Oct 4, 2009

დალურჯების ერთი კარგი მეთოდი

თუ გინდათ შური იძიოთ ქმარზე, ან შეყვარებულზე მაშინ აუცილებლად დაიწყეთ ვარჯიში ისეთი ”ტრენაჟორით” რომელსაც ქვია - Hula Hoop. სულ რაღაც ერთ დღეში ისეთ დალურჯებებს მიიღებთ ნებისმიერი პოლიციელი დაგიჯერებთ რომ პარტნიორმა გცემათ :D ეს რათქმაუნდა ხუმრობით. სერიზოულად ცოტა ქვევით დავწერ.

Hula Hoop- არის მოწყობილება რომელიც სახტუნაოს შემდეგ ყველაზე ეფექტურია ცელულიტის მოსაშორებლად. გარდა ამისა წელს და თეძოებს მშვენიერ ფორმას აძლევს. ამ ტრენაჟრორის ვარიანტი რომელიც მე შევიძინე არის 1.5 კილოგრამიანი და 80 რგოლი აქვს, რომლებიც მასაჟის ფუნქციას ასრულებენ.


Hula Hoop Anion -ის სამი ვერსია არსებობს.
  • დამწყები- დიამეტრი 105 სმ, წონა 850 გრამი.
  • მედიუმი- დიამეტრი 110 სმ, წონა 1,5 კგ. 80 მასაჟორი რგოლით.
  • პროფესიონალი- დიამეტრი 110სმ, 2 კგ. 160 მასაჟორი რგოლით.
აი ჩემი ჰუპი ასე გამოიყურება

დღეს მეორე დღეა რაც ვარჯიში დავიწყე. შედეგებს აუცილებლად მოგახსენებთ.
ამჯამად ჩემი წელისა და თეძოების გარშემოწერილობა არის 68/97. ერთი კვირის მერე გავიზომები და ვნახავ რამდენად შემცირდა ეს ზომა.

14 comments:

Anonymous said...

ra rirda eg satrialo?

clown said...

ძალიან კაი რაღაცაა, მაგრამ ცარჯიში არ მიყვარს :უსერ:

:D

Cyborg said...

ჩემი ცოლიც ეგრე გვერდებ დალურჯებული დადის სულ :დ

რა საჭიროა ეს ავტო ცემის აპარატი??..

ანუ ნუთუ ეს ექსპლუატაციის მექანიზმის ნაწილია რო დაასისხლიანოს ქალი? (იმტიო რო კაცებზე ეგრე პაგუბნა არ მოქმედებს, კანის და კანქვეშა ქსოვილების აგებულების მეტი გამძლეობის გამო)

ბაბისა said...

sainteresoa shedegebi rogori iqneba mmmm :))

Tomushka said...

Cyborg- შენი ცოლისაგან გავიგე ზუსტად ამ ნივთის შესახებ, თორემ მე არც კი ვიცოდი. რა საჭორია ალბათ ძნელია აგიხსნა, ქალი რომ იყო ამ კითხვას არ დასვავდი :D :D

ბაბისა- შედეგზე აუცილებლად დავწერ, ჯერ დალურჯებული გვერდების გარდა არანაირი შედეგი არაა :D :D :D

Lalena said...

აუუუუუ რა ძაააან მაგარი რამეა მეც მინდააააა, ვინ გამომბრდღვნის ხელიდან :)))

Keti said...

მოუხერხებელი არ არის? (გარდა იმისა, რომ ალურჯებს :დ)
ანუ ადვილად ატრიალებ? მგონია, რომ რთულია გასაკეთებლად

Tomushka said...

Keti-სატრიალოდ არის ძააალიან ადვილი, თავიდან მტკივნეული იყო ძალიან მაგრამ ახლა უკვე ტკივილსაც არარ ვგრძნობ :) მასაჟივითააა, ახლა წარმოიდგინე თითები რომ დაგარჭონ გვერდებსა და წელზე, აი მასეა ზუსტად.

Chaotic said...

heh...
თქვენ რა იცით :D


ნოემბრიდან ვატრიალებ. თავიდან რომ არ დაგილურჯდეს, ძალიან სქელ სამოსში უნდა გამოეწყო. არასოდეს არ უნდა ატრიალო შიშველ ტანზე. მაისური მაინც უნდა გეცვას. თავიდან რომ მქონდა დალურჯება, მას შემდეგ არ მქონია. დღეში მინ. 10 წუთს ვატრიალებ და ძალიან, ძალიან კარგი შედეგი მაქვს.


ტომუშკა, 1 კვირაში შედეგს არ ელოდო. :) ჰუპის ეფექტიც იმაშია, რომ yo-yo არაა :)

2008 said...

da ra girda eg bedniereba da celulitis mteri tu saidumlo araa? :)

vasasi said...

ჰეჰ, აბა შენ იცი, არ გაახალტურო და შედეგები დაგვიდე.. :))

Tomushka said...

Chaotic - აუუუ მაგდენი არც მომფიქრებია :(
რამდენ ხანში გამოჩნდება შედეეგი?

2008- თავის ჩამოტანიანად 50 ევრო დამიჯდა.

vasasi- ჩემ თავს ხო არ გავუხალტურებ :D

Dissolved girl said...

და რა შედეგს უნდა ველოდოთ ზუსტად? :) ანუ პრესი გაუმჯობესდება, ცელულიტი გაქრება თუ რა :)) და რამდენ ხანში? დამაინტერესა რაღაც )

Tomushka said...

Dissolved girl - ჩემი მიზანია მოცულობის შემცირება :D ახლა წელი ხო არის 68 მინდა გავხადო მაქსიმუმ 65. იგივე გვერდებზე.