Oct 20, 2009

თანამედროვეობის ”შერეკილები”

ბათუმელი კაცი გემის ან ნავის აშენების ნაცვლად ფრენაზე თუ იფიქრებდა რა მეგონა, თან არა მარტო იფიქრებდა არამედ თანამედროვეობის ”ბიძია ბაბუაც” გახდებოდა თავისი ”ერთაოზითურთ”. როგორც მიხვდით ჩემი დღევანდელი პოსტი ეხება ფრენას და ორ მეგობარს რომლებსაც უნდათ გაფრინდნენ - ნიკა სურმანიძე და მის მეგობარი დავით კაიკაციშვილი. მათ შესახებ ინფო თბილისის ფორუმზე ვნახე, მეც არ დავაყოვნე და ნიკა ჩემს ბლოგზე მოვიპატიჟე :)

ნიკა წარმოშობით ბათუმიდანაა, მაგარამ ერთ დღეს (16 წლის ასაკში) გადაწყვიტა თბილისში გადმობარგება და ასეც მოიქცა. ამჟამად ამერიკის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სწავლობს და ბიზნესით არის დაინტერესებული. ბიზნესთან ერთად მის ინტერესს მძაფრი შეგრძნებები და ფრენა წარმოადგენს :) როგორც ნიკა ამბობს ”ავიაცია ბავშვობიდან მიყვარდა ადრე პატარა რადიომართვად საფრენ აპარატებს ვაკეთებდი მერე კი 14 წლიდან უკვე მომბეზრდა იმიტომ რომ იმით მე ვერ ვიფრენდი. მერე მანქანებზე გადავერთე და ეხლა უკვე მანქანებიც მომბეზრდა მეტნაკლებად იმიტომ რომ რამდენიმე პარაშუტით გადმოხტომის შემდეგ მანქანის სისწრაფე აღარ მყოფნიდა.. შემდეგ კი როცა თვითმფრინავის მართვა ვისწავლე მანქანა საერთოდ ვეღარ მანიჭებდა ვერანაირ სიამოვნებას და აზრად მომივიდა რომ თვითმფრინავი ამეშენებინა”

ასეთ ექსცენტრიულ იდეას, თავისთავად თანხაც სჭირდება, მეგობრებმა თანხა დაითვალეს, დაიანგარიშეს ხარჯები და საქმესაც შეუდგენენ :)

თავად თვითმფრინავის მოდელის შესახებ ნიკა ამბობს:
-რაც შეეხება ამ კონკრეტულ თვითმფრინავის მოდელს ის ჩემი დაპროექტებული არ არის, ძველი პოლონური თვითმფრინავია რომელიც საკმაოდ ადვლი სამართავია და ადვილი ასაშენებელიც იმის გათვალისწინებით რომ 20 წელზე მეტია გასული ამ თვითმფრინავის დაპროექტებიდან შევიტანე რაღაც ცვლილებები კონსტრუქციაში.. უფრო თანამედროვე მასალები უნდა გამოვიყენო მაგალითად ფრთები იქნება ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან რომელიც უფრო ნაკლებს იწონის და უფრო მყარია ვიდრე ხე.
თვითმფრინავის 3D ვერსია

ესეც თვითმფრინავის კაბინა :)

ძალიან გამიკვირდა, რატომ მაინცდამაინც თვითმფრინავი? რატომ არა ნავი, ხის მანქანა ან ველოსიპედი? შთაგონება საიდან მოვიდა? :)
-გემი რომ გამეკეთებინა რატომ გემი და არა თვითმფრინავიო ამას მკითხავდნენ? ისე პასუხი მარტივია.. თვითმფრინავი ამათგან ყველაზე რთული ასაშენებელია და ყველაზე სწრაფია თანაც რასაც ფრენის დროს განიცდი ვერ განიცდი ვერცერთი აქ ჩამოღვლილით... და საერთოდ ველოსიპედი და ხის მანქანა რა მოსატანი იყო?! ღადაობთ?! :)

სურათძე ნიკა თვითმფრინავის კაბინაში


ნიკა და დავითი სავარაუდოდ ორ-სამ კვირაში გაფრინდებიან :) ვუსურვოთ მათ უღრუბლო ცა და მშვიდი ამინდი :)

Eng.summary:
This post is about two friends who have decided to build an airplane. They have counted finances, have got the airplane plan and started building it at home. The boys Nika Surmanidze and David Kaikatsishvili do not even have professional tools, but they have motivation - they want to fly :)
So let's wish them good weather and clean sky :)

33 comments:

Dv0rsky said...

wow

საღოლ ბიჭებს, ვუსურვებ წარმატებებს!

ისე, რადგან დაგაინტერესა ამ თემამ, იქნებ სტარტიც გააშუქო? ვიდეო ან რამე...

Tomushka said...

Dv0rsky - vnaxot aba :) imedi maqvs bichebi damikavshirdebian roca gafrindebian :)

Lalena said...

მართალია, გაფრენის შემდეგაც მოვიყევი... ძაააან საინტერესო იყო.
წარმატებები მათ :)

AnnA said...

magaria!!! warmatebebi :D :D

AnnA said...

aucileblad gaaSuqe momdevno nabijebi :D

lasharela said...

თამუშკი ინტერვიუ შენი ჩაწერილია?

ისე თვითმფრინავი კი არა "ცათმფრენია" ეგ :)

ხო გეუბნებოდით გაფრინდებიანთქო... :) (ქრისტეფორეს სახლი ამისთვის გაინტერესებდა?)

Tomushka said...

lasharela - კი ამისთვის მაინტერესებდა :)
მე არ ჩამიწერია ინტერვიუ, იმ ბიჭს კითხვები გადავუგზავნე და იმან პასუხები მომწერა :)

Anonymous said...

ex nika nikaa... :(

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

გბალეშიკობთ ბიჭებოო! რესფექთ

Next said...

aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
ra magari xalxia
gamacaniiit
aiu aseti duxis 'aralegali kosmonavtebi" mchirdeba.
ikneb davikolio raketis konstruiREBAZE :D

shens posts gadavpostav chems blogze ratkmaunda sitkvebis sheucvlelad da sheni blogis linkit da kebadidebit.

p.s. gaash8uke starticda vIDEOZE AGBECHDE KIDEC :D

ra magariaaaaaa :)))

Tomushka said...

next- იმედია ბიჭები არწერავენ ვიდეოზე გაფრენას. და დიდი იმედი მაქვს რომ ემც ჩამივარდება მასალა ხელში :)

Da-v-iD said...

მშვენიერი რამ მოუფიქრებიათ, უფრო სწორედ განხორციელება დაუწყიათ თორე მე კიდე ვიცნობ ადამიანებს რომელთაც ეგ იდეა თავში უტრიალებთ :)

Keti said...

რა საინტერესოა! წარმატებები მათ! მართლა საინტერესო იქნება, რა და როგორ მოხდება :)

Next said...

Tomushka shen ver carmoidgen es amati idea ramdens nishnavs chemtvis :D

shegizlia ramenairad damakavshiro?
an mail. an skype. :))
tvitmfrinavis dizainis gaketeba minda shevtavazot art jgufma :))

alcologia said...

maladci
imedia yvelaferi mshvidobianad chaivlis

Tomushka said...

Next - davukavshirdebi mag bichs da vkitxav kargi? :)
imitom rom ar minda ukitxavad mogce misi maili :)

Nicole said...

Tomushka, შეიძლება ეს შენი პოსტი გაზეთში დავბეჭდო? შენი ავტორობის მითითებით, რასაკვირველია!
ძალიან მაგარია! :)

Tomushka said...

Nicole - ძალიან გამეხარდებოდა მაგრამ იმ ბიჭბს უნდა შევუთანხმდე :)და გეტყვი კარგი :) ისე ძალიან გამიხარდებოდა. რომელ გაზეთში ? :)

nicole said...

გაზეთს ჰქვია ’საქართველო და მსოფლიო.’
შეგიძლია ნახო www.geworld.net
თუ არ დაიზარებ, შეუთანხმდი მაშინ და მითხარი, კარგი? :)

Tomushka said...

nicole - ukve mivcere da rogorc ki pasuxs momcers egreve getkvi :)

Tomushka said...

Next - aba sad da rogor dagikavshirde mitaxri rom mogce im bichis koordinatebi :)

Nick Surmanidze said...

ნეტა რომელმა დარეკა ჩემს რექტორთან უნივერსიტეტში?! :)

Tomushka said...

Nick Surmanidze- vaiii? ratom dareka? moxda rame?

nicole said...

Tomushka, ჩემთან უკვე გიპასუხე კომენტარებში, აქაც მინდა შეგატყობინო: ჯერ ერთი, მადლობა, რომ გაისარჯე. მეორეც, აქედან უნდა წავიღო შენი პოსტიც და ფოტოებიც, ასე რომ იმ ბიჭის კოორდინატები მე არ მჭირდება. შენი ავტორობით უნდა გამოვაქვეყნო. ჰოდა, მითხარი, როგორ მივაწერო ავტორის (შენინ) ვინაობა სტატიის ბოლოში. და კიდევ, ძალიან მაწუხებს ეს ამბავი, მაგრამ, მინდა იცოდე, რომ ლინკს ვერ დადებენ, რადგან რედაქციას ასეთი რამე რეკლამაში ეთვლება და მერე ბეგრავენ. სხვა, რაც გსურს, იმას მივაწერ: ანუ გინდა გვარ-სახელი, გინდა ფსევდონიმი, გინდა ის, რომ ბლოგერი ხარ ტომუშკა, გინდა, ეს ყველაფერი ერთად. მოკლედ, ველოდები შენს პასუხს. კარგი გოგო ხარ! :)

Tomushka said...

nicole- namdvili saxeli da gvari ar minda :) amitom ubralod blogeri Tomushka mshvenieria, da tu reklamashi ar chatvleba blogis saxeli rom dacero :) meti arafei :)

Nick Surmanidze said...

ara araferi ar momxdara iseti :)

nicole said...

Tomushka, ბლოგის სახელი ბეზ პრობლემ! :)

Tomushka said...

Nick - კარგი მაშინ :)
ვახ, როდის გაფრინდებით ერთი უკვე მე ვეღარ ვითმენ :)

tatushka55 said...

au Zaan magaria
mikvars nichieri adamianebi

Follow your dream :)

Nick Surmanidze said...

Tomushka
ავფრინდებით როგორც კი ფინანსები და დრო მოგვცემს საშალებას რომ დავასრულოთ თვითმფრინავზე მუშაობა.. პრინციპში დარჩა ყოველდღიური მუშაობის 15 დღე მაგრამ დროის სიმცირის ფაქტორის გათვალისწინებით არ ვიცი რამდენად გაიწელება

Tomushka said...

Nick Surmanidze - ამდენი იმუშავეთ და მთავარია რომ ყველაფერი დასრულდეს ისე როგორც დაგეგმეთ :)

Next said...

Tomushka

chemi mail:

nxtart@gmail.com

an skype:
nextdreamhacker

kesha said...

sagol bichebii :)