Nov 16, 2009

გლდანელი ”მანიაკი”- მითი თუ რეალობა?!

პოსტი სათაურით - ნახმარი საცვალი გადამალეთ, მანიაკები მოდიან! 2009 წლის ზაფხულში დავწერე და რომ არა დღეს 9 საათიან კურიერში გასული სიუჟეტი მისი არსებობა ალბათ არც გამახსენდებოდა. რაღაც უცნაური დამთხვევებია არა? აგერ უკვე მეორე პოსტს ვწერ ”მანიაკზე” თუმცა არა ხაშურელზე არამედ გლდანელზე.

როგორც ჩანს ჩვენ მშვენიერ ქვეყანას კიდევ ერთი ”მანიაკი” გვყავს. ჩვენ შეშფოთებულ საზოგადოებას კიდევ ერთით მეტი მიზეზით მეტი იყოს შეშფოთებული, დარდიანი და შეშინებული. ხაშურელი ”მანიაკისაგან” განსხვავებით გლდანელი ”მანიაკი” არ იპარავს ტრუსებს, ალბათ იმიტომ რომ გლდანში ეზოებში არავინ ფენს მათ.

როგორც აღმოჩნდა ჩვენ ახლად გამომცხვარ ”მანიაკს” ფანჯარაში შეჭყიტება და ხალხის ყურება უყვარს. გარდა ამისა ჟურნალისტებმა გლდანში მომხდარი ერთი ინციდენტი რომელიც ახალგაზრდა გოგოს დაჭრით დამთვარდა სწორედ გლდანელ ”მანიაკს” დაუკავშირა. (ეს უკვე სხვა საკითხია საიდან მაგრამ რუსთავი ორის ჟურნალისტებს ჭკუა და პროფესიონალიზმი არ მოეკითხებათ! )

სურათზე ქვედა საცვალის ავტომატი, იაპონიაში.


შემოვდივარ წინადადებით - დავდგათ საცვალის ვტომატები ქალაქში, აღარც ”მანიაკი” შეწუხდება სხვისი საცვალის პარვით და არც მოსახელობა იქნება შეშინებული. თქვენ რას იყტვით მეგობრებო?

Eng.summary:
Two "maniac" cases have been reported since August 2009, in Georgia. One in Khashuri, a middle size georgian town and second in Tbilisi, the capital. The problem is that nobody has ever seen the maniacs! The people say that they are stealing underwear :P :P and like to watch and observe people's behavior through windows :D
Well, I think everything this is juts a huge bull shit, becasue there is not an evidence. Why people create such stories and believe in them is another thing, and maybe I will write about it a bit later.

10 comments:

Lalena said...

wow! აი მესმის ტელევიაზია და ”ჟურნალიზმი” :)))

exposemaximum said...

If there is no evidence, then one should not circulate false stories.

Dv0rsky said...

ბრავო, მომეწონა ჟურნალისტების ქება-დიდება :)

გეთანხმები, მაგათ ნაღდად არ მოეთხოვებათ არც ჭკუა და არაფერი სხვა

ჰექსე said...

რასაც დავწერ შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს მაგრამ მაინც დავწერ

1. მოსახლეობა იმდენად არის გატაცებული ამ უცხოური დეტექტივების ყურებით რომ მზად არის ნებისმიერი ავადმყოფი ან უბარლო ქურდი პირსისხლიან მანიაკად მონათლოს
2. რუსთავი ორს იმდენად ესაჭიროება სკანდალი რომ მზად არის ამ ყველაფერზე ვრცელი სიუჟეტები აკეთოს და უდიდესი არაპროფესიონალიზმით დაუკავშიროს გლდანში მომხდარი ძარცვა ( რომელბიც დღეში ათობით ხდებ) ვინმე იდუმალ მანიაკს.

მოსახლებას კი ისღა დარჩენია დაპანიკდეს
სახლში დაჯდეს
და ლეგენდები თხზას ამ იდუმალ ტიპზე
რომელსაც შემდეგ თავადაც წარმატებით დაიჯერებს

Keti said...

:)))

არადა, ყველაფერი ფანტაზიის შედეგი მგონია. მგონი მანიაკზე მეტად ქალების მდგომარეობაა დასაფიქრებელი, ფანჯრებში "მანიაკს" რომ ხედავენ...

Tomushka said...

Keti - ეგრეაა :D :D :D

ჰექსე- გეთანხმები. რუსთავი ორი კიდევ უფრო აღვივებს ამ შიშს, და არაფრისგან ქმნის საკმაოდ დიდ და უარყოფით სიუჟტს.

exposemaximum- exactly, that's what we say :)

Natalia said...

ქვედა საცვლის ავტომატი რა არის? :უსერ:

Tomushka said...

Natalia -რა და ერთ ერთი ავტომატი რომელიც იაპონიაში გამოიგონეს და დაამონტაჟეს.
ქუჩაში შეგიძლია ლამაზი ბიკინების ყიდვა. ჩაყრი ფულს, შეარჩევ ლამაზ ბიკინს და იყიდი ასე. ყავის და გამაგრილებელის სასმელების ავტომატები რომაა ისეთი ვარიანტია, ოღონდ ტრუსებს ყიდიან :D

piccolina said...

მე არც ვიცოდი ეს ამბავი )))
ეჭვი მაქვს, საცვლების აპარატი არ გვიშველის და კიდევ ეგეთი მანიაკები ბლომად არიან, დამიჯერე. უბრალოდ ყოველთვის არ ხმაურდება და არ ჩანს, თორე არიან )))
ჩემ მეზობლად ცხოვრობს ერთი და თოკებიდან გასაშრობად გაფენილ ტრუსიკებს იპარავს და მარტო მცხოვრებ გოგოს ღამით კარებს უმტვრევს
პ.ს. ამჟამად ჩემი საცვლების კოლექციას არც ერთი საცვალი არ აკლია ;)

Tomushka said...

piccolina - მათლა?
მერე პოლიციაში რატომ არ რეკავენ? საცვალის მოპარვა არაფერია:ჵ მაგრამ აკრის შემტვრევა უკვე სხვა რამეა.