Nov 12, 2009

დიახაც - სექსუალური ქუდი მაქვს!

აცივდა და ჩემმა თავმა იგრნო რომ საჭიროებს ქუდს! ახლა როგორ ქუდს ეს უკვე სხვა საკითხია.

რამოდენიმე დღე უშედეგოდ ვიარე მაღაზიებში შედარებით იაფიანი და ლამაზი ქუდის პოვნის იმედით. ვიარე, ვიარე კიდევ ვიარე, მაგრამ ვერაფერი ვერ ვიპოვე. რაც მომეწონა 40 ევრო და ზევით იყო, რაც იაფი იყო მე არ მომეწონა. ამიტომ გავაკეთე სასოწარკვეთილი ადამიანის სვლა და მივიღე გადაწყვეტილება - მეყიდა ძაფი და თავად მომექსოვა ქუდი!

ძაფი ვიყიდე გუშინ, ფერის და მატერიალის არჩევაზე რამდენი ვიფიქრე და გამყიდველი როგორ გავაწამე არ ვწერ ამას, მცხვენია :(. გუშინვე დავიწყე ქსოვა და დღეს დავამთავრე კიდეც. ხოდა აი რა გამოვიდა (ქუდი ჩემ სკამს აცვია და ნუ გაგიკვირდებათ :D :D ) მინდა ავღნიშნო რომ ჩემთვის ეს ქუდის მოქსოვის მეორე მცდელობაა ამიტომ მთლად კრიტიკის ქარ-ცეცხლში ნუ გამატარებთ ახლა :ჵ :ჵ


ხოდა ვინმეს თუ აინტერესებს როგორ მოვქსოვე, სიამოვნებით ავხსნი :) სულ ადვილია :)

Eng. Summary:
It is already cold in the mornings and I've felt a need of a hat. First i tried to find something in the shops, something nice and cheap, but I could not. After I decided to knit it myself. i bought yarn and started knitting. You can see the hat on the picture :P :P my chair wears it :D .


17 comments:

Sunny said...

რა ლამაზიააა..
თან ფერიც რა ნაზია
ძალიან მომწონს
ერთი მეც უნდა მოვქსოვო რა :) :P

Tomushka said...

mereee mosqove ras elodebi?

sul advilia. am qudze 75 Tvalia da 6mm chxirebitaa naqsovi. zafs ki xedav daaxloebit ramsiszea.

p.s. sashualo zomis tavi maqvs :D :D standartuli ase rom 75 mgoni yvelaze wava :D

nicole said...

მისტიური, ნატიფი და გარკვეული ძალის მატარებელი ფერია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ შენი მოქსოვილია! ვფიქრობ, ბევრ პოზიტიურ სიახლეს მოიტანს შენს ცხოვრებაში! :)

ნან said...

ლამაზია. თბილი ჩანს და კომფორტული. ხომ არ "იკბინება" ძაფი??? არ მიყვარს შხუნია ქუდები :)

უბრალოდ said...

mshvenieria

ნინო said...

სტანდარტული ზომის თავი კარგია. ტვინიც სტანდარტი გაქვთ ქალბატონო ტომუშკა თუ სცილდება საერთაშორისო სტანდარტს?

clown said...

საყვარელია ^^

Taa said...

kritikao
da aba bevri chvengani dafiqrdes saertod tu moqsovs rames dzalianac rom moindomos?
me bolos universitetshi vscavlobdi roca vqsovdi
magis mere xelSi ar amiRia saqsovi :)
Zalianac mshvenieria da iedia ufro iafadac gamoxvedi

Tomushka said...

rogpor mixaria rom mogewonaaat :)ar gindat rom gaswavlot? :P :P

nicole- risi amtarbelia ar vivi :D :D faqtia rom amferi beri sharfi maqvs da mitom avirchie. tavze kide unda gavukeTo fortoxlisferi zonari rom fortoxlisfer sharfebzec cavides :D :D

nan- cota ki ikbineba. romelic dzaalian soft iyo - angora, imdenad cvrili iyo rom xeliT imas ver movqsovdi. tan materialic 100% buebrivi mindoda.

nino- standartuli tivni ras anishnavs?

taa- gogo shen qsovis ki ara saertod ramis dro rom gaqvs eg mikvirs :D :D

Natalia said...

ვაიმე, შენი ოთახი როგორი მყუდრო ჩანს, აი როგორი მყუდრო!! სითბო შევიგრძენი რაღაცნაირად..

ხო, ქუდს რაც შეეხება :)) ძალიან ლამაზია, ყოჩაღ, კარგი ხელი გაქვს აშკარად :)

Keti said...

ფერი საოცრად მომწონს და რა ლამაზი ქუდი მოგიქსოვია!!
კიდევ შენი გადაწყვეტილებაც მომეწონა :)
მე კაშნეების ქსოვით შემოვიფარგლები :))
და მომწონს, როცა ზუსტად ვიცი, რომ ჩემნაირი კაშნე არავის აქვს :)

Tomushka said...

Keti - madloba :)
kashneebs mec vqsov da ramdeni mqavs moqsovli ver movTvli :D :D gind chemtvis da gind chemi qmristvis :)

qudi ki martla meored iyo, xeltatmans unda chavujde erti an uzorian getrebs :D

ჯორჯ პაიკი said...

დიახაც!!! :)))

Anonymous said...

lamazi feria.

exposemaximum said...

it is cute and beautiful :)

Nino said...

ძალიან ლამაზი ქუდია. რა კარგია, ქსოვა რომ გეხერხებათ... მშურს :)))

Tomushka said...

nino - tu ginda gascavli :) :P