Sep 29, 2009

გემოვნებიან მუსიკას ვუსმენ

გუშინ ჯეოსტარში ერთ ერთმა მონაწილემ თქვა - ”ბავშვობიდან გემოვნებიან მუსიკას ვუსმენ, ჯერ ჯენის ჯოპლინი მერე კიდე ჯაზი და ბლუზიო ” თუ რაღაც ამდაგვარი იყო, თავს ვერ დავდებ ციტატის მეორე ნაწილის სიზუსტეზე, მაგრამ მე კი გამიჩნდა ამ წერილის დაწერის იდეა. ზოგადად რა არის გემოვნებიანი მუსიკა?

მოდით შევთანხმდეთ იმ მოსაზრებაზე რომ გემოვნება ძალიან ინდივიდუალური რამეა, ზოგს მღვდელი მოსწონს ზოგს კი მისი შვილი, ხოდა ვერ დაძრახავ და ვერ ეტყვი ასეთ ადამიენებს შე გოიმო უგემოვნოო ან პირიქით, უფრო სწორად კი დასცინებ თუ გინდა მაგრამ ეს ფრიად სუბიეტური დაცინვა გამოვა. ასევე მგონია მუსიკაზეც. ძალიან გთხოვთ გამაგებინეთ რატომ ითველბა ჯაზი, როკი და ბლუზი etc. ”გემოვნებიან” მუსიკად ხოლო პოპი, რეპი და ა.შ. ”უგემოვნოდ” . ან ვთქვათ მე არცერთი მიმართულება მომწონს და ყროყინი, კაკანი, კნავილი და ღმუილი (ასეთი კი ბევრია დღეს სცენაზე) ყველაფერს მირჩევნია?

რატომ ვარ მე უგემოვნო, და ის ვინც მაკრიტიკებს გემოვნებიანი? რა არის კარგი მუსიკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები?

13 comments:

ჩორვენი¹³ said...

aranairi kriteriumi ar arsebobs nu ashkara daunizmis da usmenobis garda (mag: lela curcumia) tore meti ra repi rocki tu popi da souli vistvis rogor ra

psychedelickija said...

http://2kija.wordpress.com/2009/08/28/090/

http://2kija.wordpress.com/2009/08/06/%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98/

Tomushka said...

ჩორვენ- აი ამიხსენი რატომ არის წურწუმია უგემოვნო?

უბრალოდ said...

eh chemo tomusha curcumias ugemovnobas axsna ar schirdeba : ))

გემოვნებას თუ თავ დავანებებთს (რადგან არ დავობენო მაგ თემაზეო ნათქვამია)
და უბრალოდ - სიტყვებს-დახვეწილს,ჰარმონიულს,მელოდიურს- და მათ შესატყვისებს ჩავრთავთ - ჩემთვის რეპს და სოულს არცერთი მათგანი არ შეესაბამება : ))

Tomushka said...

უბრალოდ- გეთანხმები, და ვთვლი რომ გინდაც წურწუმია (სამწუხარიდ არა ამრტო ის ) არ ქმნის ხარისხიან მუსიკას, მაგრამ რისი თქმაც მინდა ისაა რომ ეს ჩემი პირადი აზრია და როგოც ადმიანს რომელსაც არ აქვს შეხება, არანაირი ობიექტური კრიტერიუმი არ გამაჩნია რომ ის უგემოვნოდ და უნიჭოდ ჩავთვალო

Keti said...

სნობური ჩარჩოები

ვუსმენ, რაც მსიამოვნებს.
ესაა ჩემი ჩარჩო :)

Sophie Golden said...

ზოგადი განსაზღვრება დიდად არ მაინტერესებს, მთავარია იმ მომენტში ის მუსიკა სიამოვნებას მანიჭებდეს და შეიძლება Boy George (for example :lol: ) იყოს :don'tcare:

ჩორვენი¹³ said...

ტომუშკა წურწუმია არაა უგემოვნო უსმენო და უნიჭოა !

Da-v-iD said...

პირადი გამოცდილებიდან გეტყვით (რაკი რადიოს ხელმძღვანელი ვარ ) გემოვნება ძალიან პირობითი მცნებაა... რაც შეეხება იმას რომ ხშირად გვესმის "ვაიმე მე გემოვნებიანი ვარ და ესაა მუსიკა რასაც მე ვუსმენ" და როგორც წესი გულისხმობენ ჯაზს და როკს, თამამად შემიძლია გითხრათ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეგ უბრალო კუდაბზიკობის და ვითომდა სხებისგან თავის გამოყოფის სურვილითაა გამოყოფილი (ძალიან ცოტა უსმენს ჯაზს იმიტომ რომ მოსწონს, დანარჩენი ან მოდისთვის ან კიდე იბრალებს რომ უსმენს და დაზეპირებულ გვარებს და შემსრულებლებს წარამარა იშველიებს ) მუსიკა განწყობისთვისაა, რა განწყობაც გაქვს იმას მოუსმინე. გინდა ჰარდ როკი იყოს და გინდა სოული და თუნდ ბარდების სიმღერა.. დანარჩენი კი "მე ვარ გამორჩეული"-ს ამბავია

clown said...

ვფიქრობ რომ არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს :\

ბაბისა said...

nu mashin es igivenairad shegvizlia vtqvat chacmis stilze, silamazeze, yvelaair dizainze --- anu shen ragac mogwons, ragac ara, mara rac ar mogwons ra kriteriumebit axsni rom cudia, visac moswons,imitstvis is yvelaferia, mokled musikisdagvarad - verafers ganvusazgvravt charchoebs, mat chven vawesebt- amitom yvela tavis gzaze- intimur-individualuria zaan .. amitom ar miyvars xolme msjelobebi da kamatebi da mtkicebebi ragaceebis sazogadoebrivad :)))

amigo said...

მუსიკა ან მომწონს ან არა.
შესაბამისად ვუსმენ იმას რაც მსიამოვნებს, მიუხედავად "მუსიკის მამების" მიერ ნაკარნახევი მოდის ტენდენციებისა.

რაც შეეხება წურწუმიას უგემოვნობ/უნიჭობას - ესეც სუბიექტური მოსაზრებებია, - თან გააჩნია ვის შევადარებთ :)

nati kuda said...

გემოვნებიანი მუსიკა არსებობს ყველა მიმდინარეობაში, თუნდაც იგივე რეპში და პოპში და გემოვნებიანი მხოლოდ როკს ან ჯაზს არ გულისხმობს, თუმცა დღეს ძალიან ბევრს მიაჩნია ასე.
ჰოდა კრიტერიუმი? მმ.. ცოტა ძნელი ასახსნელია ჩემი მხრიდან, მწირი მუსიკალური განათლება არ მაძლევს ამის საშუალებას, თუმცა,როგორც მელომანს, შემიძლია განვასხვავო კარგი და ცუდი მუსიკა ერთმანეთისგან.