 2009

Summary post 2009- საახალწლო შემაჯამებელი პოსტი

ახალი წელი სადაცაა მოაკაკუნებს ამიტომ მოვასწრებ და წლის შემაჯამებელ პოსტს დავწერ.

ვერ ვიტყვი რომ ბევრი რამ მოხდა 2009 წლის განმავლობაში მაგრამ შემიძლია თამამად ავღნიშნო რომ კარგი წელი იყო. ბევრი კარგი და შედარებით კარგი ან ცუდი რამეები მოხდა, მათ შორის:
  1. ჩავაბარე უნივერსიტეტში (რიგით მესამე :D )
  2. ვიმოგზაურე ძალიან ბევრი - რომი, ავსტრია - ზალცბურგი და ვენა , უნგრეთი და ბევრი პატარა ქალაქი უნგრეთში და გერმანიაში.
  3. შევიძინეთ მანქანა რომელსაც მალევე საბურავები მოპარეს, მაშინ კი ვინერვიულეთ მაგრამ ახლა ძალიან მეცინება.
რაზე დამწყდა გული?
  1. იმაზე რომ ამ ზაფხულს ვერ წავედი თბილისში
  2. კვლავ და კვლავ უსამსახუროდ ვარ

რას ველი დამდეგი 2010 წლიდან? მინდა ისეთივე კარგი წელი იყოს როგორ 2009 წელი იყო. პლიუს მინდა:

  • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მინდა რომ ჯანმრთელობის მხრივ სიტუაცია უკეთესი თუ არა იგივე მაინც რომ გვქონდეს :)
  • ვიშოვო სამსახური
  • ზაფხულში თბილისში წასვლა მოვახერხო
  • ნორვეგიაში მოხვედრა და ვეშაპების ნახვა
  • სახლის და ძაღლის ყიდვა თუ მოვახერხეთ ძალიან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ესა ჩემი სამსახურის დაწყებაზეა დამოკიდებული ამიტომ ჯერ სამსახური დავიწყო :)

ბლოგის შემაჯამებელ პოსტს მოგვიანებით დავწერ, რადგან იანვარში გადის ერთი წელი მას შემდეგ რაც ტოპ.გე ზე დავრეგისტრირდი.

ესეც ესე, აი ასეთი მშვიდი წელი მქონდა, ასეთივე მშვიდი წელი მინდა მწოდეს :)
ველი თქვენს პოსტებს ან აქ ან თქვენს ბლოგებზე :) როგორი წელი იყო 2009 და როგორ წელს ელით 2010?

Eng:
What can I say about 2009? Well, this was a very good year for me. I've started university, traveled a lot -
Rome, Austria -Salzburg and Vienna , Hungary and lot of small cities in Hungary and Germany. We were healthy and were feeling good. What I wanted? I wanted to travel in Georgia and start working. I want to work a lot, but can not find a job :( Generally saying I hope 2010 to be such good as 2009, plus I hope to start working and travel in Georgia and Norway :)

14 comments:

Sophie Golden said...

ტომუშკა, გისურვებ ბევრად უკეთესი წელიწადი გქონდეს და სურვილები აგისრულდეს ჯანმრთელობასთან, ზაღლთან და სახლთან დაკავშირებით და ყველაფერთან, პრინციპში.

Keep up the good job you're doin' here on yer blog, love :))

Happy Holidays!

Tomushka said...

Sophie Golden - madloba :) :*

Keti said...

ტომუშკა, უკეთეს წელს გისურვებ!!!
ყველა ჩანაფიქრის ასრულებას და 2010 წლის ბოლოს ფეიერვერკივით პოსტის დაწერას – ბევრი სიხარულებით :)))

კიდევ, შენი ფოტო ისე, ისე მომეწონა! :)
ბლოგერების კლიპშიც ვნახე ახლა :)

ჩემთვის 2009 წინა წელზე უკეთესი იყო.
განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევარში წინა წლის განწყობა გადმომყვა. კიდევ ჩემი წიგნის გამოა მნიშვნელოვანი... იქნებ ჩემთანაც დავწერო ამაზე.

გილოცავ დამდეგ ახალ წელს :*

Tomushka said...

Keti - madloba :*
velodebi sen blogzec msgavs posts :)
gagvziare sheni gancdebi :) vigni dzaalian mnishvnelovani movleba iyo, magram darcmunebuli var kide sxva ramitac iyo 2009 weli gamorcheuli shentvis :)

Keti said...

ალბათ, დავწერ :) :*

Natalia said...

ბედნიერ 2010 წელს გისურვებ ტომუშკა! :*

გულით მოინდომე და ყველაფერი გექნება, რაც აქ ისურვე : ))

mari said...

გელოდებით ნორვეგიაში <3

Tomushka said...

mari, Natalia <3

Lalena said...

ჩემთვის ცუდი წელი იყო :((((
შენ უკეთეს 2010ს გისურვებ! :)

SoF said...

giiisurveb yvelafer kkaaargs (hug)

invisible said...

ჩემთვის იყო მსგავსი დანარჩენი 19 წლისა რაც ამ ცხოვრებაში დავყევიიი. დიდი ვერაფერი, პირიქით ჯანრთელობის მგდომარეობა გამიუარესდა :(. მოდი ყოფილიყოს შენთვისაც ჩემთვისაც და ჩვენი კეთილისმსურველებისთვის 2010 წელი ოცნებების არა 99 არამედ 100 %–ით ასრულების. გკოცნი და წინასწარ გილოცავვ

Qilipa said...

მომწონს ეს ბლოგი და სასიამვნოა, რომ მისი ავტორი ასე თუ ისე კმაყოფილი იყო 2009-ით... 2010-ში პირველ რიგში სამსახურის შოვნას გისურვებ და მერე ყველა იმ სურვილის ასრულებას რაც მხოლოდ შენ გინდა... :)

Tomushka said...

მადლობა ბავშვებო.
გისურვებ ცუდი წარსულში დარჩენილიყვეს, ახალ წელს კი სულ კარგი და ბედნიერი რამეები შეგმთხვეოდეთ!

Qilipa - შენ რომ იცოდე როგორ მიხარია ყოველი ახალი მკითველი ჩემ ბლოგზე :)

Jupaaaao said...

vpiqrob, 2009 weli upro sixarulis weli iyo chemtvis, vidre imedgacruebis.
imitom, yvela sayvareli adamiani gverdit myavs.
3 kviris ganmavlobashi gaxldit sazapxulo banakshi, sadac bevri axlo megobari shevichine, rac dzalian mnishvnelovani movlena iyo chems cxovrebashi.
meore didi sixaruli ukavshirdeba chems usayvarles mweraltan axalgazrda taobidan_guram megrelishviltan(zemxastan)dakavshirebas da mis gultbil pasuxs chems werilze.
msoplio mshvidobis weli yopiliyos 2010 weli.
janmrtelobas a bednierebas gisurvebt yvelas. :))))