Oct 6, 2009

ბოლო დღე მომავალ წლამდე

დღეს ჩვენი პრაქტიკის ბოლო დღე იყო :( მიუხედავად იმისა რომ ძალიან დავიღალე, და რასაც ქვია ყოველ დღე დადებითი და უარყოფითი ემოციებით დაგრუზული დავდიოდი, მაინც გული მწყდება, თუმცა რაღა მაინც ძალიან გული მწყდება რომ მომავალ წლამდე არავითარი პრაქტიკა აღარ იქნება.

ძალიან შევეჩიე პაციენტებს, (არ მეგონა ასე ადვილად თუ შევეჩვეოდი უცხო ადამიანებს, მითუმეტეს რომ ჩემ ჯგუფელებს კიდევ ვერ შევეგუე :D ). მათი პრობლემა თითქოს ჩემი გახდა, მათ მიერ წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი ბედნიერს მხდიდა მათთან ერთად. ახლა კიდევ ვერც გავიგებ როგორ წარიმართბა მათი ცხოვრება, როგის ჩაივლიან რეაბილიტაციის კურს და რა მდგომარეობაში გაეწერებიან საავადმყოფოდან.

როგორც ჩემი ხემძღვანელი ამბობს, ჩემი ემოცია მათ მიმართ სრულიად ნორმალურია და მხოლოდ დამწყებს სტუდენტებს ახასიათებს. რა ვიცი, ჯერ არ ვიცი რამოდენიმე წლის მერე გავიხსენებ ამ პოსტს და დავწერ თუ შევიცვალე :)

თქვენ რამდენად ადვილად ეჩვევით ახალ ადამიანებსა და ახალ გარემოს?

6 comments:

Lalena said...

მე მაგალითად ყოველთვის გული მწყდება როცა რაღაც მთავრდება. დამწყდა გული შვიდწლედი, რომ დავამთავრე, დამწყდა ცეკვას რომ შევეშვი, სკოლაზეც მქონდა ეგეთი შეგრძნება, პატარა რაღაცეებზეც მწყდება გული, არადა არ მომწონს ეს ჩემში :(

amigo said...

მთავრდება ერთი და სამაგიეროდ იწყება მეორე, უფრო ახალი და საინტერესო :)

Sophie Golden said...

ჰეჰეჰეჰე
ეს კითხვა ზუსტად ჩემთვის იყო ხო? :P
ძნელად ვეჩვევი... თუ გარემო არ მომწონს და ვცდილობ მომეწონოს. საერთოდ სიახლეებთან შეგუება მიჭირს, კონსერვატორი გამოვდივარ ბლინ :D

clown said...

გააჩნია ადამიანსაც...
თუ კაი ადამიანია ალბათ გამიჭირდება განშორება :))

Keti said...

მე მიჭირს შეგუება
ადამიანებზეა დამოკიდებული, თუ კეთილგანწყობა დავინახე, მერე ვმშვიდდები და გაცილებით მიადვილდება :)

შენი ლექსტორისგან განსხვავებით მგონია, მხოლოდ დამწყები სტუდენტის დამახასიათებელი არ არის შენი დამოკიდებულება ხარ :))

Keti said...

აუ, შეცდომები... :დ