Ahmed the Terrorist ვიდეო რომაა იუ ტუბზე ხო იცით? თუ არ იცით უყურეთ არ ინანებთ. მაგრამ ამ ვიდეოზე არ მინდა დაწერა, არამედ ჩემ მეზობელზე რომელსაც ქვია ახმედი და რომელიც არასდროს მინახავს მაგრამ ყოველ საღამოს იავნანასავით ჩამესმის ეზოდან მისი მეგობარის ყვირილი Ahhhhhmeeeeddddd! Ahhhhhmeeeeddddd! ხოდა ხო წარმოგიდგენიათ ამ ვიდეოზე შეყვარებული როგორ მიხარია ამ სახელის გაგონება. მივარდები ხოლმე ფანჯარას და ვხარხარებ უკანაკნელი გიჟივით.
მოკლეთ ბოლო ორი კვირააა (ზუსტად ორი კვირა არც მეტი არც ნაკლები :ჵ) Ahmeds აღარავინ ყვიროდა ეზოდან, და მე და ჩემი ქმარი ფრიად შეშფოთებული ვიყავით, ვმსჯელობდით, ვფიქრობდით რა დაემართა ბიჭს რომელიც ეძახის ახმედს, ან რა დაემარტა ახმედს რომლსაც არ ეძახიან ეზოდან. ხოდა ზუსტად ამ წუთს, აბა გამოიცანით რა მოხდა ზუსტად ამ წუთს? ახმედს დაუძახეეეს :D :D ეზოდან!
Eng:
Ahmed the terrorist is one of my favourite videos on the you tube. And my Melbourne who's name is Ahmed has became one of my favorites too. I have never seen him, but every evening his friend comes in a garden and cries with whole voice Ahhhhhmeeeeddddd! Ahhhhhmeeeeddddd! and this makes me laugh like a crazy :D I love my neighbor Ahmed and his friend, they make me smile every evening :D
9 comments:
Tomushka! ახმედამ გამამხიარულა,და კიდევ, გამახარა ერთმა ამბავმა, რომელიც მინდა გაცნობო: ამ ხუთშაბათს, ანუ 26 ნოემბერს 'კვირის პალიტრის' გამომცემლობის გაზეთ 'ყველა სიახლეში' გამოქვეყნდება შენი პოსტი 'თანამედროვეობის შერეკილები', თავისი ფოტოებითა და ქვემოთ ავტორის ვინაობის მითითებით: ბლოგერი ტომუშკა, ბლოგი 'გზაზე ერთი კაცი მიდიოდა.'
კიდევ ერთიც, ბოდიშს გიხდი, რომ ამ პოსტის გამოქვეყნება ვერ მოხერხდა იმ გაზეთში, თავიდან რომ შემოგთავაზე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დაბეჭდვა რამდენჯერმე გადაიდო, გავბრაზდი და მივმართე 'ყველა სიახლეს.' ჰო, ჰონორარს იქაც იხდიან. :)
თუ ავტორის ვინაობაში რაიმეს შეცვლა გინდა, გამაფრთხილე დღესვე, იმიტომ, რომ სხვანაირად დაგვიანდება ჩასწორება.
როგორ მიყვარს ეგ სახელი... :D
მაშინ ტომუშკა მოუსმინე აჰმად ჯამალს. უჰ რა კარგი მუსიკაა, poinciana განსაკუთრებით კაია
:)))))))))
აუ, რა ტიპია?? პირველად ვნახე :) ახხხმედ! :დ
სტატიის დაბეჭდვა კი ძალიან გამიხარდა:) ახლა ვეცდები, მოვძებნო და გადავიკითხო...
hahxhaa , magaria :DD
და მე და ჩემი ქმარი ფრიად შეშფოთებული ვიყავით
gatxovili xaaaaaaaaaaar?
:D :D :D
nicole - ძაალიან მიხარიაა :)
მაგ ჟურნალს მე ვერ შევიძენ, და შეიძლება როგორმე დასკანერება და ჩემთვის გამომგზავნა? მხოლოდ სტატიის? :)
წინასწარ მადლობა.
clown - შენ რატომ გიყვარს? :ჵ
ნინო- მოვუსმინე და კარგია ნამდვილად.
ქეთი-როგორ გეტყობა რომ არ ხარ მთლად ”გაფუჭებული” ინტერნეტით. თორემ კაცი არ მეგულებოდა ვისაც ეს ვიდეო არ ქონდ ნანახი.
Taa- კი მყავს კაცო :) :*
რატომ გაგიკვირდდა ისე? :ჵ
Tomushka, მაგ გამოცემასაც და ჰონორარსაც მე მოგაწვდი. მოგწერ და შევთანხმდეთ, როგორ გადმოგცე. ოღონდ, ბოდიში უნდა მოგიხადო ისევ _ ერთი კვირის მერე ყოფილა დაგეგმილი დაბეჭდვა ანუ იმ ხუთშაბათს და მე მეგონა, ახლა უნდა ყოფილიყო და შეცდომაში შეგიყვანე. :)
რატომ გაგიკვირდდა ისე? :ჵ
ravi im postebshi rac me camikitxavs ar gixsenebia
da imitom gamikvirda :)
kiss u
Post a Comment