Nov 30, 2009

Babies ანუ პატარა და უკვე ”შემბმელი”

ალბათ დაკვირვებიხართ თქვენს რეაქციას როცა პატარა ბავშვებს ხედავთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ბავშვი 1 თვისაა თუ ხუთი წლის. რეაქცია მეტ ნაკლებად ერთიდაიგივეა - ჩვენ ვიღიმებით, ბევრი ჩვენთაგანი თავს ვერ იკავებს და მშობელს ელაპარაკება, ერთი-ორს პატარასაც გადაუსმევს თავზე ხელს. თუ ბავშვი ჩვენს საახლობლოშია, მაშინ კიდევ უფრო ძლიერად ვახდენთ ემოციების გამოვლენას. ბავშვს ვეთამაშებით, ხმას ვიკნინებთ და ისე ველაპარაკებით. პატარის უცაბედ ტირილზე კი სწრაფი რეაქცია გვაქვს და დახმარების სურვილი გვიჩნდება.

პირადად მე არ მინახავს ადამიანი ვისაც ბავშვები არ უყვარს, მინახავს ადამინები ვისაც ეშინია ბავშვების, და ეს უკვე სხვა პოსტის თემაა. ქალებში ამბობენ რომ ბავშვის სიყვარული დედობის ინსტიქტიდან გამომდინარეა, კაცებში კი საკუთარი შთამომავლობის სიყვარულიდან (ამ უკანასკნელს ვერ ვეთანხმები).

ჩემ პოსტში მინდა ერთი უცნაური მომენტი განვიხილოთ. რატომ გვიყვარს ადამიანებს ბავშვები? ავიღოთ მაიმუნები, ან გინდაც ცხოველთა ბუნების სხვა წარმომადგენლები. ალბათ ძალიან იშვიათად თუ შეიფარებენ ისინი სხვის გაჩენილ ნაშირეს. მაგრამ ჩვენ ადამიანები სულ სხვაგვარად ვმოქმედებთ. თუნდაც ღიმილისას, თავს ძალას არც კი ვატანთ ისეთი პირდაპირი რეაქციაა გვაქვს. ვხედავთ ბავშვს და ვიღიმებით, გვესმის ტირილი და მივიდვართ დასახმარებლად. არ ავს მნიშვნელობა ჩვენი ბავშვია თუ სხვისი. უკვე შემდგარი მშობელი რომ ასე იქცევა არ მიკვირს, მაგრამ ჩვენ, ვისაც საკუთარი ბავშვები არ გვყავს რატომ გვაქვს ასეთი რეაცია? ანუ რითი ”გვაბავს” (ბოდიშით ჟარგონზე) პატარა ბავშვი?

Eng:
The post is about babies and our reaction. It is very natural reaction to smile and juts feel good when we see the babies. Besides most of us want to stroke, take care and juts talk to them with a very "cute" voice. It is belived that women have the motherhood instinct and that's why they have such reaction and feelings. But once we talk about instincts, we have to say we word about an animal world. They have motherhood instinct as well, but towards their own offspring. So my question is: why do we - humans have such feeling towards the babes?

13 comments:

უბრალოდ said...

საყვრლობით,უსუსურობით,დაუცველობით-:))

Da-v-iD said...

სხვისი? იმით რომ შეგიძლია მოეფერო, უბწკინო, ლოყუკაზე აკოცო, კისერში შეუხიცინო და აგუ აგუ აძახებიო. მერე კი რო იტირებს და სუნს გაუშვებს პატრონს დაუბრუნო :)))))

Tomushka said...

Da-v-iD - moklet rom vtqvat caikvane sheni chajmuli shvilio xo? :D :D

Da-v-iD said...

:) შეიძლება ჩაფსულიც იყოს, რა ვიცი..რა ვიცი... :))))

daliela said...

რაიმე ფილოსოფიურის დახეთქება მინდა მარა ა მაფიქრდება. :D
უბრალოდ პაწუები არიან,ჩვენები არიან კიდო-ანუ ადამიანები და გვიყვარს

Tomushka said...

axla kide erti kitxva unda davsva da ar chamqolot. zangis bavshvze igive reaqcia geqnebat? an rusis bavshvze ?

vasasi said...

შეგიძლია მიხილო..


არ მიყვარს მე ბავშვები...


რომ ჭყავიან და ჯიუტობენ, მაშინ.. :დ

Keti said...

ალბათ ამით განვსხვავდებით ცხოველებისგან :)

აი, მეორე კითხვაზე კიდევ – შავკანიანი ბავშვები უსაყვარლესები მგონია (ან რუსის ბავშვმა რა დამიშავა?).

კიდევ, ბავშვობაში 2 თოჯინა მქონდა, "ზანგის გოგოები" :დ
ორივე მაქვს ისევ :) ერთი (უფრო მულატკა ეთქმის) კომპის წინ ზის :)

Tomushka said...

Keti- ჩვენ არაფერი დაგვიშაა, ადრე ფორუმზე იყო რაღაც ვიდეო რუს ბავშვებზე, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ღებულობენ სასმელს და ნარკოტიკებს. ხოდა 80% წერდა რომ მიესალმება ამ ფაქტს, რომ ეს ბავშვები არა ადამიანები გაიზრდებიან და მოკლეთ ანტირუსული პოლიტიკა, ბავშვებზე გადატეხილი :)

ზანგებზე გავიხუმრე, მაგრამ ისევ და ისევ ფორუმზე დედების თემაში რამოდენიმეჯერ წერდნენ რა არასასიამოვნოა სამშობიაროში ჩინელებთან ერთად წოლა. და ისევ და ისევ რაღაც პარანოიდული აზრები რომ ჩინელები ჩვენთან ძალიან მრავლდებიან, და რომ ეს შეიძლება საშიში იყოს ქართული საზოგადოებისთვის.

Keti said...

ტომუშკა, დარწმუნებული ვიყავი შენს პოზიციაში!
და რა საშინელებაა, ასე რომ ფიქრობენ. მე მგონი, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.
"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" – ამ პოზიციაზე დგომა გვღუპავს ჩვენ..

სხვათაშორის, როცა ვწერდი, რა დამიშავა–მეთქი, ვიფიქრე – იქნებ ჩემს მერე ვინმე პირიქითა აზრიანი გამოჩნდეს–მეთქი :) მაინტერესებდა არგუმენტები :)

exposemaximum said...

I love babies :)

AnnA said...

imiT, rom bavSvebSi ar aris boroteba da vulnerable arian gare faqtorebis mimarT. ver warmomidgenia, rogor unda dauSavo bavSvs rame. aqedan modis isic, rom rogorc ki davinaxavT, moferebis survili gviCndeba.

absoluturad igive reaqcia maqvs zangis, rusis, Cinelis, indielis da yvela bavSvze, rasizmi Cemgan Sorsaa.

AnnA said...

sxvaTa Soris, Zalian minda zangis an Cinelis (gansxvavebuli, anu) bavSvis ayvana, oRond didi xnis Semdeg. jer ar var mzad bavSvebisTvis :D