Oct 27, 2009

ქალი უნდა იყოს პატარა და მუშა

იმისათვის რომ ქორწინება დიდ ხანს გაგრძელდეს, ქალი უნდა იყოს მამაკაცზე უმცროსი და ჭკვიანი, წერია Bath უნივერსიტეტის ახალ რაპორტში.

მკვლევარებმა იკვლიეს წყვილები რომლებსაც ქონდათ სერიოზული ურთიერთობა ბოლო ხუთი ან მეტი წლის განმავლობაში და ჩაატარეს მსგავსი წყვილების საერთო თვისებების ფაქტორული ანალიზი. საუკეთესო რეზულტატი მათ მიიღეს როცა ქალი იყო მამაკაცზე უკეთ განათლებული და 5 წლით უმცროსი.

რაპორტში, რომელი გამოქვეყნებული იქნა European Journal of Operational Research მინიშნებულ იქნა რომ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს წყვილის კულტურულ ფონს. კველვაში მონაწილეობა მიიღო 1000 ზე მეტმა ჰეტეროსექუალურმა წყვილმა რომელთაც აღნიშნეს, რომ პარტნიორის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სიყვარული, ფიზიკური ლტოლვა, საერთო გემოვნება და მსგავსი ღირებულებები.

წყარო: მეტრო

ამ სტატიას რომ ვკითხულობდი რამოდენიმე კითხვა დამებადა. ჩვენთან საქართველოში რის საფუძველზე ხდება პარტნიორის არჩევა? გარდა ამისა, თქვენი დაკვირვებით როგორი წყვილები არიან ბედნიერნი? რის საფუძველზე შექმნილი ოჯახი ამართლებს ყველაზე მეტად?

Eng.summary :
This post is about a research that has been published in European Journal of Operational Research. 1000 heterosexual couples who have been in serious relationships more than 5 years were questioned, resulted summarized. They have concluded that for successful and happy wedding women should be better educated than a men plus the women should be at least 5 years younger of their partners.

19 comments:

Da-v-iD said...

ოოო 5 წლით პატარა და ჭკვიანი :) საინტერესოაა...
საქართველოში თავიდან იჭყებენ სიტყვა "მიყვარს"-ით რომელიც ძალიან ხშირად "მინდა"-ში ეშლებათ და ეს დიდხანს ვერ ძლებს. მერე მოდის "მგონი მართლა მიყვარს". მერე მომყავს, ან ვთხოვდებით. მერე ღირებულებების და ფასეულობების რჩევით და მერე მგონი ერთმანეთს ვუგებთ. მერე კი ეგ კაი ოჯახის შვილია...
რაღაც ამდაგვარი თანმიმდევრობა აქვს. თუ ერთი არა მეორეს გამოცდა მოგიწევს. თუ მეორე არა მესამე და ასე შემდეგ ;)

Lalena said...

პირადად მე შემიყვარდა ადამიანი მკვეთრად განსხვავებული იმ ”კატალოგისგან”, რომელიც თავადვე შევადგინე და ვუწოდე ”მამაკაცი ვისთანაც ვისურვებდი ცხოვრებას”...
საბოოლოოდ ისევე განვსხვავდებით, როგორც ცა და დედამიწა, თითქმის ყველაფერზე განსხვავებული აზრი გვაქვს და სხვადასხვა რამ მოგვწონს, მაგრამ ბედნიერი ვარ. ეს არ არის ეიფორიაში მყოფის სიტყვები. არ ვიცი როგორ ვახერხებთ, მაგრამ დიდი ხანია უკვე ერთად ვართ და კარგადაც ვგრძნობთ თავს :)

Lalena said...

პ/ს ჩემზე 2 წლით უფროსია :)))))))))

Sophie Golden said...

Da-v-iD-ის აზრი მომეწონა.

არა მგონია, ასაკს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, მთავარია ადამიანი საამისოდ მზად იყოს; ზოგჯერ 30 წლის კაცი უფრო გაუწონასწორებელია, ვიდრე 20-ის, ამიტომ ვერ გაიგებ.
ჩემი დაკვირვებით, ამასაც თუ დაკვირვება ჰქვია - ჩემი ნაცნობი რელიგიური წყვილებიდან ყველა ბედნიერია ასაკის და ეროვნების მიუხედავად, იმიტომ, რომ ერთმანეთს პატივს სცემენ და ბევრს საუბრობენ.

საქართველოში ის პრობლემაა, რომ ცოლი უფასო სექსთან ასოცირდება ბევრი კაცისთვის :|

Cyborg said...

მაგავე გამოკვლევით ანუ:
იდეალური ოჯახისათვის - კაცი უნდა იყოს რაც შეიძლება დებილი და რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს :დ

როგორ გავზარდოთ ერთეულ მოსახლეზე მოსული ქვეყნის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგია?
ა) ავაშენოთ ახალი ელ. სადგურები, რაც ძვირია და დრო ტევადი.
ბ) დავხოცოთ ნაწილი მოსახლეობისა

არ გინდა ეხლა ჯერ ლამაზი იყო, მერე ფუნჩულა, მერე ჭკვიანი და მერე კიდე კაცი მოძებნო რომელიც შნზე 5 წლით უფროსია, რომელზე ჭკვიანიც ხარ, პრი ეტომ მასზე გული არ გერევა და რომელიც თავისუფალია?

პროშე:
დებილი, ბრმა, უგრძნობი კაცები ოხრად, რომლებიც პროსტო ზიან და დრო გაყავთ - მაშინ ყველა ქალს ხვდებოდა წილად თავისი დოზა ოჯახური "ბედნიერება".

clown said...

ჩემი აზრით წყვილი ბედნიერია თუ ერთმანეთს უგებენ და ერთნაირად უბერავენ ^^

Da-v-iD said...

მართალიააააა :)

ამიგო said...

დიპლომს ვხევ და თავს ვიდებილებ :)

Tomushka said...

Da-v-iD- მგონი ცოტა იცვლება სიტუაცია ჩვენთან :)


Lalena- ძალიან მიხარია :) ბედნიერებას გისურვებ :)

Sophie Golden- მეც მასე ვფიქრობ. მაგრამ ხო იცი მკველვარებს როგორ უყვართ ზოგადი რაღაცეების დადგენა :)


Cyborg- დებილი არა, ქალზუ უტვინო :ჵ

ამიგო - :ჵ დიპლომის დახევა და თავის მოდებილება არ უშველის საქმეს :)
ჯობია ჭკვიანი და პატარა გოგოების ძებნა დაიწყო :ჵ :ჵ

ლაშა ბერაია said...

გეთანხმები, ტომუშკა: ჭკვიანი და პატარა ქალი უნდა ეძებოს კაცმა, ოღონდ ამისთვის კაციც უნდა იყოს ჭკვიანი და კომპლექსები არ აწუხებდეს. არსებობს თეორია, რომლითაც, ნაკლებად ჭკვიანი და ისტერიული ქალები ერთგვარი სელექციის შედეგია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში პატრიარქატის (ანუ მამაკაცური დიქტატის) პერიოდში "ჩაატარეს" საშუალო უნარების, მაგრამ ჭარბი ამბიციის მამაკაცებმა, რათა ამ გზით საკუთარი თავისა და სხვებისთვის ქალზე/ცოლზე თავანთი აღმატებულობა დაემტკიცებინათ და თავისი შინაგანი პრობლემები და კომპლექსები ამგვარად "გადაეჭრათ". მადლობა ღმერთს, რომ ეს სელექცია ბოლომდე ვერ "ჩაატარეს" :) და ჭკვიანი ქალები დღეს მრავლად არიან.

babisa said...

me mainc yvelgan individualurobis mjera da msgavs gamokitxvebs ver vendobi da ar miyvars.

Keti said...

არ მიყვარს მზა რეცეპტები ურთიერთობებისთვის.ჩემი აზრით, ყველაფერი ორ ინდივიდზეა დამოკიდებული და თუ ურთიერთობა არ აეწყობათ, ეს იმის ბრალი არ იქნება, რომ გოგო 5 წლით უმცროსი არ იყო ბიჭზე.
კიდევ მგონია, რომ ჭკვიან კაცთან ურთიერთობა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე პირიქით :))

Keti said...

პ.ს. ვგულისხმობდი – ვიდრე უჭკუოსთან :))

Tomushka said...

Keti- mec chkviani kacebi bevrad ufro mesimptiureba. ici ra mgonia, aq araa dakonktretebuli magram chkua albat yoveldriur cxovrebastan dakavshirebit ixmareba da ara ganatleba da a.s. rom qali tu praqtikulia magalitad ufro shansia rom mtkice ojaxi iqneba

tatushka55 said...

ese igi vshordebiiiii?

nu chkuis ra mogaxsenot magram chemi qmaria chemze patara da ara me :)

tatushka55 said...

არ მიყვარს მზა რეცეპტები ურთიერთობებისთვის.ჩემი აზრით, ყველაფერი ორ ინდივიდზეა დამოკიდებული და თუ ურთიერთობა არ აეწყობათ, ეს იმის ბრალი არ იქნება, რომ გოგო 5 წლით უმცროსი არ იყო ბიჭზე.


getanxmebi keti
asaks kvelaze naklebi mnishvneloba aqvs :)
tumca cxovrenbashi arasodes ar mevasebodnen chemze ufrosi bichebi, ertaderttan mqonda flirtaoba chenze 3-4 clit didi iko da imenna gamoviqeci, beberi megona xolme :D

Keti said...

* ტომუშკა, ალბათ მაგას გულისხმობდნენ...

* ტატუშკა, ჰო, ვინც ვისთან იგრძნობს თავს უკეთ, ისე :)

exposemaximum said...

what a ridiculous research !

Tomushka said...

exposemaximum - :D :D