ვაგრძელებ სტუდენტებისათვის სასარგებლო პოსტების წერას, პირველი პოსტი ნახეთ აქა - საჭირო პოსტი. ხოდა ამ პოსტში IMRAD სისტემაზე მინდა დავწერო. ესაა ძალიან ადვილი სისტემა რომელიც ადვილად დასამახსოვრებელია, და რაც მთავარია ადვილია რომ მისდიო.მოდით დავიწყოთ თავიდან:
- Introduction - იგივეა რაც შესავალი
- Method - მეთოდი, ანუ რა მეთოდი გამოიყენეთ საკურსოს წერისას
- Results- რეზულტატი
- (And)
- Discussion - დისკუსია, მსჯელობა.
1.Introduction - შესავალი: ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერი ნაშრომისათვის. ამ ნაწილში როგორც წესი ვწერთ იმას თუ 1. რატომ ავირჩიეთ ის თემა რაზეც ვწერთ. 2. მიმოხილვა: ვწერთ ჩვენს მიერ არჩეული საგნის ისტორიულ მიმოხილვას იგივეა რაც Background. 3. რა წარმოადგენს ჩვენი ნაშრომის მიზანს?
2. Method - მეთოდი: ასევე ერთი ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ნაშრომში. ამ ნაწილში ვწერთ: ა. სად ვეძიეთ ინფორმაცია. ბ. რა საძიებო სიტყვები გამოვიყენეთ. გ. როგორ გავაკეთეთ არჩევანი. მიზანი ასე დაწვრილებით დაწერისა არის ის რომ - თავი დავიზღვიოთ პლაგიაზმისაგან და ვინმეს თუ გაუჩნდება სურვილი მოიძიოს სტატიები და წიგნები.
3. Results- რეზულტატი: თემის მიზნისაგან გამომდინარე, ვწერთ რა შედეგები მივიღეთ და სათითაოდ ვპასუხებთ ჩვენს მიერ დასმულ შეკითვებს.

5. Discussion - დისკუსია, მსჯელობა: ვმსჯელობთ კვლების მეთოდზე, რეზულტატზე, და ძააალიან კარგი იქნება თუ ჩვენს წინადადებებსაც დავწერთ.
ლიტერატურის სია - ამის შესახებ ჩემ მომდევნო პოსტში დავწერ.
გაფორმება:ძაააალიან კარგია თუ თქვენს ნაშრომს გააფორმებთ სხვადასხვა ცხრილებით და სხვადასხვა სურათებით რომლებიც შეესაბამება თქვენს თემას.
Eng:
This is a post about a paper writing. This is very easy if you have in your head IMRAD system - Introduction, Method, Result, (And), Discussion. Do not forget to to write references.

15 comments:
მმმ ძლიან საინტერესო იყო, აუცილებლად გამოვიყენებ, ოღონდა გაისად, ჯერ პატარა ვარ მაგისთვის :))
ძალიან კარგი რჩევები გაქვს! სტუდენტი არ ვარ, მაგრამ თითქმის ყოველდღე ვხედავ დაბნეულ სტუდენტებს, მასალის მოძიებაც რომ უჭირთ ...
ასეთი გეგმებით მეცადინეობა სახალისოც კი არის...
რაც მთავარია, დაუკარგავი დროის გარეშე. ასე მგონია :)
+ Conclusions, ლიტერატურის ნუსხამდე, Discussion-ის შემდეგ.
Conclusions შედის Discussion ში.
არა, Conclusions ცალკე უნდა.
giorgi -ა შემიძლია გამოგიგზავნო ევროპული სტანდარტით როგორ იწერება საკურსო და ნებისმიერი სამეცნიერო ნაჭრომი(შვედურადაა ოღონდ) სადაც არსად არ წერია რომ ეგ ცალკე თავად გამოიყოფა.
http://www9.umu.se/medfak/utbildning/lakarutb/kurser/VetBas/uppsatshandledning.html
ასევე შემიძლია Power Point -ში გაკეთებული პრეზენტაციაც გამოგიგზავნო.
ბოლო 15 წელია, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება ჩემი პროფესიის ნაწილია; როგორ იწერება ნაშრომი, ზედმეტ თავდაჯერებულობაში ნუ ჩამომართმევ და – ვიცი :)
გამონაკლისია მხოლოდ შედარებით მცირე მოცულობის შეტყობინებები, სადაც Results and Discussion ერთადაა და Concluding Remarks ცალკე ქვეთავადაა გამოტანილი, მანდვე.
ნებისმიერ შემთხვევაში, შენს მასალებს დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი
giorgi - მაშინ გამოდის რომ სხვადასხვა სტანდარტია.
ზემოთ დაგიდე ბმული და იქ ნახე :)
შენ იმას ამბობ რაც იცი, მეც იმას ვამბობ რაც მასწავლეს :)
ვნახე :) ნუ... ალმა მატერის სტანდარტების დარღვევა არ ეგების, თანაც უმეა ძალიან მაღალი კლასია.
და ისე... დასკვნები მაინც ცალკე უნდა, ნახავ, როცა სადოქტორომდე მიხვალ :)
giorgi -სადოქტორო მართლა სხვა რამეა, და ნამდვილად ვერ დადგება საკურსოსა და სადიპლომოს გვერდით. იმას ვგულისმობ რომ უფრო მოცულობითი და სერიოზული სამუშაოა, ვიდრე პირველ ორ შემთხვევაში.
სადოტორომდე (ან საკანდიდატომდე, რუსული სტანდარტებით)ვიყავი მისული მაგრამ მხოლოდ კვლევა ჩავატარე, და სანამ რამეს დავწერდი თავი დავანებე უნივერსიტეტს (საბედნიეროდ).
ისე, დასკვნების თავის არარსებობას საკურსოში, პედაგოგიური თვალსაზრისით, აზრი აქვს.
giorgi - რა მხრივ? :)
პრინციპში, დასკვნების კეთებას (scribere legenda) სათანადო კვალიფიკაცია (facere scribenda) უნდა :)
giorgi - ალბათ :)
შენ უკეთესად გესმის ეს საკითხი ვიდრე მე :)
Post a Comment