Oct 7, 2009

მოჭრილი ხეები და ატირებული სტუდენტი

მაპატიეთ ჩემი ბლოგი დღიურს რომ დავამსგავსე, მაგრამ რომ არ დავწერო ის რაც დღეს მოხდა უბრალოდ არ შემიძლია. ადამიანები დღითიდღე მაკვირვებენ და აი რატომ...

როგორც უკვე დავწერე, გუშინ პრაქტიკის ბოლო დღე გვქონდა, შესაბამისად დღეს შემაჯამებელი სემინარი იყო. სტუდენტებს გვევალებდა ჩვენი გამოცდილების, მიღებული ცოდნის შეფასება, ანალიზი და დასკვნების გამოტანა. სემინარში მონაწილეობას ექვსი სტუდენტი და ორი თერაპევტი ღებულობდა, ყველაფერი კარგად იყო რომ არა ერთი ძალიან უცნაური მომენტი რომელის მსგავსაც პირველად შევესწარი. ერთ ერთი ჯგუფელი რომელიც დასაწყისში ძალიან აქტიურობდა, ბოლოსაკენ ჩაიკეტა, ზურგი გვაქცია და დაიწყო ქვითინი, სემინარი დამთავრდა თუ არა გავარდა გარეთ და იმხელა ხმაზე ატირდააააააა გადავირიე ლამის, მეთქი რა მოუვიდა. სამწუხაროდ ახლაც არ ვიცი რატომ ტიროდა და მკლავს ცნობისმოყვარეობის ჭია. თქვენი აზრით რატომ ტიროდა?

ახლა მეორე- დღის შთაბეჭდილებებით დგრუზული, სახლში მოვდიოდი როცა ეზოში ერთი უცნაურობა შევამჩნიე, კერძოდ კი ეზო რაღაც ცარიელი მეჩვენა. დავდექი ერთ ადგილზე და დავიწყე თვალიერება და ვიპოვე სიცარიელის მიზეზი - ვიღაცა ტრაკებმა ხეები დაჭრეს, უზარმაზარი ვერხვის ხეები :( ვიტირე :(

ეზო ისეთი ცარიელი ჩანს :(

8 comments:

Dreamer Kikito said...

დაგთაგე http://kikito88.blogspot.com/2009/10/5.html :*

Sophie Golden said...

"Virgin suicides" გამახსენდა უცებ ამ პოსტზე :( საწკალი ხეები. და რატომ მოჭრეს???

Natalia said...

იმ სტუდენტზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მოგვაწოდე და რთულია გამოიცნო, რის გამო ტიროდა.

ხეებს რაც შეეხება, რატომ მოჭრეს? სულ მოჭრეს, თუ ისე, ნაწილობრივ რომ ჭრიან, მერე ახალი რომ ამოვიდეს :)

Keti said...

მანდ ხეების თვითნებურად მოჭრას კანონი არ არეგულირებს?


რაც შეეხება ემოციებს, ხის მოჭრას ძალიან განვიცდი, მიტირია კიდეც :(

Tomushka said...

natalia- im ogogos arc me vicnob kargad. mec imdeni vici ramdenic davwere :D

qeti- ki, aregulirebs, ashkarad ragacas apireben tumca ar vici ras. egec ar vici ratom mochres

clown said...

უი საწყალი ხეები :((

ამიგო said...

ეს ბორჯომია

http://farm3.static.flickr.com/2461/3667322153_ca8832c00d_o.jpg

http://farm4.static.flickr.com/3379/3667321905_f9a82c735b_o.jpg

აჩვენე იმ გოგოსაც

ამიგო said...

ეს ბორჯომია

პირველი სურათი

მეორე სურათი

აჩვენე იმ გოგოსაც