Oct 11, 2009

”ჩემი 5 ოცნება”

ჩვენმა რამოდენიმე ბლოგერმა Nicole, kikito & Clown დამთაგეს პოსტების სერიაზე ”ჩემი 5 ოცნება”, ხოდა ხომ არ ვატკენ ახლა გულს ამ პატიოსან ხალხს და დავწერ პოსტს ოცნებების შესახებ.

1. ჯანმრთელობა. ჩემი და ყველა იმ ადმაიანების რომლებზეც გული სულ ოდნავ მაინც შემტკივა. ჯანმრთელობის ფასი არაფერია ჩემი აზრით.






2. შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ საშინლად მაშინებს გლობალური დათბობა, ამიტომ ჩემს მეორე ოცნებას დავუკავშირებ ზოგადად ადმიანებს და წავიოცნებებ რომ ”უბრალოდ აზრზე მოვიდეთ” და გავუფრთხილდეთ ჩვენს სახლს სახელად დედამიწა.



3. მესამე ოცნებაა ჰმმმ, რა მინდა კიდე ნეტა ხო, მინდა ვიყო ძლიერი ფიზიკურადაც და პიროვნულადაც. არ დავნებდე ყოველდღიურობას და უბრალოდ ვიცხოვრო ისე როგორც მინდა, როგორც ვგეგმავ და რასაც ვგეგმავ. ამ ოცნებაში ვაერთიანებ ყველა ჩემ კარიერულ ოცნებებსა თუ იდეებს :D

4. ეს ოცნებაა სხვა ადამიანებს ეხებათ, ანუ ადამიანებს რომლებიც მიყვარს და რომლებზეც გული შემტკივა. მინდა რომ კარგად იყვნენ და მათი კარგად ყოფნით მეც ბედნიერი ვიყო. სამწუხაროდ ჩემები რომ ცუდად არიან მე რაც არ უნდა კარგად ვიყო მაინც ცუდად ვხდები.


5. მატერიალური კეთილდღეობა - მინდა მქონდეს საკმარისი ფული იმისათვის რომ ვიმოგზაურო დედამიწის გარშემო და ვინ იცის იქნებ მერე კოსმოსშიც :) ამავე ოცნებაში გავაერთიანებ ჩემს სურვილს მქოდეს სახლი და მყავდეს ლეკვი


ხოდა პოსტის ბოლოს ვტაგავ შემდეგ ბლოგერებს:
კილერი
Be who you wish
amigo
Lasharela
The Voice of Colors
მწვანე ჭიამაია (ვიცი შენთვის ძალიან ძნელია მაგრამ იქნებ ცოტა გაერთო :* )

10 comments:

leksodav said...

კოსმოსში მინდა მეც :)

Tomushka said...

leksodav-ცოტა ფულის მოგროვება და მაგარი მუშაობაა საჭირო. აბა ვნახოთ თუ მოვახარხებთ :D

killer said...

ოცნებებს შევეშვი დაახლოებით 10 წლის წინ. არ მიყვარს. სულ ვამბობ, ფიზიკურად აქ ხარ, გონებით კი სადღაც სხვაგან, ამასობაში სრულყოფილად ვერც აქ ხარ და ვერც იქ :)
ბავშვობის ოცნებებიც არ მახსოვს. ის მახსოვს რომ არასდროს მდომებია გათხოვება.
ეხლაც არ მაქვს ოცნებები. არსებობს გეგმა, რომელიც მინდა რომ გავახროციელო. დანარჩენი კი თავისთავად მოდის, ღვთის წყალობად მივიჩნევ ყველაფერს.
სურვილები რა თქმა უნდა მაქვს, ამათგან რატომღაც უპირველესი დედაჩემის ბინის პრობლემის მოგვარებაა. მშენებარეში იყიდა ბინა, მეც და მაგათაც, მაგრამ ვერ ამთავრებს კომპანია ამ სახლს ბოლომდე, არადა ის ბინა, სადაც ეხლა ცხოვრობს 2 წლინახევრის წინ გაყიდა. მყიდველმა ძალიან იჯიგრა :) თუმცა მთლიანი სახლი იყიდა და ერთი მოსახლე ვერ მოტეხა ვერანაირად. ეხლა იმ ერთმაც მიყიდა თავისი ბინა (წარმოდგენაც ძნელია რა ფასად ;) )და ახალწლამდე აქვთ ორივეს ვადა.
მეორე ალბათ ჩემი კარიერაა, რომელიც მინდა რომ წარმატებული მქონდეს.
მესამე ადგილზე ბუჩას კარიერას დავაყენებდი. ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ზედმეტად აქვს პატიოსნების და სამართლიანობის მომენტი. ჯერ კიდევ ფერადი აქვს სათვალეები.
მეტი ვერაფერს ვიტყვი შვილების და დიშვილების ჯანმრთელობა, წარმატება და კარგად ყოფნა ეს თავისთავადია.
ხო კიდევ მანსარდა მინდა გავაკეთო და სადმე ახლოს ქალაქგარეთ პატარა სახლი ვიყიდო.
სულ ეს ვარ :)

Lalena said...

აიი ყველაზე ყველაზეეეეე ყველაზეეეე განსხვავებულად გიწერია :)) ჩემი ოცნებებიც მატერიასთან უფრო ახლოსაა, შენი რაღც უფრო სუფთააა :)

Tomushka said...

killer+ didiiii madloba, magram es yvelaferi ar sheidzleba shen blogze rom dawero? :) da gamova materialuri gegma :)

Lalena- gamocdileba da kidev ertxel gamocdileba :D :D :D xandaxan cota afertxebs xalxs dzirs :D

clown said...

განსწვავებული ოცნებები ^^


:>

lasharela said...

უიმეეე....ეხლა გავიგე :)

ოკ. ანუ დავწერ პოსტს ხუთი სურვილი და მერე ბოლოს ჩამოვწერ სხვა ბლოგერების მისამართებს :)

მარა მე რამდენიმე "ბლოგ" მეგობარი მყავს და შენ უკვე დამთაგე :)

ვინ დავთაგო ეხლა მე? :)

Tomushka said...

lasharela - vina da vinc ginda rom gaxdes sheni megobari momavalshi :)

Nikoloz said...

გლობალური დათბობა ფულის საშოვნელი მითია , ასეთი რამე მოსალოდნელია მაგრამ არა ამ ეპოქაში უბრალოდ ეს ის მიზეზებია რომ მზე ამ წლებსში ახწევს აქტივობის პიკს (ანუ ხანშიშესული ხდება) რის შემდეგ უკვე უკუსვლას იწყებს მაგრამ ამას ჩვენ და ალბათ კიდევ მილიონი შთამომავალი საკუთარ თავზე ვერ იგრძნობენ

Tomushka said...

Nikoloz - arc iseti mitia rogorc zogi skeptikosi fiqrobs.