Sep 22, 2009

რომანტიზმის მკვლელი თანამედროვე ტექნოლოგიები

სენტიმენტალური პოსტი მინდა დავწერო, პოსტი იმის შესახებ თუ როგორ ანაცვლებს თანამედროვე ტექნოლოგიები ძველ მაგრამ ძალიან რომანტიკულ ტრადიციებს, კერძოდ კი წერილების წერას. აღიარეთ როდის მიიღეთ ბოლოს პირადი ხასიათის წერილი, ქარალდზე დაწერილი და კონვერტით გამოგზავნილი თორემ ემეილებს რომ რებულობთ მაგაში ეჭვი არ მეპარება.

რა ვიცი ვიჯექი და ვფიქრობდი, რა საინტერესო იქნებოდა ძველ დროში დაბრუნება, როცა მიჯნურები, მეგობრები და ოჯახის წევრები საწერ მაგიდასთან საათებს ატარებდნენ და წერილებს წერდნენ ერთმანეთს, მაგრამ დღეს დრეობით ეს ტრადიცია უბრალოდ დაასამარა თანამედროვე ტექნოლოგიებმა - ინტერნეტმა და ტელეფონმა. ვინ დაჯდება საათობით და დაწერს წერილებს როცა ელემენტარული ტელეფონით შეგიძლია დაურეკო ახლობელს, ვიდეოთვალით დაინახო ინეტერნეტის მეშვეობით. არადა რა სამწუხაროა, როგორ მინდა ერთი წერილი მაინც მივიღო, უბრალოდ ფურცელზე დაწერილი წერილი. მერე რა თუ სურნელოვან ქაღალდზე არ იქნება დაწერილი, მერე რა თუ ჩემს გვერდით მყოფი ადამიანის მიერ იქნება გამოგზავნილი უბრალოდ წერილი მომენატრა, ადამიანური გრძნობებით და სიტყვებით გაჟღენთილი.

Eng. Summery:
I want to write a sentimental post about modern technologies and the old and nice tradition - a letter writing tradition. Can u recall when you have received a personal letter written on a paper? and so sad, this sounds so nice, sitting and thinking about the person you are writing for, putting feelings on the paper, finding correct words. Yes, i like modern technologies, but sometimes it development feels a bit sad, because it is killing very beautiful traditions.

16 comments:

Cyborg said...

უხუ და ეხლა მაგავე რომანტიულ ტალღაზე გააგრძელე და დაუფიქრდი შემდეგ ამბავს:

ის წერილი მიდიოდა ადრესატიდან ადრესატამდე რამდენიმე დღე, და თუ სხვა ქალაქში იყო - ა ტო ითვე და ხანდახან ორი...

საბოლოო ჯამში ცხოვრებაში გარდა იმისა რო @!@-ების ფხანაში ატარებდი დროს უბედური, კიდე სუ მასეთ "მიჯნურ" წერილს "ასწრებდი" ჰაჰა 10-20 ცალს, ეხლა შენ თვითონ თქვი რამდენი კავალერის PM-ს იღებ სკაჟემ დღეში... :დ

ვოტ ი დუმაი...

psychedelickija said...

adamianis ganvitarebas ramdneime done aqvs, mokled tu movrchrit cxoveluri, instinqturis mere modis emociuri, emociuris mere inteleqtualuri da mere sulieri. da isini calcalke arian udides konfliqtshi ertmanettan da yoveltvis. samtsuxarod bevri meores da meotxes aigivebs. exla mesamesa da meotxes dominantobis shoris unda vimyofebodet tsesit

ბაბისა said...

namdvilad ar maxsovs rodis mivige bolos, mgoni merve klasshi :mmm: ise kai grzsnoba iqneba albat. ise internetis miuxedavad mainc aqtiurad igzavneba werilebi da fostac mushaobs.. ubralod, chven ar gvigzavnian albat , ravic

უბრალოდ said...

მთავარია გული გულობდესო თორემ ინტ-სივრცეშიც მრავლად არსებობს რომანტიზმის გამოხატვის საშუალებები :D

Da-v-iD said...

ხოო.წერილი მართლაც კარგი რამაა. ბევრი მიწერია და მართლაც რომ განვიცდი მისი წერის ან მისი მიღების დროს გამოწვეული ემოციების ნაკლბობას. სხვათასორის დიდი ხანი არაა რაც აღარ მიმიწერია. ვწერდით იმიტომ რომ კალიგრაფია და ნაწერი უფრო სხვაა ვიდრე შაბლონური შრიფტი. იქ თითქოს სათქმელს ხატავ.
ბოლო წერილს რაც შეეხება დედაჩემისგან იყო. ხაჭაპურების პარკში იდო და მაფრთხილებდა მამაშენსაც აჭამეო :D

unaamarga said...

მე მივიღე რამდენიმე თვის წინ წერილი ჩემი ბიძაშვილისაგან. 21-ე საუკუნის მიუხედავად, ის ახლობლებს ტრადიუციულად გვიგზავნის წერილებს. თავიდან სასაცილოდ მეჩვენებოდა ასეთი საქციელი, მაგრამ რომ დავფიქრდი,მივხვდი, რომ ამით თითქოს ჩვენთან უფრო ახლოს ყოფნას ცდილობს, რომ თითქოს თავის პაწაწინა ნაწილს გვიგზავნის ამგვარად. არ ვიცი, სიტყვიერად როგორ გამოვხატო ეს გრძნობა, მაგრამ სასიამოვნოა! :)

hexe said...

+1
am temas
zustad igives tmqa mindoda mec
:)

Natalia said...

’რა საინტერესო იქნებოდა ძველ დროში დაბრუნება, როცა მიჯნურები, მეგობრები და ოჯახის წევრები საწერ მაგიდასთან საათებს ატარებდნენ და წერილებს წერდნენ ერთმანეთს’ თან ამას სანთლის შუქზე აკეთებდნენ..
რომ წარმოვიდგინოთ, რომანტიულია, მაგრამ ჩვენ რომ მოვხვდეთ იმ დროში, ვერ გავუძლებდით ნამდვილად.

პ.ს ზუსტად ამ დღეებში ვეუბნებოდი დედას, ნეტავ რას აკეთებდნენ ძველად ხალხი დღის განმავლობაში-თქო :))

Tomushka said...

Cyborg - მერე რა :) მთელი მუღამი მაგ მოლოდინი იყო :)
(არავს პმ-ს ვიღებს სხვათაშორის )

Sophie Golden said...

არა, გოგო, რას ამბობ!!!
მე არ მინდა წერილები, ი-მეილების მოყვარული ვარ :)
თუმცა, წვიმა რომ მოდის და სახლში ვზივარ თბილად, ვფიქრობ, ახლა ხომ უფრო კინოსავით იქნებოდა, ვინმეს ვწერდე წერილებს კალმით ფურცელზე და მერე ველოდებოდე...
არა, არ მინდა, სულ ჯეინ ოსტინი მახსენდება, როგორ იტანჯებოდა, თავისი ოთახი რომ არ ჰქონდა და რასაც წერდა, საგულდაგულოდ მალავდა.
Hell, ეს წვიმა სულ ინგლისს და ჯეინ ოსტინს რატომ მაგონებს?

Tomushka said...

"არა, არ მინდა, სულ ჯეინ ოსტინი მახსენდება, როგორ იტანჯებოდა, თავისი ოთახი რომ არ ჰქონდა და რასაც წერდა, საგულდაგულოდ მალავდა."
:luv:

Keti said...

აუ, ისეთი გრძნობა მაქვს, ჩემი ფიქრები წაიკითხე :)
ორი დღის წინ ვფიქრობდი ნამდვილ წერილებზე. ძალიან მომინდა, მიმეღო ქაღალდზე დაწერილი წერილი, მარკიანი კონვერტით :) არ ვიცი, რატომ. კონვერტის გახსნა ხომ ისეთი რამ არის.. მმმ. ჩქარა–ჩქარა ვაკეთებდი ყოველთვის და მაინც ფრთხილად :))

მოკლედ, მომენატრა.

lasharela said...

კონტრმაგალითი...

ბლოგი რომ არ ყოფილიყო ფურცელზე საწერი დრო არ მქონდა...მეილები რომ არ ყოფილიყო ალბათ ფურცლის მეილებსაც უაღრესად იშვიადათ დავწერდი...

ეჰ, სმს-ით რამდენი რომანტიული შეტყობინება მიფრენია მიჯნურს :)

exposemaximum said...

modern technologies kill us, but at the same time we can't live without them. Yes. my boss knows :):):)

JoKey said...

ბოლოს 1 თვის წინ მივიღე ჩემი მეგობრის საპასუხო წერილი. ელექტრონული ფოსტა უფრო ოპერატიულია, მაგრამ წერილს სხვა ხიბლი აქვს.
მიყვარს წერილები.

ეს მე ვარ ნათია:) said...

ზუსტად ერთი უჯრა სავსე მაქვს, კონვერტებით, რომელიც ~დასკოჩილია~ და ის კონვერტები ცალკე მაქვს შენახული:)გამცხამრი ყვავილების ფოტლებით რომელიც ამ კონვერტებში იდო:)
საქმე ისაა რომ სკოლა ორჯერ გამოვიცვალე,სხვადასხვა მიზეზების გამო, ორივე სკოლაში კი რამდენიმე მეგობარი დავტოვე, რომლებიც ყოველკვირეულად მწერდნენ რას შვებოდნენ, როგორი ნიშნები მიიღეს, რა შეიძინეს ახალი და საერთოდ ყველაფერი:)კვირაში მინიმუმ 3–4 წერილს ვღებულობდი...ეს 7–8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც მტავარია ყველას ვინახავდი:).....შარშან რაღაცეები გადავარჩიე და მხოლოდ ერთი უჯრა დავტოვე:)
ერთი დიდი ყუთი მქონდა შენახული:)
სად იყო მაშინ მობილური:) ან ნეტი:) :(
აი, რატომ იყო რევოლუციამდე ბავშვი გონებაჩლუნგი:))))
მაგრამ კარგია...
თითქმის ოთხი წელია არ მიიღია წერილი...
არც მე მიმიწერია ვინმესთვის:)
ამ პოსტმა კი გამახსენა ეს ყველაფერი:)

http://bekannt-1.blogspot.com/