Dec 2, 2009

Before Exam

ხვალ მაქვს გამოცდა განვითარების ფსიქოლოგიაში, ხოდა ძალიან ვნერვიულობ. ისე ვნერვიულობ, არც კი მახსოვს ბოლოს როდის ვინერვიულე ასე ძალიან სწავლასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ გამოცდის წინ საკითები არ მოგვცეს, გამოცადზე არანაირი წიგნის ან რვეულის შეტანის უფლება არ გვაქვს, და რაც ყველაზე მეტად მაშინებს ისაა რომ კითხვები დასმული იქნება პირდაპირ და პირდაპირვე უნდა გაეცეს პასუხი, ყოველგვარი ფიქრის გარეშე.

ხოდა იტყვით ალბათ აქ რას მიზიხარო, არ ვიცი, უბრალოდ სრულიად გადამეკეტა ტვინი, აბსოლიტურად არაფერი არ შედის, არ მახსენდება ერთი სიტყვაც კი რაც წავიკითხე სულ მცირე 4 ჯერ. რა მეშველება, რომ ვერ ჩავაბარო ეს გამოცდა სტიპენდიას მომიხსნიან :(

გამოცდის შემდეგ:
მთელი ჩემი ნერვიულობა უსაფუძვლო გამოდგა. მატერიალი ყველაფერი ნასწავლი მქონდა და არ ვიცოდი მხოლოდ ერთი საკითხი რომელსაც ვერაფერი გავუგე კერძოდ კი მელანი კლეინის ფსიქოანალიტიკური თეორია. საბედნიეროდ ეს საკითხი არ შემხვდა. სამაგიეროდ შემხვდა საკითხი რომელიც ვიცოდი უკარგესად, და ცოდნასთან ერთად უბრალოდ მიყვარს. ეს იყო ფროიდისა და ერიქსონის თეორიების შედარებითი დახასიათება. ხოდააააა მივყევი და მოვყევი. იმდენი ვილაპარაკე მასწავლებელმა ბოლოს თქვა - ”ვერაფერს დავამატებო” :D მოკლეთ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავით :თვითკმაყოფილი იდიოტის სმაილიკი:

Eng.
Tomorrow morning I have an exam in psychology. I am so scared that I am ready to be sick tomorrow :D I can not even think or study anymore. I can not recall a word from material which I have read minimum 4 times. Poor me :(

6 comments:

ჯორჯ პაიკი said...

გამოცდაზე გაგეხსნება გონება და ყველაფერი გაგახსენდება. :) წარმატებებს გისურვებ!

xissunianisaxli said...

მეც იგივე მინდოდა მეთქვა,პირდაპირ რომ დაჯდები აუცილებლად მოგეხსნება ნერვიულობა და ყველაფერს შეძლებ :)
good luck

Keti said...

წარმატებები, ტომუშკა! :)
ნუ ნერვიულობ, კარგად ჩააბარებ! დარწმუნებული ვარ...

Tomushka said...

მადლობა ”ბავშვებო”. თქვენი სურვილებიდან გამომდინარე, იმედი არ გაგიცრუვეთ და ძალიან კარგად ჩავაბარე გამოცდა :)

♥ The Dream Teller ♥ said...

ვაა : )

გილოცავ : )

იმედია მეც ესეთივე გახარებული ვიქნები გამოცდების მერე : D

Tomushka said...

თუ ისწავლი იქნები, თუ არადა მაშინ რა ვიცი :d
გადაჭარბების გარეშე ვამბობ ბოლო ერთი კვირა დღეში მინიმუმ 8 საათს ვმეცადინეობდი :D:D