Nov 7, 2009

ადამიანური პოსტი

ძალიან დავიღალე. არ ვიცი გადაჩვეული ვარ ხალხს, თუ უბრალოდ ვბერდები ან რა მჭირს, ფაქტია რომ სტუმრები მღლიან. სტუმრები რა, წელიწადში ერთი ორჯერ თუ შემაწუხებს ვინმე.
თუმცა ამ წელს ნამეტანი ”უხვსტუმრიანობა” კი მაქვს.

ახლაც ჩემი და ჩემი ქმრის მეგობარი და მისი ცოლი იყო და გავისტუმრე. საჭმელი მოეწონათ ქართული ღვონო მოეწონათ მეც მომეწონა მათი კომპანია მაგრამ ფაქტია - დავიღალე.

წავალ ახლა ცხელ აბაზანას მივიღებ და ერთ ლუდსაც ჩავურტყავ.

დამავიწყდა დამეწერა- ძააალიან მომეწონა თბილღვნოს წინანდალი. უკარგესი ღვინო ყოფილა. მსუბუქი, თაფლის არომატით. აწი რამოდენიმე ბოთლს მოვიმარაგებ ხოლმე რომ ჩემთვის დავლიო და არა მხოლოდ სტუმრებს ვუწილადო.

9 comments:

Da-v-iD said...

თბილ ღვინოს წინანდალი? მაშინ შენ თელიანი ველის ტვიში გასინჯე.. აი ეგ მოგეწონება

Tomushka said...

ar shemoaqvt aqa.

Da-v-iD said...

ცუდები ეგენი....

lishtota said...

აბა მე მკითხე, საერთოდ არ მიყვარს სტუმარი

Tomushka said...

lishtota - ki magram ratom?
Da-v-iD - esec kargia rac Semodis. bolo eqvs Tveshi shemoitanes ori saxeobis Rvino da ukve progresia ase mgonia.

Keti said...

კარგია, მანდ რომ იყიდება ქართული ღვინო..

როცა სტუმრები მიდიან, მე ყველაფრის ისევე დატოვება მინდება და ტელევიზორთან, ან წიგნით ხელში თბილად ჯდომა... :)

Sophie Golden said...

რას ჰქვია სტუმრები გღლიან! ქართველ ქალს ეგ არ გეკადრება :P ციბრუტივით უნდა ტრიალებდე.
გერმანიაში როცა ვახსენებ სიტყვა დავიღალე-ს, ყველა ასე მეტაკება ხოლმე, ქართველი ქალი წარმოუდგენიათ - როგორც მებრძოლი ქართლის დედა :)

პ.ს. კარგ ღვინოს არაფერი ჯობია... divine liquid that is.

Tomushka said...

Sophie Golden - xoda datove marto tavis carmodgenebshi an utxari jer ar var qartvlis dedao :D

taa said...

auu, Sen MUKUZANI unda naxo Tbilgvinosi

saertodac eg kompania dzaan bevr fiqrobs am bolo dros, karg piars da marketingul svlebs aketebs da dzaan gamixardeba tu bevrs gaascrebs, romlebsac drois manzilze saxeli shemorchat ...