Dec 21, 2009

And the Oscar Goes toooooo - ვაჟა VS ნოდიკო

არა, ჯერ არავის გადაეცემა ოსკარი, უფრო მეტიც ოსკარი არ გადაიცემა საერთოდ, დღეს ჯეოსტარზე მინდა დავწერო. დაახლოებით სამთვიანი გულშემატკივრობის შემდეგ როგორც იქნა გაირკვა ფინალისტების ვინაობა.

ვაჟა VS ნოდიკო: ჯეოსტარის მაყურებელმა თავიდანე ვიცოდით რომ ფინალში ნოდიკო ტატიშვილი და ვაჯა მანია გავიდოდნენ. ბევრი სკეპტიკოსი ამბობდა კიდეც რომ რადგან ვაჟა აფხაზეთის სახელით გამოდის, უბრალოდ სხვა რამეს არც უნდა ველოდოთ, რადგან აფხაზეთი ჩვენთვის ძალიან მტკივნეული მომენტია დღეს დღეობით. რაც შეეხება ნოდიკოს, იგი აქამდეც მღეროდა და მეტ ნაკლებად ცნობილი სახე იყო საქართველოს მოსახლეობისათვის, და რაც მთავარია თბილისის სახელით გამოდიოდა, თბილისი კი დიდია მოგეხსენებათ.

ჩემი ფავორიტი: მიუხედავად იმისა რომ ნოდიკო უნაკლოდ ასრულებს თითქმის ყველა სიმღერას, ძალიან მინდა ვაჟამ გაიმარჯვოს. რატომ? მოდით ჯერ დავწერ რატომ არ მინდა ნოდიკოს გამარჯვება. პირველ რიგში მინდა ავღნოშნო რომ რაც არ უნდა დავწერო ქვევით, მინდა ხაზი გავუსვა ნოდიკოს ბგერის სუსუფთავესა და სიმღერის შესრულების მაღალ დონეს, მაგრამ ..... ნოდიკოს სიმღერის სტილი არის აბსოლიტურად ჩვეულებრივი, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეასრულოს, და ასრულებს კიდევაც. დაყენებული დგომა, მანერები, მიმიკები ეს ის მახასიათებლებია რომლების ჩვენი პატივცემული მომღერლების 90% ახასიათებს, და რომელიც უკვე ყელში ამოსულია.

სიახლე მინდა. რომ მითხრათ ერთი სიტყვით დაახასიათე ვაჟაო, ეს სიტყვა უდაოდ იქნებოდა ნიჭიერი. უფრო ვრცლად კი ვაჟაში ვხედავ სიახლეს, ზემოთ აღნიშნული 90% საგან მას აქვს თავისი სტილი, კაი ბაძავს ელ ჯეროს, ცდილობს ყველაფერი გააჯაზოს, მაგრამ ეს იმდენად ახალია ყურისათვის, და სურვეილი ჩნდება იცოდე რისი გაკეთება შეუძლია ამ ბიჭს. გარდა ამისა ვაჟასაგან მოდის ძალიან დადებითი ენერგია, სითბო და არის ქარიზმატული პიროვნება. რას მისცემს მას ამ პროექტში გამარჯვება არ ვიცი, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია მისთვის, თორემ არ მიიღებდა მონაწილეობას.

გთავაზობთ ორივე ფინალისტის სიმღერებს :)

ეს ჩემი ფავორიტი სიმღერა მანიას შესრულებით


ესეც სიმღერა ნოდიკოს შესრულებით :) ვფიქრობ ნოდიკო ამ სიმღერას ძალიან კარგად ასრულებს.


Eng:
This is a post about two georgian singers, who participate in a georgian music show - "Geostari" . In a final, we've got two very good spongers - Vaja Mania and Nodiko Tatishvili.
My favorite is Vaja (first video), and I want him to win the competition a lot!

8 comments:

Kate said...

აუ ატანა არ მაქვს ამ ნოდიკოსი.

თბილისელი მარიაჟი და არაფერი განსაკუთრებული.
ეგრე მართლა ყველა მღერის.
ნებისმიერი მოქეიფე კაცი.

ვაჟამ მინდა, რომ გაიმარჯვოს.
ინგლისური არ იცის, მაგრამ ხმა აქვს უმაგრესი.

tabunia said...

მეც ზუსტად ასეთი პოზიცია მაქვს ამ ორი მომღერლის მიმართ. ვგულშემატკივრობ ვაჟას და ვაღიარებ ნოდარს.
კიდევ ერთი კოცნა ჩემგან, უკვე ბლოგზე :)

♥ Mary ♥ said...

მე დათუნას ვგულშემატკივრობდი :(

ნოდიკო ქარსელაძის ძმაკაცია და მოიგებს :D )))

xissunianisaxli said...

მე ნოდიკოს ვგულშემატკივრობ :)

clown said...

რატომღაც არ ვუყურებდი ჯეოსტარს :შ

Tomushka said...

clown - მეეეეე, ვუყურებდი :)
ერთი გადაცემა არ გამიმაზავს :D

Sophie Golden said...

ტომა, ქვეყანაზე არ მეგულება შენზე ქართველი ადამიანი, მართლა გეუბნები. თბილისში არ იციან ამდენი ამბავი, რამდენიც შენ და ასე აქტიურად რომ ადევნებ ყველაფერს თვალ-ყურს! I admire you.
იმედია, ოდესმე გაგიცნობ, როგორი ხარ ცხოვრებაში :)

P.S. ჯერჯერობით ჯეოსტარი არ მინახავს :D ტელევიზორსაც შეძლებისდაგვარად ვემალები.

Keti said...

ნოდიკოს ბგერის სისუფთავე და მანიას იმპროვიზაციის უნარი+სილაღე კარგ ტანდემს შექმნიდა. მანია რომ დაცალო თავისი იმპროვიზაციისგან, დარჩება დიდი არაფერი, ნოდიკოზე კი შენც თქვი..

წლევანდელ ჯეოსტარს აქა–იქ ვადევნებდი თვალს და საერთო ჯამში არ მომეწონა...