Nov 24, 2009

რიგითი ქართველი ლექტორი VS რიგითი შვედი ლექტორი

...სემინარიდან რომ გამოვედი ვფიქობდი რა განსხვავებაა შვედ და ქართველ ლექტორებს შორის. ხოდა, იმდენი განსხვავება ვიპოვე რომ უნივერიდან სახლამდე მთელი 35 წუთი განსხვავება განსხვავებას ცვლიდა.

ახალა დავწერ რას ვგულისხმობ.
პიროვნულად: რიგითი ქართველი ლექტორი - განერვიულებული, საკუთარი პრობლემებით დახუნძლული, ადამიანი რომელიც სტუდენტს ადანაშაულებს საკუთარ უბადრუკ მდგომარეობაში. ძირითადად მოღუშული, გაღიზიანებული და სევდიანი. რიგითი შვედი ლექტორი- მხიარული, ვერ გაიგებ რა სწყინს რა უხარია, ყველანაირი პიროვნული მომენტი უკანა ფონზეა გადატანილი როცა ურთიერთობს სტუდენტთან.

პროფესიონალურად: რიგითი ქართველი ლექტორი- ღმერთმა იცის ბოლოს როდის წაიკითხა სიახლეები საკუთარი პროფესიის განხრივ ან როდის იყო რაიმე საერთაშორისო კონფერენციაზე. არ უყვარს სილაბუსების წერა, ამიტომ ძირითადად სტუდენტი ფრიად გაურკვეველ მდგომარეობაშია ხოლმე. რიგითი შვედი ლექტორი - მუდამ ძიების პროცესში, აქტიურად ადევნებს თვალს პროფესიაში მიმდინარე სიახლეებს, დადის კონფერენციებზე. წინასწარ გაწერილი აქვთ მთელი კურსის პროგრამა და სტუდენტებს კურსის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე აძლევენ.

სტუდენტთან ურთიერთობის მხრივ: რიგითი ქართველი ლექტორი ხემძღვანელობს ემოციებით, ზოგ სტუდენტს შვილივით ეპყრობა, ზოგს კი მტრად მიიჩნევს. ეშინია ჭკვიანი სტუდენტების, რადგან მათ მომავალ კონკურებტებად აღიქვავს, ამიტომ რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, ისინი სტუდენტების ჩაძირვაზე მუშაობენ. რიგითი შვედი ლექტორი - ვერასდროს მიხვდები თუ ყავს ფავორიტი სტუდენტი, არის ზომიერი, პროფესიონალი და მზადაა დაეხმაროს სტუდენტს მხოლოდ სამუშაო საათებში. მიმართულია სტუდენტების წახალისებაზე და გონიერ სტუდენტებს განიხილავს როგორც უნივერსიტეტის მომავალს.

ესეც ესე, ესაა ჩემი მცირეოდენი ნაფიქრი დღევანდელი მგზავრობიდან. ძალიან მადლობელი დაგრჩებით თუ თქვენც დაახასიათებთ თქვენს ახლანდელ და ყოფილ ლექტორებს ზემოთ ხსენებული სამი კატეგორიის მიხედვით :)

Eng:
this is a post about typical Georgian university teacher vs. typical Swedish university teacher. Well, there are really lot of differences and one of the most important is teachers relations with students. The georgian teachers are more emotional, they can love one student as own child or hate another. They show their preferences and everybody know who is the teacher's favorite. The Swedish teacher is more professional, tries not to show own preferences and emotions.

Well so what is bast? I do not know, depends on a student.

11 comments:

clown said...

უი ჯერ სტუდენტი არ გავმხადრვარ :ბლუსჰ:

ჩორვენი¹³ said...

ravic me zalian magari leqtorebi myavda ESMshi. silabusic , damokidebulebac, waxalisebac daxcmarebac , konsultaciebic ravic ra friad jansagi da zalian magari garemo gvqonda

exposemaximum said...

the relationship between a teacher and student is divine.

vasasi said...

აუჰ..
სულ ხერხემალი ამიცახცახდა.. :უსერ:

ერთ ჩემს ლექტორს, ასე განსაჯე, კონკურენტები ვგონივართ.. :დ

Anne Sidamonidze said...

me ar var rigiti kartveli lektori :)))

taa said...

ადამიანი რომელიც სტუდენტს ადანაშაულებს საკუთარ უბადრუკ მდგომარეობაში. ძირითადად მოღუშული, გაღიზიანებული და სევდიანი.

ra sacodavi realobaa :(

Sophie Golden said...

სტერეოტიპებს ნუ აყალიბებ ქართველ ლექტორებზე!!!
მე ძალიან კარგი ლექტორები მყავდა თსუ-ში, არცერთი ყოფილა ბოღმიან-ნევროზიან-უცოდინარი. ბევრი რამე ვისწავლე მათგან, არ მჯერა საზღვარგარეთელი ლექტორების აღმატებულების, ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან. გააჩნია, შენ როგორ ხედავ სხვებს და რა თვისებას უფრო აქცევ ყურადღებას!

მე მიყვარს ჩემი თსუ და იქაური ლექტორები!!!

Tomushka said...

hehe, ძალიან კარგი თუ კარგი ლექტორები გყავდათ, არც მე მყოლია ცუდი საბედნიეროდ. ეს კი იმაში გამოიხატება რომ ჩემი პროფესია უფრო მეტად შემაყვარეს და მეტის შეძენის სურვილი გამოჩინეს.

სოფი - სტერეოტიპს ერთი ადამიანი არ აყალიებებს. სტერეოტიპი საზოგადოების შენაძენია.

Keti said...

კარგი იყო!

მე რიგით ქართველ ლექტორს ვერავის შევადარებ, რადგან მხოლოდ მას ვიცნობ :) დახასიათება კი უკვე დაწერე...

Neutral said...

ტომუშკა, თუ შენც კარგი ლექტორები გყავდა, საიდან ამდენი მოარული აზრები ქართველ ლექტორებზე? :) უგერგილო და უგემური ლექტორები ყველა ქვეყანაში არიან (ნუ, შეიძლება, საქართველოში უფრო მეტი) მაგრამ ამის გამო განზოგადება არა მგონია კარგი იყოს.

Tomushka said...

Neutral-ჩემთვის ორიოდე კარგი 100 ცუდს გადაფარავს :)