Sep 2, 2009

Our Dream Job

ამ პოსტში ერთი უბრალო შეკითხვა მინდა დაგისვათ:
როგორია თქვენთვის კარგი სამსახური? როგორია თქვენი ოცნების სამსახური?

ჩემთვის კი:
  • როცა ვაკეთებ იმას რაც მიყვარს,ანუ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ვახდენ თვითრეალიზაციას;
  • როცა ვხედავ ჩემი საქმიანობის შედეგს, სასურველია დადებითს
  • როცა გარემო არის დადებითი, მეგობრული და თანამშრომლებზე ორიენტირებული. როცა უფროსი არ მოდის ვენების კაჩავით
  • როცა ხელფასი ჩემ შრომას და ჩემს ჩადებულ ენერგიას შეესაბამება. თუმცა ეს მთლად მნიშვნელოვანი მომენტი არაა, განსაკუთრებით მაშინ როცა პირველი სამი პუნქტი სრულდება.
Eng.Summery
Job and occupation is one of the most important thing in human lives. In this post I ask the question : how do you see your dream job? What kind of job is perfect for you?

11 comments:

Da-v-iD said...

ხოო. ეგ კარგი რამაა. როცა აკეთებ იმას რაც გიყვარს, მათთან ერთად ვისთვისაც შენ და ის საქმე რომელსაც ერთად აკეთებთ ახლოა, საურველი და საინტერესო. და რაც არანაკლებ მთავარია - როცა ქმნი პროდუქტს, რომელიც მოთხოვნადია და უკუგებაც არამარტო კმაყოფილებსი გრძნობით მოდის.
მდაა, რა ფორმულა ყოფილა?!

Link said...

ჩემი საყვარელი პროფესია იქნებოდა ხმის ჩამწერი, მსოფლიო დონის სტუდიის მფლობელობა :ჵ თავის უმაღლესი აპარატურით და უპროფესიონალურესი არანჟიროვშიკებით.

ერთი ის ვიცი, რომ დავნიშნავდი დირექტორს, რომელსაც გავაკონტროლებდი თუ როგორ აკონტროლებს სტუდიოს.

და რაც შეეხება იქ ყოფნას, მივიღებდი მონაწილეობას მხოლოდ ჩაწერის პროცესის დროს : ( ( (

რავიც, იქნებ ახალ გენიოსსაც მოვესწრებოდი, როგორიც იყო ფრედი , ან პრესლი, ან .. ან...ან.... თუნდაც 2ფაქი : )

ვოტ

exposemaximum said...

My dream job ? I dunt know but I want to live in the Galápagos Islands forever.

ბაბისა said...

მმ ვოლო პოსტები მინი გამოკითხვებივით არის ხოლმე,მაგრამ სახალისოა :)))
როგორია და როცა არ გეზარება სამსახურში მისვლა და იქ გაკეთებული საქმე არაა ნაძალადევი, გინდა და ჩართული ხარ ქმნადობაში, როცა გარემო და აურა ნორმალურია და თანამშრომლები, ვისთანაც იქ ყოფნის 8 საათი მაინც უნდა გაატარო სულ მცირე, კეთილგანწყობილია და ადამიანურად მოგექცევა, როცა ხელფასს არ გიგვიანებენ და ძალიან დაბალიც არაა, როცა შაბა-კვირა დასვენებაა და სამუშაო დღე არ აღემატება 8 საათს. ეს არის ნორმალური სამსახური ჩემთვის :))

Lalena said...

როგორია და როცა სამსახურშჳ ყოფნის დროს საათს არ აკვირდები და არ ბუზღუნობ რა ნელა გადის დროო, როცა სთაფი გიყვარს და მათაც უყვარხარ, როცა ერთი დიდი ოჯახი ხართ, როცა ხელფასით მართლა აფასებენ შენს გადაკლულ შრომას, და სახლშჳ დაბუნებულს იმის ხალისი მაინც გაქვს ახლობებს მოუყვე რა მაგარია შენთან სამსახურში :)

clown said...

[quote] როცა ვაკეთებ იმას რაც მიყვარს,ანუ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ვახდენ თვითრეალიზაციას;
როცა ვხედავ ჩემი საქმიანობის შედეგს, სასურველია დადებითს
როცა გარემო არის დადებითი, მეგობრული და თანამშრომლებზე ორიენტირებული. როცა უფროსი არ მოდის ვენების კაჩავით
როცა ხელფასი ჩემ შრომას და ჩემს ჩადებულ ენერგიას შეესაბამება. თუმცა ეს მთლად მნიშვნელოვანი მომენტი არაა, განსაკუთრებით მაშინ როცა პირველი სამი პუნქტი სრულდება. [/quote]

თითქმის ყველაფერში გეთანხმები, იმის გარდა რომ ამბობ, ხელფასი იმდენად მნიშვნელოვანი არაა თუ ზევით მოყვანილი პირველი სამი პუნქტი სრულდებაო :S

ნან said...

მგონი მე ჩემთვის იდეალური სამსახური მაქვს...
ნუ, ფაქტიურად ;D

რათქმაუნდა ვისურვებდი მეტი ხელფასი მქონდეს, მაგრამ ერთიცაა, ანაზღაურება არასოდესაა საკმარისი, ეს მას შემდეგ დავაზუსტე, რაც ხელფასი თითქმის გამიორმაგდა, მასთან ერთად მოთხოვნილებებიც და ზუსტად იგივე დროში მითავდება ფული, როგორც ადრე.

ხელფასამდე დარჩენელია ერთი კვირა, ათი ლარი და ცარიელი ყავის ქილა (smoke)

ნათია როყვა said...

მე ვერ წარმომიდგენია კარგი სამსახური დილით ყავის გარეშე, რომელიც მოსაწევ ოთახში იხარშება და ყველა ერთმანეთს დღის გეგმას თუ არა განვლილი დღის ემოციას მაინც ყვება, ან იმაზე მიანც ბუზღუნებს როგორ დაიღალა რესპოდენტის ლოდინით წინა დღეს და იმდენი საქმე აქვს გვიანამდე მოუწევს სამსახურში დარჩენა, ეს ყველაფერი კარგია მაშინ როცა აკეთებ იმ საქმეს რომელიც გიყვარს, ოღონდ მართლა გულით...
ვფიქრობ რომ ამ მხრივ ძააან გამიმართლა...
უფროსიან უმცროსიანად:)
ნუუუ ხელფასი არ მკოფნის მაგრამ...
ყველაფერი ალბათ ძნელია....

nastasia said...

chemtvis idealuri samsaxuri iqneba,roca grafikshi ar viqnebi chamjdari da samshao dges saqmis damatavrebisas mivadzagleb da ar vityvi,ro ,,mivadzagle''...
da kide,samsaxureobrivad bevri xetiali tu gevaleba,egec gadasarevi,xoooda,veldebi rodis vin ketili redaqcia amiyvans da am cerashi da fotogadagebebshi fuls gadamixdis,principshi cancalshic :P :))))))))

xo,anazgireba da kai kolegebi ra tqma unda mnishvnelovania...

mgoni,kide didxans momicevs lodini :D

amigo said...

1. მინდა სამუშაო იყოს ჩემთვის საინტერესო
2. მიხდინენ კარგად
3. ვხედავდე შედეგს
5. მრჩებოდეს ბევრი თავისუფალი დრო

ოცნებებით ახლა ვარ ანდროიდების გამომშვებ ფირმაში იაპონიაში.

ამ მომენტისთვის აღარვითარი სამუშაო აღარ მინდა და დიდი სიამოვნებით ვიუსაქმურებდი კარგა ხანს :)

Keti said...

რაც დაწერე, ეგ იდეალური სამსახურია :)