Nov 17, 2009

დაიცავი თავი და დაცული იქნება თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა. რატომ მაინცდამაინც დღეს? არ ვიცი უბრალოდ იმიტომ რომ მინდოდა რამე სასარგებლო დამეწერა რაც ახალგაზდებს და არა მარტო გამოადგებოდა.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

მიზეზი მრავალია და მათ შორის ახალგაზრდების გაუნათლებლობა სექსის დროს თავის დაცვის შესახებ. კი ბატონო, ავსექსავდით მაგრამ თავი რომ უნდა დავიცვათ მაგი გვავიწყდება თუ არ ვიცით?

ხშირად ჟღერს მსგავსი შინაარსის შეკითხვები ”უპრეზერვატოვოთ რო გაქ სექსი და გარეთ რო ათავებ რაიმე თეორიული შანსი არის რო ქალი დაფეხმძიმდეს? ” ან ”ჩემი აზრით თუ პარტნიორს იცნობ და ახალი გაცნობილი არაა რა საჭიროა პრეზიიი???”, ან ”ისე კონტრაცეპტივების მინუსი რა არი?” (კითხვები აღებულია ფორუმიდან). თავადაც ხვდებით რომ საქმე მართლა სავალალოდაა რადგან მსგავს კითხვებზე ადამიანს რომელსაც სექსუალური ცხოვრება დაწყებული აქვს პასუხი უნდა ქონდეს.

პირველ რიგში უნდა ვთქვა რომ არ აქვს მნიშვნელობა ირამდენად კარგად იცნობ პარნიორს, თუ არ გინდა რომ გოგო დაორსულდეს თავი უნდა დაიცვათ. არ ღებულობს გოგო ორალურ კონტრაცეპრივებს, მაშინ კაცმა უნდა გამოიყენოს პრეზერვატივი რადგან დაორსულების შანსი ყოველთვის არის, და დაუცველი სექსი ცეცხლთან თამაშია!

ასევე მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა თავად კონტრაცეპტივების უსაფრთხოების შესახებ.პრეზერვატივი იმიტომაა კარგი რომ ლატექსზე ალერგია იშვიათია და შესაბამისად უკეჩვენება არ აქვს. ნებისმიერი ორალური კონტრაცეპტივი კი დანიშნული უნდა იყოს ექიმის მიერ რადგან მათი თვითნებურად გამოყენება საშიშია ორგანიზმისათვის, ამას შეიძლება მოყვეს სხვადასხვა სახის გართულებები! ამიტომ გოგოებო იპოვეთ სანდო, მცოდნე გინეკოლოგი და გაიარეთ მასთან კონსულტაცია! არ დაგავიწყდეთ რომ შემთხვევითი ორსულობა მხოლოდ მამაკაცის ბრალი არაა, დაიცავით თავი და დაცული იქნება თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან!

ჩემს მკითველებთან კი ასეთი შეკითხვა მაქვს: სად და როგორ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია სექსის დროს თავის დაცვასთან დაკავშირებით?

English:
This is post about teens and abortion. Increasing numbers of abortions make my think about the reasons. They can be biological, psychological och social, but first of all the problem is very poor knowledge about contraception. There is always chance to get pregnant, so if u are not ready for a baby, go and visit a doctor, who can prescribe contraception. If u don't want such thing, than use condoms, they do not have a side effects at all.

15 comments:

AnnA said...

ra Tqma unda - prezervativi rulz. e.w. "meore dRis abebi" da aborti erTi da igivea - ukve Casaxuls klavs. ra mniSvneloba aqvs, 1 saaTisaa, 1 dris Tu 1 kviris. Casaxulia da morCa. amitom, Tavi daicavi, da Tu ar Caisaxa, verc moklav. amaze martivi araferia.

informacia yvelgan seiZleba gavrceldes. Tundac, bilbordebze. Tundac - satelevizio reklamebSi. adamianis qvecnobierebaSi avtomaturad ileqeba SemTxveviT yurmokruli informacia.

ra Tqma unda, calke unda arsebobdes broSurebi da sesabamisi literatura. skolebSic unda iswavlebodes.

mara yvelaze metac rac aklia sazogadoebas - is "SemTxveviTi informaciaa", rac zemoT vaxsene. iseve, rogorc usafrTxoebis rvedebze gvafrTxileben reklamebSi, sruliad Cveulebrivi iqneba, usafrTxo seqszec afrTxilebdnen xalxs. nu, aq aris kidevac ase. da Zalian momwons, sazogadoeba bevrad ufro ganaTlebulia seqsis sferoSi.

clown said...

რათქმაუნდა თავის დაცვა საჭიროა, მაგრამ თუ ჩაისახა აბორტის მეტი რაღა დარ
ჩენია...
რათ უნდა ბავშვი :D

Cyborg said...

საინტერესო სტატსტიკა იყო...

თუ დააკვირდით: თუ 19 წლამდე და 44 წლამდე ”მოსექსავეებში” აბორტების რიცხვი გაორმაგდა, 54-წლის ზევითებში აბორტების რიცხვი გა-4-მაგდა! (რაც მიუთითებს იმ დადებით მოვლენაზე რო უფრო მეტი 45 წელს გადაცილებული MILF-ი იჩითება, ზა ტო თავში ტვინი არც იმათ აქვთ... :D )

რაც შეეხება ”ტო პრეზერვ ორ ნათ თუ პრეზერვ” - რა თქმა უნდა თუ ”ნუ თუ ბავშვი გაჩნდება ძალიანაც კაი” დონეზე არ ხართ ურთიერთობაში - to preserve ადნაზნაჩნა. წემ ბოლეე ჩვენი აბნეულ-დაბნეულ-გადარეული სექსუალურად ჩამოუყალიბებელი სოციუმის პირობებში პრეზერვატივი must-ი უნდა იყოს, როგორც ერთმა თქვა - ჩვენთან დაბადებისას ლამინირებას უნდა უკეთებდნენ @!@-ებს რო მერე შარში არ გაეხვნენო...

Tomushka said...

Anna- იფორმაცია ყველგან შეიძება გავრცელდეს ნორმალურ ქვეყანში მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ საქართველოზე ამქვს საუბარი.

Cyborg - სხვათაშორის არ მომეწონა მაგ სტატისტიკაშჳ ის რომ 19 დან 44 წლამდე კიდევ ერთი პერიოდი არაა. ანუ 20 წელი განსხვავება ძალიან დიდია, მითუმეტეს რომ მენტალურადაც განსხვავდება ამ ასაკის წარმომადგენლები ერთმანეთისაგან.

iasamani said...

ბლოგები და ფორუმები ინფოს გავრცელებისთვის
გინეკოლოგს რაც შეეხება, საქართველოში ცუდადაა მაგის საქმე. ძაან ძანელია ნორმალური მაინც რომ იპოვო. მიადგებიან ამ ქალებს და რაც საჭიროა და რაც არაა საჭირო ყველაფერს უკეთებენ, ოღონდ ფული აიღონ
და კონტრაცეპტივზე გეთანხმები, აუცილებელია ექიმმა შესაბამისი ანალიზების მიხედვით დანიშნოს კონტრაცეპტივი

lasharela said...

შსს–მ უნდა ჩამოაყალიბოს, განსაკუთრებული დეპარტამენტი დცდ (დაუცველი სექსის დეპარტამენტი)....
სპეციალური სენსორი დააფიქსირებს ადამიანის ორგანიზმში იმ ფერმენტების მომატებას რომელიც იწვევს ერექციას...
არც მეტი არც ნაკლები კართან (ან ბუჩქთან) ჩნდება დცდ–ს ოპერი....

აუ მომდევნო პოსტი რაზე დაწერე იცი თამუშკი? აი "ბაითის" პბორლემა თუ აქვს წყვილს :) ვინ როგორ აგვარებს? :)

სასტუმროს ქირაობენ, კარგი ბუჩქები ეგულებათ...დამაწყდა კაცს ნერვები, იქნება რაიმე ორიგინალური მოვისმინო :D

Tomushka said...

lasharela - მაგაზე ვერ დავწერ, იმიტომ რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს , ხოდა გამოკითხვა რომ ჩავატარო მეეჭვება ვინმემ მიპასუხოს :D

lasharela said...

აუ მიდი შენ ჩაატარე და ნახავ თუ არ გიპასუხებენ :)

1. საკუთარ ბინაში
2. სასტუმროში
3. ახლობლის ცარიელ ბაითში
4. ბუჩქებში
5. მანქანაში....


მანქანა გაიმარჯვებს დარწმუნებულივარ :)

Cyborg said...

Tomushka
უჰუ, სად 20-30 წელი ინტერვალი და სად 31-44...

გინდა სექსუალური აქტივობის ამბავში(საზოგადადო) და გინდა დაშვებადი ”შეცდომების” ამბავში.

Robin Stilrobin Fröström said...

Ta med dig en vän första gången då :)

Tomushka said...

Robin Stilrobin Fröström - jag har inte en van som vill träna :)

Keti said...

ტელევიზია, რადიო, ბილბორდები, აფთიაქებში – სარეკლამო პლაკატები, ინტერნეტში ბლოგები და ფორუმები...

საქართველოში საინფორმაციოდ ყველა ამ საშუალების გამოყენებაა შესაძლებელი. სკოლები არ დავწერე, იმიტომ რომ ერთი ამბავი მოსდევს მშობლების მიერ :) ჯერ თვალი და ყური უნდა მივაჩვიოთ ზემოთჩამოთვლილი საშუალებებით :)

AnnA said...

saqarTveloSic SeiZleba, gavrceldes informacia. magram suraTebis darTvis gareSe :D me mgoni, suraTebs Tu ar daurTaven, ufrosebi naklebad ayayandebian :)an, ukidures SemTxvevaSi, raime "uwyinari" suraTebi... rasac naklebad daakavSireben "uxamsobasTan". ra sasaciloa, rom yvelaze bunebriv rames uxamsobas uwodebs zogi...

Tomushka said...

AnnA - საშინელებაა აბა რაა. თან ყველა რომ ადრწმუნებულია მაგათ ბავშვს ეს საკითხი არ და ვერ შეეხება. არადა ....

ქეთი- ძალიან კარგი აზრია სხვათაშორის. მაგრამ ვინაა პატრონი?

Keti said...

ანა :)))
"როგორ მოვატყუოთ მშობლები" :დ

ტომუშკა,
აბაა :)