Nov 26, 2009

ჩემი ბავშვობის შაჰ აბასი

ბავშვობაში ძალიან ჩლუნგი, მშიშარა და მტირალა ვყოფილვარ. ჯერ სამ წლამდე ვერ ვლაპარაკობდი, მერე ვისაც არ ეზარებოდა ყველა მე მჩაგრავდა, თმებს მწიწკნიდა, სათამაშოებს მართმევდა და რომ არა ჩემი და რომელიც ჩემზე უმცროსია არ ვიცი რა მეშველებოდა. ის იყო ეზოს შაჰ აბასი, მისი ეშინოდა ყველას და ერთი თვალების დაბრიალება იყო საჭირო რომ ბავშვები ცუციკებივით იქცეოდნენ. მაგრამ გავიდა დრო და ორივე ძიან შევიცვალეთ. ჩემი და ბევრად დამთმობი გახდა, მე კიდევ ვირივით გამტანი, ავი და ძლიერი ყველანაირად.

დღეს დღეობით ფსიქოლოგები შეთანხმდნენ რომ ტემპერამენტის განსაზღვრა უკვე რამოდენიმე კვირის ბავშვზეა შესაძლებელი. რათქმაუნდა უამრავი ფაქტორი არსებობს მაგრამ მათ შორის არის რამოდენიმე ძირითადი: ბავშვის აქტივობის დონე, რეაქტიულობის დონე, დამშვიდებისა და აღგზნების დონე და ა.შ. ზოგი ფიქრობს რომ ტემპერამენტი თანდაყოლილია მშობლებისაგან, ზოგიც ფიქრობს რომ ის შეძენილია ასევე არის მოსაზრება რომ გარკვეული მიდრეკილებაა თანდაყოლილი, რომელიც ზრდასთან ერთად იცვლება. თუმცა ფაქტია ადამიანი ბავშვობაში თუ იყო მორცხვი, დიდი შანსია რომ ის მოზრდილობაშიც ასეთივე დარჩება.

და კვლავ ჩემი შეკითხვა თქვენს მიმართ- როგორ ამჩნევთ ზრდასთან ერთად როგორ შეიცვალეთ ?

Eng:
When I was kid, I was shy and very easily frightened person. I could not protect myself, but I had a sister who was always there, helped me and protected my from other children. Now, about 25 years later, everything has changed. I am like a wolf who fights with life, and wants to get bets from it. My sister has changed a lot. She is more passive and calm now, and she is the one who needs to be protected. So my question is how much have u changed ? Can u say that u have same temperament?

11 comments:

Sunny said...

ჩემი საყვარელი თემაა :) ანუ ფსიქოლოგიურ დაკვირვებებს და შეხედულებებს ვგულისხმობ...


რაც შეეხება კითხვას... მე ძალიან შევიცვალე.. აქტიური და ჯიუტი ყოველთვის ვიყავი მაგრამ ძლიერი ხასიათი მაკლდა... რაც ასაკთან ერთად მოვიდა :)
თან რაც ვიზრდები თითქმის ყოველდღე რაღაც ღირებულებების და პრინციპების გადაფასება მიწევს, და ესეც მოქმედებს ხასიათის ფორმირებაზე :)

Dv0rsky said...

საკმაოდ შევიცვალე, შეიძლება ითქვას, კარდინალურად - 180ზე მეტი გრადუსით :)))

Da-v-iD said...

ვიზრდები და ვვირდები :))))

taa said...

me dzalian pasiuri vikavi
chemi samkaro da bevri cigni mqonda
garet gasvla ar mindoda sul vijeqi da vkitxulobdi

axla, var xmauriani, miiknars xmauriani adgilebi da ogond saxlshi nu gamachereb :D

Natalia said...

მე ნაწილობრივ შევიცვალე, ანუ უფრო ძლიერი გავხდი. მაგრამ ჯერ კიდევ ცვლილების პროცესში ვარ, იმედი მაქვს უფრო თავდაჯერებული გავხდები :))

N I L M A said...

sv: ja, jag gillade dom också!

უბრალოდ said...

მე იგივე ვარ მარად და მარად- არ ვსდევ ჟამთა ცვლას :D

Keti said...

მგონი გამტანი იმიტომ გახდი, ბავშვობაში ეს საკითხი რომ ასე გაწუხებდა. ასე ხშირად ხდება, როგორც ვიცი. ძირითადი პიროვნული შტრიხები კი არ იცვლება-ო (ესეც სადღაც წავიკითხე).

მე მორცხვი ვიყავი და დავრჩი :))
თუმცა ბავშვობასთან შედარებით ამ მხრივ წინსვლა სახეზეა :)
კიდევ, შედარებით აქტიური გავხდი..
სხვა – რა ვიცი... :)

exposemaximum said...

To be honest, I am a different person now

Sophie Golden said...

მე ჯერ კიდევ ვიზრდები და ვიცვლები :D

არ ვიცი, ძირითადი ხასიათი არ შემცვლია, ბავშვობაში თუ მუშტი-კრივზე გადავდიოდი, ახლა ასჯერ ვათვალიერებ და მერე ვამბობ, რომ ადამიანებს გული არ ვატკინო. ჯიუტი ვიყავი და ამას გადავეჩვიე, საშინელი თვისებაა.

kate_alukard said...

ჰეჰ =)))) საყვარელი =)
მეც ვერ ვლაპარაკობდი სამ წლამდე და 2 წლამდე ვერ დავდიოდი =)))))