Oct 23, 2009

”ჰომო” ჯვრისწერა

ალბათ გახსოვთ ჩემ პოსტში ”პირველი გეი ქორწინება” ვწერდი, რომ 2009 წლის პირველი მაისიდან შვედეთში ჰომოსექსუალი წყვილების ქორწინებაა იქნა დაშვებული. ეს ყველაფერი იყო ოფიციალურ იურიდიულ დონეზე, ანუ წყვილს შეეძლო ხელის მოწერა და ეცხოვრა ბედნიერად. დღეს კი შვედურმა ეკლესიამ განაცხადა რომ 2009 წლის პირველი ნოემბრიდან ჰომოსექსუალ წყვილებს საშუალება ექნებათ ჯვარი დაიწერონ :)

ამის წინა პირობა იყო, შვედეთის პარლამენტში მიღებული ახალი კანონი განქორწინების შესახებ სადაც წერია რომ განქორწინება შეუძიათ ქალს და მამაკაცს, მამაკაცს და მამაკაცს, ქალს და ქალს.

შვედურმა ეკლესიამ უკვე ტექსტიც კი შეცვალა რომელიც ქორწინების საიდუმლოების დროს ითქმევა და ის მოარქო ერთსქესიან წყვილებს :)

წყარო: GP

ხოდა, რა ვთქვა? ფაქტიურად შვედეთი პირველი ქვეყანაა რომლმაც ჰომოსექსუალური ქორწინება დაუშვა როგორც იურიდიულ ასევე რელიგიურ დონეზე(თუ ვცდები მიმითითეთ ფლიზ) ნამდვიალდ მივესალმები ამ წამოწყებას და იმედი მაქვს სხვა ქვეყნების მობაძავენ შვედ დემოკრატებს :)

10 comments:

Alexander said...

ჰეჰე :) მეც არ მახსენდება სხვა ქვეყანა, სადაც იურიდიულადაც და ეკლესიაშიც შესაძლებელია ერთსქესიანი ქორწინება. მოკლედ მაგარია :) ან იქნებ შვედებმა გარეკეს?...

Sophie Golden said...

მე, როგორც ადრე, ახლაც იმავე აზრზე ვარ :|

გეების არ მესმის, ჯვრისწერა და მღვდლის დალოცვა რაში სჭირდებათ საერთოდ??? მოაწერონ ხელი და იყვნენ ტკბილად, ფორმალობები საშინელებაა, ეგ იგივეა ჩემთვის, რაც ჩარჩოში ჩაჯდომა :|

Anonymous said...

სოფი ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველა გეი გაიქცევა და ყვარს დაიწერს, უბრალოდ მათ სურვილის შემთხვევაში ექნებათ ამის უფლება.

Next said...

nice

Tomushka said...

Sophie Golden- ქალს და მამაკაცს რაში სწირდება მღვდლის დალოცვა? :)

babisa said...

ra sashinelebaa :blah:

sofi- xelmowerac formaloba araa ? :|

Keti said...

როცა ქვეყნის საზოგადოება ამის მისაღებად მზად არის, არაფერია გასაკვირი. კიდევ, არ მიმაჩნია, რომ რაკი სადღაც მიიღეს, ნებისმიერ ქვეყანაშიც შესაძლებელი იქნება და არა იმიტომ, რომ ძალიან ჩამორჩენილია ის რომელიმე ქვეყანა. ყველა თავისი ფესვებიდან მოდის...

ისე, როგორც ამ შემთხვევაში გადაკეთდა ღვთისმსახურების წესები და მოერგო სიტუაციას, საუკუნეების მანძილზეც ასე კეთდებოდა ან იღებდენ მრავალ სხვა საერო თუ საეკლესიო წესს, ამიტომ ეს მოწმობები ჩემთვის ფორმალურია. უბრალოდ, ზოგიერთი ფორმალობა მიმზიდველია და ზეიმის მიზეზი ხდება :)

და მაინც, ეკლესიაში გეი წყვილის ჯვრისწერა ჩემთვის უცნაურია.

justsimpleguy said...

ყველანაირად მიუღებელია

Just Me

კარგით რა ?! როგორც მე ვიცოდი რელიგიურად ცოდვა იყო ამგვარი ქორწინება. რა ხდება ?! იურიდიულ კანონი ხომ არ არი აიღო და შეასწორო

Tomushka said...

justsimpleguy- iuridiul kanonebze dayrdnobiT shecvales namdvilad :)

Keti- chemtvis yvelanairi vrisweraa ucnauri :D

gnostic said...

ვფიქრობ ძალიან ნორმალური და მისაღებია. ამავედროს სამართლიანიც.