Dec 5, 2009

Did u know that...?

იცოდით თუ არა რომ:
  • 1-3 თვის ბავშვი ანსხვავებს მეტყველებას სხვა ხმებისაგან, და უპირატესობას მეტყველებას ანიჭებს?
  • 4-6 თვის ბავშვის მიერ გამოცემული ბგერები, ყველა ენაში ერთიდაიგივეა და ყველა ენაში გვხვდება?
  • 7-11 თვის ბავშვის მიერ გამოცემული ბგერები უფრო ვიწროა და მოიცავს მხოლოდ ერთ ფონემს, ენის იმ გარემოდან სადაც ბავშვი იზრდება?
  • 12 თვის ასაკიდან ბავშვი პირველად ამბობს მოკლე სიტყვებს რომელიც რამოდენიმე მარცვალს შეიცავს?
  • 12-18 თვის ბავშვი სწავლობს სიტყვების მნიშვნელობას და ერთ სიტყვას (როგორც წესი არსებით სახელებს) იყენებს როგორც მთელ წინადადებას?
  • 18-24 თვის ბავშვის ლექსიკა 50-100 სიტყვისაგან შედგება. ჩნდება ფუნდამენტალური წინადადებები, ბავშვი იყენებს კავშირებს და ზმნებს?
  • 2-4 წლის ბავშვს შეუძია გრძელი წინადადებების შედგენა (ხშირად გრამატიკულად არასწორის). ბავშვი იწყებს შინაარსის აღწერას?
  • 4-5 წლის ბავშვმა უკვე იცის ძირითადი გრამატიკული წესები, შეუძლია არსებითი სახელისა და ზმნის ბრუნება?
ამ ფაქტებს რომ გავეცანი, სიმართლე გითხრათ ძააალიან, ძაალიან გაოცებული დავრჩი. პირველი ხუთი წლის განმავლობაში რამხელა ნაბიჯის გადადგმას ახერხებს ბავშვი კოგნიტური განვითრების თვალსაზრისით, ასევე სწრაფად და პროგრესულად რომ ვითარდებოდეთ მომდევნო ათი წლის განმავლობაშიც, ალბათ გენიოსები ვიქნებოდით.

Eng:
Did u know that during first five years of human life, our language develops with
a crazy temp?
That a 1-3 month old baby can distinguish speech from non speech sounds? That around 11 month babies' babbling sounds narrow to include only the phonemes heard in the language spoken by the others in the environment? For 2 years, a kid knows around 50-100 words and create first simple sentences? For 5 years, child has learned basic grammar rules and can say more complicated sentences, describe feelings, subjects etc.
Is not this amazing?
წყარო: Passer M.W., Smith R.E., Holt, N., Bremner, A., Sutherland, E., & Vliek, M. (2009). Psychology: The science of mind and behaviour. Maidenhead: McGraw-Hill