Dec 9, 2009

საჭირო პოსტი!!

საკურსოების წერის დრო მივიდა და გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა. რატომ ახლა? იმიტომ რომ სტუდენტების ამბავი რომ ვიცი ყველაფერი ბოლო წუთამდე მიგვყავს და შესაბამისად ადრე რომ დამეწერა აზრი არ ექნებოდა, ახლა კი აქტუალურია ეს თემა ასე მგონია.

ეს პოსტი ძალიან გამოადგება იმ სტუდენტებს რომლებიც სწავლობენ მედიცინას, ფსიქოლოგიას, Behavioral Sciences და ა.შ. (ბოდიშით ქართულად არ ვიცი ეს ტერმინი როგორ ითარგმნება) მოკლეთ აბა დავიწყოთ!

1. თემის არჩევა: პირველ რიგში სასურველია რაიმე აქტუალური თემის არჩევა, რომელიც ამავდროულად საინტერესო იქნება ჩვენთვის. აუცილებლად ვათანხმებთ თემას ხემძღვანელთან.

2. საკურსოს ”აწყობის” რამოდენიმე ხერხი არსებობს. გააჩნია რამდენი დრო გვაქვს დარჩენილი. შეგვიძლია გავაკეთოთ ლიტერატურის მიმოხილვა თემის გარშემო, ჩავატაროთ პატარა გამოკვლევა და ა.შ. თუ ცოტა დრო გვაქვთ ჯობია მხოლოდ ლიტერატურის ჯერძოდ კი მეცნიერული სტატიების გამოყენება.

3. სად ვეძიოთ მეცნიერული სტატიები? პირველ რიგში ისეთ შესანიშნავ პორტალზე როგორიცაა PubMed. ასეთი კარგი ბაზა მართლა არ შემხვედრია. აბა ნახეთ, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი როცა სტატიის მოძებნა შეგვიძლია ავტორის, თავისუფალი სიტყვბის, წლების, სქესის, ენის და ა.შ. მიხედვით?

არ დაგვავიწყდეს - შევარჩიოთ სტატიები რომელთა სრული ტექსტია ხელმისაწვდომი, სხვა შემთხვევაში ფული უნდა გადავიხადოთ სტატიის წასაკითხად.

4. ცოტა და ხარისხიანი: მას შემდეგ რაც წავიკითხეთ სტატიების აბსტრაქტები, ამოვირჩიოთ რამოდენიმე საუკეთესო რომლებიც ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვას და კვლევის მიზანს საუკეთესოდ პასუხობს. გავითვალისწინოთ რომ 10 სტატიიდან შემაჯამებელი ერთი ნაშრომის დაწერა უფრო ძნელია ვიდრე 5 სტატიისაგან. გარდა ამისა, საუკეთესოა თუ ჩვენს სტატიებში რევიუს მაგვარ სტატიებსაც შევურევთ, რადგან იქა როგორც წესი უკვე არსებული კვლევების კარგ შეჯამებას აკეთებენ.

5. საკურსოს ჩონჩხი. ნებისმიერი საკურსო უნდა პასუხობდეს სტრუქტურას IMRAD + References. რას ნიშნავს IMRAD?
  • Introduction - იგივეა რაც შესავალი
  • Method - მეთოდი, ანუ რა მეთოდი გამოიყენეთ საკურსოს წერისას
  • Results- რეზულტატი
  • (And)
  • Discussion - დისკუსია, მსჯელობა.
IMRAD- სისტემას ჩემ მომდევნო პოსტში მივუბრუნდები და დაწვრილებით აგიხსნით რა და როგორ კეთდება. რაც შეეხება გამოყენებული ლიტერატურის სიას, მედიცინაში როგორც წესი ვანკუვერის მეთოდით ხდება რეფერენსების დაწერაა. ამასაც მომდევნო პოსტში აგიხსნით როგორ კეთდება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს პოტი გამოგადგებათ! თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდათ, ან დახმარება დაგჭირდათ დამიკავშირდით და ერთად გადავჭრათ პრობლემა :)

Eng:
This post is for students. I am explaining how to write referrals and rapports. There are some rule one mast follow during writing. F.ex IMRAD system. We can use articles for our works, these articles can be easily found at PubMed. There are different options we can use for our papers. We can chose an year, writer, gender, etc. If u are interested in these questions, do not hesitate and write your question in the comments. I will try my best to give an answer. :) Good luck!

6 comments:

giorgi said...

პუბმედი კარგია, მაგრამ ესეც ნახე: http://www.deepdyve.com/

Tomushka said...

giorgi -ეგეც არაა ურიგო, თუმცა პაბმედს ბევრად აკრგი სადზიებო სისტემა აქვს. :) ისევე როგორც scopus-ს.

Natosha said...

პაბმედი კარგია, მაგრამ თითქმის ყველაფერი, რაც მომწონებია ფასიანი იყო ))
მდკონსალტის ექუნთი მოგვცა მე და მეგობარს დიიიდი ხნის წინ ნაცნობმა, წესით დიდი ხანია უნდა გასვლოდა "ფასიანი ფუნქციების ხელმისაწვდომობის" ვადა.. მაგრამ არა ) მუშაობს ჯერ კიდევ.

ისე, სამედიცინოს სტუდენტს, ზოგ საიტზე, ფული არ უნდა დაენანოს და დაირეგისტრიროს ვიპ ექაუნთი.

მთავარია ის ფული ჰქონდეს )))

Tomushka said...

Natosha - გეთანხმები, ფული ნამდვილად არ უნდა დაენანოს. მაგრამ სამწუხაროდ ჟურნალების ონლაინ წასაკითხად გინდა ეგ ფული, და წარმოიდგინე რამდენი ჟურნალია და როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი?

giorgi said...

Tomushka, deepdyve.com–ზე შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლია სტატიების წამოღება, თუ gold account გაქვს. სხვა ამბავია, რომ paypal-ით უნდა გადახდა.

Tomushka said...

giorgi - ეგ ძაალიან კარგია! მოსახერხებელია ნამდვილად!