Nov 27, 2009

”ნარკომანთა” ეროვნული ნაკრები

თავიდან გააგხსენებთ საქართველოს ნაკრების შესახებ ჩემს მიერ დაწერილ პოსტს - მე ვამაყობ საქართველოს ნაკრებით! შენ? ასევე შეგახსენებთ რომ ვმსჯელობდით რატომ გამოდის ცუდად ჩვენი ნაკრები? აბა იქნებ პასუხი ქვევით ვიპოვოთ?


”გიორგი გეგეჭკორი - ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში ამხილა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში ამხილა,- ამის შესახებ განცხადება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გიორგი გეგეჭკორმა დღეს გააკეთა.

გეგეჭკორი ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომას ესწრება. იგი აღმასკომის წევრია და ზემოაღნიშნული გაცხადება სწორედ სხდომის დაწყებმადე გააკეთა.დახურულ სხდომაზე, რომელიც 12.00 საათიდან მიმდინარეობს, 8 საკითხს განიხილავენ, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს ფეხბურთის ფედერაციაში აუდიტის დასკვნა იწვევს, რომელიც კომპანია "ჯორჯიან კონსალტინგმა" ჩაატარა.კომპანიამ ფეხბურთის ფედერაციის მიერ 2006-2009 წლებში დახარჯული თანხები აღრიცხა.

ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, დასკვნაში საკმაოდ ბევრი დარღვევაა დაფიქსირებული. საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც გასული სამი წლის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციამ არამიზნობრივად დახარჯა, გარდა ამისა, ვალიც დაედო. როგორც ცნობილია, აღნიშნული პერიოდში ფედერაციას ნოდარ ახალკაცი ხელმძღვანელობდა.
განხილულ საკითხებზე კომენტარები სხდომის შემდეგ გაკეთდება.”

წყარო
ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი რამეები ბევრ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ჩვენთვის იმ ერისათვის რომელსაც საკმაოდ მცირე ცნობილი და კარგი ფეხბურთელი ყავს ეს ინფორმაცია ძალიან მტკივნეულია. მე პირადად რამოდენიმე შეკითხვა გამიჩნდა. 1. ხდება თუ არა ნაკრების წევრების სამედიცინო შემოწმება. 2. იცოდნენ თუ არა მწვრთბელებმა ამ ფაქტების შესახებ, და თუ იცოდნენ რატომ ათამაშებდნენ ფეხბურთელებს? 3. რა ზომებს მიმართავენ ფეხბურთელების დასასჯელად და მსგავსი შემთხვევების პრეცენციისათვის?

გაფლანგვაზე არ მინდა რამის დაწერა. რადგან ძააალიან დიდი იმედი მაქვს რომ იმ გაფლანგულ თანხას ამოიღებენ და დამნაშავე პირებს შესაბამისად დასჯიან.

და გული მტკივა, რატომ არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში საქმე აკეთო საქმისთვის, ხალხისთვის და ქვეყნისთვის? რატომ არის რომ ადამინები მოჯდებიან ხოლმე თბილ ადგილზე და საკუთარი ცხვირის და ჯიბის გარდა ვერაფერს ხედავენ :(

13 comments:

Keti said...

ხალხში ეს ჭორები (და როგორც ჩანს სიმართლე) გავრცელებული იყო: ხშირად ამბობდნენ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ რამდენჯერ უთამაშიათო...

სირცხვილია მართლა. და სამწუხარო ფაქტი.
რაც შეეხება გაფლანგვას, მახსოვს როგორ გააგდეს ჟორდანია ამ ბრალდებით, ახალკაცი კი ქართული ფეხბურთის მხსნელად წარმოგვიდგინეს... ესეც სამწუხარო ფაქტი.
და აბა რა უნდა ეშველოს ქართულ ფეხბურთს? :(

Tomushka said...

არადა ახალკაცი თავად იყო ფეხბურთელი თუ არ ვცდები.

აც ფეხბურთს და არც სხვა რამეს არ ეშველება თუ ნამდვილად საქმის ენთუზიასტენი არ იმუშავებენ. ადამიანები რომლებიც ამ შემთვევაში ნაკრების და ზოგადად ფეხბურთის ხარისხის ამაღლებაზე იქნება მიმართული და არა საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე.

My Way said...

რაც შეეხება ჟორდანიას, არც ის იყო ანგელოზი და მაშინ მისი მოხსნა სწორი გადაწყვეტილება იყო, როგორც ახლა ახლაკაცის და როგორც ის, რომ ნემსოს არ გაამარჯვებინეს არჩევნებში(ბევრი ამბავი და მიზეზი იყო მაქ).

ახლა მოვიდა სიჭინავა. არ ვიცი, ღმერთმა ქნას რაღაც გვეშველოს ოდესმე, მაგრამ ემ ჯერ პესიმისტურად ვარ. არადა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ იდეაში.
ახალმა თაობამ მაინც იქნებ ქნას რამე. უკეთესი პრიობები და გარემო აქვთ. მთავარია გაითავისონ რას ნIშნავს სპორტსმენობა და მით უმეტეს ფეხბურთელობა, როცა ძალიან პოპულარული ხარ და ბევრი ცდუნება გაქვს, რომელთაც აუცილებლად უნდა გაუძლო.

პ.ს.
რა ფეხბურთელი ახალკაცი იყო... არა. ჟორდანია იყო. ისე ეგეც გურჯული და მცდარი მიდგომაა, რომ მაინცდამაინც ფეხბუღთელმა უნდა მართოს ფედერაცია, არანაირად.

Keti said...

გეთანხმები...

Tomushka said...

My Way - არ ვიცი იყო თუ არა. მადლობა რომ გაგვიმარტე.

მე თუ მკითავ სულად არაა საჭირო მართოს ფეხბურთელმა. საქმე უნდა მართოს კარგმა მენეჯერმა პირველ რიგში. სასურველია სპორტულმა მენეჯერმა. რომელმაც იცის ბიზნესი, და სპორტი ამავდროულად.

My Way said...

უი, შესავალი დაიკარგა ჩემი კომენტარის :D
მოკედ, რომ ვთქვა, მეწერა აღრაც ვსაუბრობდ და აღარც ვწერ მაგ ტემაზე, ვერიდები, ნერვებს ვუფრთხილდებითქო. ისედაც არ მაკლია ნერვენის შლა და მეყო მაგათგან უკვე.

My Way said...

ხო, კიდე მთავარი არ დაწერა :D ნავიჩოკი ვარ ბლოგში და რაღაც მივქარე ალბათ :D
2 ცოტაათქო, 2ზე მეტი იქნება სამწუხაროდ, უბრალოდ, ახლა ის ორი გამოიჭირეს ალბათ მარტო
ეს ნარკოტიკები რა... :(


სწორია, უნდა მართოს მენეჯერმა.

რავი ამ სიჭინავას პრესკონფერენციაზე ვიყავი ერთხელ, ახლოსაც ვნახე, დავაკვირდი :D კითხვაც დავუსვი. რა ვთქვა... მეგრელია(ნუ მიწყენთ მეგრელები :D), ბიზნესი იცის და ფეხბუღთი უყვარს. თუმცა რამდენად საკმარისი იქნება ეს ვნახოთ და რამდენად დაიხარჯება.
მე მინდა, რომ კარგის იმედი მქონდეს, მაგრამ შემაძულეს ფეხბურთი უკვე ქართველებმა(გუჯრებმა)

zicke said...

ფეხბურთის ფედერაცია ჩვეულებრივი ორგანიზაციაა რომელსაც კარგი მენეჯერი ჭირდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში უბრალოდ ფულის გასათეთრებელ ადგილად იქცა. ნარკომან ფეხბურთელებს რაც შეეხებათ მწვრნეთლი უნდა მიმხვდარიყო როგორმე, მარტო უნებისყოფო ფეხბურთელების ბრალი არ არის ეგ,კომპლექსური პრობლემაა და მასე რომ მივყვეთ ფედერაციის ხელმძღვანელებიდან დაწყებული ნაკრების მწვრთნელით და ექიმებით დამთავრებული ყველა დასაჭერი თუ არა ნაკრებიდან მოსაშორებელია.
და 54 მილიონის მაგათზე დახარჯვას 1 მილიონით რაგბს დაეხმარონ ჯობია, სტადიონი არ აქვთ :(

Tomushka said...

zicke -ჩვენც მაგას ვამბობთ, რა გახდა ეს ერთი ფეხბურთი რომ გადააყოლეს სპორტის დანარჩენი სახეობებიც?

clown said...

უიმე მწვრთნელები ამა სროგორ უშვებდნენ? :|
ფუ რა მარაზმია :|

Adeline said...

Sv: Tja, det e inte jag som har en blogg på japanska...

Tomushka said...

Adeline min blog är inte heller på japanska :D :D :D

My Way said...

მიუხედავად ჩვენი ლომი რაგბისტების ვაჟკაცობისა და მიღწევებისა
მიუხედავად კალათბურთელტა ბოლოდროინდელი ყოჩაღობისა და ა.შ.
მაგას უნდა შეეგუოთ, რომ ფეხბურთი ყოველთვის მინიმუმ ერთი თავით მაღლა იდგება :P სულ მინიმუმ

მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ... ფეხბურთი ეს მხოლოდ სპორტი არ არის მეგობრებო :D



პ.ს.
მწვრთნელები და სვხები კიდევ იმდენ რამეს უშვებდნენ სამწუხაროდ რომ... ეს საქართველოა :)