Sep 23, 2009

ადამიანის ”გამშვები” მექანიზმი

არ ვიცი უკვე დავწერე თუ არა რომ უნივერსიტეტიდან პრაქტიკა გვაქვს ერთ ერთ საავადმყოფოში. ჩვენი განყოფილება სპეციალიზირებულია იმ პაციენტების რეაბილიტაციაზე რომელთაც აქვთ ტვინთან და ნერვიულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები- სისხლჩაქცევა, ინფაქტი და ა.შ. მოკლედ საკმაოდ მძიმე ავადმყოფები არიან 17 წლიდან ზევით.

თუმცა რაზე მინდოდა დამეწერა, არა იმ დაავადებებზე რაც იქ ხალხს აქვს, იმ ტანჯვაზე და რეაბილიტაციაზე რასაც ისინი იქ გადიან არამედ იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნულ სიძლიერეს, ადამიანის მოტივაციას გახდეს კარგად. ერთი კაცი იყო, სისხლჩაქცევის დიდი კერით ხოდა პირველად რომ ვნახეთ (2 კვირის წინ) საერთოდ ვერ დგებოდა, ძლივს ლაპარაკობდა, დღეს კი ოცუპაციური თერაპიის ვარჯიშზე რომ მოვიდა ხელჯოხი ეჭირა და ისე დადიოდა. ლამის გადავირიეთ მე და ჩემი ჯგუფელი, ისე გაგვიხარდა დებილებივით ვიღიმებოდით ბედნიერებისაგან, და ეს ვყელაფერი ამ კაცის მოტივაციის და დაუზარელი შრომის ხარჯზე მოხდა, რადგან ექიმებმა რაც არ უნდა ბევრი ეცადონ ადამიანს გამოჯანმრთელება თუ არ უნდა, თუ არ იბრძვის კარგად გახდომისათვის უბრალოდ ყველანაირი მცდელობა უშედეგო იქნება.

დღითი დღე ვრწმუნდები რომ მოტივაცია არის ის რაც გვამოძრავებს და ჩვენ ცხოვრებას აზრს აძლევს.

Eng.Summery:
When a person is sick nothing can help but motivation - a person's will to became healthy again. I believe that motivation is the mechanism what drives a human's life, makes our lives meaningful and beautiful. Without motivation we are nothing else but just vegetables.

6 comments:

ქეთი said...

მართალი ხარ ! მოტივაციაა ყველაფერი!
განსაკუთრებით ეგეთ რაღაცეებში- შენ თუ არ დაეხმარე შენსავე ცხოვრებას და შენს თავს - სხვა შენზე უკეთ ამას ვერ მოახერხებს .

Dv0rsky said...

ინფარქტი :)

clown said...

მეც ვფიქრობ რომ თითქმის ყველაფერი მოტივაციაა ^^

ბაბისა said...

მეც ასე ვფიქრობ - სურვილია მთავარი. ჰოდა, დისქავერიზე ვნახე ადრე გადაცემა, უიმედოდ მძიმე ავადმყოფი როგორ იწვა და ამბობდა მე ახალ წელს ჩემს სახლში ჩემი ფეხით უნდა შევიდე და იმდენი ქნა, რომ ყავარჯნების დახმარებით გაიარა, მთელი სამედიცინო პერსონალი გაოცებული იყო და სასწაული მოხდაო ამბობდნენ, საყურებლადაც ძალიან ამაღელვებელი იყო :)))

Tomushka said...

ბაბისა- არადა ეგ სასწაული ადამიანის ტვინი და განწობაა :) მეც ვნახე პაციენტი, ძალიან მძიმე პერიფერიული ნერვიული სისტემის დაავადებით და იმანაც მასე გადაწყვია რომ ოქტომბრში სახლში უნდა წავიდეს :) ხოდა რა ვიცი, ძალიან მონდომებული კი იყო იმედია წავა. ხანდახან მოტივაცია დიდია მაგრამ სხეული ცოტა სხვანაირად ”ფიქრობს” და ცოტა დროა საჭირო :)

exposemaximum said...

your last line in English was just perfect :)