Nov 5, 2009

ამბები უნივერსიტეტისანი

დღეს უნდა მოგიყვეთ უნივერსიტეტის ამბები :) ჩემი ძველი პოსტებიდან იცით რომ რაც ჩამოსული ვარ იმ დღის შემდეგ მუდამ ვეძებ სამსახურს და ვერ ვიპოვე. დღეს დავასკვენი - ძალიან გამიმართლა რომ ვერაფერი ვიშოვე, რადგან არ გამოვიყენებდი იმ შანს რომელსაც გოტებორგის უნივერსიტეტში სწავლა ქვია. მთელ ჩემ დროს ფულის გამომუშავებას დავუთმობდი, ფული კი ხელის ჭუჭყია თავად მოგეხსენებათ.

ზემოთხსენებული დასკვნა დღეს ძალიან ინფორმაციული, საინტერესო და გრძელი დღის ბოლოს გავაკეთე. რა მოხდა დღეს? დიდი არაფერი - გვქონდა საგამოცდო კონფერენცია დილის 9 საათიდან საღამოს 4 საათამდე. ოთხი სპეციალობის რამოდენიმე ასეული სტუდენტი 4 სხვადასხვა დარბაზში ვახდენდით საკუთარი ნაშრომების წარდგენას. მოკლეთ ძალიან ბევრი საინტერესო რამ იყო. ბევრი რაპორტი შევინახე და დრო და დრო დავდებ ხოლმე ჩემ ბლოგზე მათ მოკლე შინაარს.

ყველაზე მეტად რაც უნივერსიტეტში მომწონს არის მასწავლებლების დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ. ყველა პატივისცემით და გაგებით გვეპყრობა. მზად არიან დახმარებისათვის, კონსულტაციის გაწევისათვის. მოკლეთ ყველანაირ პიროას ქმნიან იმისათვის რომ სტუდენტმა სწავლაზე გული არ აიცრუოს.

საქართველოს და რუსეთს ვერ შევადარებ რადაგან სწავლება როგორც თეთრი და შავი ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ ყველას მინდა გითხრათ რომ გამოიყენეთ ყველა შანსი და წადით ევროპის წამყვან ქვეყნებში სასწავლებლად. დამიჯერეთ ძალიან ბევრ რამეს მიიღებთ!!

Eng.summary:
The post is about my feeling towards the university where I study. I am very happy and very satisfied with everything. Teachers, studying style etc. am very glad that I could not find a job, becasue otherwise I would never start studying at this very nice university.

10 comments:

Lalena said...

თეთრი შური შენ ჩმეგან :))))))

clown said...

მასწავლებლებზე მართლაც ბევრია დამოკიდებული ........

სკოლაში ფსიქოპატები რომ გვყავს აბა ეგააა :@

daliela said...

მომენატრა შენი გაგამხნევებელ-ხალისიანი პოსტები,რამდენი ხანია აღარ დამიკომენტებია შენთან ვეჟო :* :)

Natalia said...

მაგაზე ვოცნებობ და ვიღწვი რომ ევროპაში გავაგრძელო სწავლა, მეტი კი არაფერზე ვფიქრობ :| იმედია გამომივა, და მერე მეც დავწერ პოსტებს თუ როგორი კარგია სწავლა მანდ :))

Tomushka said...

Natalia - ბოლომდე მიაწექი!

clown - ნუ იტყვი რა :( ერთი ფსიქოპატი ბიოლოგიის მასწავლებელი მყავდა, ბავშვებს გვეჩხუბებოდა რა გაცვიათო :(

daliela - welcome back! :)

Keti said...

ჩვენთან ჰგონიათ, მასწავლებლობა მხოლოდ საგნის ცოდნაა (ხან საგანიც არ იციან კარგად), არადა რამდენ ასპექტს მოიცავს!
კარგია, რომ სწავლით კმაყოფილი ხარ :) შენს ამ თემაზე დაწერილ პოსტებში ყოველთვის იგრძნობა ეს

ზენობია said...

რომელ ქვეყანაშ ხართ?

Tomushka said...

zenobia - შვედეთში :)

exposemaximum said...

I am glad :)

Blazing Articles said...

Great