ზოგადად ძალიან მიყვარს საჭმელების კეთება მაგრამ არის პერიოდი როცა გბეზრდება ეს ყველაფერი და არც გაკეთების და არც ჭამის სურვილი არ გაქვს. მთელი ეს კვირაც ისე აეწყო რომ არაფერი მომიმზადებია შემწვარი კვერცხის გარდა, ჩემი ქმარი კი მანამდე გამზადებულ, საყინულეში შედებულ და შემდეგ გაცხელებულ საჭმელზე გადავატარე. თუმცა ამ საღამოს სინდისმა შემაწუხა და მოვამზადე ჩემი საყვარელი აჭარული ხაჭაპური.
როგორ არის იცით, ცოტა ცუდ ხასიათზე ან მოწყენილი თუ ვარ, საკმარისია ჩემში ძალა ვიპოვო და რამე ტრადიციული ქართული მოვამზადო რომ ეგრევე მიუმჯობესდება ბუნება განწყობილება:) რაღაც საჭმელო თერაპიის მაგვარი რეაქცია მაქვს.
თუ დაგაინტერესებთ შემიძლია გასწავლოთ როგორ უნდა გამოაცხოთ და გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები, განსაკუთრებით თუ მათ უყვართ ხაჭაპურის ეს სახელობა :)
ხოდა ჩემი დღევანდელი შეკითხვა ძალია შტერობად შეიძლება მოგეჩვენოთ მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა ეფექტს ახდენს თქვენზე ესა თუ ის კერძი? გაქვთ თუ არა ამოჩემებურლი კერძი რომლის დაგემოვნებისას რაც არ უნდა ცუდად იყოთ ეგრევე კარგად ხდებით? თუ კი მაშინ რომელი? :)
Eng:
I love cooking! But sometimes I do not want to cook or eat ether. So was this week. I felt down, sad and depressed. But today in the evening I decided to cook one of my favorite georgian dishes - Acharuli khachapuri. After this delicious food I feel much better. It seems like cooking and eating traditional food, is kind a therapy for me. The recipe is very easy, and if u want I can teach and share it with you.
13 comments:
ოო, კაი აჭარული გამოგსვლია. ყოჩაღ. კერძებს რაც შეეხება : ხინკალი და ჩიხირთმა მთენთავს და ძილს მგვრის. ოლივიეს სალათი ყოველთვის დაბადების დღის ან ახალი წლის ასოციაციას იწვევს. მწვადი ეჭვებს..."რა შეწვაა ეგ".
აი ნიგოზში ამოლესილი, ქოთნით ცეცხლზე გაკეთებული გურული ლობიო, წითლ მჭავე ფხალთან და პომიდორთან, ლავაშთან და კარგ წითელ ღვინოსთან ერთად მშვენიერი განწყობის რეცეპტი ნამდვილადაა
"ბუხარი და სამი კაციიი, მასპინძელო გარეთ გაშპიიიოოოო" ;)
ზუთხი შამფურზე მაშარაფით! რა დანაყრებულიც არ უნდა ვიყო...
nicole - მაშარაფი რა არის?
Da-v-iD- ისეთი რამეები ჩამოწერე მომშივდა :D
uh mec mominda Zalian tomuSka. pardon qartul shrifts ver mivageni chems gadakiravebul kompshi
მომშივდა :S
ტოსტი მიყვარს და შემწვარი კარტოფილი :D
კარგად გამოიყურება აჭარული :)) ჩემთვის კი ძალიან მსუყეა ხოლმე ყოველთვის, სულ მიჭირს ბოლოში გასვლა :)
ახლა ვფიქრობ ამ "თერაპიაზე".
მე ხილი მაყენებს კარგ განწყობაზე. აი, კერძებიდან... ალბათ უფრო სალათები. და შემწვარი კარტოფილი :)
ქეთი შემშურდა შენი :D შემწვარი კარტოფილი- სინდისის ქეჯნის მეტს არაფeერს მიტოვებს :D :D
ხოდა დანარჩენებს კიდე, რომ მესტუმრებით გამოგიცბოთ ხაჭაპურს და დააგემოვნეთ :ჵ
კი ამბობენ არ ვარგაო, მაგრამ მიყვარს და რა ვქნა? :)))
Keti -არც არაფერი რა უნდa ქნა? :D
:)))
ra magariaaaaaaaaaaa
usashinlesad mominda
ვაიმე, რა გემრიელი ჩანს შენი გაკეთებული ხაჭაპური! აჭარული მე მხოლოდ კვერცხის გარეშე მიჭამია, ანუ ფაქტიურად არ მიჭამია :D
პ.ს მაშარაფი ბროწეულისგან დამზადებული სოუსია, ზუთხთან მიირთმევენ :))
Natalia - ui, mag sousi broweulisagan gamikeTebia kdiec, da bebiachemic ki aketebda. magram masharafi tu erqvaa ar vicodi :)
Post a Comment