Dec 4, 2009

Boys vs Girls

მოგონებები. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კარგად მახსოვს თუ როგორ მაკრიტიკებდნენ ოჯახის წევრები და ნათესავები ჩემი ქცევისა თუ ჩაცმულობის გამო. ტიპა : გოგო უნდა იყოს ნაზი და არა შენნაირი ახტაჯანა, გოგოს უნდა ეცვეს ქალური ტანსაცმელი, მაღალ ქუსლიანი ფეხსამელი, უნდა იყოს თავმდაბალი, სერიოზული და მოკლეთ იმდენი ბულშითი რომ ჩამოთვლას მთელი დღე მოვუნდები. ამ მოგონებებმა კი გადამაწყვეტინეს ჩემი მორიგი პოსტის დაწერა რომელიც ბავშვებსა და მათ სქესობრივ იდენტიფიკაციას ეხება.

რა არის ქალი და რა არის კაცი? უკვე ძალიან ადრეული ასაკიდან ბავშვმა იცის რა არის ქალი და რა არის კაცი, იცის რომ ისინი ფიზიოლოგიურად განსხვავდებიან, თუმცა რაში გამოიხატება ეს განსხვავება არ იციან, ასევე არ იციან რა როლები აქვთ მათ. მაგალითად 3 -4 წლის ბიჭუნა უშეცდომოდ გეტყვით ადმიანზე ქალია თუ კაცი მისი ჩაცმულობიდან გამომდინარე, მაგრამ ამავდოულად შეიძლება თქვას - როცა გავიზრდები მინდა გავხდე დედა :)

ოხ ეს დაუსრულებელი თეორიები: ზოგიერთი ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით ბავშვის სქესობრივ იდენტიფიკაციაში ძლიან დიდ გავლენას ახდენს - იმიტაცია, როლური დასწავლა და განმტიკცება. ბავშვი აკვირდება სხვის ქცევას, ახდენს იმიტაციას მშობლები კი ახდენენ მა თუ იმ ქცევის განმტკიცებას. სხვა თეორიების მიხედვით ყველაფერი ბავშვის სურვილზეა დამოკიდებული - რა სურს მას, რა უფრო მოსწონს გოგოს თუ ბიჭის როლი? აქედან გამომდინარე ის მოახდენს იდენტიფიკაციას. არის ასევე მოსაზრება რომ ბავშვი სქესობრივ იდენტიფიკაციას იწყებს 3 წლის ასაკიდან და ასრულებს დაახლოებით 5-6 წლის ასაკში. ეს თეორია ფსიქოანალიზთანაა კავშირიში და დარწმუნებული ვარ ყველამ იცით ამიტომ არ ვაპირებ კიდე ერთხელ დაწერას.

ჩემი შეკითხვა: ალბათ კითხულობთ ამ პოსტს და ფიქრობთ რა მინდა თქვნეგან :), ბევრი არაფერი მხოლოდ მოგონებები! გთხოვთ გაიხსენოთ ის მომენტები როცა თქვენ წაგახალისეს ან დაგსაჯეს იმ ქცევის გამო რაც გოგნას/ბიჭს არ შეეფერებოდა.

Eng.
From a quiet early childhood, a child knows what is a boy and a girl. Around 2 -3 years old little boy can say that he is a boy, can say about other person he/she is man or woman, but same time can say that he gonna be a mom when he grows. This means that some ideas about gender identity is already formed. How they are formed? Well, there are many different theories, but I do not want to talk about them. I just want u to remember, when u were punished or reword for a behavior which was not good/was good for a girl/a boy?

10 comments:

AnnA said...

ZiriTadad slangis gamo... xSirad vilanZRebodi, axalac xolme :D da dedaCemi yurebs icobda :)))) da aRmoTqvamda xolme: uimeeeeeeeeee... Svilo, gogo xar, sad iswavle egeni... :D :D

kate_alukard said...

ეგეთი ბულშითებით მეც მჭყიპავენ აქტიურად სახლში =)))) სლენგის და ლანძღვის გამოც და "ქალისთვის შეუფერებლად" რომ მაცვია მაგის გამოც...

Tomushka said...

ცუდი სიტყვების ხმარება რა ასაკიდან დაიწყეთ?

მასეთი მართლა არ მახსოვს. პრობლემა ”თხაობა” ზე იყო, ჩაცმაზე შედარებით გვიან მოვიდა :D

Keti said...

სკოლის ბოლო კლასებიდან მახსენებდნენ რომ კაბა–ც ჩამეცვა. სხვა არაფერი.

პ.ს. ახლა მიყვარს კაბები :)

hazyland said...

ცუდი სიტყვები არ ვიცოდი, მაგრამ დაახლოებით ათ წლამდე შეიძლება ითქვას ხეზე ვცხოვრობდი. ჩემს ეზოში ერთი ცხენის წაბლის ხე იყო და იმაზე შტაბი გვქონდა მოწყობილი.

Tomushka said...

hazyland - rogorc vxvdebi gogo xar, radgan bichisagan msgavs qcevas ar unda moyoloda ojaxuri protesti :D

iasamani said...

კიდევ კარგი, ოჯახი არასოდეს მაწავებოდა, ასე და ასე მოიქეცი, გოგოს ეგრე შეეფერებაო :)) არანაირად არ აღნიშნავდნენ არაგოგოურად თუ მოვიქცეოდი
სამაგიეროდ, მახსოვს, მეგობრები მეუბნებოდნენ სკოლაში, თავს უნდა მოუარო, თმა დაიყენო, მაკიაჟი გაიკეთო, ქალური ტანსაცმელი უნდა ჩაიცვაო. მათი აზრით ეგ ძალიან დიდი პლიუსი იყო, კიარადა ეგ გხდიდა ადამიანად :))) და ნუ ქცევებზე კიდევ რჩევები და ბლა ბლა
მიხარია, რომ მაინც ისე ვიქცეოდი, როგორც მიხაროდა. ქალური ქცევები, ჩაცმულობა და მაკიაჟი 12 წლის ასაკში ზედმეტია მგონი :)))

Tomushka said...

iasamani - namdvvilad zedmetia, tumca scored mag periodidan iwyeba.

AnnA said...

TomuSka, ar maxsovs, ra asakidan daviwye, albaT sadRac 12-13-dan. ar maxsovs. roca aRvSfoTdebodi an gavbrazdebodi, maSin magrad vilanZRebodi. daSliT ar miSlidnen, ubralod dedaCemi yurebs icobda xolme da Tvalebs gadaatrialebda :D

CacmiTac 12-13 wlamde sul Sarvlebi mqonda, 1-2 kaba meqneboda da imasac Zalian gansakuTrebul SemTxvevebSi vicvamdi, da Tavs sakmaod uxerxulad vgrZnobdi :D Sarvali ki - sadRac 15-20 meqneboda. yvela feris da stilis :D :D daJe, erT-erTi kaba bebias Sevakerine, yovel mozomebaze vamoklebinebdi, da bolos mxolod TeZoebs mifaravda, ise davtoveT. mec Cavicvi da amayad gavedi quCaSi. mezoblebs Tvalebi gadmoekarklaT. mand sadRac 11 wlis viqnebodi :D

daSliT arafers miSlidnen. Zalian gamgebi ojaxi myavda da myavs :D ise qalurobac sakmao doziT mqonda, makiaJsac vetanebod xolme da quslebsac...

♥ The Dream Teller ♥ said...

იმის გამო რომ "ახალგაზრდა გოგოს" ანუ მე არ მეკადრებოდა არეულ მაგიდა და აწეწილი ოთახი, დღემდე მასე ვარ...

კარადების დალაგებას ვერც ვახერხებ ამიტომ უჯრები უმეტესად არეულია, თუ დედაჩემს არ შევეცოდე და არ დამილაგა, რადგან რო ვალაგებ მეორე წამს თუ სადმე გავდივარ ისევ ირევა , what's the point? ამიტომ ამაზე ჩხუბი დღემდე გვაქვს....

სხვა არ მახსენდება, თუ გამახსენდა დავწერ