Nov 18, 2009

ჩემი აღიარება!

ვიცი რომ არაა ნორმალური ის რაც მე მჭირს! ვიცი რომ საჭიროა მივმართო ზომებს, ეგეც ვიცი რა ზომებს მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაიძულებ ამის კეთებას. გამოსავალი -ჩემ ქმარს ვთხოვო დახმარება.

პრობლემა იმაშია რომ ძალიან დიდი დროს ვატარებ ინტერნეტში და რაც მთავარია ყველა გზა ჩემ ბლოგამდე მიდის. რაც არ უნდა წავიკითხო ბლოგზე ვფიქრობ. სადმე თუ ვრეგისტრირდები ერთადერთი მიზეზია- ბლოგი გავლინკო რომ რაც შეიძლება მეტი ტრაფიკი შემოვიდეს! ბლოგი, ბლოგი, კიდევ ბლოგი და ასე დაუსრულებლივ მხოლოდ ბლოგი! კი ეს ბლოგზე მიჯაჭვულობაა, მაგრამ ინტერნეტი რომ არ იყსო,ა რც ეს ბლოგი იქნებოდა ამიტომ ჩემს დიაგნოზს ქვია - ინტერნეტზე მიჯაჭვულობის სიმპტომი.


დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც ცნობილია ეს პრობლემა. ვისაც გაინტერესებთ რამდენად სასოწარკვეთილია თქვენი მდგომარეობა შეგიძიათ გააკეთოთ პატარა 20 კითხვიანი ტესტი. ისმის კითხვა - რა ვქნათ? როგორ მოვცილდეთ ინტერნეტს? თავიდან სულ ცოტა ხნით და მერე შეძებისდაგვარად გავზარდოთ ეს დრო?

Eng.
I am internet addicted! I spend hours in internet, surfing around and trying to find interesting material for my blog. Whatever I find, whatever I do, I do it for my blog , for readers and for traffic. Why the hell do I need the traffic? I feel that i have to change something. But do not have the strength for changes. Well maybe I need some professional help?

9 comments:

mi007 said...

ზუსთად ამ საკითხზე ვფიქრობ და ვმუშოაბ ბოლო 2-3 წელია და გამოსავალი ერთია, რაც შეიძლება მეტი გარე აქტიურობა და საქმე. ბუნებაში გასვლა, მეგობრებთან უფრო ხშირი და ინტენსიური გასვლა, დამატებითი ინტერესები (დაკვრა, ხატვა, ცურვა, ტერორიზმი :))) ) ნებისყოფა გაძლიერდება და ნებიესმიერ მომენტში ადგები და კომპიუტერს გამორთავ. ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი... და კომპიუტერი გახდება შენთვის ისეთივე საჭირო ნივთი როგორიც კალკულატორია, ანუ გამოიყენებ საჭიროების შემთხვევაში. გახსოვდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უადვილესად იკურნება, გამორთავ და მორჩა, მარა ფიზიკური ფაქტორი (ტვინი, თვალები, ხერხემალი, მაჯის სახსარი ძნელი გამოსაჯანმრთელებელია). ;) წარმატებები ;)

Tomushka said...

mi007 -რა მხრივ მუშაობ როგორც თერაპევტი თუ როგორც კლიენტი?

ინტერესები ბევრი მაქვს და სამწუხაროდ ყველაფერი ამისთვის მრჩება დრო. მეგიბრები კი რ მყავს ბევრი, და მათთან ყოგნას ინტერენში ძრომიალი ბევრად მირჩევნია :D :D :D

Thanks :)

mi007 said...

როგრც თერაპევტი ისე კლიენტი ;)

"მუშაობაში" - ძირითადად საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს, სხვებზე დაკვირვებას, და სამედიცინო!!! (დამოწმებულ და მეცნიერულად დასაბუთებულ) ლიტერატურის გაცნობას ვგულისხმობ.

;)

Tomushka said...

mi007 - gasagebia :)

Keti said...

აუ, ბლოგი მეც მიყვარს :) ფაქტობრივად, ერთადერთია, რაც მიყვარს და რეგულარულად ვაქცევ ყურადღებას :)

Tomushka said...

Keti- როგორ შეიძლება არ გიყვარსეს შენი შექმნილი და გამოზრდილი ბლოგი? :)
ბუნებრივია ეს სიყვარული :)

mi007 said...

ზემოთ წერია: კომენტარებში იბადება ახალი პოსტის იდეა. დღეს კიდევ ერთი იდეის დაბადების დღეა: :) დაიწეროს პოსტი თემაზე: რჩევები, ან 10 რჩევა კომპიუტერთან დროის ოპტიმალური განაწილებისათვის. ყველა საკუთარ გვერსიას დაწერს კომენტში, საკუთარი გამოცდილებიდან და 5-10 ადამიანის მონაცემებიდან რამე დასკვნის გაკეთება შეიძლება. მაგრამ არa მგონია შედეგი გამოიღოს.. ჩვენ ხომ 3rd Generation ვართ. :)))))))))

Tomushka said...

mi007 - მშვენიერი იდეაა :D ჩემ ბლოგზე თუ გსურს მოწვეული სტუმრის როლში ყოფნა? ხოდა დაწერდი თავად 10 რჩევაზე. ჩვენ კიდე ვიმსჯელებდით გარშემო :)
რას იტყვი?

mi007 said...

დიიიდი სიამოვნებით