დიდი ხანია ამ საკითხზე ვფიქრობ და გადავწყვიტე დამეწერა. მოკლედ მოვჭრი - უნდა უყვარდეს თუ არა შვილს უდანაშაულო კაცის მკვლელი მშობელი? რეციდივისტი დანმაშავე რომელიც კლავს და აწამებს სხვას, აუბედურებს სხვას- ქურდავს, აუპატიურებს, აწამებს. იტაცებს ხალხს და სჩადის უამრავ საძაგლობას.
ან იქნებ სხვაგვარად დამესვა საკითხი, არის თუ არა ასეთი მშობელი შვილის სიყვარულის ღირსი?
8 comments:
არა, არ არის ღირსი
ჩემთვის უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას და წამებას გამართლება არ აქვს და არც იმას აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა როგორი მშობელია ანუ არის თუ არა მოსიყვარულე, მზრუნველი და ა.შ
ზოგადად მკვლელის სიყვარულის არ მესმის, ადამიანი არ არის ერთი ცალკე აღებული სტატუსი, მთლიანობაა და თუ შეუძლია იყოს კარგი შვილის მიმართ და ამავე დროს შეუძლია აწამოს უდანაშაულო ადამიანი, არ არის ის არც მარტო კარგი და არც მარტო ცუდი, ორივეა
ჩემთვის მეორეა ბევრად მნიშვნელოვანი და ამიტომ მგონია რომ ასეთი ადამიანი არ იმსახურებს სიყვარულს
რთული საკითხია
ეგრე ვერ იტყვი უნდა უყვარდეს თუ არა
თუ უყვარს უყვარს
ეგრე ეგეთი კაცი სულ არ არის შვილის ღირსი
არ ვიცი ლოგიკურია ვითამ ეგ კითხვა? :)
რაღაც მხრივ რთული საკითხია, მაგრამ მაინც ვფიოქრობ რაც არ გინდა კარგი იყოს შვილისთვის ასეთი მშობელი, ის მაინც არ იმსახურებს შვილის სიყვარულს :\
ფაქტია, რომ ასეთი ადამიანს არა აქვს გამართლება, მაგრამ ერთია არ ამართლებდე ვინმეს საქციელს და მეორე, არ გიყვარდეს! რთული სათქმელია!
არაა ღირსი სიყვარულის და არც უნდა უყვარდეს.. და არ უნდა იყოს ეგრე უაზროდ ბიოლოგიურად დაპროგრამებული. თუ ეგეთი ეყვარება ესეიგი მაგისთვის ისიც მისაღებია რასაც მაგის მშობელი აკეთებს..
saertod ar vetanxmebi sityvas "UNDA", yvelaferi individualuria, eyvareba vinmes aseti tu ara-esec.
zogs absoluturad normaluri da ketilshobili mshobeli ar uyvars..
რთულია, ასე განსაჯო – უნდა უყვარდეს თუ არა. ამას ჩვენ – გარეშეები ვერ გადავწყვეტთ.
შეუძლებელია შესაყვარებლად იდეალური ადამიანების ამორჩევა :)
ასე, არც იმ მშობელს უნდა ჰყავდეს შვილი, რომელიც გაჩენისთანავე ნაგავში აგდებს. მაგრამ ვერაფერს შევცვლით...
მოდი ნუ ავურევთ ერთმანეთში პიროვნების და ქმედების სიყვარულს!
ესეთი საქციელი საშინელებაა და რა თქმა უნდა, უნდა სძულდეს, მამა პირიქით - უნდა უყვარდეს!
Post a Comment