Nov 9, 2009

ირბინე სწრაფად და ცოტა უფრო ჩქარა

გამოცდების პერიოდი ახლოვდება, ეს კი ის პერიოდია როცა სწავლის გარდა ყველაფრისთვის გვცალია :D

მთელი მსოფლიო გადაირია, გიჟივით გარბის ყველაფერი ტექნოლოგიები, ადმიანები, ”დრო”. ფეხი აუწყო ამ მაღალ ტემპს არც ისე ადვილია, არ აუწყობ და დარჩები სადღაც, რაც მთავარია შენ ადგილს ის დაიკავებს ვინც უფრო ”სწრაფია” გარბის ისე როგორც საჭიროა და ცოტა უკეთესადაც :D

იმისათვის რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას საჭიროა განთლება, კარგი განათლება! ინფორმაცია კი რომელსაც სწავლის განმავლობაში ვღებულობთ იმდენად დიდი რომ ხანდახან გაგიჯება შეიძლება. ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა, სადაც მინდა აგიხსნათ როგორ შეიძლება ოპტიმალურ დროში მაქსიმალური შედეგის მიღება. ეს მეთოდი გამოცდილია საკუთარ თავზე!! გარდა ამისა ვფიქრობ ეს პოსტი ძალიან აქტულალურია რადგან გამოცდების პერიოდი ახლოვდება, ეს კი ის პერიოდია როცა სწავლის აგრდა ყველაფრისთვის გვცალია :D

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის დრო! უნდა ვიცოდეთ დროის ფასი, და გავაკეთოთ დადგეგმარება. სწავლის, ინფორმაციის ათვისების პროცესი სამ ნაწილად დავყოთ - სწავლამდე, სწავლის განმავლობაში და სწავლის შემდეგ.

სწავლამდე:
  • ვიპოვოთ მიზანი- რისი მიღწევა გვსურს უახლოეს 1-2 საათში?
  • დავგეგმოთ დრო - ახლა მე დავჯდები და ვისწავლო 30 წუთის განმავლბაში. (არ დაგავიწყდეთ რომ ჯობია ისწავლოთ ნაკლები დროის განმავლობაში და მცირე პაუზები გააკეთოთ ვიდრე 2 საათის განმავლობაში უშედეგოდ)
  • გადავხედოთ იმ მატერიალს რისი სწავლაც გვინდა.
სწავლის განმავლობაში:
  • როცა თქვენ დაჯექით სასურველი/ საჭირო მასალის შესასწავლათ, შეეცადეთ დაიწყოთ შინარსიანი, ჩაღრმავებული კითხვა! ხაზი გაუსვით იმ საჭირო ცნებებს რაც შეგხვდებათ, ამოიწერეთ რვეულში განსაზღვრებები.
  • კითხვის დამთავრების შემდეგ, დაუსვით თქვენს თქვენს თავს შეკითხვები- რა იცით იმის შესახებ რაც წაიკითხეთ? როგორ შეიძლება ამ თეორიული ინფოს პრაქტიკაში გამოყენება?რა დასკვნების გაკეთება შეიძლება?
სწავლის შემდეგ:
  • შეეცადეთ იმავე დღეს გაიმეოროთ ან გადახედოთ იმ ჩანაწერებს რომლებიც გააკეთეთ.
  • შეეცადეთ ისაუბროთ ამხანაგებთან ან ადამიანებთან ვინც თქვენს მიერ ნასწავლ საგანს იცნობს.
როგორც ხედავთ ტექნიკა ძალიან მარტივია და კიდევ ერთხელ ცმეორებ რომ პირადად ვიყენებ სწავლოს პროცესში :)

თქვენ თუ გაქვთ რაიმე სპეცილაური ტექნიკა დიდი ინფორმაციის ათვისებისათვის ძალიან მადლობელი დავრჩები თუ გაგვიზიარებთ :)

6 comments:

Lalena said...

უფრო ადვილად ვიმახსოვრებ როცა განვიხილავ ვინმესთან, სასწაულად ადვილად ვითვისებ მაშინ, რაც არ უნდა ბევრი და რთული იყოს :)

Tomushka said...

Lalena- სხვატაშორის მეც შევამჩნიე მაგი. მაგრამ სანამ განვიხილავ მანამდე უნდა ვიცოდე. ანუ ვინმესთან ერთად ვერ ვისწავლი მატერიალს.

clown said...

მთავარია დავიწყო მეცადინეობა თორე მერე უკვე მუღამზე მოვდივარ ხოლმე :D

camomile said...

vici eg periodi, uamrav mizezs rom igoneb ogond samecadinod ar dajde, da ai rogorc iqna mobam tavs, dajdebi, kitxulob da uceb agmoachen rom saertod araferi shedis tavshi :D kargi metodi chamoayalkibe, yochag :)

Sunny said...

ჰმ... ზუსტად ამ ტექნიკით ვხელმძღვანელობ :)

Tomushka said...

Sunny -კმაყოფილი ხარ? :)

clown- ამ მეთოდის პლიუსიც მაგაშია რომ მთელი ღამეები არ ათენო. მალე დასწავლილი მატერილაი მალევეგავიწყდება :(
(დასწავლის ერთ ერთი კანონია)


camomile - თავში შესვლას ვინ ჩივის. დაჯდები სამეცადინოდ და მიხვდები რომ ჭურჭელია დასარეცხი, სახლი დასალაგებელი, საჭმელი გასაკეთებელი, საყუდლებზე წასასვლელი ხარ და უამრავი რამ რაზეც ჩვეულებრვ არ ფიქრობ :d